მომღერალი ქეთა თოფურია "ინსტაგრამის" პირად გვერდზე პატარა ქალიშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ახალგაღვიძებული დედა-შვილია ასახული. ოლივია უკვე ათი თვისაა. ფოტოებში პატარას სახე ტრადიციულად არ უჩანს - А Студио-ს ქართველი სოლისტი ქალიშვილის სახეს საგულდაგულოდ მალავს. ცოტა ხნის წინ მომღერალმა ლივის ყურებიც გაუხვრიტა, გაზრდილ კულულებზე კი პატარას დედიკო ვარცხნილობებს უკეთებს.
"ორი პრინცესა"; "ეს არის ნამდვილი ბედნიერება!"; "საოცარი გოგონაა მოდური და ლამაზი" - წერენ კომენტარებში მომღერლის ფანები.