სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაქვთ სესხი? ეს უნდა იცოდეთ - რა საფრთხეები იმალება საბანკო ხელშეკრულებებში
გაქვთ სესხი? ეს უნდა იცოდეთ - რა საფრთხეები იმალება საბანკო ხელშეკრულებებში

სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დონე და­ბა­ლია. ამა­ზე სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვე­ბიც ნათ­ლად მოწ­მობს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის რე­ი­ტინ­გში, სა­ქარ­თვე­ლო, მსოფ­ლი­ოს 144 ქვე­ყა­ნას შო­რის 96-ე პო­ზი­ცი­ა­ზეა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­რე­ი­ტინ­გო სა­ა­გენ­ტო "სტან­დარტ ენ პუ­არ­სის" ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 30% არის ფი­ნან­სუ­რად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი. რე­ი­ტინ­გის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში რის­კის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცია, სწო­რად ეს­მის მხო­ლოდ გა­მო­კი­თხულ­თა 22%-ს, არას­წო­რად კი - 31%-ს. ინფლა­ცია სწო­რად ეს­მის გა­მო­კი­თხულ­თა 66%-ს. არას­წო­რად - 12%-ს, ხოლო პრო­ცენ­ტი - სწო­რად ეს­მის 54%-ს, რთუ­ლი პრო­ცენ­ტი კი - 32%-ს. ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის პირ­ველ სა­მე­ულ­ში - ნორ­ვე­გია, და­ნია და შვე­დე­თი არი­ან. ბოლო სა­ფე­ხუ­რებ­ზე კი ავ­ღა­ნე­თი, ალ­ბა­ნე­თი და იე­მე­ნია.

ბიზ­ნე­სი­სა და ეკო­ნო­მი­კის ცენ­ტრის (BEC) მხარ­და­ჭე­რით, Smart Campaing-ის და Bank-able Frotier Associates (BFA)-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის ან­გა­რიშ­ში მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და კლი­ენ­ტთა ურ­თი­ერ­თო­ბის პე­რი­ოდ­ში მწვა­ვე სა­კი­თხე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა, თუმ­ცა, მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს ყვე­ლა სა­ხის საკ­რე­დი­ტო ინ­სტი­ტუ­ტში, მათ შო­რის ბან­კებ­ში.

კერ­ძოდ, კლი­ენტს ბო­ლომ­დე არ აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი სეს­ხის ვა­დე­ბი და პი­რო­ბე­ბი. მარ­თა­ლია, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კლი­ენ­ტთა 97%-ს მი­ღე­ბუ­ლი აქვს ვა­ლის და­ფარ­ვის გრა­ფი­კი, მაგ­რამ მომ­ხმა­რე­ბელ­თა 28%-მა არ იცის თა­ვი­სი სეს­ხის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი, 22%-ი კი ვერ იხ­სე­ნებს სა­ერ­თო ჯამ­ში რამ­დე­ნი გა­და­ი­ხა­და სეს­ხის და­სა­ფა­რად.

მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი დო­ნით კარ­გად სარ­გებ­ლო­ბენ საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­გორც წესი კლი­ენ­ტებს კა­ბა­ლურ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ზე აწე­რი­ნე­ბენ ხელს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის კი­თხვის კულ­ტუ­რაც და­ბა­ლია. ანუ, ადა­მი­ა­ნე­ბი ისე იღე­ბენ სეს­ხებს, რომ არ ეც­ნო­ბი­ან საკ­რე­დი­ტო თუ სა­დე­ბე­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, რაც ხში­რად სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბით მთავ­რდე­ბა.

აი, მა­გა­ლი­თად, რა მუხ­ლე­ბია იმ სა­ბან­კო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში, რო­მელ­საც უმე­ტე­სო­ბა ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა წა­უ­კი­თხა­ვად აწერს ხელს.

"ბან­კი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ნე­ბის­მი­ერ დროს, სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ და ცალ­მხრი­ვად:

* შეც­ვა­ლოს სა­ბან­კო პრო­დუქ­ტის მო­ცუ­ლო­ბა;

* გა­ზარ­დოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით დად­გე­ნი­ლი საპ­რო­ცენ­ტო სარ­გებ­ლის, სა­კო­მი­სი­ოს ან/და პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს ოდე­ნო­ბე­ბი არა­უ­მე­ტეს არ­სე­ბუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის L ოდე­ნო­ბით;

* შეც­ვა­ლოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა ხელ­შეკ­რუ­ლებ(ებ)ით დად­გე­ნი­ლი საპ­რო­ცენ­ტო სარ­გებ­ლის, სა­კო­მი­სი­ოს ან/და პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს ოდე­ნო­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ფარ­გლებ­ში;

* და­ად­გი­ნოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ან/და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბით სარ­გებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კო­მი­სი­ოს ტი­პე­ბი ან/და მათი გა­ნაკ­ვე­თე­ბის ოდე­ნო­ბა" - ამო­ნა­რი­დი ერთ-ერთი ბან­კის გან­ვა­დე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან (კონ­კრე­ტუ­ლი ბან­კე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ბას კარ­გავს, რად­გან ბან­კე­ბის სრულ უმ­რავ­ლე­სო­ბას მსგავ­სი ტი­პის ან უფრო მძი­მე მუხ­ლე­ბი უდევთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში).

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გაქვთ სესხი? ეს უნდა იცოდეთ - რა საფრთხეები იმალება საბანკო ხელშეკრულებებში

გაქვთ სესხი? ეს უნდა იცოდეთ - რა საფრთხეები იმალება საბანკო ხელშეკრულებებში

საქართველოში ფინანსური განათლების დონე დაბალია. ამაზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებიც ნათლად მოწმობს. მოქალაქეების ფინანსური განათლების დონის რეიტინგში, საქართველო, მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 96-ე პოზიციაზეა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო "სტანდარტ ენ პუარსის" ანგარიშის თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 30% არის ფინანსურად განათლებული. რეიტინგის თანახმად, საქართველოში რისკის დივერსიფიკაცია, სწორად ესმის მხოლოდ გამოკითხულთა 22%-ს, არასწორად კი - 31%-ს. ინფლაცია სწორად ესმის გამოკითხულთა 66%-ს. არასწორად - 12%-ს, ხოლო პროცენტი - სწორად ესმის 54%-ს, რთული პროცენტი კი - 32%-ს. ფინანსური განათლების დონის მსოფლიო რეიტინგის პირველ სამეულში - ნორვეგია, დანია და შვედეთი არიან. ბოლო საფეხურებზე კი ავღანეთი, ალბანეთი და იემენია.

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) მხარდაჭერით, Smart Campaing-ის და Bank-able Frotier Associates (BFA)-ის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კლიენტთა ურთიერთობის პერიოდში მწვავე საკითხები გამოიკვეთა, თუმცა, მსგავსი პრობლემები არსებობს ყველა სახის საკრედიტო ინსტიტუტში, მათ შორის ბანკებში.

კერძოდ, კლიენტს ბოლომდე არ აქვს გააზრებული სესხის ვადები და პირობები. მართალია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტთა 97%-ს მიღებული აქვს ვალის დაფარვის გრაფიკი, მაგრამ მომხმარებელთა 28%-მა არ იცის თავისი სესხის საპროცენტო განაკვეთი, 22%-ი კი ვერ იხსენებს საერთო ჯამში რამდენი გადაიხადა სესხის დასაფარად.

მომხმარებელთა ფინანსური განათლების დაბალი დონით კარგად სარგებლობენ საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც როგორც წესი კლიენტებს კაბალურ ხელშეკრულებებზე აწერინებენ ხელს. სამწუხაროდ, საქართველოში ხელშეკრულების კითხვის კულტურაც დაბალია. ანუ, ადამიანები ისე იღებენ სესხებს, რომ არ ეცნობიან საკრედიტო თუ სადებეტო ხელშეკრულებებს, რაც ხშირად სავალალო შედეგებით მთავრდება.

აი, მაგალითად, რა მუხლებია იმ საბანკო ხელშეკრულებებში, რომელსაც უმეტესობა ქართველი მომხმარებლებისა წაუკითხავად აწერს ხელს.

"ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ და ცალმხრივად:

* შეცვალოს საბანკო პროდუქტის მოცულობა;

* გაზარდოს ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობები არაუმეტეს არსებული განაკვეთის L ოდენობით;

* შეცვალოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში;

* დაადგინოს ხელშეკრულებით ან/და ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საბანკო პროდუქტებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკომისიოს ტიპები ან/და მათი განაკვეთების ოდენობა" - ამონარიდი ერთ-ერთი ბანკის განვადების ხელშეკრულებიდან (კონკრეტული ბანკების დასახელება მნიშვნელობას კარგავს, რადგან ბანკების სრულ უმრავლესობას მსგავსი ტიპის ან უფრო მძიმე მუხლები უდევთ ხელშეკრულებაში).

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია