სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შუხუთში ტრადიციული ლელობურთის თამაში გაიმართა
შუხუთში ტრადიციული ლელობურთის თამაში გაიმართა

მსოფ­ლიო და ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­დგო­მა დღეს ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფე­ლი შუ­ხუ­თი აღ­მოჩ­ნდა. აქ ყო­ველ აღ­დგო­მა დღეს ზემო და ქვე­მო შუ­ხუ­თე­ლე­ბი ლე­ლო­ბურთს თა­მა­შო­ბენ.

თა­მა­ში და­წყე­ბამ­დე თოფი გა­ვარ­და, რის შემ­დეგ წმ. გი­ორ­გის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა, დე­კა­ნოზ­მა სა­ბამ 16 კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ბურ­თი ააგ­დო და ორ­თაბ­რძო­ლა და­ი­წყო.

ლე­ლოს ტრა­დი­ცია სა­თა­ვეს შუ­ხუთ­ფერ­დის ბრძო­ლი­დან იღებს. ლე­ლოს გა­ტა­ნის წე­სე­ბი ასე­თია: ბურ­თი იწო­ნის ერთ ფუთს (16 კი­ლოგ­რამს). ბურ­თის ტყა­ვი ივ­სე­ბა სი­ლით და ნა­ხერ­ხით. ძვე­ლად სა­ნამ ბურთს ბო­ლომ­დე მო­კე­რავ­დნენ, მა­ნამ­დე აღ­დგო­მის წინა ღა­მეს, ბურთში აგუ­ნას წვენს ას­ხამ­დნენ. აგუ­ნა უძ­ვე­ლე­სი წარ­მარ­თუ­ლი რი­ტუ­ა­ლი­დან გად­მო­სუ­ლი გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბუ­ლი ღვი­ნის დღე­სას­წა­უ­ლია. აგუ­ნა შავი ღვი­ნის, თაფ­ლის, ბრო­წე­უ­ლის წვე­ნის ნა­ზა­ვია. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ის არის, ვინც ლე­ლოს ღე­ლის გა­დაღ­მა გა­და­ი­ტანს თა­ვის მო­თა­მა­შე­ე­ბი­ა­ნად.

წელს ლე­ლო­ბურ­თის თა­მა­ში სამი სა­ა­თი გაგ­რძელ­და. თა­მა­შის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქვე­მო­უ­რე­ბი ანუ ქვე­მო შუ­ხუ­თე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ.

ლაშა გუ­რუ­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

შუხუთში ტრადიციული ლელობურთის თამაში გაიმართა

შუხუთში ტრადიციული ლელობურთის თამაში გაიმართა

მსოფლიო და ქართული მედიის ყურადღების ცენტრში აღდგომა დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელი შუხუთი აღმოჩნდა. აქ ყოველ აღდგომა დღეს ზემო და ქვემო შუხუთელები ლელობურთს თამაშობენ.

თამაში დაწყებამდე თოფი გავარდა, რის შემდეგ წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა საბამ 16 კილოგრამიანი ბურთი ააგდო და ორთაბრძოლა დაიწყო.

ლელოს ტრადიცია სათავეს შუხუთფერდის ბრძოლიდან იღებს. ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენის ნაზავია. გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად.

წელს ლელობურთის თამაში სამი საათი გაგრძელდა. თამაშის გამარჯვებული ქვემოურები ანუ ქვემო შუხუთელები აღმოჩნდნენ.

ლაშა გურული

AMBEBI.GE

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია