მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურუზში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი. მკვლელობაში ეჭვმიტანილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც ”ამბები.გე”-ს შინაგან საქამეთა სამინისტროში განუცხადეს, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ვიდეო| მარტვილში აფხაზეთის მთავრობის პირადი დაცვის ოფიცერი მოკლეს