უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მკვიდრი რევაზ წიკლაური ემსხვერპლა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ლაფანყურიდან იუწყება, 33 წლის რევაზ წიკლაური ბოლო 13 წლის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. ის უკრაინის ჯარში კონტრაქტით იმყოფებოდა.
სოფელ ლაფანყურის მოსახლეობამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, რომ რევაზ წიკლაურის ოჯახმა მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გასულ ღამეს მიიღო.