Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე (2016)
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე (2016)

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სის და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე

"და­მიხ­სნის მე უფა­ლი ყო­ვე­ლი ბო­რო­ტი საქ­მი­სა­გან

და მა­ცხო­ნებს მე თა­ვის ზე­ცი­ურ სა­სუ­ფე­ველ­ში" (II ტიმ. 4,18)

ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, სა­ე­რო დას­ნო, საყ­ვა­რელ­ნო დანო და ძმა­ნო!

ქრის­ტე აღ­დგა!

ქრის­ტე აღ­დგა! – გუ­გუ­ნე­ბენ ეკ­ლე­სი­ის ზა­რე­ბი,

ქრის­ტე აღ­დგა! დღე­სას­წა­უ­ლობს ცა და ქვე­ყა­ნა

ქრის­ტე აღ­დგა! – სი­ხა­რუ­ლით ვღა­ღა­დებთ ჩვენც და არა­მი­წი­ე­რი გრძნო­ბით აღვსილ­ნი ბო­რო­ტე­ბის ბა­ტო­ნო­ბის დას­რუ­ლე­ბას ვზე­ი­მობთ.

"სადა არს, სიკ­ვდი­ლო, სა­წერ­ტე­ლი შენი?

სადა არს, ჯო­ჯო­ხე­თო, ძლე­ვაი შენი?" (I კორ. 15,55).

დღეს ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია, - მდი­და­რი თუ ღა­რი­ბი, მო­ხუ­ცი თუ ახალ­გაზ­რდა, ჯან­მრთე­ლი თუ სნე­უ­ლი... ურ­წმუ­ნო ადა­მი­ა­ნიც კი სხვა გრძნო­ბი­თაა გან­მსჭვა­ლუ­ლი.

- რა­ტომ არის ასე­თი ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ეს ზე­ი­მი?

- იმი­ტომ, რომ მა­ცხო­ვარ­მა აღ­დგო­მით ზე­ცის კა­რიბ­ჭე­ნი გახ­სნა ყვე­ლას­თვის და ადა­მის მთე­ლი მოდ­გმა ადა­მის ცოდ­ვის გა­მომსყიდ­ველს შეჰ­ხა­რის.

- მაგ­რამ რის ფა­სად მოგ­ვე­ნი­ჭა ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა?

"შენ­თვის ღმერ­თი შენი ვიქ­მენ ძედ შენ­და; შენ­თვის უმაღ­ლე­სი ზეს­კნელ­თა გარ­და­მოვ­ხედ ქუ­ე­ყა­ნად და ქვე­ყა­ნით შთავ­ხედ ქუ­ე­შე ქუ­ე­ყა­ნი­სა, რათა ხრწნი­ლე­ბი­სა­გან აღ­გად­გი­ნო," - ვკი­თხუ­ლობთ დიდი შა­ბა­თის სა­კი­თხავ­ში.

დიახ "ცოდ­ვის არმ­ცოდ­ნე (უფა­ლი) ცოდ­ვის მსხვერ­პლი გახ­და ჩვე­ნი გუ­ლის­თვის, რათა მას­ში ღმერ­თის სი­მარ­თლედ ვქცე­უ­ლი­ყა­ვით" (II კორ. 5.21).

ამ მოვ­ლე­ნის არსი რომ ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, ჯერ სუ­ლი­ე­რად გოლ­გო­თას უნდა მი­ვე­ახ­ლოთ, სა­დაც ჯვარ­ცმულ მა­ცხო­ვარ­თან ერ­თად ორი დამ­ნა­შა­ვეა გაკ­რუ­ლი ძელ­ზე.

ორი­ვე ავა­ზა­კი ცოდ­ვე­ბით და უკე­თუ­რე­ბე­ბით იყო სავ­სე, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნე­თის­გან.

ერთი შე­უ­რა­ცხყოფ­და უფალს და დას­ცი­ნო­და მას, მე­ო­რე კი თა­ვის ხვედრს სა­მარ­თლი­ა­ნად მი­იჩ­ნევ­და და სთხოვ­და იე­სოს შე­წყა­ლე­ბას.

დი­ა­დი რწმე­ნა! – ასე ახა­სი­ა­თე­ბენ წმინ­და მა­მე­ბი მე­ო­რე ავა­ზა­კის ამ მდგო­მა­რე­ო­ბას. სა­აღ­დგო­მო ერ­თერთ ჰო­მი­ლი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ: თვით მო­ცი­ქუ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ხე­დავ­დნენ უკვე მკვდრე­თით აღ­მდგარ იე­სოს, კი­დევ მერ­ყე­ობ­დნენ და და­მამ­ტკი­ცე­ბელ სა­ბუ­თებს ეძი­ებ­დნენ, ჯვარ­ცმულ­მა ავა­ზაკ­მა კი ყვე­ლა­ზე და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სას­ჯე­ლით დას­ჯი­ლი ქრის­ტე იწა­მა და შეს­თხო­ვა: "მო­მიხ­სე­ნე მე, უფა­ლო, ოდეს მოხ­ვი­დე სუ­ფე­ვი­თა შე­ნი­თა"(ლუკა, 23,42); პა­სუ­ხად კი მი­ი­ღო: "ამინ, გე­ტყვი შენ: დღეს ჩემ­თა­ნა იყო სა­მო­თხე­სა"(ლუკა 23,43).

თავ­მდაბ­ლო­ბამ, სა­კუ­თარ ცოდ­ვა­თა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბამ და სი­ნა­ნულ­მა ავა­ზაკს სუ­ლი­ე­რი თვა­ლი აუ­ხი­ლა, ჯვარ­ცმულ იე­სო­ში მა­ცხო­ვა­რი და­ა­ნა­ხა, რაც გახ­და მი­ზე­ზი ჯვრი­დან ზე­ცა­ში მისი მსწრაფლ აღყ­ვა­ნე­ბი­სა.

აქვე მინ­და შე­გახ­სე­ნოთ "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა­ში" და­ცუ­ლი შემ­დე­გი ის­ტო­რია: იე­რუ­სა­ლი­მი­დან მო­სუ­ლი მოწ­ვე­ვის თა­ნახ­მად, დღე­სას­წა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად და, ამას­თან, მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმა­ზე და­სას­წრე­ბად წას­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლე­ბი­დან, ლონ­გი­ნოზ­თან ერ­თად, მო­უ­წია წმინ­და სი­დო­ნი­ას ძმას, ელი­ოზს;

მათი დედა დი­დად წუხ­და იმის გამო, რაც შე­იძ­ლე­ბა წმინ­და ქა­ლაქ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო, რად­გან გრძნობ­და, უსა­მარ­თლო გან­სჯა ხდე­ბო­და მარ­თლი­სა; ამი­ტო­მაც შვი­ლი და­ა­რი­გა, არ მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მა­ცხოვ­რის დას­ჯა­ში, რაც ელი­ოზ­მა აღას­რუ­ლა და მცხე­თა­ში მა­ცხოვ­რის კვარ­თი სწო­რედ მან და ლონ­გი­ნოზ­მა ჩა­მო­აბ­რძა­ნეს.

მა­ნა­მა­დე კი, პა­რას­კევ დღეს, როცა პა­სა­ნიკ­მა (ჯა­ლათ­მა) კვე­რი (იგი­ვე ურო) და­არ­ტყა იე­სოს ჯვარ­ზე მი­სა­ჭე­დებ­ლად, ელი­ო­ზის და წმინ­და სი­დო­ნი­ას დედა იმ­დე­ნად თა­ნა­ე­ზი­ა­რა ვნე­ბებს უფ­ლი­სას, რომ და­ჭე­დე­ბის ხმა მას გოლ­გო­თი­დან მცხე­თას მო­ეს­მა, სამ­სჭვალ­მა თით­ქოს გულ­ში გა­უ­ა­რა, ტკი­ვი­ლი­სა­გან სულ­შეძ­რულ­მა "იკრჩხი­ა­ლა მწა­რედ" აღ­მოთ­ქვა რა: "მშვი­დო­ბით, მე­ფო­ბაო ჰუ­რი­ა­თაო, რა­მე­თუ მოჰ­კალთ თა­ვი­სა მა­ცხო­ვა­რი და მხსნე­ლი" და სული გა­ნუ­ტე­ვა.

ეს არის იესო ქრის­ტეს, რო­გორც ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თის, სრუ­ლი აღი­ა­რე­ბა და ამას­თან, მის­თვის პირ­ვე­ლი მარ­ტვი­ლო­ბის მა­გა­ლი­თი კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში.

ასე რომ, მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმი­სას მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბის ღირ­სი ორი პი­როვ­ნე­ბა აღეს­რუ­ლა ქრის­ტეს რწმე­ნით, - იე­რუ­სა­ლიმ­ში ავა­ზა­კი და მცხე­თას წმინ­და სი­დო­ნი­ას და ელი­ო­ზის დედა. წმ.სი­დო­ნი­ას დედა წმინ­და­ნად ახ­ლა­ხანს იქნა კა­ნო­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მიერ.

აღ­ვნიშ­ნავთ იმა­საც, რომ კე­თილ­გო­ნი­ე­რი ავა­ზა­კი ამა­ვე დროს, არის მო­ნა­ნუ­ლი ქრის­ტი­ა­ნის სიმ­ბო­ლო, რად­გან ჩვენ ყვე­ლა­ნი ცოდ­ვილ­ნი ვართ ღვთის წი­ნა­შე. მარ­თა­ლია, უფ­ლის ნათ­ლის­ღე­ბით ნა­თელ­ვი­ღეთ და გან­ვი­ბა­ნეთ სუ­ლი­სა და ხორ­ცის ბი­წი­სა­გან, მაგ­რამ ჩვე­ნი და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბის გამო ნათ­ლო­ბის შემ­დე­გაც არ ვიშ­ლით ავ ზნეს და ვნე­ბა­თა მონა ვხდე­ბით ყო­ველ­დღი­უ­რად, რაც სა­უ­კუ­ნო და­ღუპ­ვას გვი­ქა­დის.

- რო­გორ მო­ვიქ­ცეთ?

- ღმერ­თს უნდა მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ.

- და რა გა­ვა­კე­თოთ ამი­სათ­ვის?

- უნდა ვის­წავ­ლოთ სა­კუ­თარ თავ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი ქმე­დე­ბის სწო­რი შე­ფა­სე­ბა, უნდა ვის­წავ­ლოთ ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, თეთ­რი­სა და შა­ვის გარ­ჩე­ვა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს ბო­როტს გან­ვე­შო­როთ და სი­კე­თეს ვემ­სა­ხუ­როთ.

სამ­წუ­ხა­როდ, თუნ­დაც მორ­წმუ­ნე, მაგ­რამ არა­ეკ­ლე­სი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­საც თავ­და­პირ­ვე­ლად ჰგო­ნია, რომ მათ, თით­ქოს, ცოდ­ვა არა აქვთ, რომ კარ­გი თვი­სე­ბე­ბი­სა­ნი არი­ან და არა­ფე­რი აქვთ სა­აღ­სა­რე­ბო და მო­სა­ნა­ნი­ე­ბე­ლი; მა­შინ, რო­დე­საც, მარ­თლაც, წმინ­დად მცხოვ­რებ­ნი გულ­წრფე­ლად მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უღირ­სნია და მათ­ზე ცოდ­ვი­ლი სხვა არა­ვი­ნაა.

- ასე რა­ტომ ხდე­ბა?

- შე­გახ­სე­ნებთ აბბა დო­რო­თეს სა­უ­ბარს ქა­ლაქ ღა­ზას ერთ წარ­ჩი­ნე­ბულ და ფრი­ად გავ­ლე­ნი­ან მო­ქა­ლა­ქეს­თან:

- რო­გო­რად მი­გაჩ­ნია შენი თავი ამ ქა­ლაქ­ში? - ჰკი­თხა მას წმინ­დან­მა.

- ფაქ­ტია, ყვე­ლა მიც­ნობს და მა­ფა­სებს, - იყო პა­სუ­ხი.

- თუ კე­სა­რი­ა­ში წახ­ვალ, იქ რო­გო­რად მი­იჩ­ნევ შენს თავს?

- იქა­ურ დი­დე­ბულ­თა შო­რის უმ­ცი­რე­სად.

- ან­ტი­ო­ქი­ა­ში თუ იქ­ნე­ბო­დი?

- ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქედ.

- და თუ კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­ში მე­ფის კარ­ზე მოხ­ვდე­ბო­დი?

- გლა­ხა­კად და არაფ­რის­მქო­ნედ.

ასე არის ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნიც, - უთხრა აბბა დო­რო­თემ, - რაც უფრო უახ­ლოვ­დე­ბა ღმერ­თს, მით მე­ტად ხე­დავს თა­ვის არა­რა­ო­ბას და უღირ­სო­ბას.

ხოლო ვინც მის­გან შორს არის, თავ­სი ცხოვ­რე­ბით თავ­მომ­წო­ნე­ობს.

ჩვენ უნდა და­ვი­წყოთ ჩვე­ნი თა­ვის შეც­ნო­ბა და ჩვე­ნი სი­სუს­ტე­ე­ბი­სა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა.

რო­გორც წმინ­და მა­მე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ვნე­ბე­ბი შემ­დე­გია: გე­მოთ­მოყ­ვა­რე­ბა, სიძ­ვა, ვერ­ცხლის­მოყ­ვა­რე­ბა, მრის­ხა­ნე­ბა, მო­წყი­ნე­ბა, უი­მე­დო­ბა, დი­დე­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ამ­პარ­ტავ­ნე­ბა. სხვა ყვე­ლა­ფე­რი მათ­გან მომ­დი­ნა­რე­ობს. ამა თუ იმ ცოდ­ვამ ადა­მი­ან­ში თუ ღრმად გა­იდ­გა ფეს­ვი, მას დამ­ღუპ­ვე­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა აქვს.

ამი­ტო­მაც, ნუ იფიქ­რებ, რომ თუ შენ, მა­გა­ლი­თად, კე­თი­ლი ხარ, მაგ­რამ ლოთი, ეს ცოდ­ვა მძი­მედ არ იმოქ­მე­დებს შენს მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­ზე. ან, თუ გო­ნი­ე­რი ხარ, მაგ­რამ შუ­რით სავ­სე, ეს ხელს არ შე­გიშ­ლის ცხო­ნე­ბა­ში.

"ვინც თქვა არ იმ­რუ­შო, ისიც თქვა: არა კაც ჰკლა. ამი­ტომ, თუ არ იმ­რუ­შებ, მაგ­რამ კაცს მოკ­ლავ, რჯუ­ლის დამ­რღვე­ვი ხარ." (II ტიმ. 2, 10-11). ამას­თან, ვნე­ბებს შო­რის უხი­ლა­ვი, მტკი­ცე მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რია და თუ ადა­მი­ა­ნი ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა ჩა­ით­რია, ის ერთი სხვა ვნე­ბებ­საც მო­ი­ზი­დავს.

თუმ­ცა, რო­გორც ერთი ცოდ­ვა შობს მე­ო­რეს, ასე­თი­ვე თვი­სე­ბი­საა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სი­კე­თე­ნიც. იცო­დე, ერთ ღვთის­სათ­ნო საქ­მე­ში თუ გან­მტკიც­დე­ბი, სხვა სათ­ნო­ე­ბებ­საც შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად მო­ი­პო­ვებ.

მო­წა­ფის კი­თხვა­ზე: რა გა­ვა­კე­თო, რომ ღმერ­თს სათ­ნო ვეყო?, - ცნო­ბილ­მა ბერ­მა უპა­სუ­ხა: განა ყვე­ლა კე­თი­ლი საქ­მე კე­თი­ლი არ არის? აბ­რა­ა­მი იყო სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე და ღმერ­თი იყო მას­თან. და­ვით მეფე იყო მშვი­დი და ღმერ­თი იყო მას­თან, შენც და­უკ­ვირ­დი, რო­მე­ლი ქვე­ლი საქ­მის­კენ ის­წრაფ­ვის შენი სული, აკე­თე იგი ღვთის სა­დი­დე­ბე­ლად და სხვა მად­ლიც გან­მრავ­ლდე­ბა შენ­ში. ოღონდ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მო­ი­პო­ვე სი­ნა­ნუ­ლი და თავ­მდაბ­ლო­ბა, რაც არის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

"შე­ი­ნა­ნეთ"! - ქა­და­გებ­და წმ. იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლი.

"შე­ი­ნა­ნეთ, რა­მე­თუ მო­ახ­ლო­ე­ბულ არს სა­სუ­ფე­ვე­ლი ცათა" (მთ.4.17) - მო­უ­წო­დებ­და და მო­უ­წო­დებს მა­ცხო­ვა­რი და ამას­თან გვაფრ­თხი­ლებს:

"ყავთ ნა­ყო­ფი ღირ­სი სი­ნა­ნუ­ლი­სა," - რაც ნიშ­ნავს იმას, რომ სი­ნა­ნუ­ლი ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვის ტოლ­ფა­სი უნდა იყოს, ანდა ჭარ­ბობ­დეს მას, თუ გვინ­და, რომ აღი­ხო­ცოს იგი ჩვე­ნი სუ­ლი­დან. გა­ვიხ­სე­ნოთ მეზ­ვე­რე ზაქე წმინ­და სა­ხა­რე­ბი­დან. უფალ­თან შეხ­ვედ­რამ იგი ისე შეც­ვა­ლა, რომ უფალს აღუთ­ქვა მე­ბა­ჟე­ო­ბი­სას ხალ­ხის­გან უსა­მარ­თლოდ წარ­თმე­ულ ზედ­მეტს ოთხწი­ლად და­უბ­რუ­ნებ­და უკან ყვე­ლას, რად­გან იგ­რძნო თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მე.

ღმერ­თს უყ­ვარს გულ­წრფე­ლად მო­ნა­ნუ­ლი ასე­თი ადა­მი­ა­ნი; უყ­ვარს იმ­დე­ნად, რომ მისი მო­წყა­ლე­ბა ფა­რავს ყვე­ლა­ზე დიდ და მძი­მე ცოდ­ვებ­საც.

- რო­გორ მივ­ხვდეთ, ცოდ­ვის ტოლ­ფა­სია თუ არა ჩვე­ნი სი­ნა­ნუ­ლი?

- თუ შე­დე­გად ჩვენ­ში ხდე­ბა ცოდ­ვას­თან სრუ­ლი გან­შო­რე­ბა და აზ­როვ­ნე­ბის და ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლა, - მიზ­ნის­თვის მიგ­ვიღ­წე­ვია.

ასე­თი სი­ნა­ნუ­ლი არის სინ­დი­სის განმწმენ­დე­ლი და აღ­მად­გი­ნე­ბე­ლი ძალა, სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი და სას­წა­ულთმოქ­მე­დე­ბის უნა­რის მქო­ნე მად­ლი, ღვთის მო­წყა­ლე­ბის გამ­ღე­ბი ერ­თა­დერ­თი კარი.

სუ­ლი­ე­რი თვა­ლის ახე­ლა ზო­გი­ერთ პი­როვ­ნე­ბა­ში ნელ-ნელა ხდე­ბა, ზო­გი­ერ­თში კი - ერ­თბა­შად, თუმ­ცა ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სიწ­მინ­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სე­რი­ო­ზულ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს.

ამ ბრძო­ლა­ში დიდ შეც­დო­მას და­ვუშ­ვებთ, თუ მხო­ლოდ ჩვენს თავს და­ვეყ­რდნო­ბით, არა­მედ მუდ­მი­ვად უნდა ვლო­ცუ­ლობ­დეთ და უფალს ვუხ­მობ­დეთ, რად­გან მხო­ლოდ იგია ბო­რო­ტის შემ­მუს­ვრე­ლი და ჩვე­ნი გან­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი.

არ შე­ვუ­შინ­დეთ დრო­ე­ბით წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბებს!

წმინ­და მა­მე­ბი გვას­წავ­ლი­ან, რომ ის კი არ არის სა­ში­ში, თუ ვნე­ბე­ბი გვებ­რძვის და ჩვენც ვებ­რძვით მათ, არა­მედ ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა, როცა ვე­მორ­ჩი­ლე­ბით სხვა­დას­ხვა ვნე­ბას და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის სურ­ვი­ლი აღარ გვაქვს.

უბე­დუ­რე­ბა იმა­ში კი არ არის, რომ შეს­ცო­დე, არა­მედ იმა­ში, რომ და­ცე­მულს ად­გო­მა არ გინ­და; უბე­დუ­რე­ბა ის კი არ არის რომ ვნე­ბებ­მა დრო­ე­ბით დაგძლია, არა­მედ ის, რომ ცოდ­ვა­ში ცხოვ­რე­ბა მოგ­წონს და ჯი­უ­ტად აგ­რძე­ლებ ასეთ ყო­ფას და სხვა­თაც ღუ­პავ.

ზოგს მი­აჩ­ნია, რომ ღვთის მცნე­ბე­ბის დაც­ვა ძნე­ლია და რად­გან ამის უნა­რი არა აქვს, ურ­ჩევ­ნია, ძვე­ლე­ბუ­რად გა­ნაგ­რძოს ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა იცის, რომ სწო­რად არ იქ­ცე­ვა. დიდი ნა­წი­ლი კი ფიქ­რობს, რომ მის­თვის მთა­ვა­რია, დღეს, აქ ჰქონ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, აქ იგე­მოს ყვე­ლა შე­საძ­ლო სი­ა­მოვ­ნე­ბაც და გან­საც­დე­ლიც, რად­გან რა იქ­ნე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, არ იცის და არ ეს­მის, რა­ტომ უნდა და­ი­ტან­ჯოს თავი რა­ღაც გა­ურ­კვე­ვე­ლი მო­მავ­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მარ­თლა არ­სე­ბობს თუ არა, არა­ვინ უწყის.

ასე­თად მო­აზ­როვ­ნე­თათ­ვის, რა თქმა უნდა, რა­ი­მეს მტკი­ცე­ბას აზრი არა აქვს. ისი­ნი იმა­საც ვერ ხვდე­ბი­ან, რომ თუ ჩვენ მხო­ლოდ ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის ვი­ყა­ვით შექ­მნილ­ნი, მა­შინ, წე­სით, სიკ­ვდი­ლი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ჩვე­ნი ყო­ფაც აქ, ამ მი­წა­ზე და­უს­რუ­ლებ­ლად უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო.

ხმე­ლე­თი­სა და ზღვის­ქვე­შე­თი, ფლო­რა და ფა­უ­ნა, მზის გა­ლაქ­ტი­კა (სხვა­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ) მთე­ლი თა­ვი­სი ურ­თუ­ლე­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბით ნუთუ მარ­ტო იმის­თვის შე­იქ­მნა, რომ ჩვენ ამ გა­რე­მო­ში 40, 80 თუ 100 წელი დავ­ყოთ მხო­ლოდ და მერე უკ­ვა­ლოდ გავ­ქრეთ? ეს ხომ უაზ­რო­ბაა.

ნუ მი­ვემ­სგავ­სე­ბით მა­ცხოვ­რის გვერ­დით ჯვარ­ცმულ იმ ავა­ზაკს, რო­მელ­მაც მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზეც და ძელ­ზე ყოფ­ნი­სა­საც ვერ გა­ი­გო, რა იყო სი­ცო­ცხლის აზრი, ვერც ქრის­ტე შე­იც­ნო, და კი­დევ უა­რე­სი, - ბო­ლომ­დე შე­უ­რა­ცხყოფ­და და დას­ცი­ნო­და მას.

ღმერ­თმა ყვე­ლა და­ი­ფა­როს ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­სა­გან.

თუ ძელ­ზედ გაკ­რუ­ლი მე­ო­რე ავა­ზა­კი სიმ­ბო­ლოა მორ­წმუ­ნე და მო­ნა­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა, ეს ავა­ზა­კი სა­ხეა ურ­წმუ­ნო და უგუ­ლის­ხმო, სი­ნა­ნუ­ლის არმ­ქო­ნე ხალ­ხი­სა. ჩვენ რო­მელ ავა­ზაკს ვგა­ვართ? რო­გო­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ჯვა­რი, - გა­დამ­რჩე­ნე­ლი, თუ წარმ­წყმე­დე­ლი?

"ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ჩვე­ნი ყოფა ქარ­ვას­ლას ჰგავს, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი იყი­დე­ბა, - წე­რენ წმინ­და მა­მე­ბი, - წა­რუ­ვა­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა თუ გსურთ, წარ­მა­ვა­ლი დრო­ე­ბი­თი სი­კე­თე­ნი უნდა დათ­მოთ, რად­გან იგი მხო­ლოდ ასე­თი სა­ფა­სუ­რით მო­ი­პო­ვე­ბა; მაგ­რამ თუ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ახლა ხე­ლი­დან გა­უშ­ვებთ, მას სა­მუ­და­მოდ და­კარ­გავთ, რად­გან ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბა აღა­რა­სო­დეს გვექ­ნე­ბა."

რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ, რომ დრო­ე­ბი­თი სი­კე­თე­ნი უნდა დავ­თმოთ მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბის­თვის, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი (სა­ე­რო თუ სა­სუ­ლი­ე­რო პირი) ამ­ქვეყ­ნი­ურ ცხოვ­რე­ბას მუდ­მივ მწუ­ხა­რე­ბა­ში ატა­რებს; სუ­ლაც არა. ცოდ­ვას­თან და სხვა­დას­ხვა ბო­რო­ტე­ბას­თან სუ­ლი­ე­რი ბრძო­ლა თუ ხდე­ბა ლოც­ვი­თა და ღმერ­თზე მინ­დო­ბით, უფალ­თან უხი­ლა­ვი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი ისე­თი კავ­ში­რი მყარ­დე­ბა, ისე­თი სხვა გან­ცდა შე­მო­დის, რომ იგი თა­ვი­სი სიძ­ლი­ე­რით ფა­რავს ნე­ბის­მი­ერ ტკი­ვილს. ამი­ტო­მაც ამ­ბო­ბენ, რომ ამ­გვა­რად მცხოვ­რებ­თათ­ვის სა­მო­თხე დე­და­მი­წი­დან იწყე­ბაო.

დიახ, ადა­მი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვი­საა შექ­მნი­ლი და ამას ეს­წრაფ­ვის იგი მა­ში­ნაც, რო­დე­საც ვნე­ბებს ემო­ნე­ბა და მა­ში­ნაც, რო­დე­საც ცოდ­ვებს გა­ნე­შო­რე­ბა.

ვი­საც ცოდ­ვის მო­რევ­ში ყოფ­ნა მოს­წონს და ამა­ში ჰპო­ვებს მხო­ლოდ სი­ა­მოვ­ნე­ბას, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლია ის სი­ხა­რუ­ლი და ნე­ტა­რე­ბა, რო­მელ­საც ჯვარ­ცმუ­ლი იესო გვთა­ვა­ზობს.

მას სხვა ვე­რაფ­რით და­ვეხ­მა­რე­ბით, გარ­და ლოც­ვი­სა და ჩვენც შევ­თხო­ვოთ აღ­დგო­მილ მა­ცხო­ვარს, ყვე­ლას გა­უ­ნა­თოს გული და გო­ნე­ბა წა­რუ­ვა­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის შე­საგ­რძნო­ბად.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვას გუ­ლის­ხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა ცი­ლის­წა­მე­ბა, ღვარ­ძლი, გა­ჭირ­ვე­ბა, შური...და დგე­ბა ისე­თი მო­მენ­ტე­ბიც, როცა ჩვენც აღ­მოგ­ვხდე­ბა: "მა­მაო ჩემო! თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამა­რი­დე ეს სას­მი­სი" (მთ. 26,39), ანდა "ღმერ­თო ჩემო, ღმერ­თო ჩემო, რა­ი­სათ­ვის და­მი­ტე­ვებ მე" (მთ. 27,46), მაგ­რამ ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ღმერ­თი იმა­ზე დიდ ჯვარს არ მოგ­ვცემს, რისი ტვირ­თვაც არ ძალ­გვიძს. ამი­ტო­მაც, გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს მას­ვე უნდა მივ­მარ­თოთ, სუ­ლი­ე­რი ღვაწ­ლი გან­ვაძ­ლი­ე­როთ და პრობ­ლე­მე­ბი მა­ლე­ვე და­იძ­ლე­ვა.

გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არ­სე­ბობს!

ხოლო ის, ვინც სი­სუს­ტის, ში­შის თუ სხვა რა­ი­მე მი­ზე­ზის გამო თვით­მკვლე­ლო­ბით ამ­თავ­რებს სი­ცო­ცხლეს, რთულ სი­ტუ­ა­ცი­ას კი არ გა­ნე­რი­დე­ბა, არა­მედ მა­რა­დი­უ­ლი ტან­ჯვის მო­რევ­ში შე­დის. ამი­ტო­მაც, ვი­საც ასე­თი ფიქ­რე­ბი გა­უჩ­ნდე­ბა, მსწრაფლ უნდა მო­ი­შო­როს თა­ვი­დან, მო­ძღვარ­თან მი­ვი­დეს აღ­სა­რე­ბა თქვას, რათა სუ­ლი­ე­რად გან­მტკიც­დეს და ბო­რო­ტის მარ­წუ­ხე­ბის­გან თავი და­იც­ვას.

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო დროს თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და გარ­და­მა­ვა­ლი ასა­კის ახალ­გაზ­რდებს შო­რის.

მათ­ში ემო­ცი­უ­რი ფონი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია. ამას­თან, გა­რე­მოს შეც­ნო­ბი­სა და ძი­ე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­საც შე­იძ­ლე­ბა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ე­ცეს. ამი­ტო­მაც, ჩვენს გო­გო­ნებ­სა და ვა­ჟებს ამ პე­რი­ოდ­ში მშობ­ლე­ბი­სა­გან მეტი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბათ. მარ­თა­ლია, ეკო­ნო­მი­ურ­მა გა­ჭირ­ვე­ბამ დე­დაც და მა­მაც აი­ძუ­ლა, რომ ლუკ­მა-პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად მთე­ლი დღე სახ­ლის გა­რეთ დაჰ­ყონ, მაგ­რამ შვილ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა უმ­თავ­რე­სია და აქ, რო­გორც ქა­ლის, ისე მა­მა­კა­ცის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ნა­ბა­რია.

მო­ზარ­დე­ბი­სათ­ვის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა მკაცრ მო­პყრო­ბას არ გუ­ლის­ხმობს. პი­რი­ქით, ეს ისე­თი ასა­კია, რო­დე­საც თქვენ, მშობ­ლე­ბი, მათ მე­გობ­რად უნდა ექ­ცეთ, მეტი სით­ბო აჩ­ვე­ნოთ, და­ინ­ტე­რეს­დეთ მათი მიზ­ნე­ბით, ცხოვ­რე­ბის წე­სით, სა­მე­გობ­რო წრით, რომ თა­ნამ­დგო­მად მი­გი­ღონ და გუ­ლახ­დილ­ნი გახ­დნენ. ეს თქვენ­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია და მათ­თვი­საც.

აქვე შე­ვე­ხე­ბი ქუ­ჩის ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მას. ისი­ნიც ჩვე­ნი ხვა­ლინ­დე­ლი დღის შე­მომ­ქმედ­ნი იქ­ნე­ბი­ან და, ბუ­ნებ­რი­ვია, მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ რო­გორ პი­როვ­ნე­ბე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან.

უკვე 21 წე­ლია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იღ­ვწის ჩვე­ნი ეკ­ლე­სია; სა­თა­ნა­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ თე­მა­ზე კარ­გა­ხა­ნია სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობს. ჩვენ მზად ვართ მო­მა­ვალ­შიც, შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა­მებრ, გვერ­დში და­ვუდ­გეთ მათ. უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რე­ბი ქუ­ჩა­ში არ უნდა ცხოვ­რობ­დნენ და ამას მალე უნდა მი­ვაღ­წი­ოთ.

ეკ­ლე­სი­ას დიდი სურ­ვი­ლი აქვს, მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­უ­წი­ოს იმ ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თაც ასა­კის გამო ბავ­შვთა სახ­ლებ­ში აღარ აჩე­რე­ბენ, წა­სას­ვლე­ლიც არ­სად აქვთ და არც ცხოვ­რე­ბის­თვის არი­ან მომ­ზა­დე­ბულ­ნი.

ჩვენ გა­მოვ­ყა­ვით რო­გორც ტე­რი­ტო­რია, ასე­ვე შე­ნო­ბა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და მე­რი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ვფიქ­რობთ, აქ გავ­ხსნათ სა­ხე­ლო­ბო-პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­დაც 18 წლის გო­გო­ნე­ბი­სა და ვა­ჟე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა 23 წლამ­დე იცხოვ­რებს კი­დეც და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­სე­ბო­ბის­თვი­საც მო­ემ­ზა­დე­ბა.

ეს, რა თქმა უნდა, მე­ტად მცი­რეა იმ საქ­მეს­თან შე­და­რე­ბით, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია, რო­გორც ეკ­ლე­სი­ის, ისე სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან.

მრა­ვალ პრობ­ლე­მას ეშ­ვე­ლე­ბა, თუ მო­სახ­ლე­ო­ბა და­საქმდე­ბა, თუ მცი­რე ბიზ­ნე­სი გან­ვი­თარ­დე­ბა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა აღორ­ძინ­დე­ბა.

მეტი გა­სა­ქა­ნი უნდა მი­ე­ცეს მი­ნან­ქრის, ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის და­მუ­შა­ვე­ბას, მზი­სა და ქა­რის ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას, წყლის ექ­სპორ­ტს, კე­რა­მი­კის, შუ­ში­სა და თი­ხის წარ­მო­ე­ბას, მცი­რე ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, ტუ­რიზმს და სხვა.

სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ დღე­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს შე­მო­აქვს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის 80%; არა­და ქვე­ყა­ნას აქვს რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და მის გა­ტა­ნა­ზეც იფიქ­როს. ამის­თვის კი, უნდა გაძ­ლი­ერ­დეს რო­გორც ოჯა­ხუ­რი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი და წა­ხა­ლის­დეს სხვა კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი; ად­გილ­ზე უნდა აშენ­დეს გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბი, შე­იქ­მნას მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც სოფ­ლებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, თუ თი­თო­ე­ულ რე­გი­ონს თან­ხის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გა­მო­ე­ყო­ფა და თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ხელ­მწი­ფო­ვე იზ­რუ­ნებს გა­სა­ღე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ამ მხა­რი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მო­სახ­ლე­ო­ბას ბიძ­გის და ორი­ენ­ტა­ცი­ის მი­ცე­მა სჭირ­დე­ბა, გო­ნივ­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა უნდა, რომ თა­ვი­სი შრო­მის ნა­ყო­ფი და­ი­ნა­ხოს და იგ­რძნოს, რომ მისი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­დე­გის მომ­ტა­ნია.

მა­შინ ქვე­ყა­ნა მა­ლე­ვე და­ი­წყებს აღორ­ძი­ნე­ბას და ხალ­ხში შრო­მის სიყ­ვა­რუ­ლი აღ­დგე­ბა. სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა, მთის კა­ნო­ნი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმე­დით გან­გვა­წყობს, თუმ­ცა მათ მიერ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე ხალ­ხის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა მეტი უნდა იყოს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ჩვენ­თვის ამ ქვეყ­ნად მო­ცე­მუ­ლი სი­ცო­ცხლის დრო უდი­დე­სი დატ­ვირ­თვი­საა, რად­გან ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ამ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბის მო­პო­ვე­ბა ან და­კარ­გვა.

სწო­რად რომ ვი­ცხოვ­როთ, ფი­ზი­კუ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი შრო­მა უნდა შე­ვუ­თავ­სოთ ერ­თმა­ნეთს და ამას­თან, უნდა ვი­ცო­დეთ ისიც, რომ ყო­ველ დროს თა­ვი­სი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აქვს. იგი ამა თუ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბას ხელს უწყობს, ან უგუ­ლე­ბელ­ჰყოფს. უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რო­გო­რია ჩვე­ნი დრო­ის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ ად­ვი­ლად გან­ვსა­ზღვროთ ჩვე­ნი ად­გი­ლი ამ სამ­ყა­რო­ში და ვუ­პა­სუ­ხოთ მის გა­მოწ­ვე­ვებს.

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბამ "სი­ახ­ლის" სა­ხე­ლით წინ წა­მოს­წია "მეს" პრინ­ცი­პი, გარ­თო­ბა, ბუნ­დო­ვა­ნი აზ­როვ­ნე­ბა, ვულ­გა­რუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბა, აქ­ცენ­ტი ნა­წილ­ზე და არა მთელ­ზე...ანუ ის, რა­საც არა აქვს დიდი დატ­ვირ­თვა და სიღ­რმე.

სა­ნაც­ვლოდ, და­მამ­ცი­რებ­ლად წარ­მო­ა­ჩე­ნენ ისეთ ცნე­ბებს, რო­გო­რი­ცაა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ღირ­სე­ბა, გო­ნი­ე­რე­ბა, სამ­შობ­ლო, მოყ­ვა­სი და სხვა.

ასე­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ახალ­გაზ­რდას პი­როვ­ნე­ბად კი არა, მა­სის ნა­წი­ლად აყა­ლი­ბებს და სა­შუ­ა­ლო დო­ნის, ყვე­ლაფ­რის შემ­გუ­ე­ბელ არ­სე­ბად აქ­ცევს, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს დღე­ვან­დე­ლი დღით და მო­მა­ვა­ლი არ აინ­ტე­რე­სებს.

შენ არ აჰ­ყვე წუ­თი­სოფ­ლის დი­ნე­ბას და მის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ გან­წყო­ბას. ამა სოფ­ლის სული არის სული სიც­რუ­ი­სა. იგი დღეს ერთ რა­მეს გა­ნა­დი­დებს, ხვალ სხვას. განა ჩვენ მოწ­მე­ნი არა ვართ იმი­სა, რომ რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს 10-20-40 წლის წინ კარ­გად და მი­სა­ბა­ძად მი­აჩ­ნდა, დღეს მას დას­ცი­ნის?! ასე­ვე იქ­ნე­ბა ცოტა ხნის შემ­დეგ იმ "ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის" მი­მართ, რა­საც იგი დღეს ხოტ­ბას ას­ხამს.

შენ იფიქ­რე მა­რა­დი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და ეცა­დე, შენი მე­ო­ბა, შენი ღირ­სე­ბა არა­სო­დეს და­კარ­გო. უფ­ლის მცნე­ბე­ბი იყოს შენი წარმ­მარ­თვე­ლი. ეცა­დე შენი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით მაქ­სი­მუ­მი გა­ი­ღო. ამას­თან, ზო­მი­ე­რე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნე, გა­ა­კე­თე ისე, რომ შენ­მა სწორ­მა ქმე­დე­ბამ სი­ხა­რუ­ლი მო­გი­ტა­ნოს და არა შფო­თი და ასე, ნელ-ნელა გან­მტკიც­დე­ბი სათ­ნო­ე­ბებ­ში.

მი­ემ­სგავ­სე ლოტს, რო­მე­ლიც ცხოვ­რობ­და სო­დომ­ში, სა­დაც ყვე­ლა უკა­ნო­ნო­ბას სჩა­დი­ო­და, მაგ­რამ იგი სხვე­ბი­ვით არ იქ­ცე­ო­და, არა­მედ აკე­თებ­და იმას, რაც ღვთის­თვის სათ­ნო იყო, ამი­ტო­მაც გა­დარ­ჩა.

ის­წავ­ლე ლოც­ვა!

ლოც­ვა სა­უ­ბა­რია ღმერ­თთან, გუ­ლის­ნა­დე­ბის მის წი­ნა­შე გან­ფე­ნაა, სა­კუ­თა­რი თა­ვის მის შვი­ლად შეც­ნო­ბა და ღვთის მად­ლი­სა და შე­წევ­ნის მო­პო­ვე­ბაა; თუმ­ცა სუ­ლი­ე­რი შრო­მა მარ­ტო ლოც­ვას არ გუ­ლის­ხმობს. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ეს, რა თქმა უნდა, აგ­რეთ­ვე, არის სწო­რი სუ­ლი­ე­რი აზ­როვ­ნე­ბა და სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბა. ეს რომ შევ­ძლოთ უფ­ლის მხსნელ მარ­ჯვე­ნას ხელი უნდა ჩავ­ჭი­დოთ და მას­თან ვი­ყოთ გა­ნუ­შო­რებ­ლად.

მაშ, არ შე­ვუ­შინ­დეთ დაბ­რკო­ლე­ბებს, არ შევ­წყვი­ტოთ ბრძო­ლა გან­წმენ­დი­სათ­ვის და ვი­ცო­დეთ, რომ რო­გო­რი და­ცე­მუ­ლიც არ უნდა ვი­ყოთ, უფალს ვუყ­ვარ­ვართ და გვე­ლო­დე­ბა,ელო­დე­ბა ჩვენს სი­ნა­ნულს; ამი­ტო­მაც ბრძა­ნებს: "არ მოვ­სულ­ვარ მარ­თალ­თა მო­სა­წო­დებ­ლად, არა­მედ ცოდ­ვილ­თა სი­ნა­ნუ­ლის­თვის" (მთ.9,13), "მო­ვე­დით ჩემ­და ყო­ველ­ნი მაშ­ვრალ­ნი და ტვირ­თმძი­მე­ნი და მე გან­გის­ვე­ნოთ თქვენ" (მთ.11,28), "რა­მე­თუ უღე­ლი ჩემი ტკბილ არს, და ტვირ­თი ჩემი სუ­ბუქ არს" (მთ. 11,30).

ოღონდ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა არ გა­დავ­დოთ ხვა­ლი­სათ­ვის, რად­გან ეს ხვა­ლე შე­იძ­ლე­ბა აღარ დად­გეს.

თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს სას­წა­ულთმოქ­მე­დე­ბის უდი­დე­სი უნა­რი გვაქვს; თუ ღმერ­თს მი­ვე­ახ­ლე­ბით და ცოდ­ვე­ბი­სა­გან გან­ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბით, ჩვენს სულ­ში დიდი ცვლი­ლე­ბის მომსწრე­ნი გავ­ხდე­ბით. ამი­სი მა­გა­ლით­ნი არი­ან წმინ­და­ნე­ბი. ისი­ნიც ისე­თი­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, რო­გო­რიც ჩვენ ყვე­ლა­ნი, ბევრ მათ­განს ადრე ჩვენ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი სი­სუს­ტე­ე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ სი­ნა­ნუ­ლით, აღ­სა­რე­ბით, ზი­ა­რე­ბით და სუ­ლი­ე­რი ღვაწ­ლით ზე­ცი­ურ სა­სუ­ფე­ველს მი­აღ­წი­ეს. ამი­ტო­მაც წერს ნე­ტა­რი ავ­გუს­ტი­ნე, წმინ­დან­თა რი­ცხვი ყო­ფილ ცოდ­ვილ­თა რი­გე­ბი­დან მრავ­ლდე­ბაო.

მაშ, შე­ვი­მო­სოთ სი­ხა­რუ­ლი, ქარ­თველ­ნო, აფხაზ­ნო, ოსნო, ბერ­ძენ­ნო, რუს­ნო, უკ­რა­ი­ნელ­ნო, ებ­რა­ელ­ნო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­ნო, სო­მეხ­ნო, ასი­რი­ელ­ნო, უდინ­ნო, ქისტნო, ჩე­ჩენ­ნო, ლეკ­ნო, ქურთნო, იე­ზიდ­ნო და ყო­ველ­ნო მკვიდ­რნო ივე­რი­ი­სა და უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო!

მა­ცხო­ვა­რი დღეს იმე­დით აღავ­სებს მთელ სამ­ყა­როს; თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მაც ვი­ქო­ნი­ოთ სა­სო­ე­ბა იმი­სა, რომ: "და­მიხ­სნის მე უფა­ლი ყო­ვე­ლი ბო­რო­ტი საქ­მი­სა­გან და მა­ცხო­ნებს მე თა­ვის ზე­ცი­ურ სა­სუ­ფე­ველ­ში."

ქრის­ტე აღ­დგა!

აღვდგეთ და ამი­ე­რი­დან ჩვენც "წარ­ვი­დეთ სიკ­ვდი­ლი­სა­გან ცხოვ­რე­ბად, წარ­ვი­დეთ ხრწნი­ლე­ბი­სა­გან უხრწნე­ლე­ბად, ბნე­ლი­სა­გან ნათ­ლად, მო­ნე­ბი­სა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბად, რათა ვი­ხა­როთ ორ­სავ სო­ფელ­სა შინა, ამინ!

თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი

ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

თბი­ლი­სი,

აღ­დგო­მა ქრის­ტე­სი

2016 წელი

"No trouble without outlet" – Easter Epistle by Patriarch of Georgia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე (2016)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე (2016)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

"დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან

და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში" (II ტიმ. 4,18)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა! – გუგუნებენ ეკლესიის ზარები,

ქრისტე აღდგა! დღესასწაულობს ცა და ქვეყანა

ქრისტე აღდგა! – სიხარულით ვღაღადებთ ჩვენც და არამიწიერი გრძნობით აღვსილნი ბოროტების ბატონობის დასრულებას ვზეიმობთ.

"სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?

სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?" (I კორ. 15,55).

დღეს ყველა ბედნიერია, - მდიდარი თუ ღარიბი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ჯანმრთელი თუ სნეული... ურწმუნო ადამიანიც კი სხვა გრძნობითაა განმსჭვალული.

- რატომ არის ასეთი ყოვლისმომცველი ეს ზეიმი?

- იმიტომ, რომ მაცხოვარმა აღდგომით ზეცის კარიბჭენი გახსნა ყველასთვის და ადამის მთელი მოდგმა ადამის ცოდვის გამომსყიდველს შეჰხარის.

- მაგრამ რის ფასად მოგვენიჭა ეს ბედნიერება?

"შენთვის ღმერთი შენი ვიქმენ ძედ შენდა; შენთვის უმაღლესი ზესკნელთა გარდამოვხედ ქუეყანად და ქვეყანით შთავხედ ქუეშე ქუეყანისა, რათა ხრწნილებისაგან აღგადგინო," - ვკითხულობთ დიდი შაბათის საკითხავში.

დიახ "ცოდვის არმცოდნე (უფალი) ცოდვის მსხვერპლი გახდა ჩვენი გულისთვის, რათა მასში ღმერთის სიმართლედ ვქცეულიყავით" (II კორ. 5.21).

ამ მოვლენის არსი რომ ნაწილობრივ მაინც გავაცნობიეროთ, ჯერ სულიერად გოლგოთას უნდა მივეახლოთ, სადაც ჯვარცმულ მაცხოვართან ერთად ორი დამნაშავეა გაკრული ძელზე.

ორივე ავაზაკი ცოდვებით და უკეთურებებით იყო სავსე, მაგრამ სულიერად სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.

ერთი შეურაცხყოფდა უფალს და დასცინოდა მას, მეორე კი თავის ხვედრს სამართლიანად მიიჩნევდა და სთხოვდა იესოს შეწყალებას.

დიადი რწმენა! – ასე ახასიათებენ წმინდა მამები მეორე ავაზაკის ამ მდგომარეობას. სააღდგომო ერთერთ ჰომილიაში ვკითხულობთ: თვით მოციქულებიც, რომლებიც ხედავდნენ უკვე მკვდრეთით აღმდგარ იესოს, კიდევ მერყეობდნენ და დამამტკიცებელ საბუთებს ეძიებდნენ, ჯვარცმულმა ავაზაკმა კი ყველაზე დამამცირებელი სასჯელით დასჯილი ქრისტე იწამა და შესთხოვა: "მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა"(ლუკა, 23,42); პასუხად კი მიიღო: "ამინ, გეტყვი შენ: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა"(ლუკა 23,43).

თავმდაბლობამ, საკუთარ ცოდვათა გაცნობიერებამ და სინანულმა ავაზაკს სულიერი თვალი აუხილა, ჯვარცმულ იესოში მაცხოვარი დაანახა, რაც გახდა მიზეზი ჯვრიდან ზეცაში მისი მსწრაფლ აღყვანებისა.

აქვე მინდა შეგახსენოთ "ქართლის ცხოვრებაში" დაცული შემდეგი ისტორია: იერუსალიმიდან მოსული მოწვევის თანახმად, დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად და, ამასთან, მაცხოვრის ჯვარცმაზე დასასწრებად წასვლა საქართველოში მცხოვრები ებრაელებიდან, ლონგინოზთან ერთად, მოუწია წმინდა სიდონიას ძმას, ელიოზს;

მათი დედა დიდად წუხდა იმის გამო, რაც შეიძლება წმინდა ქალაქში განვითარებულიყო, რადგან გრძნობდა, უსამართლო განსჯა ხდებოდა მართლისა; ამიტომაც შვილი დაარიგა, არ მიეღო მონაწილეობა მაცხოვრის დასჯაში, რაც ელიოზმა აღასრულა და მცხეთაში მაცხოვრის კვართი სწორედ მან და ლონგინოზმა ჩამოაბრძანეს.

მანამადე კი, პარასკევ დღეს, როცა პასანიკმა (ჯალათმა) კვერი (იგივე ურო) დაარტყა იესოს ჯვარზე მისაჭედებლად, ელიოზის და წმინდა სიდონიას დედა იმდენად თანაეზიარა ვნებებს უფლისას, რომ დაჭედების ხმა მას გოლგოთიდან მცხეთას მოესმა, სამსჭვალმა თითქოს გულში გაუარა, ტკივილისაგან სულშეძრულმა "იკრჩხიალა მწარედ" აღმოთქვა რა: "მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მხსნელი" და სული განუტევა.

ეს არის იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტი ღმერთის, სრული აღიარება და ამასთან, მისთვის პირველი მარტვილობის მაგალითი კაცობრიობის ისტორიაში.

ასე რომ, მაცხოვრის ჯვარცმისას მარადიული ნეტარების ღირსი ორი პიროვნება აღესრულა ქრისტეს რწმენით, - იერუსალიმში ავაზაკი და მცხეთას წმინდა სიდონიას და ელიოზის დედა. წმ.სიდონიას დედა წმინდანად ახლახანს იქნა კანონიზებული საქართველოს ეკლესიის მიერ.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ კეთილგონიერი ავაზაკი ამავე დროს, არის მონანული ქრისტიანის სიმბოლო, რადგან ჩვენ ყველანი ცოდვილნი ვართ ღვთის წინაშე. მართალია, უფლის ნათლისღებით ნათელვიღეთ და განვიბანეთ სულისა და ხორცის ბიწისაგან, მაგრამ ჩვენი დაცემული ბუნების გამო ნათლობის შემდეგაც არ ვიშლით ავ ზნეს და ვნებათა მონა ვხდებით ყოველდღიურად, რაც საუკუნო დაღუპვას გვიქადის.

- როგორ მოვიქცეთ?

- ღმერთს უნდა მივუახლოვდეთ.

- და რა გავაკეთოთ ამისათვის?

- უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე დაკვირვება, თითოეული ჩვენი ქმედების სწორი შეფასება, უნდა ვისწავლოთ ანალიტიკური აზროვნება, თეთრისა და შავის გარჩევა, რაც საშუალებას მოგვცემს ბოროტს განვეშოროთ და სიკეთეს ვემსახუროთ.

სამწუხაროდ, თუნდაც მორწმუნე, მაგრამ არაეკლესიური ადამიანების უმრავლესობასაც თავდაპირველად ჰგონია, რომ მათ, თითქოს, ცოდვა არა აქვთ, რომ კარგი თვისებებისანი არიან და არაფერი აქვთ სააღსარებო და მოსანანიებელი; მაშინ, როდესაც, მართლაც, წმინდად მცხოვრებნი გულწრფელად მიიჩნევენ, რომ უღირსნია და მათზე ცოდვილი სხვა არავინაა.

- ასე რატომ ხდება?

- შეგახსენებთ აბბა დოროთეს საუბარს ქალაქ ღაზას ერთ წარჩინებულ და ფრიად გავლენიან მოქალაქესთან:

- როგორად მიგაჩნია შენი თავი ამ ქალაქში? - ჰკითხა მას წმინდანმა.

- ფაქტია, ყველა მიცნობს და მაფასებს, - იყო პასუხი.

- თუ კესარიაში წახვალ, იქ როგორად მიიჩნევ შენს თავს?

- იქაურ დიდებულთა შორის უმცირესად.

- ანტიოქიაში თუ იქნებოდი?

- ჩვეულებრივ მოქალაქედ.

- და თუ კონსტანტინეპოლში მეფის კარზე მოხვდებოდი?

- გლახაკად და არაფრისმქონედ.

ასე არის ნებისმიერი ადამიანიც, - უთხრა აბბა დოროთემ, - რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, მით მეტად ხედავს თავის არარაობას და უღირსობას.

ხოლო ვინც მისგან შორს არის, თავსი ცხოვრებით თავმომწონეობს.

ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი თავის შეცნობა და ჩვენი სისუსტეებისა და ნაკლოვანებების გაცნობიერება.

როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ, მომაკვდინებელ ვნებები შემდეგია: გემოთმოყვარება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, მოწყინება, უიმედობა, დიდებისმოყვარეობა და ამპარტავნება. სხვა ყველაფერი მათგან მომდინარეობს. ამა თუ იმ ცოდვამ ადამიანში თუ ღრმად გაიდგა ფესვი, მას დამღუპველი ზემოქმედება აქვს.

ამიტომაც, ნუ იფიქრებ, რომ თუ შენ, მაგალითად, კეთილი ხარ, მაგრამ ლოთი, ეს ცოდვა მძიმედ არ იმოქმედებს შენს მომავალ ცხოვრებაზე. ან, თუ გონიერი ხარ, მაგრამ შურით სავსე, ეს ხელს არ შეგიშლის ცხონებაში.

"ვინც თქვა არ იმრუშო, ისიც თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, რჯულის დამრღვევი ხარ." (II ტიმ. 2, 10-11). ამასთან, ვნებებს შორის უხილავი, მტკიცე მიზეზ-შედეგობრივი კავშირია და თუ ადამიანი ერთ-ერთმა მათგანმა ჩაითრია, ის ერთი სხვა ვნებებსაც მოიზიდავს.

თუმცა, როგორც ერთი ცოდვა შობს მეორეს, ასეთივე თვისებისაა ქრისტიანული სიკეთენიც. იცოდე, ერთ ღვთისსათნო საქმეში თუ განმტკიცდები, სხვა სათნოებებსაც შედარებით ადვილად მოიპოვებ.

მოწაფის კითხვაზე: რა გავაკეთო, რომ ღმერთს სათნო ვეყო?, - ცნობილმა ბერმა უპასუხა: განა ყველა კეთილი საქმე კეთილი არ არის? აბრაამი იყო სტუმართმოყვარე და ღმერთი იყო მასთან. დავით მეფე იყო მშვიდი და ღმერთი იყო მასთან, შენც დაუკვირდი, რომელი ქველი საქმისკენ ისწრაფვის შენი სული, აკეთე იგი ღვთის სადიდებელად და სხვა მადლიც განმრავლდება შენში. ოღონდ, უპირველეს ყოვლისა, მოიპოვე სინანული და თავმდაბლობა, რაც არის ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი.

"შეინანეთ"! - ქადაგებდა წმ. იოანე ნათლისმცემელი.

"შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მთ.4.17) - მოუწოდებდა და მოუწოდებს მაცხოვარი და ამასთან გვაფრთხილებს:

"ყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა," - რაც ნიშნავს იმას, რომ სინანული ჩადენილი ცოდვის ტოლფასი უნდა იყოს, ანდა ჭარბობდეს მას, თუ გვინდა, რომ აღიხოცოს იგი ჩვენი სულიდან. გავიხსენოთ მეზვერე ზაქე წმინდა სახარებიდან. უფალთან შეხვედრამ იგი ისე შეცვალა, რომ უფალს აღუთქვა მებაჟეობისას ხალხისგან უსამართლოდ წართმეულ ზედმეტს ოთხწილად დაუბრუნებდა უკან ყველას, რადგან იგრძნო თავისი დანაშაულის სიმძიმე.

ღმერთს უყვარს გულწრფელად მონანული ასეთი ადამიანი; უყვარს იმდენად, რომ მისი მოწყალება ფარავს ყველაზე დიდ და მძიმე ცოდვებსაც.

- როგორ მივხვდეთ, ცოდვის ტოლფასია თუ არა ჩვენი სინანული?

- თუ შედეგად ჩვენში ხდება ცოდვასთან სრული განშორება და აზროვნების და ცხოვრების წესის შეცვლა, - მიზნისთვის მიგვიღწევია.

ასეთი სინანული არის სინდისის განმწმენდელი და აღმადგინებელი ძალა, სულიერი სიმშვიდის მომნიჭებელი და სასწაულთმოქმედების უნარის მქონე მადლი, ღვთის მოწყალების გამღები ერთადერთი კარი.

სულიერი თვალის ახელა ზოგიერთ პიროვნებაში ნელ-ნელა ხდება, ზოგიერთში კი - ერთბაშად, თუმცა ორივე შემთხვევაში სიწმინდის შენარჩუნება სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს.

ამ ბრძოლაში დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუ მხოლოდ ჩვენს თავს დავეყრდნობით, არამედ მუდმივად უნდა ვლოცულობდეთ და უფალს ვუხმობდეთ, რადგან მხოლოდ იგია ბოროტის შემმუსვრელი და ჩვენი განმაძლიერებელი.

არ შევუშინდეთ დროებით წარუმატებლობებს!

წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ის კი არ არის საშიში, თუ ვნებები გვებრძვის და ჩვენც ვებრძვით მათ, არამედ ისეთი მდგომარეობა, როცა ვემორჩილებით სხვადასხვა ვნებას და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი აღარ გვაქვს.

უბედურება იმაში კი არ არის, რომ შესცოდე, არამედ იმაში, რომ დაცემულს ადგომა არ გინდა; უბედურება ის კი არ არის რომ ვნებებმა დროებით დაგძლია, არამედ ის, რომ ცოდვაში ცხოვრება მოგწონს და ჯიუტად აგრძელებ ასეთ ყოფას და სხვათაც ღუპავ.

ზოგს მიაჩნია, რომ ღვთის მცნებების დაცვა ძნელია და რადგან ამის უნარი არა აქვს, ურჩევნია, ძველებურად განაგრძოს ცხოვრება, თუმცა იცის, რომ სწორად არ იქცევა. დიდი ნაწილი კი ფიქრობს, რომ მისთვის მთავარია, დღეს, აქ ჰქონდეს ყველაფერი, აქ იგემოს ყველა შესაძლო სიამოვნებაც და განსაცდელიც, რადგან რა იქნება გარდაცვალების შემდეგ, არ იცის და არ ესმის, რატომ უნდა დაიტანჯოს თავი რაღაც გაურკვეველი მომავლისათვის, რომელიც მართლა არსებობს თუ არა, არავინ უწყის.

ასეთად მოაზროვნეთათვის, რა თქმა უნდა, რაიმეს მტკიცებას აზრი არა აქვს. ისინი იმასაც ვერ ხვდებიან, რომ თუ ჩვენ მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებისათვის ვიყავით შექმნილნი, მაშინ, წესით, სიკვდილი არ უნდა ყოფილიყო და ჩვენი ყოფაც აქ, ამ მიწაზე დაუსრულებლად უნდა გაგრძელებულიყო.

ხმელეთისა და ზღვისქვეშეთი, ფლორა და ფაუნა, მზის გალაქტიკა (სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მთელი თავისი ურთულესი მექანიზმებით ნუთუ მარტო იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენ ამ გარემოში 40, 80 თუ 100 წელი დავყოთ მხოლოდ და მერე უკვალოდ გავქრეთ? ეს ხომ უაზრობაა.

ნუ მივემსგავსებით მაცხოვრის გვერდით ჯვარცმულ იმ ავაზაკს, რომელმაც მთელი სიცოცხლის მანძილზეც და ძელზე ყოფნისასაც ვერ გაიგო, რა იყო სიცოცხლის აზრი, ვერც ქრისტე შეიცნო, და კიდევ უარესი, - ბოლომდე შეურაცხყოფდა და დასცინოდა მას.

ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ მდგომარეობისაგან.

თუ ძელზედ გაკრული მეორე ავაზაკი სიმბოლოა მორწმუნე და მონანული საზოგადოებისა, ეს ავაზაკი სახეა ურწმუნო და უგულისხმო, სინანულის არმქონე ხალხისა. ჩვენ რომელ ავაზაკს ვგავართ? როგორი იქნება ჩვენი ჯვარი, - გადამრჩენელი, თუ წარმწყმედელი?

"ამქვეყნიური ჩვენი ყოფა ქარვასლას ჰგავს, სადაც ყველაფერი იყიდება, - წერენ წმინდა მამები, - წარუვალი ბედნიერების შეძენა თუ გსურთ, წარმავალი დროებითი სიკეთენი უნდა დათმოთ, რადგან იგი მხოლოდ ასეთი საფასურით მოიპოვება; მაგრამ თუ ამ შესაძლებლობას ახლა ხელიდან გაუშვებთ, მას სამუდამოდ დაკარგავთ, რადგან ასეთი საშუალება აღარასოდეს გვექნება."

როდესაც ვსაუბრობთ, რომ დროებითი სიკეთენი უნდა დავთმოთ მარადიული ნეტარებისთვის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მორწმუნე ადამიანი (საერო თუ სასულიერო პირი) ამქვეყნიურ ცხოვრებას მუდმივ მწუხარებაში ატარებს; სულაც არა. ცოდვასთან და სხვადასხვა ბოროტებასთან სულიერი ბრძოლა თუ ხდება ლოცვითა და ღმერთზე მინდობით, უფალთან უხილავი, მაგრამ რეალური ისეთი კავშირი მყარდება, ისეთი სხვა განცდა შემოდის, რომ იგი თავისი სიძლიერით ფარავს ნებისმიერ ტკივილს. ამიტომაც ამბობენ, რომ ამგვარად მცხოვრებთათვის სამოთხე დედამიწიდან იწყებაო.

დიახ, ადამიანი ბედნიერებისათვისაა შექმნილი და ამას ესწრაფვის იგი მაშინაც, როდესაც ვნებებს ემონება და მაშინაც, როდესაც ცოდვებს განეშორება.

ვისაც ცოდვის მორევში ყოფნა მოსწონს და ამაში ჰპოვებს მხოლოდ სიამოვნებას, მისთვის გაუგებარი და მიუღებელია ის სიხარული და ნეტარება, რომელსაც ჯვარცმული იესო გვთავაზობს.

მას სხვა ვერაფრით დავეხმარებით, გარდა ლოცვისა და ჩვენც შევთხოვოთ აღდგომილ მაცხოვარს, ყველას გაუნათოს გული და გონება წარუვალი ბედნიერების შესაგრძნობად.

როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური...და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოგვხდება: "მამაო ჩემო! თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი" (მთ. 26,39), ანდა "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე" (მთ. 27,46), მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტვირთვაც არ ძალგვიძს. ამიტომაც, გაჭირვების ჟამს მასვე უნდა მივმართოთ, სულიერი ღვაწლი განვაძლიეროთ და პრობლემები მალევე დაიძლევა.

გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!

ხოლო ის, ვინც სისუსტის, შიშის თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, რთულ სიტუაციას კი არ განერიდება, არამედ მარადიული ტანჯვის მორევში შედის. ამიტომაც, ვისაც ასეთი ფიქრები გაუჩნდება, მსწრაფლ უნდა მოიშოროს თავიდან, მოძღვართან მივიდეს აღსარება თქვას, რათა სულიერად განმტკიცდეს და ბოროტის მარწუხებისგან თავი დაიცვას.

სამწუხაროდ, ბოლო დროს თვითმკვლელობის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა გარდამავალი ასაკის ახალგაზრდებს შორის.

მათში ემოციური ფონი გაძლიერებულია. ამასთან, გარემოს შეცნობისა და ძიების პროცესი მიმდინარეობს, რასაც შეიძლება არასწორი მიმართულება მიეცეს. ამიტომაც, ჩვენს გოგონებსა და ვაჟებს ამ პერიოდში მშობლებისაგან მეტი ყურადღება სჭირდებათ. მართალია, ეკონომიურმა გაჭირვებამ დედაც და მამაც აიძულა, რომ ლუკმა-პურის საშოვნელად მთელი დღე სახლის გარეთ დაჰყონ, მაგრამ შვილზე მზრუნველობა უმთავრესია და აქ, როგორც ქალის, ისე მამაკაცის, პასუხისმგებლობა თანაბარია.

მოზარდებისათვის ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. პირიქით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც თქვენ, მშობლები, მათ მეგობრად უნდა ექცეთ, მეტი სითბო აჩვენოთ, დაინტერესდეთ მათი მიზნებით, ცხოვრების წესით, სამეგობრო წრით, რომ თანამდგომად მიგიღონ და გულახდილნი გახდნენ. ეს თქვენთვისაც აუცილებელია და მათთვისაც.

აქვე შევეხები ქუჩის ბავშვების პრობლემას. ისინიც ჩვენი ხვალინდელი დღის შემომქმედნი იქნებიან და, ბუნებრივია, მეტად მნიშვნელოვანია, თუ როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან.

უკვე 21 წელია ამ მიმართულებით იღვწის ჩვენი ეკლესია; სათანადო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება ამ თემაზე კარგახანია სერიოზულად მუშაობს. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც, შესაძლებლობისამებრ, გვერდში დავუდგეთ მათ. უმეთვალყურეოდ დარჩენილი პატარები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ და ამას მალე უნდა მივაღწიოთ.

ეკლესიას დიდი სურვილი აქვს, მზრუნველობა გაუწიოს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში აღარ აჩერებენ, წასასვლელიც არსად აქვთ და არც ცხოვრებისთვის არიან მომზადებულნი.

ჩვენ გამოვყავით როგორც ტერიტორია, ასევე შენობა და არასამთავრობო სექტორთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან თანამშრომლობით ვფიქრობთ, აქ გავხსნათ სახელობო-პროფესიული სასწავლებელი, სადაც 18 წლის გოგონებისა და ვაჟების გარკვეული რაოდენობა 23 წლამდე იცხოვრებს კიდეც და დამოუკიდებელი არსებობისთვისაც მოემზადება.

ეს, რა თქმა უნდა, მეტად მცირეა იმ საქმესთან შედარებით, რაც გასაკეთებელია, როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან.

მრავალ პრობლემას ეშველება, თუ მოსახლეობა დასაქმდება, თუ მცირე ბიზნესი განვითარდება და სოფლის მეურნეობა აღორძინდება.

მეტი გასაქანი უნდა მიეცეს მინანქრის, ოქროსა და ვერცხლის დამუშავებას, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას, წყლის ექსპორტს, კერამიკის, შუშისა და თიხის წარმოებას, მცირე ჰესების მშენებლობას, ტურიზმს და სხვა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისთვის საქართველოს შემოაქვს სოფლის მეურნეობის კვების პროდუქტების 80%; არადა ქვეყანას აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ სრულად დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნილება და მის გატანაზეც იფიქროს. ამისთვის კი, უნდა გაძლიერდეს როგორც ოჯახური მეურნეობები და წახალისდეს სხვა კერძო ინიციატივები; ადგილზე უნდა აშენდეს გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, შეიქმნას მექანიზებული ჯგუფები, რომლებიც სოფლებს მოემსახურებიან.

სასურველი იქნება, თუ თითოეულ რეგიონს თანხის გარკვეული რაოდენობა გამოეყოფა და თავდაპირველად სახელმწიფოვე იზრუნებს გასაღებაზე ორიენტირებული და ამ მხარისათვის ყველაზე მომგებიანი მიმართულებების განვითარებაზე. მოსახლეობას ბიძგის და ორიენტაციის მიცემა სჭირდება, გონივრული დახმარება უნდა, რომ თავისი შრომის ნაყოფი დაინახოს და იგრძნოს, რომ მისი საქმიანობა შედეგის მომტანია.

მაშინ ქვეყანა მალევე დაიწყებს აღორძინებას და ხალხში შრომის სიყვარული აღდგება. საყოველთაო ჯანდაცვა, მთის კანონი, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები იმედით განგვაწყობს, თუმცა მათ მიერ განსახორციელებელი დახმარებების თაობაზე ხალხის ინფორმირებულობა მეტი უნდა იყოს, რომ მოსახლეობამ სრულად გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები.

ჩვენთვის ამ ქვეყნად მოცემული სიცოცხლის დრო უდიდესი დატვირთვისაა, რადგან ყოველი ადამიანისათვის ამ პერიოდში ხდება მარადიული ნეტარების მოპოვება ან დაკარგვა.

სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს და ამასთან, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყოველ დროს თავისი მახასიათებელი აქვს. იგი ამა თუ იმ მიმართულებას ხელს უწყობს, ან უგულებელჰყოფს. უნდა გავაცნობიეროთ, როგორია ჩვენი დროის შემოთავაზება, რომ ადვილად განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და ვუპასუხოთ მის გამოწვევებს.

თანამედროვეობამ "სიახლის" სახელით წინ წამოსწია "მეს" პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება, ვულგარული მეტყველება, აქცენტი ნაწილზე და არა მთელზე...ანუ ის, რასაც არა აქვს დიდი დატვირთვა და სიღრმე.

სანაცვლოდ, დამამცირებლად წარმოაჩენენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, ღირსება, გონიერება, სამშობლო, მოყვასი და სხვა.

ასეთი ტენდენციები ახალგაზრდას პიროვნებად კი არა, მასის ნაწილად აყალიბებს და საშუალო დონის, ყველაფრის შემგუებელ არსებად აქცევს, რომელიც ცხოვრობს დღევანდელი დღით და მომავალი არ აინტერესებს.

შენ არ აჰყვე წუთისოფლის დინებას და მისგან შემოთავაზებულ განწყობას. ამა სოფლის სული არის სული სიცრუისა. იგი დღეს ერთ რამეს განადიდებს, ხვალ სხვას. განა ჩვენ მოწმენი არა ვართ იმისა, რომ რაც საზოგადოების ნაწილს 10-20-40 წლის წინ კარგად და მისაბაძად მიაჩნდა, დღეს მას დასცინის?! ასევე იქნება ცოტა ხნის შემდეგ იმ "ფასეულობების" მიმართ, რასაც იგი დღეს ხოტბას ასხამს.

შენ იფიქრე მარადიულ ღირებულებებზე და ეცადე, შენი მეობა, შენი ღირსება არასოდეს დაკარგო. უფლის მცნებები იყოს შენი წარმმართველი. ეცადე შენი შესაძლებლობის მიხედვით მაქსიმუმი გაიღო. ამასთან, ზომიერება შეინარჩუნე, გააკეთე ისე, რომ შენმა სწორმა ქმედებამ სიხარული მოგიტანოს და არა შფოთი და ასე, ნელ-ნელა განმტკიცდები სათნოებებში.

მიემსგავსე ლოტს, რომელიც ცხოვრობდა სოდომში, სადაც ყველა უკანონობას სჩადიოდა, მაგრამ იგი სხვებივით არ იქცეოდა, არამედ აკეთებდა იმას, რაც ღვთისთვის სათნო იყო, ამიტომაც გადარჩა.

ისწავლე ლოცვა!

ლოცვა საუბარია ღმერთთან, გულისნადების მის წინაშე განფენაა, საკუთარი თავის მის შვილად შეცნობა და ღვთის მადლისა და შეწევნის მოპოვებაა; თუმცა სულიერი შრომა მარტო ლოცვას არ გულისხმობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს, რა თქმა უნდა, აგრეთვე, არის სწორი სულიერი აზროვნება და სულიერი ცხოვრება. ეს რომ შევძლოთ უფლის მხსნელ მარჯვენას ხელი უნდა ჩავჭიდოთ და მასთან ვიყოთ განუშორებლად.

მაშ, არ შევუშინდეთ დაბრკოლებებს, არ შევწყვიტოთ ბრძოლა განწმენდისათვის და ვიცოდეთ, რომ როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყოთ, უფალს ვუყვარვართ და გველოდება,ელოდება ჩვენს სინანულს; ამიტომაც ბრძანებს: "არ მოვსულვარ მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა სინანულისთვის" (მთ.9,13), "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ" (მთ.11,28), "რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს" (მთ. 11,30).

ოღონდ ნაბიჯის გადადგმა არ გადავდოთ ხვალისათვის, რადგან ეს ხვალე შეიძლება აღარ დადგეს.

თითოეულ ჩვენგანს სასწაულთმოქმედების უდიდესი უნარი გვაქვს; თუ ღმერთს მივეახლებით და ცოდვებისაგან განვთავისუფლდებით, ჩვენს სულში დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდებით. ამისი მაგალითნი არიან წმინდანები. ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, როგორიც ჩვენ ყველანი, ბევრ მათგანს ადრე ჩვენზე არანაკლები სისუსტეებიც შეიძლება ჰქონდა, მაგრამ სინანულით, აღსარებით, ზიარებით და სულიერი ღვაწლით ზეციურ სასუფეველს მიაღწიეს. ამიტომაც წერს ნეტარი ავგუსტინე, წმინდანთა რიცხვი ყოფილ ცოდვილთა რიგებიდან მრავლდებაო.

მაშ, შევიმოსოთ სიხარული, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ასირიელნო, უდინნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ქურთნო, იეზიდნო და ყოველნო მკვიდრნო ივერიისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო!

მაცხოვარი დღეს იმედით აღავსებს მთელ სამყაროს; თითოეულმა ჩვენგანმაც ვიქონიოთ სასოება იმისა, რომ: "დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში."

ქრისტე აღდგა!

აღვდგეთ და ამიერიდან ჩვენც "წარვიდეთ სიკვდილისაგან ცხოვრებად, წარვიდეთ ხრწნილებისაგან უხრწნელებად, ბნელისაგან ნათლად, მონებისაგან თავისუფლებად, რათა ვიხაროთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!

თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი,

აღდგომა ქრისტესი

2016 წელი

“No trouble without outlet” – Easter Epistle by Patriarch of Georgia

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია