საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბთა მილიონნახევრიანი არმია საქართველოში - ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული რეგიონები
ღარიბთა მილიონნახევრიანი არმია საქართველოში - ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული რეგიონები

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი რე­გი­ო­ნი რაჭა-ლე­ჩხუ­მია, იქ სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბას რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 44%-ზე მეტი იღებს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­ცი­რით კი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვა, სა­დაც სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბას რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 6,5% იღებს, შემ­დე­გია თბი­ლი­სი - 7,3, მე­სა­მე ად­გილს კი ქვე­მო ქარ­თლი იკა­ვებს - 8%.

რა­ჭის ანა­ლო­გი­უ­რად, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა სხვა რა­გი­ო­ნებ­შიც, რის მი­ზე­ზიც, ერთი მხრივ, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სიმ­ცი­რე და წარ­მო­ე­ბის და­ბა­ლი დონე, მე­ო­რე მხრივ კი, შო­ბა­დო­ბის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის მიგ­რა­ცი­აა. მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში კი ღა­რიბ-ღა­ტაკ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 39%-ს (1 მლნ 413 ათა­სი კაცი) შე­ად­გენს, სწო­რედ მო­სახ­ლე­ო­ბის ეს რა­ო­დე­ნო­ბა თვლის, რომ სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ იმ­ყო­ფე­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს შემ­წე­ო­ბა სჭირ­დე­ბა.

"ბიზ­ნეს-რე­ზო­ნან­სმა" სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მე­თო­დო­ლო­გი­ით და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დათ­ვა­ლა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბა რაჭა-ლე­ჩხუ­მი-ქვე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­შია, სა­დაც თით­ქმის ყო­ვე­ლი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი ღა­ტა­კია. იქ მო­სახ­ლე­ო­ბის 44,4% სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ ცხოვ­რობს. სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნა­ცხა­დი კი რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 73,8%-ს აქვს და­წე­რი­ლი. ბოლო აღ­წე­რით, რაჭა-ლე­ჩხუ­მი-ქვე­მო სვა­ნეთ­ში სულ 32 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, სა­ი­და­ნაც 23 629 თვლის, რომ ღა­რი­ბია, 14 229 კი სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბას იღებს.

ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბით მე­ო­რე ად­გილ­ზეა შიდა ქარ­თლი. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­გი­ონ­ში 263 383 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, სა­ი­და­ნაც სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბას 54 935 ადა­მი­ა­ნი იღებს, ანუ რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 20,8% 126 263 ადა­მი­ა­ნი, ანუ 5-% კი თვლის, რომ ღა­რი­ბია, სჭირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბა და სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დი აქვს შე­ტა­ნი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში.

რი­გით მე­სა­მე ღა­ტა­კი რე­გი­ო­ნი - მცხე­თა-მთი­ა­ნე­თია, სა­დაც სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის 19,8% იღებს, თუმ­ცა ღა­რი­ბო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ას უფრო მეტი, 41,6% გა­მოთ­ქვამს. რე­გი­ონ­ში სულ 94 500 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, შემ­წე­ო­ბას იღებს - 18 702, გა­ნა­ცხა­დი კი და­წე­რი­ლი აქვს 39 319 ადა­მი­ანს.

შემ­დეგ მო­დის კა­ხე­თი, სა­დაც სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბა რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 17,8%-ს აქვს და­ნიშ­ნუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ბა­ზა­ში კი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 41,1%. სულ კა­ხეთ­ში 318 583 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

სი­ღა­რი­ბის დო­ნით შემ­დე­გია გუ­რია, სა­დაც სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბას რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 15,5% იღებს, თუმ­ცა ღა­რი­ბო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ას 57,7% გა­მოთ­ქვამს. გუ­რი­ა­ში სულ 113 350 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ღარიბთა მილიონნახევრიანი არმია საქართველოში - ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული რეგიონები

ღარიბთა მილიონნახევრიანი არმია საქართველოში - ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული რეგიონები

საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმია, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 44%-ზე მეტი იღებს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, სადაც სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 6,5% იღებს, შემდეგია თბილისი - 7,3, მესამე ადგილს კი ქვემო ქართლი იკავებს - 8%.

რაჭის ანალოგიურად, მძიმე მდგომარეობაა სხვა რაგიონებშიც, რის მიზეზიც, ერთი მხრივ, ინვესტიციების სიმცირე და წარმოების დაბალი დონე, მეორე მხრივ კი, შობადობის დაბალი მაჩვენებელი და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიგრაციაა. მთლიანად ქვეყანაში კი ღარიბ-ღატაკთა რაოდენობა 39%-ს (1 მლნ 413 ათასი კაცი) შეადგენს, სწორედ მოსახლეობის ეს რაოდენობა თვლის, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და სახელმწიფოს შემწეობა სჭირდება.

"ბიზნეს-რეზონანსმა" სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე საგანგაშო ვითარება რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონშია, სადაც თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ღატაკია. იქ მოსახლეობის 44,4% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადი კი რეგიონის მოსახლეობის 73,8%-ს აქვს დაწერილი. ბოლო აღწერით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში სულ 32 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 23 629 თვლის, რომ ღარიბია, 14 229 კი საარსებო შემწეობას იღებს.

ღარიბი მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზეა შიდა ქართლი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რეგიონში 263 383 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც საარსებო შემწეობას 54 935 ადამიანი იღებს, ანუ რეგიონის მოსახლეობის 20,8% 126 263 ადამიანი, ანუ 5-% კი თვლის, რომ ღარიბია, სჭირდება სახელმწიფოს დახმარება და სპეციალური განაცხადი აქვს შეტანილი სოციალური მომსახურების სააგენტოში.

რიგით მესამე ღატაკი რეგიონი - მცხეთა-მთიანეთია, სადაც საარსებო შემწეობას მოსახლეობის 19,8% იღებს, თუმცა ღარიბობაზე პრეტენზიას უფრო მეტი, 41,6% გამოთქვამს. რეგიონში სულ 94 500 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას იღებს - 18 702, განაცხადი კი დაწერილი აქვს 39 319 ადამიანს.

შემდეგ მოდის კახეთი, სადაც საარსებო შემწეობა რეგიონის მოსახლეობის 17,8%-ს აქვს დანიშნული, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში კი რეგისტრირებულია 41,1%. სულ კახეთში 318 583 ადამიანი ცხოვრობს.

სიღარიბის დონით შემდეგია გურია, სადაც საარსებო შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 15,5% იღებს, თუმცა ღარიბობაზე პრეტენზიას 57,7% გამოთქვამს. გურიაში სულ 113 350 ადამიანი ცხოვრობს.

გაგრძელება

ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული - რას ამბობს ექსპერტი და რას ურჩევს დამსვენებელს?

დუშეთში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა, მამამისი მერიის თანამშრომელია - რას ამბობს ადგილობრივი მერი

რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა