15 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობენ და უნიკალურ ექსპერიმენტებში მონაწილეობენ

15 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობენ და უნიკალურ ექსპერიმენტებში მონაწილეობენ

შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე ბირთვული კვლევების ევროპულ საბჭოში - "ცერნის" ლაბორატორიაში, ადგილზე, სადაც ათასობით მეცნიერი სამყაროს შექმნის საიდუმლოს ამოცნობას ცდილობს, ქართველი მეცნიერებიც უკვე წლებია წარმატებით მოღვაწეობენ.

საქართველოსა და "ცერნს" შორის ურთიერთობა 1996 წლიდან იწყება. სულ "ცერნის" ლაბორატორიაში ფიზიკის 100 მეცნიერი მუშაობს, აქედან 35 ქართველია. მათი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა, ნაწილი კი ლაბორატორიაში სხვადასხვა ქვეყნის სახელით მოღვაწეობს.

ქართველი მეცნიერები არა მარტო "ცერნის" კვლევებში იღებენ მონაწილეობას. მათი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნის საუნივერსიტეტო პრაქტიკას მოიცავს. ამ ფაქტს ზოგი ე.წ. ტვინების გადინების პრობლემად მოიაზრებს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ათეულობით მეცნიერის საზღვარგარეთ მოღვაწეობა მართლაც დასაფიქრებელია, თუმცა ეს იმთავითვე დადებითი და მისასალმებელი ტენდენციაა. ამ ხალხის დახმარებით საქართველო ერთიანი სამეცნიერო სივრცის შექმნას ცდილობს. უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერები და პროფესორები ხშირ შემთხვევაში არ წყვეტენ კავშირს ქვეყანასთან და თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივებს უზიარებენ.

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დახმარებით AMBEBI.GE იმ ქართველ მეცნიერებს გაგაცნობთ, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში მოღვაწეობენ.

ქართველი მეცნიერების მცირე ნაწილის ჩამონათვალს ყველასთვის კარგად ცნობილი ფიზიკოსით, გია დვალით დავიწყებთ. ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტისა და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორია თეორიულ ფიზიკაში. ძირითადად ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით მუშაობს და ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში მონაწილეობს.

ირაკლი მინაშვილი - ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის "ცერნის" ასოცირებული წევრი და ატლას ექსპერიმენტის კალორიმეტრის მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელია.

ანდრო კაჭარავა - იულიხის კვლევით ცენტრში, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში ANKE კოლაბორაციის სპიკერია.

მერაბ კოკაია - პროფესორია ლუნდის უნივერსიტეტის ნევროლოგიურ განყოფილებაში.

თეა კეკელიძე - ნოვარტისის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტების სამეცნიერო ურთიერთობებისა და სამეცნიერო განხილვების უფროსია.

ვასილ ჯორჯაძე - ბრუქჰავენის ეროვნულ ლაბორატორიაში მეცნიერ-თანამშრომელი და ერთ-ერთი კონტრაქტორია.

გაბრიელ ჯინჯიხაშვილი - The Israel electrics Corporation-ის უფროსი ექსპერტ-ინჟინერია, მისი საქმიანობა გათანაბრებულია დეპარტამენტის უფროსთან.

დავით ყოლბაია - ვარშავის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია.

ირაკლი გარიშვილი - Lawrence Livermore National Laboratory-ის ფიზიკოსი და დოქტორის ხარისხის მფლობელია.

ალექსი ღონღაძე - ATLAS-ის ექსპერიმენტის (CERN) ინჟინერ ფიზიკოსია

სოფიო პატარაია - ATLAS-ის ექსპერიმენტის მკვლევარია CERN-ში.

ალექსი მესტვირიშვილი - აშშ-ში მდებარე იოვას უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერია.

თეიმურაზ ფირაშვილი - მათემატიკოსი, ლესტერის უნივერსიტეტის პროფესორი. ჰუმბოლტის საზოგადოების პრემიის ლაურეატი. საფრანგეთის რიგი უნივერსიტეტების (სტრასბურგი, ნიცა, ნანტი, მონპელიე, პარიზი-13) სადოქტორო დისერტაციების ჟიურის წევრი.

ალექსანდრე შარმაზანაშვილი - ATLAS-ის მონტაჟში (CERN) მონაწილე ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

ზურაბ გუგუჩია - Paul-Scherrer-ის ინსტიტუტის (შვეიცარია) დოქტორი ფიზიკის დარგში.

ქართველი მეცნიერების წვლილი უნიკალური ექსპერიმენტების ჩატარებასა და სხვადასხვა საინტერესო პროექტის წარმატებულ განხორციელებაში საკმაოდ დიდია.

15 Georgian scientists working in world’s leading laboratories and universities

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქუთაისი KIU MURAL FEST-ს მასპინძლობს

"ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში, რომელიც ევროპის ქვეყნებმა გამოიარეს" - როგორ ხსნიან ექიმები Covid 19-ით სიკვდილის შემთხვევების მატებას

უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა, გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს - რა ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა დღეიდან