მსოფლიო
სამართალი

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არის გასაკვირი AMBEBI.GE-ს ასეთი რეიტინგი" - რატომ აჯობა "ფეისბუქს" საინფორმაციო პორტალმა
"არ არის გასაკვირი AMBEBI.GE-ს ასეთი რეიტინგი" - რატომ აჯობა "ფეისბუქს" საინფორმაციო პორტალმა

სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის IRI-ის უახ­ლე­სი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­ნე­ტით ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით, გა­მო­კი­თხულ­თა ყვე­ლა­ზე დიდი ნა­წი­ლი - 20% სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ AMBEBI.GE-ს სტუმ­რობს. გა­მო­კი­თხულ­თა 15% ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფე­ის­ბუ­ქი­დან" იღებს.

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ასე­ვე მე­დი­ა­ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "ფე­ის­ბუქს" სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფუნ­ქცია აქვს და მხო­ლოდ ახა­ლი ამ­ბე­ბის­თვის არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა მათი თქმით, კვლე­ვე­ბი ცხად­ყოფს, რომ ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლებს ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ და არა "ფე­ის­ბუქს".

არ­ჩილ გამ­ზარ­დია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტი: "ფე­ის­ბუქს" აქვს რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო, ისე სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ფუნ­ქცია, კონ­კრე­ტუ­ლად სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალს კი, ამ შემ­თხვე­ვა­ში AMBEBI.GE-ს აქვს მთლი­ა­ნად ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ფუნ­ქცია და არის ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. რი­გი­თი ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გებ ენა­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, აქვს ინ­ტე­რაქ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა, იგი­ვე კო­მენ­ტა­რის ფუნ­ქცია და ა.შ. სრუ­ლი­ა­დაც არ არის გა­საკ­ვი­რი, AMBEBI.GE-ს ასე­თი რე­ი­ტინ­გი. ისე­თი თე­მე­ბის შერ­ჩე­ვის სპე­ცი­ფი­კა აქვს, რო­მე­ლიც მრა­ვალ ადა­მი­ანს აინ­ტე­რე­სებს და შე­სა­ბა­მი­სად მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და ყუ­რა­დღე­ბა მა­სობ­რი­ვია. მუდ­მი­ვი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ახა­ლი ამ­ბის სა­ნა­ხა­ვად "ფე­ის­ბუ­ქი­დან" ნაკ­ლე­ბად გა­და­ვა, სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი კი სულ ექ­ნე­ბა გახ­სნი­ლი ინ­ტე­რე­სის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად".

ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი: "ფე­ის­ბუ­ქი" სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლია, ის არ არის ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო ან რა­ი­მე პორ­ტა­ლი, რო­მელ­საც რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი აქვს. "ფე­ის­ბუქ­ზე" ინ­ფორ­მა­ცი­ულ თვალ­სა­წი­ერს გი­წყვე­ტენ შენი მე­გობ­რე­ბი და ის გვერ­დე­ბი, რო­მე­ლიც მო­წო­ნე­ბუ­ლი გაქვს. "ფე­ის­ბუ­ქის" სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთლად შე­საძ­ლე­ბე­ლი არ არის, რომ ეგ­რე­ვე შეხ­ვი­დე და ახა­ლი ამ­ბე­ბი ნახო იმი­ტომ, რომ მისი სის­ტე­მა სხვა სა­ი­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. აქ ყვე­ლა­ფერს წყვეტ შენ, თუ გინ­და, რომ მხო­ლოდ ახა­ლი ამ­ბე­ბის ცენ­ტრში იყო, მა­შინ უფრო ხში­რად უნდა შე­დი­ო­დე ახა­ლი ამ­ბე­ბის ფე­ის­ბუქგ­ვერ­დებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი ამ­ბე­ბის პორ­ტალს, მას აქვს სულ სხვა სპე­ცი­ფი­კა, ის მო­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ სა­იტ­ზე შეს­ვლის­თა­ნა­ვე გა­ი­გო და წა­ი­კი­თხო ახა­ლი ამ­ბა­ვი. მე რომ "ფე­ის­ბუქ­ზე" ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­სა­გე­ბად შე­ვი­დე, ეს იგი­ვეა თი­ვის ზვინ­ში ნემ­სი მოვ­ძებ­ნო. "ფე­ის­ბუ­ქი" ით­ვლის შენს ინ­ტე­რე­სებს და ისე ალა­გებს შენს სა­ინ­ფორ­მა­ციო ზოლს".

ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი, მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი: "პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მოვ­ხა­ტავ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­მართ, მათ შო­რის IRI-ს, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, კარ­გად არ ჩანს, თუ რას გუ­ლის­ხმობს კვლე­ვის შე­დე­გე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის კონ­კუ­რენ­ტი ვერ იქ­ნე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა. AMBEBI.GE შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა მსგავ­სი სა­ხის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კონ­კუ­რენ­ტი. მე პი­რა­დად არ გახ­ლა­ვართ AMBEBI.GE-ს მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რად­გან პორ­ტალ­ზე ვრცელ­დე­ბა შე­და­რე­ბით ყვი­თე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. ამ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რია. მა­გა­ლი­თად, ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ზეთ Sun-ს გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი ტი­რა­ჟი აქვს, ვიდ­რე მა­გა­ლი­თად Independent-ს, რო­მე­ლიც რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი, აკა­დე­მი­უ­რი მე­დი­აა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ამ თვალ­საზ­რი­სით, AMBEBI.GE-ს კონ­კუ­რენ­ტი ვერ იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ის არ არის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად არის თავ­მოყ­რი­ლი.

მე­დი­ა­ექ­სპერტ ლაშა ტუ­ღუ­შის თქმით,მე­დი­ის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ლო­გი­კუ­რია, რად­გან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მკი­თხვე­ლი უფრო უკე­თეს და დახ­ვე­წილ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს მის­გან: "მე­დი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლად ამ­ზა­დე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას. იქ იცა­ვენ სტან­დარ­ტებს და მათ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უფრო უკე­თე­სი, დახ­ვე­წი­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად მის მი­მართ მეტი ინ­ტე­რე­სი ლო­გი­კუ­რია, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი კი კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რათა ერ­თმა­ნეთს მო­საზ­რე­ბე­ბი გა­უ­ზი­ა­რონ".

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "რა­ღაც­ნა­ი­რი ხიბ­ლი აქვს ამ სა­იტს, გინ­და რომ იქ შეხ­ვი­დე" - რას ფიქ­რო­ბენ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი AMBEBI.GE-ის ლი­დე­რო­ბა­ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"არ არის გასაკვირი AMBEBI.GE-ს ასეთი რეიტინგი" - რატომ აჯობა "ფეისბუქს" საინფორმაციო პორტალმა

"არ არის გასაკვირი AMBEBI.GE-ს ასეთი რეიტინგი" - რატომ აჯობა "ფეისბუქს" საინფორმაციო პორტალმა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტით ინფორმაციის მიღების მიზნით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 20% საინფორმაციო პორტალ AMBEBI.GE-ს სტუმრობს. გამოკითხულთა 15% ახალ ინფორმაციას "ფეისბუქიდან" იღებს.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას სოციალური მედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტები, ასევე მედიაექსპერტები ამბობენ, რომ "ფეისბუქს" საინფორმაციო პორტალებისგან განსხვავებული ფუნქცია აქვს და მხოლოდ ახალი ამბებისთვის არ გამოიყენება, თუმცა მათი თქმით, კვლევები ცხადყოფს, რომ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები ინფორმაციის მისაღებად საინფორმაციო პორტალებს ამჯობინებენ და არა "ფეისბუქს".

არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი: "ფეისბუქს" აქვს როგორც საინფორმაციო, ისე საკომუნიკაციო ფუნქცია, კონკრეტულად საინფორმაციო პორტალს კი, ამ შემთხვევაში AMBEBI.GE-ს აქვს მთლიანად ინფორმაციული ფუნქცია და არის ძალიან მრავალფეროვანი. რიგითი ადამიანისთვის ყველაფერი გასაგებ ენაზეა წარმოდგენილი, აქვს ინტერაქციის საშუალება, იგივე კომენტარის ფუნქცია და ა.შ. სრულიადაც არ არის გასაკვირი, AMBEBI.GE-ს ასეთი რეიტინგი. ისეთი თემების შერჩევის სპეციფიკა აქვს, რომელიც მრავალ ადამიანს აინტერესებს და შესაბამისად მის მიმართ ინტერესი და ყურადღება მასობრივია. მუდმივი მომხმარებელი ახალი ამბის სანახავად "ფეისბუქიდან" ნაკლებად გადავა, საინფორმაციო პორტალი კი სულ ექნება გახსნილი ინტერესის დასაკმაყოფილებლად".

ზურა ბალანჩივაძე, სოციალური მედიის სპეციალისტი: "ფეისბუქი" სოციალური ქსელია, ის არ არის ახალი ამბების სააგენტო ან რაიმე პორტალი, რომელსაც რაღაც კონკრეტული მიზანი აქვს. "ფეისბუქზე" ინფორმაციულ თვალსაწიერს გიწყვეტენ შენი მეგობრები და ის გვერდები, რომელიც მოწონებული გაქვს. "ფეისბუქის" სპეციფიკიდან გამომდინარე, მთლად შესაძლებელი არ არის, რომ ეგრევე შეხვიდე და ახალი ამბები ნახო იმიტომ, რომ მისი სისტემა სხვა საიტებისგან განსხვავებულია. აქ ყველაფერს წყვეტ შენ, თუ გინდა, რომ მხოლოდ ახალი ამბების ცენტრში იყო, მაშინ უფრო ხშირად უნდა შედიოდე ახალი ამბების ფეისბუქგვერდებზე. რაც შეეხება ახალი ამბების პორტალს, მას აქვს სულ სხვა სპეციფიკა, ის მომართულია იმისკენ, რომ საიტზე შესვლისთანავე გაიგო და წაიკითხო ახალი ამბავი. მე რომ "ფეისბუქზე" ახალი ამბების გასაგებად შევიდე, ეს იგივეა თივის ზვინში ნემსი მოვძებნო. "ფეისბუქი" ითვლის შენს ინტერესებს და ისე ალაგებს შენს საინფორმაციო ზოლს".

ირაკლი ტაბლიაშვილი, მედიაექსპერტი: "პატივისცემას გამოვხატავ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ, მათ შორის IRI-ს, მაგრამ ჩემი აზრით, კარგად არ ჩანს, თუ რას გულისხმობს კვლევის შედეგები. ბუნებრივია სოციალური ქსელის კონკურენტი ვერ იქნება საინფორმაციო მედიასაშუალება. AMBEBI.GE შეიძლება იყოს სხვა მსგავსი სახის მედიასაშუალებების კონკურენტი. მე პირადად არ გახლავართ AMBEBI.GE-ს მომხმარებელი, რადგან პორტალზე ვრცელდება შედარებით ყვითელი ინფორმაციები. ამგვარი ინფორმაციის მომხმარებელი ყველა საზოგადოებაში ბევრია. მაგალითად, ბრიტანეთში გაზეთ Sun-ს გაცილებით მაღალი ტირაჟი აქვს, ვიდრე მაგალითად Independent-ს, რომელიც რესპექტაბელური, აკადემიური მედიაა. სოციალური ქსელი ამ თვალსაზრისით, AMBEBI.GE-ს კონკურენტი ვერ იქნება იმიტომ, რომ ის არ არის მედიასაშუალება, სოციალურ ქსელში ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი.

მედიაექსპერტ ლაშა ტუღუშის თქმით, მედიის მიმართ საზოგადოების ინტერესი ლოგიკურია, რადგან სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, მკითხველი უფრო უკეთეს და დახვეწილ ინფორმაციას იღებს მისგან: "მედიაში მომუშავე ადამიანები, პროფესიულად ამზადებენ ინფორმაციას. იქ იცავენ სტანდარტებს და მათ მიერ მომზადებული ინფორმაცია უფრო უკეთესი, დახვეწილი და მრავალფეროვანია. შესაბამისად მის მიმართ მეტი ინტერესი ლოგიკურია, სოციალური ქსელები კი კარგი საშუალებაა ადამიანებისთვის, რათა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარონ".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "რაღაცნაირი ხიბლი აქვს ამ საიტს, გინდა რომ იქ შეხვიდე" - რას ფიქრობენ ცნობილი სახეები AMBEBI.GE-ის ლიდერობაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია