სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ ბრწყინვალე შვიდეულის შესახებ და რა ლოცვები იკითხება აღდგომიდან ამაღლებამდე
რა უნდა ვიცოდეთ ბრწყინვალე შვიდეულის შესახებ და რა ლოცვები იკითხება აღდგომიდან ამაღლებამდე

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის ორ­შა­ბათს საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვას აღ­ნიშ­ნავს.

ტრა­დი­ცი­უ­ლად ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის ორ­შა­ბათს ვიხ­სე­ნებთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს, გავ­დი­ვართ საფ­ლა­ვებ­ზე, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ჩვენ მათ ვიხ­სე­ნებთ არა იმი­ტომ, რომ გან­შო­რე­ბა ვიგ­ლო­ვოთ, არა­მედ იმი­ტომ, ვა­ხა­როთ მათ "ქრის­ტე აღ­სდგა! თა­ვი­სი სიკ­ვდი­ლით დათ­რგუ­ნა სიკ­ვდი­ლი და საფ­ლა­ვებ­სა შინა სი­ცო­ცხლე მი­ა­ნი­ჭა!"

ასე რომ, თუ ადა­მი­ანს სწამს ღმერ­თი, სწამს, რომ ის აღ­დგა და სიკ­ვდი­ლი გა­ნა­ქარ­ვა, მის­თვის ამ სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და­ტი­რე­ბა და გლო­ვა დიდი ცოდ­ვაა.

გან­შო­რე­ბის მწუ­ხა­რე­ბა, რო­მე­ლიც მა­რად ჩვენს გულ­შია, ამ დღეს მე­ტად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს, რა­მე­თუ მას ცვლის დიდი სუ­ლი­ე­რი სი­ხა­რუ­ლი და გან­ცდა კვლავ შეხ­ვედ­რის უეჭ­ვე­ლო­ბი­სა. ამას­თან, საფ­ლა­ვებ­ზე გავ­დი­ვართ სწო­რედ ორ­შა­ბათს და არა თვით აღ­დგო­მას, რაც არ იქ­ნე­ბო­და მარ­თე­ბუ­ლი.

ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­ულ­ში ყვე­ლა სა­ეკ­ლე­სიო წესს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ელ­ფე­რი აქვს; წირ­ვა-ლოც­ვა მხო­ლოდ ამ კვი­რი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რი­გით სრულ­დე­ბა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მიც­ვა­ლე­ბუ­ლის წე­სის აგე­ბა, ცვლი­ლე­ბაა ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ლოც­ვებ­შიც: და­წყე­ბით ლოც­ვებ­ში სუ­ლიწ­მინ­დის მოწ­ვე­ვის ლოც­ვა "მე­უ­ფეო ზე­ცა­თაო...." სულთმო­ფე­ნო­ბამ­დე აღარ ით­ქმე­ბა. მის ნაც­ვლად სამ­ჯერ ვამ­ბობთ: "ქრის­ტე აღ­სდგა მკვდრე­თით, სიკ­ვდი­ლი­თა სიკ­ვდი­ლი­სა დამ­თრგუნ­ვე­ლი და საფ­ლა­ვე­ბის ში­ნა­თა ცხოვ­რე­ბის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი".

იც­ვლე­ბა მი­სალ­მე­ბის წე­სიც: აღ­დგო­მი­დან 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქრის­ტი­ა­ნე­ბი შეხ­ვედ­რი­სას "გა­მარ­ჯო­ბის" ნაც­ვლად ერ­თმა­ნეთს ახა­რე­ბენ: "ქრის­ტე აღ­სდგა" - "ჭეშ­მა­რი­ტად!" "ჭეშ­მა­რი­ტად აღ­სდგა!" "ჭეშ­მა­რი­ტად აღ­სდგა ქრის­ტე!"

აღ­დგო­მის შემ­დე­გი კვი­რა მსგეფ­სია. მორ­წმუ­ნე­ებს ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­ულ­ში არ იკი­თხე­ბა ფსალ­მუ­ნე­ბი, პა­რაკ­ლი­სე­ბი, და­უჯ­დო­მე­ლი ლოც­ვე­ბი,

ხოლო დილა-სა­ღა­მოს ლოც­ვე­ბის ნაც­ვლად იკი­თხე­ბა პა­ს­ე­ქის ჟამ­ნი.

პა­რაკ­ლი­სე­ბი­სა და და­უჯ­დომ­ლე­ბის წა­კი­თხვის მსურ­ველთ შე­უძ­ლი­ათ წა­ი­კი­თხონ:

"პა­რაკ­ლი­სი აღ­დგო­მი­დან და­წყე­ბუ­ლი თო­მას კვი­რი­ა­კემ­დის, ანუ - ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­ულ­ში".

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დილა-სა­ღა­მოს ლოც­ვე­ბის, პა­რაკ­ლი­სე­ბის, და­უჯ­დომ­ლე­ბის და ფსალ­მუ­ნე­ბის კი­თხვა გა­ნახ­ლდე­ბა თო­მას კვი­რი­ა­კი­დან (აღ­დგო­მის მომ­დგევ­ნო პირ­ვე­ლი კვი­რა დღი­დან).

თო­მას კვი­რი­დან ამაღ­ლე­ბამ­დე "მე­უ­ფეო ზე­ცა­თა­ოს" ნაც­ვლად ვამ­ბობთ აღ­დგო­მის ტრო­პარს ("ქრის­ტე აღ­სდგა მკვდრე­თით...") 3-ჯერ, ხოლო "ღირს არ­სის" ნაც­ვლად ვამ­ბობთ: "ან­გე­ლო­ზი ღა­ღა­დებს, მი­მად­ლე­ბუ­ლო წმი­დაო ქალ­წუ­ლო, გი­ხა­რო­დენ და კუ­ა­ლად გი­ხა­რო­დენ. ძეჲ შენი აღ­სდგა მე­სა­მე­სა დღე­სა საფ­ლა­ვით და მკუ­დარ­ნი აღად­გი­ნა, ერნო, გი­ხა­რო­დენ. გა­ნათლდი, გა­ნათლდი, ახა­ლო იე­რუ­სა­ლიმ, დღეს დი­დე­ბაჲ უფ­ლი­სა შენ­ზე­და გა­მობრწყინ­და, გან­სცხრე­ბო­დე და იხა­რებდ სიონ, და აწ შენ­ცა იშუ­ებ­დი, ღმრთის-მშო­ბე­ლო, აღ­დგო­მა­სა ძისა შე­ნი­სა­სა"

მუხლთად­რე­კა და დიდი მე­ტა­ნი­ე­ბი გა­ნახ­ლდე­ბა სულთმო­ფე­ნო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი­დან (აღ­დგო­მი­დან 50-ე დღეს).

ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლი ხსნი­ლია ოთხშა­ბა­თი­სა და პა­რას­კე­ვის ჩათ­ვლით, ხოლო თო­მას კვი­რი­დან ამაღ­ლე­ბამ­დე (აღ­დგო­მი­დან მე-40 დღე) ოთხშა­ბა­თი და პა­რას­კე­ვი ხსნი­ლია თევ­ზით.

ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­ულ­ში საზ­რდე­ლის მი­ღე­ბის წინ და შემ­დეგ ვამ­ბობთ მხო­ლოდ აღ­დგო­მის ტრო­პარს ("ქრის­ტე აღ­სდგა მკვდრე­თით...") 3-ჯერ, ხოლო თო­მას კვი­რი­დან ამაღ­ლე­ბამ­დე საზ­რდე­ლის მი­ღე­ბის წინ ლოც­ვას ვი­წყებთ აღ­დგო­მის ტრო­პა­რით, ხოლო შემ­დეგ "ღირს არს"-ის ნაც­ვლად ვამ­ბობთ: "ან­გე­ლო­ზი ღა­ღა­დებს..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ ბრწყინვალე შვიდეულის შესახებ და რა ლოცვები იკითხება აღდგომიდან ამაღლებამდე

რა უნდა ვიცოდეთ ბრწყინვალე შვიდეულის შესახებ და რა ლოცვები იკითხება აღდგომიდან ამაღლებამდე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.

ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ვიხსენებთ მიცვალებულებს, გავდივართ საფლავებზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ ვიხსენებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, ვახაროთ მათ "ქრისტე აღსდგა! თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!"

ასე რომ, თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განაქარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა.

განშორების მწუხარება, რომელიც მარად ჩვენს გულშია, ამ დღეს მეტად თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რამეთუ მას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა. ამასთან, საფლავებზე გავდივართ სწორედ ორშაბათს და არა თვით აღდგომას, რაც არ იქნებოდა მართებული.

ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც: დაწყებით ლოცვებში სულიწმინდის მოწვევის ლოცვა "მეუფეო ზეცათაო...." სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ვამბობთ: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".

იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას "გამარჯობის" ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: "ქრისტე აღსდგა" - "ჭეშმარიტად!" "ჭეშმარიტად აღსდგა!" "ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!"

აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია. მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.

ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები,

ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი.

პარაკლისებისა და დაუჯდომლების წაკითხვის მსურველთ შეუძლიათ წაიკითხონ:

"პარაკლისი აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის, ანუ - ბრწყინვალე შვიდეულში".

ჩვეულებრივი დილა-საღამოს ლოცვების, პარაკლისების, დაუჯდომლების და ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირიაკიდან (აღდგომის მომდგევნო პირველი კვირა დღიდან).

თომას კვირიდან ამაღლებამდე "მეუფეო ზეცათაოს" ნაცვლად ვამბობთ აღდგომის ტროპარს ("ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...") 3-ჯერ, ხოლო "ღირს არსის" ნაცვლად ვამბობთ: "ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ. განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა"

მუხლთადრეკა და დიდი მეტანიები განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან (აღდგომიდან 50-ე დღეს).

ბრწყინვალე შვიდეული ხსნილია ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით, ხოლო თომას კვირიდან ამაღლებამდე (აღდგომიდან მე-40 დღე) ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია თევზით.

ბრწყინვალე შვიდეულში საზრდელის მიღების წინ და შემდეგ ვამბობთ მხოლოდ აღდგომის ტროპარს ("ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...") 3-ჯერ, ხოლო თომას კვირიდან ამაღლებამდე საზრდელის მიღების წინ ლოცვას ვიწყებთ აღდგომის ტროპარით, ხოლო შემდეგ "ღირს არს"-ის ნაცვლად ვამბობთ: "ანგელოზი ღაღადებს..."