პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სავარაუდოდ ”თანაინვესტირების ფონდმა” შეიძინა
კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სავარაუდოდ ”თანაინვესტირების ფონდმა” შეიძინა

კრწა­ნი­სი-შინ­დი­სის გზის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი 29 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ვა­რა­უ­დოდ "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდმა" შე­ი­ძი­ნა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფონ­დის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე დღეს 19:00 სა­ათ­ზე, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თავს.

"შე­ი­ძი­ნა თუ არა თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდმა აღ­ნიშ­ნუ­ლი 29 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თი, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გე­ტყვით. შე­მიძ­ლია მხო­ლოდ ის და­გი­დას­ტუ­როთ, რომ 29 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თის აუქ­ცი­ონ­ზე შე­ძე­ნის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით დღეს, 19:00 სა­ათ­ზე, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში", ფონ­დის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თავს", - გა­ნა­ცხა­დეს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდში.

კრწა­ნი­სი-შინ­დი­სის მშე­ნე­ბა­რე გზის მიმ­დე­ბა­რედ 29 ჰექ­ტა­რი მიწა 6 326 495 ლა­რად გა­ი­ყი­და. აუქ­ცი­ონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ ერ­თმა სუ­ბი­ექ­ტმა მი­ი­ღო.

აუქ­ცი­ო­ნი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ დას­რულ­და, თბი­ლი­სის მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტომ 22 აპ­რილს გა­მო­ა­ცხა­და. მისი პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, გა­სა­ყი­დი ტე­რი­ტო­რი­ის სა­წყი­სი ფასი 6 233 000 ლარს შე­ად­გენ­და.

აუქ­ცი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (48 თვის ვა­და­ში) გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს არა­ნაკ­ლებ 80 ნომ­რი­ა­ნი სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა; ასე­ვე სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სის­თვის უზ­რუნ­ველ­ყოს არა­ნაკ­ლებ 50 ერ­თე­ულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე გათ­ვლი­ლი ავ­ტო­სად­გო­მის მო­წყო­ბა.

გარ­და ამი­სა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან სა­ა­უქ­ცი­ო­ნო პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ­დე პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს გა­და­ცე­მულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა, გა­ნახ­ლე­ბა, ტე­რი­ტო­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბა, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რცის გან­ვი­თა­რე­ბა და სა­ი­რი­გა­ციო სის­ტე­მის მო­წყო­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" თბი­ლი­სის მერს აღ­ნიშ­ნუ­ლი აუქ­ცი­ო­ნის შე­ჩე­რე­ბის­კენ დღეს კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ტე­რი­ტო­რი­ის შე­ძე­ნა ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სურს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი აუქ­ცი­ო­ნის დას­რუ­ლე­ბას თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან ელო­დე­ბი­ან.

კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სავარაუდოდ ”თანაინვესტირების ფონდმა” შეიძინა

კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სავარაუდოდ ”თანაინვესტირების ფონდმა” შეიძინა

კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სავარაუდოდ "თანაინვესტირების ფონდმა" შეიძინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე დღეს 19:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" პრესკონფერენციას გამართავს.

"შეიძინა თუ არა თანაინვესტირების ფონდმა აღნიშნული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. შემიძლია მხოლოდ ის დაგიდასტუროთ, რომ 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე შეძენის საკითხთან დაკავშირებით დღეს, 19:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში", ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე პრესკონფერენციას გამართავს", - განაცხადეს თანაინვესტირების ფონდში.

კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო.

აუქციონი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა. მისი პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში (48 თვის ვადაში) განახორციელოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა; ასევე სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერს აღნიშნული აუქციონის შეჩერებისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა. ისინი აცხადებენ, რომ ტერიტორიის შეძენა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სურს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აუქციონის დასრულებას თბილისის მერიასთან ელოდებიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია