პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ ხართ მხარე" - დიმიტრი ქუმსიშვილის ცხარე კამათი გიორგი გაბუნიასა და აკაკი გოგიჩაიშვილთან
 "თქვენ ხართ მხარე" - დიმიტრი ქუმსიშვილის ცხარე კამათი გიორგი გაბუნიასა და აკაკი გოგიჩაიშვილთან

"თქვენ გაქვთ პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი, თქვენ ხართ მხა­რე, - ასე მი­მარ­თა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვა­ნი­სა" და "ბიზ­ნეს­კუ­რი­ე­რის" წამ­ყვა­ნებს, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ა­სა და აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვილს.

იხი­ლეთ ვი­დეო

შე­სა­ბა­მი­სი შე­ფა­სე­ბა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც მა­ყუ­რებ­ლებს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ კი აღ­ნიშ­ნა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას არა ციფ­რე­ბი, არა­მედ შე­დე­გი აინ­ტე­რე­სებს. ამას­თან, "არ­ჩე­ვა­ნის" წამ­ყვა­ნი ქუმ­სიშ­ვი­ლის­გან და­ინ­ტე­რეს­და, ნიშ­ნავს თუ არა მის მიერ "აფ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ფურ­ცლე­ბი" და და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი იმას, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის 4 წლის წინ მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლა.

"მე არ ვაფ­რი­ა­ლებ ფურ­ცლებს - მე ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვდი მო­სახ­ლე­ო­ბას და ამი­ტომ მო­გი­წო­დებთ კო­რექ­ტუ­ლო­ბის­კენ. მე­ო­რე - 4 წლის წინ თქვენ ასეთ გა­და­ცე­მებს აკე­თებ­დით, რო­დე­საც 300 ათა­სი უმუ­შე­ვა­რი იყო? დღეს ხომ იმა­ზე ნაკ­ლე­ბი უმუ­შე­ვა­რია, ვიდ­რე 4 წლის წინ იყო? შე­სა­ბა­მი­სად, მა­ში­ნაც შე­გეძ­ლოთ ასე­თი გა­და­ცე­მა გა­გე­კე­თე­ბი­ნათ, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, თქვენ პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი გაქვთ", - გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ| რა ხდე­ბო­და გა­და­ცე­მა­ში იქამ­დე, სა­ნამ მი­ნისტრს "ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გამო" ეთე­რი­დან გა­იყ­ვან­დნენ - ხმა­უ­რი­ა­ნი "არ­ჩე­ვა­ნის" სრუ­ლი ჩა­ნა­წე­რი

რაც შე­ე­ხე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­ცე­მულ პრე­მი­ებ­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის რე­მონტზე და­ხარ­ჯულ თან­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის მიერ დას­მულ შე­კი­თხვას, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნულს "სირ­ცხვი­ლი" უწო­და.

"სირ­ცხვი­ლია. რაზე მთხოვთ პა­სუხს? შე­ა­და­რეთ - ჩემს წი­ნა­მორ­ბედ ეკო­ნო­მი­კის მი­ნისტრს 15 თუ 17 ათა­სი ჰქონ­და ხელ­ფა­სი. რას მე­ლა­პა­რა­კე­ბით? თქვენ გაქვთ პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი, თქვენ ხართ მხა­რე", - მი­მარ­თა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა "არ­ჩე­ვა­ნი­სა" და "ბიზ­ნეს­კუ­რი­ე­რის" წამ­ყვა­ნებს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "მე ვარ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი და არა ემო­ცი­ებ­ზე, არა­მედ ციფ­რებ­ზე ვი­სა­უბ­რებ" - რა­ტომ გა­თი­შეს დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი "არ­ჩე­ვა­ნის" ეთე­რი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"თქვენ ხართ მხარე" - დიმიტრი ქუმსიშვილის ცხარე კამათი გიორგი გაბუნიასა და აკაკი გოგიჩაიშვილთან

 "თქვენ ხართ მხარე" - დიმიტრი ქუმსიშვილის ცხარე კამათი გიორგი გაბუნიასა და აკაკი გოგიჩაიშვილთან

"თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, თქვენ ხართ მხარე, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანისა" და "ბიზნესკურიერის" წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და აკაკი გოგიჩაიშვილს.

იხილეთ ვიდეო

შესაბამისი შეფასება ეკონომიკის მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მაყურებლებს სხვადასხვა მიმართულებით არსებული მაჩვენებლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, გიორგი გაბუნიამ კი აღნიშნა, რომ მოსახლეობას არა ციფრები, არამედ შედეგი აინტერესებს. ამასთან, "არჩევანის" წამყვანი ქუმსიშვილისგან დაინტერესდა, ნიშნავს თუ არა მის მიერ "აფრიალებული ფურცლები" და დასახელებული მაჩვენებლები იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობისთვის 4 წლის წინ მიცემული დაპირებები შეასრულა.

"მე არ ვაფრიალებ ფურცლებს - მე ინფორმაციას ვაწვდი მოსახლეობას და ამიტომ მოგიწოდებთ კორექტულობისკენ. მეორე - 4 წლის წინ თქვენ ასეთ გადაცემებს აკეთებდით, როდესაც 300 ათასი უმუშევარი იყო? დღეს ხომ იმაზე ნაკლები უმუშევარია, ვიდრე 4 წლის წინ იყო? შესაბამისად, მაშინაც შეგეძლოთ ასეთი გადაცემა გაგეკეთებინათ, თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

იხილეთ| რა ხდებოდა გადაცემაში იქამდე, სანამ მინისტრს "ტექნიკური ხარვეზის გამო" ეთერიდან გაიყვანდნენ - ხმაურიანი "არჩევანის" სრული ჩანაწერი

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გაცემულ პრემიებსა და ადმინისტრაციული შენობების რემონტზე დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ დასმულ შეკითხვას, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნულს "სირცხვილი" უწოდა.

"სირცხვილია. რაზე მთხოვთ პასუხს? შეადარეთ - ჩემს წინამორბედ ეკონომიკის მინისტრს 15 თუ 17 ათასი ჰქონდა ხელფასი. რას მელაპარაკებით? თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, თქვენ ხართ მხარე", - მიმართა ეკონომიკის მინისტრმა "არჩევანისა" და "ბიზნესკურიერის" წამყვანებს.

ასევე წაიკითხეთ: "მე ვარ ეკონომიკის მინისტრი და არა ემოციებზე, არამედ ციფრებზე ვისაუბრებ" - რატომ გათიშეს დიმიტრი ქუმსიშვილი "არჩევანის" ეთერიდან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."