პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი თოქ-შოუ ქართულ ტელესივრცეში - PALITRANEWS-ის ეთერში "360 გრადუსი" იწყება
ახალი თოქ-შოუ ქართულ ტელესივრცეში - PALITRANEWS-ის ეთერში "360 გრადუსი" იწყება

მათ­თვის, ვის­თვი­საც ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი მო­მა­ბეზ­რე­ბელ ერ­თფე­როვ­ნე­ბად იქცა, მათ­თვის, ვი­საც ფაქ­ტე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის ობი­ექ­ტუ­რი ანა­ლი­ზის მოს­მე­ნა სურს, მათ­თვი­საც, ვი­საც მოვ­ლე­ნე­ბის ყვე­ლა კუ­თხი­დან და­ნახ­ვა და გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა - დღე­ი­დან ახა­ლი გა­და­ცე­მა იღებს სტარტს. დღეს, 3მა­ისს, PALITRANEWS-ის მა­ყუ­რე­ბე­ლი 21:00 სა­ა­ათ­ზე გა­და­ცე­მა "360 გრა­დუ­სი"-ის პირ­ვე­ლი თოქ-შოუს შე­ფა­სე­ბას შეძ­ლებს.

ანა­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შოუ PALITRANEWS-ის ეთერ­ში ყო­ველ­დღე, ორ­შა­ბა­თი­დან ხუთ­შა­ბა­თის ჩათ­ვლით გავა. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ტე­ლე­სივ­რცე­ში ახა­ლი სახე, ეკო­ნო­მის­ტი, ლექ­ტო­რი გი­ორ­გი მი­ქა­ნა­ძეა. რო­გორც წამ­ყვა­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, გა­და­ცე­მის სა­ხე­ლის იდე­ის ავ­ტო­რი თა­ვად არის. სა­ხელ­წო­დე­ბამ გა­და­ცე­მის გუნდშიც დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

"გე­ო­მეტ­რი­უ­ლად, 360 გრა­დუს­ზე იკვრე­ბა წრე. შე­სა­ბა­მი­სად, იდე­აც ამის მა­ტა­რე­ბე­ლია, - ყვე­ლა რა­კურ­სი­დან ვეც­დე­ბით შევ­ხე­დოთ მოვ­ლე­ნებს, სხვა­დას­ხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი მო­ვიც­ვათ სრუ­ლად; თა­ვად წრე გახ­ლავთ ერ­თი­ა­ნო­ბის, უსას­რუ­ლო­ბის, სრულ­ყო­ფი­ლე­ბის სიმ­ბო­ლო; არის ასე­ვე სა­წყი­სის და სას­რუ­ლის; არის სუ­ლი­ე­რი ძა­ლი­სა და სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­როს ნი­შა­ნი; დე­და­მი­წის სიმ­ბო­ლო­ცაა და ზო­გა­დად მთელ სამ­ყა­როს მო­ი­აზ­რებს; სუ­ლი­სა და ღმერ­თის სიმ­ბო­ლოც გახ­ლავთ - ძა­ლი­ან ბევ­რი აზრი დევს ზო­გა­დად, წრე­ში. 360 გრა­დუ­სი წერ­ტი­ლის ირ­გვლივ იკვრე­ბა.

წერ­ტი­ლი, თა­ვის მხრივ ერ­თი­ა­ნო­ბას, ცენ­ტრს, მთლი­ა­ნო­ბას, აბ­სო­ლუტს, ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და ვა­რი­ანტს, ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს მო­ი­ცავს. იმე­დია, ეს სა­ინ­ტე­რე­სო ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ენერ­გე­ტი­კაც დაგ­ვმუხ­ტავს და მოგ­ვეხ­მა­რე­ბა, ვი­მუ­შა­ოთ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის. წრეს ვკრავთ ჩვენ, ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლე­ბი და ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი ერ­თად, კონ­კრე­ტუ­ლი თე­მი­სა და იდე­ის ირ­გვლივ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­ცე­მის ფორ­მატ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მა­ყუ­რე­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბაც", - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი მი­ქა­ნა­ძე.

თოქ-შოუს რე­ჟი­სო­რის, კახა ოთა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გუნდს სურ­და მსუ­ბუ­ქი, თა­ნა­მედ­რო­ვე და არა­აგ­რე­სი­უ­ლი გა­და­ცე­მა შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა მა­ყუ­რებ­ლის­თვის, რო­მე­ლიც აქ­ცენტს დღის მთა­ვარ თე­მა­ზე გა­ა­კე­თებ­და, თუმ­ცა გა­ნი­ხი­ლავ­და სხვადსხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხს: "360 გრა­დუ­სი იმი­ტომ და­ვარ­ქვით, რომ ეს არ არის გა­და­ცე­მა ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ ვი­ლა­პა­რა­კებთ ყვე­ლა­ფერ­ზე, მაგ­რამ აქ­ცენტს დღის მიმ­დი­ნა­რე მთა­ვარ მოვ­ლე­ნა­ზე გა­ვა­კე­თებთ", - აღ­ნიშ­ნავს კახა ოთა­რაშ­ვი­ლი.

თოქ-შოუს წამ­ყვა­ნის, გი­ორ­გი მი­ქა­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, გა­და­ცე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე გუნ­დმა ბევ­რი იშ­რო­მა იმის­თვის, რომ მა­ყუ­რე­ბელს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ცე­მა ეხი­ლა:

"ბევ­რი ვი­ფიქ­რე, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო გა­და­ცე­მა. ამის სურ­ვი­ლი მაქვს მეც და მთელ გუნს, ვინც ამ გა­და­ცე­მას აკე­თებს. ძა­ლი­ან მა­გა­რი ხალ­ხია, საქ­მის მცოდ­ნე, მონ­დო­მე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ, მთე­ლი "პა­ლიტ­რა მე­დია" სა­ინ­ტე­რე­სოდ აწყო­ბი­ლი სის­ტე­მაა. მჯე­რა, რომ კარგ შე­დეგს დავ­დებთ. ერთი, რაც ვიცი არის ის, რომ ჩვე­ნი ორი­ენ­ტი­რი არ იქ­ნე­ბა რე­ი­ტინ­გებ­ზე მუ­შა­ო­ბა. არას­დროს მო­ვიყ­ვანთ სტუ­მარს იმის მი­ხედ­ვით თუ ვინ ვის წა­ე­კი­დე­ბა ეფექ­ტუ­რად, ან­თხევს სა­ნა­ხა­ობ­რივ ღვარ­ძლს, აგ­რე­სია, რომ შემ­დგომ სე­ი­რი ვა­ნა­ხოთ მა­ყუ­რე­ბელს, დავ­ზაფ­როთ და აზრი იყოს გა­მოც­ლი­ლი ამ ყვე­ლაფ­რის­გან. ჩვენ გა­ვა­კე­თებთ საქ­მეს, გვექ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი, იდეა. ამ საქ­მის შე­სა­ბა­მი­სად, გა­მოჩ­ნდე­ბა რე­ი­ტინ­გე­ბი და არა პი­რი­ქით", - ამ­ბობს გი­ორ­გი მი­ქა­ნა­ძე და იმე­დოვ­ნებს, რომ მა­ყუ­რებ­ლის დახ­მა­რე­ბით, გუნ­დი კარ­გი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვას შეძ­ლებს:

"ვე­ცა­დეთ ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტი მოგ­ვე­ფიქ­რე­ბი­ნა, ვნა­ხოთ რო­გორ გა­მოგ­ვი­ვა. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს, რომ თა­ვად მა­ყუ­რე­ბე­ლი მიხ­ვდე­ბა, რომ მათ­თვის ვმუ­შა­ობთ, იქ­ნე­ბი­ან აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში და კონ­ტაქ­ტში ჩვენ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თად შევ­ძლებთ კარ­გი შე­დე­გე­ბის და­დე­ბას" - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი მი­ქა­ნა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ყუ­რე­ბე­ლი წამ­ყვა­ნის პო­ზი­ცი­ის მოს­მე­ნა­საც შეძ­ლებს: "რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­და­ცე­მა სა­ავ­ტო­როა და ანა­ლი­ტი­კუ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ფორ­მა­ტი წამ­ყვა­ნის­გან, რა­ღაც თვალ­საზ­რი­სით, მო­ი­თხოვს სა­კუ­თა­რი აზ­რი­სა და პო­ზი­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, გა­მო­ხატ­ვას. ჩემ­თვის მთა­ვა­რი აზრი და იდეა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, თი­თო­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნაა. მსი­ა­მოვ­ნებს და მა­ხა­რებს, როცა ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ვი­ღა­ცის სამ­სა­ხურ­ში ვარ და ჩემს ქმე­დე­ბას მოყ­ვე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი და­დე­ბი­თი შე­დე­გი, აქვს მი­ზა­ნი და იდეა. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, თუ ეს მი­ზა­ნი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაა, შე­მიძ­ლია მხო­ლოდ ვი­ა­მა­ყო ამით, რომ ამ სამ­სა­ხურ­ში ვიყო და კი­დევ უფრო მეტი მოვ­თხო­ვო სა­კუ­თარ თავს", - ამ­ბობს გი­ორ­გი მი­ქა­ნა­ძე.

რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლებს გა­ა­და­ცე­მის გუნ­დი­სა და წამ­ყვა­ნის მიზ­ნებს თოქ-შოუ და რამ­დე­ნად შეძ­ლებს ის, სა­ზო­გა­დო­ბის ყუ­რა­დღე­ბის, ნდო­ბი­სა და სიმ­პა­თი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბას, ამას უკვე მა­ყუ­რე­ბე­ლი დღეს, "360 გრა­დუ­სის" ყუ­რე­ბი­სას შე­ა­ფა­სებს.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი: რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს მზა­დე­ბა გა­და­ცე­მის­თვის

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ახალი თოქ-შოუ ქართულ ტელესივრცეში - PALITRANEWS-ის ეთერში "360 გრადუსი" იწყება

ახალი თოქ-შოუ ქართულ ტელესივრცეში - PALITRANEWS-ის ეთერში "360 გრადუსი" იწყება

მათთვის, ვისთვისაც ქართულ ტელესივრცეში არსებული გადაცემები მომაბეზრებელ ერთფეროვნებად იქცა, მათთვის, ვისაც ფაქტებისა და მოვლენების ობიექტური ანალიზის მოსმენა სურს, მათთვისაც, ვისაც მოვლენების ყველა კუთხიდან დანახვა და განხილვაში მონაწილეობა უნდა - დღეიდან ახალი გადაცემა იღებს სტარტს. დღეს, 3მაისს, PALITRANEWS-ის მაყურებელი 21:00 სააათზე გადაცემა "360 გრადუსი"-ის პირველი თოქ-შოუს შეფასებას შეძლებს.

ანალიტიკური თოქ-შოუ PALITRANEWS-ის ეთერში ყოველდღე, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით გავა. გადაცემის წამყვანი ტელესივრცეში ახალი სახე, ეკონომისტი, ლექტორი გიორგი მიქანაძეა. როგორც წამყვანი AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, გადაცემის სახელის იდეის ავტორი თავად არის. სახელწოდებამ გადაცემის გუნდშიც დიდი მოწონება დაიმსახურა.

"გეომეტრიულად, 360 გრადუსზე იკვრება წრე. შესაბამისად, იდეაც ამის მატარებელია, - ყველა რაკურსიდან ვეცდებით შევხედოთ მოვლენებს, სხვადასხვა აქტუალური საკითხები მოვიცვათ სრულად; თავად წრე გახლავთ ერთიანობის, უსასრულობის, სრულყოფილების სიმბოლო; არის ასევე საწყისის და სასრულის; არის სულიერი ძალისა და სულიერი სამყაროს ნიშანი; დედამიწის სიმბოლოცაა და ზოგადად მთელ სამყაროს მოიაზრებს; სულისა და ღმერთის სიმბოლოც გახლავთ - ძალიან ბევრი აზრი დევს ზოგადად, წრეში. 360 გრადუსი წერტილის ირგვლივ იკვრება.

წერტილი, თავის მხრივ ერთიანობას, ცენტრს, მთლიანობას, აბსოლუტს, ყველა შესაძლებლობასა და ვარიანტს, ალტერნატივებს მოიცავს. იმედია, ეს საინტერესო შინაარსობრივი ენერგეტიკაც დაგვმუხტავს და მოგვეხმარება, ვიმუშაოთ ჩვენი საზოგადოებისა და თითოეული მოქალაქისთვის. წრეს ვკრავთ ჩვენ, ჩვენი მაყურებლები და ჩვენი სტუმრები ერთად, კონკრეტული თემისა და იდეის ირგვლივ. შესაბამისად, გადაცემის ფორმატში გათვალისწინებელია მაყურებელთა ჩართულობაც", - აღნიშნავს გიორგი მიქანაძე.

თოქ-შოუს რეჟისორის, კახა ოთარაშვილის განცხადებით, გუნდს სურდა მსუბუქი, თანამედროვე და არააგრესიული გადაცემა შეეთავაზებინა მაყურებლისთვის, რომელიც აქცენტს დღის მთავარ თემაზე გააკეთებდა, თუმცა განიხილავდა სხვადსხვა აქტუალურ საკითხს: "360 გრადუსი იმიტომ დავარქვით, რომ ეს არ არის გადაცემა ერთი მიმართულებით. ჩვენ ვილაპარაკებთ ყველაფერზე, მაგრამ აქცენტს დღის მიმდინარე მთავარ მოვლენაზე გავაკეთებთ", - აღნიშნავს კახა ოთარაშვილი.

თოქ-შოუს წამყვანის, გიორგი მიქანაძის განმარტებით, გადაცემაზე მომუშავე გუნდმა ბევრი იშრომა იმისთვის, რომ მაყურებელს განსხვავებული და საინტერესო გადაცემა ეხილა:

"ბევრი ვიფიქრე, რომ განსხვავებული ყოფილიყო გადაცემა. ამის სურვილი მაქვს მეც და მთელ გუნს, ვინც ამ გადაცემას აკეთებს. ძალიან მაგარი ხალხია, საქმის მცოდნე, მონდომებული. საერთოდ, მთელი "პალიტრა მედია" საინტერესოდ აწყობილი სისტემაა. მჯერა, რომ კარგ შედეგს დავდებთ. ერთი, რაც ვიცი არის ის, რომ ჩვენი ორიენტირი არ იქნება რეიტინგებზე მუშაობა. არასდროს მოვიყვანთ სტუმარს იმის მიხედვით თუ ვინ ვის წაეკიდება ეფექტურად, ანთხევს სანახაობრივ ღვარძლს, აგრესია, რომ შემდგომ სეირი ვანახოთ მაყურებელს, დავზაფროთ და აზრი იყოს გამოცლილი ამ ყველაფრისგან. ჩვენ გავაკეთებთ საქმეს, გვექნება კონკრეტული მიზანი, იდეა. ამ საქმის შესაბამისად, გამოჩნდება რეიტინგები და არა პირიქით", - ამბობს გიორგი მიქანაძე და იმედოვნებს, რომ მაყურებლის დახმარებით, გუნდი კარგი შედეგების მიღწევას შეძლებს:

"ვეცადეთ ქართული ბაზრისთვის განსხვავებული ფორმატი მოგვეფიქრებინა, ვნახოთ როგორ გამოგვივა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თავად მაყურებელი მიხვდება, რომ მათთვის ვმუშაობთ, იქნებიან აქტიურ თანამშრომლობაში და კონტაქტში ჩვენთან. შესაბამისად, ერთად შევძლებთ კარგი შედეგების დადებას" - აღნიშნავს გიორგი მიქანაძე.

მისივე თქმით, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, მაყურებელი წამყვანის პოზიციის მოსმენასაც შეძლებს: "როგორც მოგეხსენებათ, გადაცემა საავტოროა და ანალიტიკური. შესაბამისად, ფორმატი წამყვანისგან, რაღაც თვალსაზრისით, მოითხოვს საკუთარი აზრისა და პოზიციების ჩამოყალიბებას, გამოხატვას. ჩემთვის მთავარი აზრი და იდეა ჩვენი საზოგადოების, თითოთოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნაა. მსიამოვნებს და მახარებს, როცა ვაცნობიერებ, რომ ვიღაცის სამსახურში ვარ და ჩემს ქმედებას მოყვება კონკრეტული დადებითი შედეგი, აქვს მიზანი და იდეა. გამომდინარე აქედან, თუ ეს მიზანი ჩვენი საზოგადოება, მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანაა, შემიძლია მხოლოდ ვიამაყო ამით, რომ ამ სამსახურში ვიყო და კიდევ უფრო მეტი მოვთხოვო საკუთარ თავს", - ამბობს გიორგი მიქანაძე.

რამდენად გაამართლებს გაადაცემის გუნდისა და წამყვანის მიზნებს თოქ-შოუ და რამდენად შეძლებს ის, საზოგადობის ყურადღების, ნდობისა და სიმპათიის დამსახურებას, ამას უკვე მაყურებელი დღეს, "360 გრადუსის" ყურებისას შეაფასებს.

დაათვალიერეთ ფოტოები: როგორ მიმდინარეობს მზადება გადაცემისთვის

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია