პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამამცირებლად წარმოაჩენენ ცნებებს, ჭეშმარიტება, ღირსება, სამშობლო, მოყვასი" - ილია მეორე
"დამამცირებლად წარმოაჩენენ ცნებებს, ჭეშმარიტება, ღირსება, სამშობლო, მოყვასი" - ილია მეორე

"სწო­რად რომ ვი­ცხოვ­როთ, ფი­ზი­კუ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი შრო­მა უნდა შე­ვუ­თავ­სოთ ერ­თმა­ნეთს", - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­შია ნათ­ქვა­მი.

"ჩვენ­თვის ამ ქვეყ­ნად მო­ცე­მუ­ლი სი­ცო­ცხლის დრო უდი­დე­სი დატ­ვირ­თვი­საა, რად­გან ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ამ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბის მო­პო­ვე­ბა ან და­კარ­გვა. სწო­რად რომ ვი­ცხოვ­როთ, ფი­ზი­კუ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი შრო­მა უნდა შე­ვუ­თავ­სოთ ერ­თმა­ნეთს და ამას­თან, უნდა ვი­ცო­დეთ ისიც, რომ ყო­ველ დროს თა­ვი­სი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აქვს. იგი ამა თუ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბას ხელს უწყობს, ან უგუ­ლე­ბელ­ჰყოფს. უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რო­გო­რია ჩვე­ნი დრო­ის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ ად­ვი­ლად გან­ვსა­ზღვროთ ჩვე­ნი ად­გი­ლი ამ სამ­ყა­რო­ში და ვუ­პა­სუ­ხოთ მის გა­მოწ­ვე­ვებს.

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბამ "სი­ახ­ლის" სა­ხე­ლით წინ წა­მოს­წია "მეს" პრინ­ცი­პი, გარ­თო­ბა, ბუნ­დო­ვა­ნი აზ­როვ­ნე­ბა, ვულ­გა­რუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბა, აქ­ცენ­ტი ნა­წილ­ზე და არა მთელ­ზე...ანუ ის, რა­საც არა აქვს დიდი დატ­ვირ­თვა და სიღ­რმე. სა­ნაც­ვლოდ, და­მამ­ცი­რებ­ლად წარ­მო­ა­ჩე­ნენ ისეთ ცნე­ბებს, რო­გო­რი­ცაა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ღირ­სე­ბა, გო­ნი­ე­რე­ბა, სამ­შობ­ლო, მოყ­ვა­სი და სხვა.

ასე­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ახალ­გაზ­რდას პი­როვ­ნე­ბად კი არა, მა­სის ნა­წი­ლად აყა­ლი­ბებს და სა­შუ­ა­ლო დო­ნის, ყვე­ლაფ­რის შემ­გუ­ე­ბელ არ­სე­ბად აქ­ცევს, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს დღე­ვან­დე­ლი დღით და მო­მა­ვა­ლი არ აინ­ტე­რე­სებს.

შენ არ აჰ­ყვე წუ­თი­სოფ­ლის დი­ნე­ბას და მის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ გან­წყო­ბას. ამა სოფ­ლის სული არის სული სიც­რუ­ი­სა. იგი დღეს ერთ რა­მეს გა­ნა­დი­დებს, ხვალ სხვას. განა ჩვენ მოწ­მე­ნი არა ვართ იმი­სა, რომ რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს 10-20-40 წლის წინ კარ­გად და მი­სა­ბა­ძად მი­აჩ­ნდა, დღეს მას დას­ცი­ნის?! ასე­ვე იქ­ნე­ბა ცოტა ხნის შემ­დეგ იმ "ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის" მი­მართ, რა­საც იგი დღეს ხოტ­ბას ას­ხამს.

შენ იფიქ­რე მა­რა­დი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და ეცა­დე, შენი მე­ო­ბა, შენი ღირ­სე­ბა არა­სო­დეს და­კარ­გო. უფ­ლის მცნე­ბე­ბი იყოს შენი წარმ­მარ­თვე­ლი. ეცა­დე შენი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით მაქ­სი­მუ­მი გა­ი­ღო. ამას­თან, ზო­მი­ე­რე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნე, გა­ა­კე­თე ისე, რომ შენ­მა სწორ­მა ქმე­დე­ბამ სი­ხა­რუ­ლი მო­გი­ტა­ნოს და არა შფო­თი და ასე, ნელ-ნელა გან­მტკიც­დე­ბი სათ­ნო­ე­ბებ­ში.

მი­ემ­სგავ­სე ლოტს, რო­მე­ლიც ცხოვ­რობ­და სო­დომ­ში, სა­დაც ყვე­ლა უკა­ნო­ნო­ბას სჩა­დი­ო­და, მაგ­რამ იგი სხვე­ბი­ვით არ იქ­ცე­ო­და, არა­მედ აკე­თებ­და იმას, რაც ღვთის­თვის სათ­ნო იყო, ამი­ტო­მაც გა­დარ­ჩა", - ბრძა­ნებს ილია მე­ო­რე.

წა­ი­კი­თხეთ სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"დამამცირებლად წარმოაჩენენ ცნებებს, ჭეშმარიტება, ღირსება, სამშობლო, მოყვასი" - ილია მეორე

"დამამცირებლად წარმოაჩენენ ცნებებს, ჭეშმარიტება, ღირსება, სამშობლო, მოყვასი" - ილია მეორე

"სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

"ჩვენთვის ამ ქვეყნად მოცემული სიცოცხლის დრო უდიდესი დატვირთვისაა, რადგან ყოველი ადამიანისათვის ამ პერიოდში ხდება მარადიული ნეტარების მოპოვება ან დაკარგვა. სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს და ამასთან, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყოველ დროს თავისი მახასიათებელი აქვს. იგი ამა თუ იმ მიმართულებას ხელს უწყობს, ან უგულებელჰყოფს. უნდა გავაცნობიეროთ, როგორია ჩვენი დროის შემოთავაზება, რომ ადვილად განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და ვუპასუხოთ მის გამოწვევებს.

თანამედროვეობამ "სიახლის" სახელით წინ წამოსწია "მეს" პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება, ვულგარული მეტყველება, აქცენტი ნაწილზე და არა მთელზე...ანუ ის, რასაც არა აქვს დიდი დატვირთვა და სიღრმე. სანაცვლოდ, დამამცირებლად წარმოაჩენენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, ღირსება, გონიერება, სამშობლო, მოყვასი და სხვა.

ასეთი ტენდენციები ახალგაზრდას პიროვნებად კი არა, მასის ნაწილად აყალიბებს და საშუალო დონის, ყველაფრის შემგუებელ არსებად აქცევს, რომელიც ცხოვრობს დღევანდელი დღით და მომავალი არ აინტერესებს.

შენ არ აჰყვე წუთისოფლის დინებას და მისგან შემოთავაზებულ განწყობას. ამა სოფლის სული არის სული სიცრუისა. იგი დღეს ერთ რამეს განადიდებს, ხვალ სხვას. განა ჩვენ მოწმენი არა ვართ იმისა, რომ რაც საზოგადოების ნაწილს 10-20-40 წლის წინ კარგად და მისაბაძად მიაჩნდა, დღეს მას დასცინის?! ასევე იქნება ცოტა ხნის შემდეგ იმ "ფასეულობების" მიმართ, რასაც იგი დღეს ხოტბას ასხამს.

შენ იფიქრე მარადიულ ღირებულებებზე და ეცადე, შენი მეობა, შენი ღირსება არასოდეს დაკარგო. უფლის მცნებები იყოს შენი წარმმართველი. ეცადე შენი შესაძლებლობის მიხედვით მაქსიმუმი გაიღო. ამასთან, ზომიერება შეინარჩუნე, გააკეთე ისე, რომ შენმა სწორმა ქმედებამ სიხარული მოგიტანოს და არა შფოთი და ასე, ნელ-ნელა განმტკიცდები სათნოებებში.

მიემსგავსე ლოტს, რომელიც ცხოვრობდა სოდომში, სადაც ყველა უკანონობას სჩადიოდა, მაგრამ იგი სხვებივით არ იქცეოდა, არამედ აკეთებდა იმას, რაც ღვთისთვის სათნო იყო, ამიტომაც გადარჩა", - ბრძანებს ილია მეორე.

წაიკითხეთ სააღდგომო ეპისტოლე ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია