პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში 34 ტანკი შემოვიდა - სრულიად შესაძლებელია ისინი თქვენს სახლში მოხვდნენ
საქართველოში 34 ტანკი შემოვიდა - სრულიად შესაძლებელია ისინი თქვენს სახლში მოხვდნენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში "აბ­რამ­სი", "ლე­ო­პარ­დი", "მერ­კა­ვა" და სხვა საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა გა­მოჩ­ნდე­ბა. 34 ტან­კი უკვე ად­გილ­ზეა და ამ ტექ­ნი­კას, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ქარ­თვე­ლე­ბი სა­კუ­თარ სახ­ლში მო­უყ­რი­ან თავს. უტო­პი­უ­რად ჟღერს არა? - დიახ, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ნის სახ­ლში, რო­მე­ლებ­საც სამ­ხედ­რო სა­კი­თხე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა აინ­ტე­რე­სებს, უმა­რა­ვი ტან­კი მო­თავ­სდე­ბა. უფრო მე­ტიც, მათ გან­სა­თავ­სებ­ლად 2-3 თარო სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა. რო­გო­რი იქ­ნე­ბა ტან­კე­ბის

რა­ო­დე­ნო­ბა, ეს უკვე მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი

26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­გეგ­მი­ლია ამე­რი­კუ­ლი ტან­კე­ბის "აბ­რამ­სე­ბის" გა­მო­ჩე­ნა. ტან­კებს მა­ი­სის შუა რი­ცხვებ­ში ვა­ზი­ა­ნის პო­ლი­გონ­ზე ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ჩა­მო­იყ­ვა­ნენ. მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა "ლე­ო­პარდს" და სხვა საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კას, მათი მო­დე­ლე­ბის შე­ძე­ნას მსურ­ვე­ლე­ბი ჟურ­ნალ "არ­სე­ნალ­თან" ერ­თად შეძ­ლე­ბენ.

მათ­თვის, ვი­საც სურს ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი "აბ­რამ­სი", "ლე­ო­პარ­დი", "მერ­კა­ვა" და ა.შ. ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი" ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა - მსურ­ვე­ლი ყო­ველ­თვი­უ­რად შეძ­ლებს შე­ი­ძი­ნოს თა­ნა­მედ­რო­ვე და ის­ტო­რი­უ­ლი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის სა­კო­ლექ­ციო მო­დე­ლე­ბი. ეს მო­დე­ლე­ბი მე­ტა­ლის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ორი­გი­ნა­ლის ზუს­ტი ას­ლია. ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მა­ი­სის ნო­მერ­თან ერ­თად მკი­თხვე­ლი "აბ­რამ­სის" ზუს­ტი ას­ლის შე­ძე­ნას შეძ­ლებს.

რო­გორც ერთ-ერთი თი­ნე­ი­ჯე­რი, გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძე AMBEBI.GE - სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" წა­მო­წყე­ბა მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე აღ­მოჩ­ნდა:

"ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა. მით უმე­ტეს, მო­ზარ­დე­ბის­თვის. ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ჰო­ბია ნივ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, ბევ­რს ძა­ლი­ან უყ­ვარს საბ­რძო­ლო ია­რა­ღე­ბი და მათ არ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყო­ველ­დღე და­ათ­ვა­ლი­ე­რონ ტან­კე­ბი. ასე­თი კო­ლექ­ცია და­ეხ­მა­რე­ბათ, შე­აგ­რო­ვონ მეტი საყ­ვა­რე­ლი ნივ­თი. ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ამ კო­ლექ­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა. ასე­ვე, ეს არის სტი­მუ­ლი, რომ ახა­ლი სფე­რო შე­ვის­წავ­ლო", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძემ.

ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" ერთ-ერთი მკი­თხვე­ლის, ნიკა ჯა­ლა­ღო­ნი­ას თქმით, მო­დე­ლე­ბის ცალ­კე ყიდ­ვა დღემ­დე სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და. ახლა კი ჟურ­ნალ­თან ერ­თად ყვე­ლა მო­დე­ლის შეგ­რო­ვე­ბი­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბის გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა.

"ხში­რად ვკი­თხუ­ლობ "არ­სე­ნალს" და ახლა სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე - ჟურ­ნალ­თან ერ­თად სამ­ხედ­რო მო­დე­ლე­ბის შე­ძე­ნას შევ­ძლებ. ფა­სიც მი­სა­ღე­ბია იმი­ტომ, რომ ცალ­კე მო­დე­ლის ფასი ბევ­რად მა­ღა­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჟურ­ნალ­ში იმ მო­დე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის წა­კი­თხვა შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლიც თან ერ­თვის ჟურ­ნალს. მო­დე­ლებს ცალ­კე მო­ძი­ე­ბა ჭირ­და, ეს ჟურ­ნა­ლი კი ყვე­ლა მო­დე­ლის თავ­მოყ­რას გა­მი­ად­ვი­ლებს", - აღ­ნიშ­ნა ნიკა ჯა­ლა­ღო­ნი­ამ.

რო­გორც "არ­სე­ნა­ლის" რე­დაქ­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, წა­მო­წყე­ბის მთა­ვა­რი იდეა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და მო­ზარ­დებ­ში სამ­ხედ­რო საქ­მის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლის

გაღ­ვი­ვე­ბაა.

"ჩვე­ნი იდე­აა, რომ ამით მო­სახ­ლე­ო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით, ახალ­გაზ­რდო­ბის ინ­ტე­რე­სი გა­ვაღ­ვი­ვოთ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სად­მი, ქარ­თუ­ლი არ­მი­ი­სად­მი, თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდი­სად­მი. რაც უფრო დიდი იქ­ნე­ბა მო­დე­ლე­ბის კო­ლექ­ცია, მით უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა რო­გორც კო­ლექ­ცი­ის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის, ასე­ვე მათი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ირაკ­ლი ალა­დაშ­ვილ­მა.

"არ­სე­ნა­ლის" მა­ი­სის ნო­მე­რი, თან­დარ­თულ მო­დელ­თან ერ­თად უკვე გა­ყიდ­ვა­შია. რო­გო­რია "აბ­რამ­სის" ის­ტო­რია, რო­მე­ლიც გე­ნე­რალ კრე­ი­ტონ აბ­რამ­სის სა­ხელს ატა­რებს - ამას მკი­თხვე­ლი ჟურ­ნალ "არ­სე­ნალ­ში" შე­ი­ტყობს. მო­მა­ვალ ნომ­რებ­ში კი, მკი­თხვე­ლე­ბი სხვადსხვა საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ას­თან ერ­თად, მო­დე­ლებ­საც გა­ეც­ნო­ბი­ან და სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­ბი­ნა­ვე­ბენ.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოში 34 ტანკი შემოვიდა - სრულიად შესაძლებელია ისინი თქვენს სახლში მოხვდნენ

საქართველოში 34 ტანკი შემოვიდა - სრულიად შესაძლებელია ისინი თქვენს სახლში მოხვდნენ

საქართველოში "აბრამსი", "ლეოპარდი", "მერკავა" და სხვა საბრძოლო ტექნიკა გამოჩნდება. 34 ტანკი უკვე ადგილზეა და ამ ტექნიკას, არც მეტი, არც ნაკლები, ქართველები საკუთარ სახლში მოუყრიან თავს. უტოპიურად ჟღერს არა? - დიახ, თითოეული ადამინის სახლში, რომელებსაც სამხედრო საკითხები და შესაბამისად, საბრძოლო ტექნიკა აინტერესებს, უმარავი ტანკი მოთავსდება. უფრო მეტიც, მათ განსათავსებლად 2-3 თარო სავსებით საკმარისი იქნება. როგორი იქნება ტანკების

რაოდენობა, ეს უკვე მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული.

იხილეთ სიუჟეტი

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებაზე დაგეგმილია ამერიკული ტანკების "აბრამსების" გამოჩენა. ტანკებს მაისის შუა რიცხვებში ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისთვის ჩამოიყვანენ. მაგრამ რაც შეეხება "ლეოპარდს" და სხვა საბრძოლო ტექნიკას, მათი მოდელების შეძენას მსურველები ჟურნალ "არსენალთან" ერთად შეძლებენ.

მათთვის, ვისაც სურს ჰქონდეს საკუთარი "აბრამსი", "ლეოპარდი", "მერკავა" და ა.შ. ჟურნალი "არსენალი" ახალ შესაძლებლობას იძლევა - მსურველი ყოველთვიურად შეძლებს შეიძინოს თანამედროვე და ისტორიული საბრძოლო ტექნიკის საკოლექციო მოდელები. ეს მოდელები მეტალისგან არის დამზადებული და ორიგინალის ზუსტი ასლია. ჟურნალ "არსენალის" მაისის ნომერთან ერთად მკითხველი "აბრამსის" ზუსტი ასლის შეძენას შეძლებს.

როგორც ერთ-ერთი თინეიჯერი, გიორგი კიკაბიძე AMBEBI.GE - სთან საუბრისას აღნიშნავს, ჟურნალ "არსენალის" წამოწყება მისთვის საინტერესო სიახლე აღმოჩნდა:

"ნამდვილად საინტერესო სიახლეა. მით უმეტეს, მოზარდებისთვის. ბევრი ადამიანის ჰობია ნივთების შეგროვება, ბევრს ძალიან უყვარს საბრძოლო იარაღები და მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ყოველდღე დაათვალიერონ ტანკები. ასეთი კოლექცია დაეხმარებათ, შეაგროვონ მეტი საყვარელი ნივთი. ჩემთვის საინტერესო იქნება ამ კოლექციის შეგროვება. ასევე, ეს არის სტიმული, რომ ახალი სფერო შევისწავლო", - აღნიშნა გიორგი კიკაბიძემ.

ჟურნალ "არსენალის" ერთ-ერთი მკითხველის, ნიკა ჯალაღონიას თქმით, მოდელების ცალკე ყიდვა დღემდე სირთულეს წარმოადგენდა. ახლა კი ჟურნალთან ერთად ყველა მოდელის შეგროვებისა და მათთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტების გაცნობის შესაძლებლობა მიეცა.

"ხშირად ვკითხულობ "არსენალს" და ახლა სასიამოვნო სიახლის შესახებ შევიტყვე - ჟურნალთან ერთად სამხედრო მოდელების შეძენას შევძლებ. ფასიც მისაღებია იმიტომ, რომ ცალკე მოდელის ფასი ბევრად მაღალია. საინტერესოა, რომ ჟურნალში იმ მოდელის შესახებ ინფორმაციის წაკითხვა შეიძლება, რომელიც თან ერთვის ჟურნალს. მოდელებს ცალკე მოძიება ჭირდა, ეს ჟურნალი კი ყველა მოდელის თავმოყრას გამიადვილებს", - აღნიშნა ნიკა ჯალაღონიამ.

როგორც "არსენალის" რედაქციაში აცხადებენ, წამოწყების მთავარი იდეა სამხედრო ტექნიკის პოპულარიზაცია და მოზარდებში სამხედრო საქმის მიმართ სიყვარულის

გაღვივებაა.

"ჩვენი იდეაა, რომ ამით მოსახლეობის და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის ინტერესი გავაღვივოთ სამხედრო ტექნიკისადმი, ქართული არმიისადმი, თავდაცვისუნარიანობის გაზრდისადმი. რაც უფრო დიდი იქნება მოდელების კოლექცია, მით უფრო საინტერესო იქნება როგორც კოლექციის მფლობელებისთვის, ასევე მათი ახლობლებისთვის",  - აღნიშნა ჟურნალ "არსენალის" მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა.

"არსენალის" მაისის ნომერი, თანდართულ მოდელთან ერთად უკვე გაყიდვაშია. როგორია "აბრამსის" ისტორია, რომელიც გენერალ კრეიტონ აბრამსის სახელს ატარებს - ამას მკითხველი ჟურნალ "არსენალში" შეიტყობს. მომავალ ნომრებში კი, მკითხველები სხვადსხვა საბრძოლო ტექნიკის შესახებ ისტორიასთან ერთად, მოდელებსაც გაეცნობიან და სურვილის მიხედვით, საკუთარ სახლში დააბინავებენ.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია