საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილზე მზრუნველობა უმთავრესია" – პატრიარქი ბოლო დროს მომრავლებულ თვითმკვლელობის ფაქტებზე
"შვილზე მზრუნველობა უმთავრესია" – პატრიარქი ბოლო დროს მომრავლებულ თვითმკვლელობის ფაქტებზე

"სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო დროს თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და გარ­და­მა­ვა­ლი ასა­კის ახალ­გაზ­რდებს შო­რის", - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­შია ნათ­ქვა­მი. რო­გორც ეპის­ტო­ლე­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მო­ზარ­დე­ბი­სათ­ვის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა მკაცრ მო­პყრო­ბას არ გუ­ლის­ხმობს.

"ახალ­გაზ­რდებ­ში ემო­ცი­უ­რი ფონი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია. ამას­თან, გა­რე­მოს შეც­ნო­ბი­სა და ძი­ე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­საც შე­იძ­ლე­ბა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ე­ცეს. ამი­ტო­მაც, ჩვენს გო­გო­ნებ­სა და ვა­ჟებს ამ პე­რი­ოდ­ში მშობ­ლე­ბი­სა­გან მეტი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ. მარ­თა­ლია, ეკო­ნო­მი­ურ­მა გა­ჭირ­ვე­ბამ დე­დაც და მა­მაც აი­ძუ­ლა, რომ ლუკ­მა-პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად მთე­ლი დღე სახ­ლის გა­რეთ დაჰ­ყონ, მაგ­რამ შვილ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა უმ­თავ­რე­სია და აქ, რო­გორც ქა­ლის, ისე მა­მა­კა­ცის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ნა­ბა­რია.

მო­ზარ­დე­ბი­სათ­ვის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა მკაცრ მო­პყრო­ბას არ გუ­ლის­ხმობს. პი­რი­ქით, ეს ისე­თი ასა­კია, რო­დე­საც თქვენ, მშობ­ლე­ბი, მათ მე­გობ­რად უნდა ექ­ცეთ, მეტი სით­ბო აჩ­ვე­ნოთ, და­ინ­ტე­რეს­დეთ მათი მიზ­ნე­ბით, ცხოვ­რე­ბის წე­სით, სა­მე­გობ­რო წრით, რომ თა­ნამ­დგო­მად მი­გი­ღონ და გუ­ლახ­დილ­ნი გახ­დნენ. ეს თქვენ­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია და მათ­თვი­საც", - აღნშნუ­ლია პატ­რი­არ­ქის ეპის­ტო­ლე­ში.

უწ­მინ­დე­სი ბრძა­ნებს, რომ "ჩვენც შევ­თხო­ვოთ აღ­დგო­მილ მა­ცხო­ვარს, ყვე­ლას გა­უ­ნა­თოს გული და გო­ნე­ბა წა­რუ­ვა­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის შე­საგ­რძნო­ბად".

"რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვას გუ­ლის­ხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა ცი­ლის­წა­მე­ბა, ღვარ­ძლი, გა­ჭირ­ვე­ბა, შური...და დგე­ბა ისე­თი მო­მენ­ტე­ბიც, როცა ჩვენც აღ­მოგ­ვხდე­ბა: "მა­მაო ჩემო! თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამა­რი­დე ეს სას­მი­სი" (მთ. 26,39), ანდა "ღმერ­თო ჩემო, ღმერ­თო ჩემო, რა­ი­სათ­ვის და­მი­ტე­ვებ მე" (მთ. 27,46), მაგ­რამ ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ღმერ­თი იმა­ზე დიდ ჯვარს არ მოგ­ვცემს, რისი ტვირ­თვაც არ ძალ­გვიძს. ამი­ტო­მაც, გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს მას­ვე უნდა მივ­მარ­თოთ, სუ­ლი­ე­რი ღვაწ­ლი გან­ვაძ­ლი­ე­როთ და პრობ­ლე­მე­ბი მა­ლე­ვე და­იძ­ლე­ვა. გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არ­სე­ბობს!

ხოლო ის, ვინც სი­სუს­ტის, ში­შის თუ სხვა რა­ი­მე მი­ზე­ზის გამო თვით­მკვლე­ლო­ბით ამ­თავ­რებს სი­ცო­ცხლეს, რთულ სი­ტუ­ა­ცი­ას კი არ გა­ნე­რი­დე­ბა, არა­მედ მა­რა­დი­უ­ლი ტან­ჯვის მო­რევ­ში შე­დის. ამი­ტო­მაც, ვი­საც ასე­თი ფიქ­რე­ბი გა­უჩ­ნდე­ბა, მსწრაფლ უნდა მო­ი­შო­როს თა­ვი­დან, მო­ძღვარ­თან მი­ვი­დეს აღ­სა­რე­ბა თქვას, რათა სუ­ლი­ე­რად გან­მტკიც­დეს და ბო­რო­ტის მარ­წუ­ხე­ბის­გან თავი და­იც­ვას", - ბრძა­ნებს ილია მე­ო­რე.

წა­ი­კი­თხეთ პატ­რი­არ­ქის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"შვილზე მზრუნველობა უმთავრესია" – პატრიარქი ბოლო დროს მომრავლებულ თვითმკვლელობის ფაქტებზე

"შვილზე მზრუნველობა უმთავრესია" – პატრიარქი ბოლო დროს მომრავლებულ თვითმკვლელობის ფაქტებზე

"სამწუხაროდ, ბოლო დროს თვითმკვლელობის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა გარდამავალი ასაკის ახალგაზრდებს შორის", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს.

"ახალგაზრდებში ემოციური ფონი გაძლიერებულია. ამასთან, გარემოს შეცნობისა და ძიების პროცესი მიმდინარეობს, რასაც შეიძლება არასწორი მიმართულება მიეცეს. ამიტომაც, ჩვენს გოგონებსა და ვაჟებს ამ პერიოდში მშობლებისაგან მეტი ყურადღება სჭირდებათ. მართალია, ეკონომიურმა გაჭირვებამ დედაც და მამაც აიძულა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღე სახლის გარეთ დაჰყონ, მაგრამ შვილზე მზრუნველობა უმთავრესია და აქ, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, პასუხისმგებლობა თანაბარია.

მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრად უნდა ექცეთ, მეტი სითბო აჩვენოთ, დაინტერესდეთ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თანამდგომად მიგიღონ და გულახდილნი გახდნენ. ეს თქვენთვისაც აუცილებელია და მათთვისაც", - აღნშნულია პატრიარქის ეპისტოლეში.

უწმინდესი ბრძანებს, რომ "ჩვენც შევთხოვოთ აღდგომილ მაცხოვარს, ყველას გაუნათოს გული და გონება წარუვალი ბედნიერების შესაგრძნობად".

"როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური...და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოგვხდება: "მამაო ჩემო! თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი" (მთ. 26,39), ანდა "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე" (მთ. 27,46), მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტვირთვაც არ ძალგვიძს. ამიტომაც, გაჭირვების ჟამს მასვე უნდა მივმართოთ, სულიერი ღვაწლი განვაძლიეროთ და პრობლემები მალევე დაიძლევა. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!

ხოლო ის, ვინც სისუსტის, შიშის თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, რთულ სიტუაციას კი არ განერიდება, არამედ მარადიული ტანჯვის მორევში შედის. ამიტომაც, ვისაც ასეთი ფიქრები გაუჩნდება, მსწრაფლ უნდა მოიშოროს თავიდან, მოძღვართან მივიდეს აღსარება თქვას, რათა სულიერად განმტკიცდეს და ბოროტის მარწუხებისგან თავი დაიცვას", - ბრძანებს ილია მეორე.

წაიკითხეთ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია