თბილისში, ზაჰესში ნაღმზე მამაკაცი აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მაშინ მოხდა, როცა მამაკაცი საკუთარ ნაკვეთს ამუშავებდა, რომელიც ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარეობს. მამაკაცი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.