სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის აბაშიძის ქუჩაზე მოჯირითე "უცნობი მხედარი" - "ცხენით გოგონასთან გავიქეცით შერიგების სათხოვნელად"
ვინ არის აბაშიძის ქუჩაზე მოჯირითე "უცნობი მხედარი" - "ცხენით გოგონასთან გავიქეცით შერიგების სათხოვნელად"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს რო­გორ მი­ა­ჭე­ნებს შუ­ა­გულ ვა­კე­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, შე­უ­კაზ­მავ ცხენს უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდა. ვი­დე­ორ­გოლ­მა სხვა­დას­ხვა სა­ი­ტებ­ზე და გვერ­დებ­ზე დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია და რამ­დე­ნი­მე დღე­ში 50 000-მდე ნახ­ვა და­აგ­რო­ვა. მნახ­ვე­ლე­ბი უც­ნო­ბი მხედ­რის ვი­ნა­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ, AMBEBI.GE-მ იპო­ვა და გა­გაც­ნობთ მას.

"უც­ნო­ბი მხე­და­რი" გი­ორ­გი ხვის­ტა­ნია, ის 20 წლი­საა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტია. რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რაგბს თა­მა­შობ­და, იყო სა­რაგ­ბო კლუ­ბის, თბი­ლი­სის "ყო­ჩე­ბის" და სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, 18 წლის ასაკ­ში მი­ღე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ტრავ­მის გამო კი რაგ­ბის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა მო­უხ­და.

- გი­ორ­გი, მოგ­ვი­ყე­ვი შენს შე­სა­ხებ, ვინ ხარ, რას საქ­მი­ა­ნობ?

- წარ­მო­შო­ბით სვა­ნე­თი­დან ვარ. თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, თუმ­ცა მშობ­ლი­ურ კუ­თხეს­თან კავ­ში­რი არას­დროს და­მი­კარ­გავს, იქ სახ­ლი მაქვს და მყავს ძა­ლი­ან ბევ­რი ნა­თე­სა­ვი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო სვა­ნეთ­ში გა­ვა­ტა­რო. ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი შე­საძ­ლოა გარ­კვე­ულ­წი­ლად სწო­რედ ჩემ­მა წარ­მო­შო­ბა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა.

- ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობ?

- ვსწავ­ლობ სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტში, ანუ ჯი­პა­ში. გარ­და ამი­სა, სტა­ჟი­რე­ბას გავ­დი­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ის იუ­რი­დი­ულ დე­პარ­ტა­მენ­ტში. რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რაგბს ვთა­მა­შობ­დი, ჩემი კლუ­ბი თბი­ლი­სის "ყო­ჩე­ბია", ასე­ვე ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, სამ­წუ­ხა­როდ 18 წლის ასაკ­ში რაგბს იძუ­ლე­ბით ჩა­მოვ­შორ­დი, ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო.

- რო­გორ მოხ­ვდი ცხე­ნით აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე?

- რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, ვა­კის პარკთან შემ­თხვე­ვით წა­ვა­წყდი ორ ცხენს, უპატ­რო­ნოდ იყ­ვნენ და აქეთ-იქით და­დი­ოდ­ნენ. ზო­გა­დად ცხო­ვე­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ცხე­ნე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ამი­ტომ მათი და­ნახ­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. მი­ვე­დი და მო­ვე­ფე­რე, მერე კი ვერ მო­ვით­მი­ნე, შე­ვა­ჯე­ქი და გა­ვა­ჭე­ნე. ხალ­ხს უკ­ვირ­და, ცხენს არც უნა­გი­რი ჰქონ­და და არც სა­და­ვე, რო­გორ მარ­თავ­დიო. ცხენ­ზე ჯი­რი­თი ბავ­შო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ამი­ტომ ამ დაბ­რკო­ლე­ბამ ვერ შე­მა­ჩე­რა. ცხე­ნებს ეტყო­ბო­დათ, რომ და­კარ­გუ­ლე­ბი იყ­ვნენ, იმ დღეს­ვე ავიყ­ვა­ნე ბა­გებ­ში, და­ვა­ბი, ვა­ჭა­მე, მო­ვუ­ა­რე, რის შემ­დე­გაც ვა­კის პარკთან დავ­ბრუნ­დი და პატ­რო­ნე­ბის ძებ­ნა და­ვი­წყე. იქვე ყვე­ლას ვუ­თხა­რი, რომ თუ პატ­რო­ნე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ, ჩემი სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი მი­ე­ცათ. მარ­თლაც გა­მოჩ­დნენ, თურ­მე ადი­გე­ნი­დან ყო­ფი­ლან ჩა­მო­სუ­ლე­ბი და ვა­კის პარკში მუ­შა­ო­ბენ. მი­ვიყ­ვა­ნე ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ბა­გებ­ში და ცხე­ნე­ბი და­ვუბ­რუ­ნე, თურ­მე ცხე­ნე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ და­კარ­გუ­ლან.

- აბა­ში­ძე­ზე შენს ცხე­ნით გა­სე­ირ­ნე­ბას ხალ­ხი რო­გორ შეხ­ვდა?

- ქუ­ჩა­ში ვინც მხვდე­ბო­და, ყვე­ლა მე­სალ­მე­ბო­და, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს ვუ­ლო­ცავ­დით ერ­თმა­ნეთს, ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი იყო, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მე­მახ­სოვ­რე­ბა. ამას ერთი ძა­ლი­ან კარ­გი ამ­ბა­ვიც მოყ­ვა, ჩემი ძმა­კა­ცი თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულს შე­ვა­რი­გე.

- ეს რო­გორ მოხ­და?

- ჩემი მე­გო­ბა­რი და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ ნა­ჩხუბ­რე­ბი, გოგო აბა­ში­ძის ბო­ლო­ში ცხოვ­რობს, ცხე­ნით მას­თან გა­ვი­ქე­ცით, რომ შე­რი­გე­ბა გვე­თხო­ვა, ამ თხოვ­ნამ გაჭ­რა, შე­იძ­ლე­ბა ცხე­ნე­ბით მის­ვლა­მაც იმოქ­მე­და. ამ ამ­ბის გამო ცხენს სა­ხე­ლად "მხსნე­ლო" და­ვარ­ქვით.

- ვი­დეო, სა­დაც აბა­ში­ძე­ზე ცხენს აჭე­ნებ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ამას რო­გორ შეხ­ვდი?

- ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა, ამ ვი­დე­ოს ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი თუ მოყ­ვე­ბო­და, რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ ეს ვი­დეო დადო და რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ნა­ხუ­ლობს. მე სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, მგო­ნი ცუდი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ვიცი, რომ ამ ამ­ბავს ზოგი ცუ­და­დაც შეხ­ვდა და უარ­ყო­ფი­თად გა­ნე­წყო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამას დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ. და­ი­წე­რა "ეს სოფ­ლე­ლი თბი­ლისს შე­მორ­ჩა და რი­კო­თის­კენ გარ­ბი­სო" - ასეთ კო­მენ­ტა­რებ­ზე უბ­რა­ლოდ მე­ღი­მე­ბა, მათ რა უნდა ვუ­პა­სუ­ხო, თა­ვი­ანთ გზა­ზე გა­უ­მარ­ჯოთ.

ლაშა ჯა­ფა­რი­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: თბი­ლის­ში, აბა­ში­ძე­ზე ცხე­ნით მო­ჯი­რი­თე ბიჭ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და­ი­პყრო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ვინ არის აბაშიძის ქუჩაზე მოჯირითე "უცნობი მხედარი" - "ცხენით გოგონასთან გავიქეცით შერიგების სათხოვნელად"

ვინ არის აბაშიძის ქუჩაზე მოჯირითე "უცნობი მხედარი" - "ცხენით გოგონასთან გავიქეცით შერიგების სათხოვნელად"

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ მიაჭენებს შუაგულ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, შეუკაზმავ ცხენს უცნობი ახალგაზრდა. ვიდეორგოლმა სხვადასხვა საიტებზე და გვერდებზე დიდი ინტერესი გამოიწვია და რამდენიმე დღეში 50 000-მდე ნახვა დააგროვა. მნახველები უცნობი მხედრის ვინაობით დაინტერესდნენ, AMBEBI.GE-მ იპოვა და გაგაცნობთ მას.

"უცნობი მხედარი" გიორგი ხვისტანია, ის 20 წლისაა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტია. რვა წლის განმავლობაში რაგბს თამაშობდა, იყო სარაგბო კლუბის, თბილისის "ყოჩების" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 18 წლის ასაკში მიღებული უმძიმესი ტრავმის გამო კი რაგბისთვის თავის დანებება მოუხდა.

- გიორგი, მოგვიყევი შენს შესახებ, ვინ ხარ, რას საქმიანობ?

- წარმოშობით სვანეთიდან ვარ. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა მშობლიურ კუთხესთან კავშირი არასდროს დამიკარგავს, იქ სახლი მაქვს და მყავს ძალიან ბევრი ნათესავი. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, თავისუფალი დრო სვანეთში გავატარო. ცხოველების მიმართ ჩემი სიყვარული შესაძლოა გარკვეულწილად სწორედ ჩემმა წარმოშობამაც განაპირობა.

- ამჟამად რას საქმიანობ?

- ვსწავლობ საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში, ანუ ჯიპაში. გარდა ამისა, სტაჟირებას გავდივარ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის იურიდიულ დეპარტამენტში. რვა წლის განმავლობაში რაგბს ვთამაშობდი, ჩემი კლუბი თბილისის "ყოჩებია", ასევე ვიყავი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, სამწუხაროდ 18 წლის ასაკში რაგბს  იძულებით ჩამოვშორდი, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო.

- როგორ მოხვდი ცხენით აბაშიძის ქუჩაზე?

- რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვაკის პარკთან შემთხვევით წავაწყდი ორ ცხენს, უპატრონოდ იყვნენ და აქეთ-იქით დადიოდნენ. ზოგადად ცხოველები, განსაკუთრებით კი ცხენები ძალიან მიყვარს, ამიტომ მათი დანახვა ძალიან გამიხარდა. მივედი და მოვეფერე, მერე კი ვერ მოვითმინე, შევაჯექი და გავაჭენე. ხალხს უკვირდა, ცხენს არც უნაგირი ჰქონდა და არც სადავე, როგორ მართავდიო. ცხენზე ჯირითი ბავშობიდან ძალიან მიყვარს, ამიტომ ამ დაბრკოლებამ ვერ შემაჩერა. ცხენებს ეტყობოდათ, რომ დაკარგულები იყვნენ, იმ დღესვე ავიყვანე ბაგებში, დავაბი, ვაჭამე, მოვუარე, რის შემდეგაც ვაკის პარკთან დავბრუნდი და პატრონების ძებნა დავიწყე. იქვე ყველას ვუთხარი, რომ თუ პატრონები გამოჩნდებოდნენ, ჩემი საკონტაქტო ნომერი მიეცათ. მართლაც გამოჩდნენ, თურმე ადიგენიდან ყოფილან ჩამოსულები და ვაკის პარკში მუშაობენ. მივიყვანე ეს ადამიანები ბაგებში და ცხენები დავუბრუნე, თურმე ცხენები დაახლოებით ერთი თვის წინ დაკარგულან.

- აბაშიძეზე შენს ცხენით გასეირნებას ხალხი როგორ შეხვდა?

- ქუჩაში ვინც მხვდებოდა, ყველა მესალმებოდა, აღდგომის დღესასწაულს ვულოცავდით ერთმანეთს, ძალიან დადებითი ემოციები იყო, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. ამას ერთი ძალიან კარგი ამბავიც მოყვა, ჩემი ძმაკაცი თავის შეყვარებულს შევარიგე.

- ეს როგორ მოხდა?

- ჩემი მეგობარი და მისი შეყვარებული იყვნენ ნაჩხუბრები, გოგო აბაშიძის ბოლოში ცხოვრობს, ცხენით მასთან გავიქეცით, რომ შერიგება გვეთხოვა, ამ თხოვნამ გაჭრა, შეიძლება ცხენებით მისვლამაც იმოქმედა. ამ ამბის გამო ცხენს სახელად "მხსნელო" დავარქვით.

- ვიდეო, სადაც აბაშიძეზე ცხენს აჭენებ, სოციალურ ქსელებში ძალიან აქტუალურია, ამას როგორ შეხვდი?

- ნამდვილად არ მეგონა, ამ ვიდეოს ასეთი აჟიოტაჟი თუ მოყვებოდა, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ ეს ვიდეო დადო და როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი ნახულობს. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მგონი ცუდი არაფერი გამიკეთებია. ინტერნეტსივრცეში ვიცი, რომ ამ ამბავს ზოგი ცუდადაც შეხვდა და უარყოფითად განეწყო. სიმართლე გითხრათ, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. დაიწერა "ეს სოფლელი თბილისს შემორჩა და რიკოთისკენ გარბისო" - ასეთ კომენტარებზე უბრალოდ მეღიმება, მათ რა უნდა ვუპასუხო, თავიანთ გზაზე გაუმარჯოთ.

ლაშა ჯაფარიძე

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: თბილისში, აბაშიძეზე ცხენით მოჯირითე ბიჭმა სოციალური ქსელები დაიპყრო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია