ოდესაში, ტელეკომპანია "მეშვიდე არხის" გადამღებ ჯგუფს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
სხეულის მრავლობითი დაზიანებით ჟურნალისტი და ორი ოპერატორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, ინციდენტი ტელეკომპანიის ოფისის შესასვლელთან მოხდა.
სროლამდე ბოროტმოქმედებმა მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტი შენობასთან დამონოტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მომხდართან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
ბოლო ინფორმაციით, დამნაშავეები დაკავებულები არიან.