საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე ეპისტოლეში ქუჩის ბავშვების პრობლემაზე საუბრობს: "უკვე 21 წელია ამ მიმართულებით იღწვის ჩვენი ეკლესია"
ილია მეორე ეპისტოლეში ქუჩის ბავშვების პრობლემაზე საუბრობს: "უკვე 21 წელია ამ მიმართულებით იღწვის ჩვენი ეკლესია"

"ეკ­ლე­სი­ას დიდი სურ­ვი­ლი აქვს, მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­უ­წი­ოს იმ ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თაც ასა­კის გამო ბავ­შვთა სახ­ლებ­ში აღარ აჩე­რე­ბენ, წა­სას­ვლე­ლიც არ­სად აქვთ და არც ცხოვ­რე­ბის­თვის არი­ან მომ­ზა­დე­ბულ­ნი", - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­შია ნათ­ქვა­მი.

უწ­მინ­დე­სი ბრძა­ნებს, რომ უკვე 21 წე­ლია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იღ­ვწის ეკ­ლე­სია; სა­თა­ნა­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ამ თე­მა­ზე კარ­გა­ხა­ნია სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობს.

"აქვე შე­ვე­ხე­ბი ქუ­ჩის ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მას. ისი­ნიც ჩვე­ნი ხვა­ლინ­დე­ლი დღის შე­მომ­ქმედ­ნი იქ­ნე­ბი­ან და, ბუ­ნებ­რი­ვია, მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ რო­გორ პი­როვ­ნე­ბე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან. უკვე 21 წე­ლია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იღ­ვწის ჩვე­ნი ეკ­ლე­სია; სა­თა­ნა­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ თე­მა­ზე კარ­გა­ხა­ნია სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობს. ჩვენ მზად ვართ მო­მა­ვალ­შიც, შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა­მებრ, გვერ­დში და­ვუდ­გეთ მათ. უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რე­ბი ქუ­ჩა­ში არ უნდა ცხოვ­რობ­დნენ და ამას მალე უნდა მი­ვაღ­წი­ოთ.

ეკ­ლე­სი­ას დიდი სურ­ვი­ლი აქვს, მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­უ­წი­ოს იმ ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თაც ასა­კის გამო ბავ­შვთა სახ­ლებ­ში აღარ აჩე­რე­ბენ, წა­სას­ვლე­ლიც არ­სად აქვთ და არც ცხოვ­რე­ბის­თვის არი­ან მომ­ზა­დე­ბულ­ნი.

ჩვენ გა­მოვ­ყა­ვით რო­გორც ტე­რი­ტო­რია, ასე­ვე შე­ნო­ბა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და მე­რი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ვფიქ­რობთ, აქ გავ­ხსნათ სა­ხე­ლო­ბო-პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­დაც 18 წლის გო­გო­ნე­ბი­სა და ვა­ჟე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა 23 წლამ­დე იცხოვ­რებს კი­დეც და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­სე­ბო­ბის­თვი­საც მო­ემ­ზა­დე­ბა.

ეს, რა თქმა უნდა, მე­ტად მცი­რეა იმ საქ­მეს­თან შე­და­რე­ბით, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია, რო­გორც ეკ­ლე­სი­ის, ისე სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან", - ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის ეპის­ტო­ლე­ში.

წა­ი­კი­თხეთ სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე ვრცლად

sponsored by ContentRoom

ილია მეორე ეპისტოლეში ქუჩის ბავშვების პრობლემაზე საუბრობს: "უკვე 21 წელია ამ მიმართულებით იღწვის ჩვენი ეკლესია"

ილია მეორე ეპისტოლეში ქუჩის ბავშვების პრობლემაზე საუბრობს: "უკვე 21 წელია ამ მიმართულებით იღწვის ჩვენი ეკლესია"

"ეკლესიას დიდი სურვილი აქვს, მზრუნველობა გაუწიოს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში აღარ აჩერებენ, წასასვლელიც არსად აქვთ და არც ცხოვრებისთვის არიან მომზადებულნი", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

უწმინდესი ბრძანებს, რომ უკვე 21 წელია ამ მიმართულებით იღვწის ეკლესია; სათანადო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და ხელისუფლება კი ამ თემაზე კარგახანია სერიოზულად მუშაობს.

"აქვე შევეხები ქუჩის ბავშვების პრობლემას. ისინიც ჩვენი ხვალინდელი დღის შემომქმედნი იქნებიან და, ბუნებრივია, მეტად მნიშვნელოვანია, თუ როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან. უკვე 21 წელია ამ მიმართულებით იღვწის ჩვენი ეკლესია; სათანადო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება ამ თემაზე კარგახანია სერიოზულად მუშაობს. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც, შესაძლებლობისამებრ, გვერდში დავუდგეთ მათ. უმეთვალყურეოდ დარჩენილი პატარები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ და ამას მალე უნდა მივაღწიოთ.

ეკლესიას დიდი სურვილი აქვს, მზრუნველობა გაუწიოს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში აღარ აჩერებენ, წასასვლელიც არსად აქვთ და არც ცხოვრებისთვის არიან მომზადებულნი.

ჩვენ გამოვყავით როგორც ტერიტორია, ასევე შენობა და არასამთავრობო სექტორთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან თანამშრომლობით ვფიქრობთ, აქ გავხსნათ სახელობო-პროფესიული სასწავლებელი, სადაც 18 წლის გოგონებისა და ვაჟების გარკვეული რაოდენობა 23 წლამდე იცხოვრებს კიდეც და დამოუკიდებელი არსებობისთვისაც მოემზადება.

ეს, რა თქმა უნდა, მეტად მცირეა იმ საქმესთან შედარებით, რაც გასაკეთებელია, როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან", - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.

წაიკითხეთ სააღდგომო ეპისტოლე ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია