გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია ფიქრობს თუ როგორ ჩაერთოს და გააძლიეროს ნატო-ს ყოფნა აღმოსავლეთის ფლანგზე.
"ჩვენ ამჟამად განვიხილავთ ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგზე ჩართვის შესაძლებლობას. მეტიც, ვფიქრობთ, როგორ გავაძლიეროთ იგი", - განაცხადა მერკელმა.
როგორც ეურონეწს.გე წერს, მერკელმა აღნიშნა ისიც, რომ გერმანია განიხილავს ესტონეთსა და ლიტვაში დამატებითი სამხედრო შენაერთების გაგზავნას ნატო-ს ფარგლებში.
"ამასთან, მე პიროვნულად ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ მოქმედებები ნატო-რუსეთის ფორმატში განგვეხილა'', - დასძინა მერკელმა.
ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/6099