პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გენოციდის ღამეს პოლიციაში გვცემეს" - სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ
"გენოციდის ღამეს პოლიციაში გვცემეს" - სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

23 აპ­რილს, ღა­მით, ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აბა­თხევ­ში მა­მა­კა­ცი და­ნით დაჭ­რეს. ერ­თმა­ნეთს ახალ­ცი­ხის სოფ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი და ეთ­ნი­კუ­რი სომ­ხე­ბი ჯერ სი­ტყვი­ე­რად, შემ­დეგ კი ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ჩხუ­ბი იმ ად­გილ­ზე მოხ­და, სა­დაც სოფ­ლებ­ში: აბა­თხევ­ში, წი­ნუ­ბან­სა და ჯულ­ღა­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კურ სომ­ხებს გე­ნო­ცი­დის 101-ე წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნავ დღეს სა­ბუ­რა­ვე­ბი უნდა და­ეწ­ვათ. ად­გილ­ზე მი­სულ სო­მეხ მო­ქა­ლა­ქე­ებს იქ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი დახ­ვდნენ, ვა­ლე­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი ერთ-ერ­თის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ. შეხ­ლა-შე­მოხ­ლის დროს ვა­ლე­ში მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცი დაჭ­რეს.

"მუც­ლის არე­ში ერთი შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და, ამ­ჟა­მად სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია და სა­ა­ვად­მყო­ფო­დან დღეს გა­ე­წე­რე­ბა", - ამ­ბო­ბენ ახალ­ცი­ხის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში.

ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ­მა სამ­მარ­თვე­ლომ მომ­ხდარ­ზე ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, იმ ღა­მეს­ვე და­ი­წყო. შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში პო­ლი­ცი­ამ ფაქ­ტის შემ­სწრე პი­რე­ბი და­სა­კი­თხად წა­იყ­ვა­ნა.

"მე­ძი­ნა, პო­ლი­ცია და­მად­გა თავ­ზე, დაბ­ლა ჩა­მო­დიო. ვი­ფიქ­რე რა­ღა­ცას მკი­თხა­ვენ და უკან ამო­ვალ-მეთ­ქი. ცო­ლის ჩუს­ტე­ბით გა­ვე­დი, მაგ­რამ მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვეს და და­კი­თხვა­ზე წა­მიყ­ვა­ნეს", - ამ­ბობს სო­ფელ აბა­თხევ­ში მცხოვ­რე­ბი ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხი 40 წლამ­დე ასა­კის პ.მ., რომ­ლის თქმი­თაც პო­ლი­ცია მა­მა­კა­ცის დაჭ­რას მის ძმას აბ­რა­ლებს.

სო­ფელ აბა­თხევ­ში, ჯულ­ღა­სა და წი­ნუ­ბან­ში მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ყვე­ლა იმ პი­რის­გან, ვინც და­კი­თხეს, ითხოვ­დნენ ეღი­ა­რე­ბი­ნათ, რომ მა­მა­კა­ცი სწო­რედ პ.მ-ს ძმამ, ს.მ-მ დაჭ­რა.

"მე­სა­მე სარ­თულ­ზე ამიყ­ვა­ნეს, ხელ­მარ­ჯვნივ ოთახ­ში, იქ ხუ­თამ­დე პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა ეც­ვათ. სა­ხე­ზე ხელი და­მარ­ტყეს, ფე­ხებ­შიც მირ­ტყამ­დნენ. თქვი, ვინ დაჭ­რაო. ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი, წყა­ლი მო­ვი­თხო­ვე, ჭი­ქით მო­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ თავ­ზე და­მას­ხეს, "პოლ­ზე" რაც და­იქ­ცა, მი­თხრეს ზედ და­ჯე­ქიო, შე­მე­შინ­და და დავ­ჯე­ქი", - ამ­ბობს პ.მ.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გენოციდის ღამეს პოლიციაში გვცემეს" - სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

"გენოციდის ღამეს პოლიციაში გვცემეს" - სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

23 აპრილს, ღამით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აბათხევში მამაკაცი დანით დაჭრეს. ერთმანეთს ახალციხის სოფლებში მცხოვრები ქართველები და ეთნიკური სომხები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი იმ ადგილზე მოხდა, სადაც სოფლებში: აბათხევში, წინუბანსა და ჯულღაში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს გენოციდის 101-ე წლისთავის აღსანიშნავ დღეს საბურავები უნდა დაეწვათ. ადგილზე მისულ სომეხ მოქალაქეებს იქ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქართველები დახვდნენ, ვალეში მცხოვრებლები ერთ-ერთის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. შეხლა-შემოხლის დროს ვალეში მცხოვრები მამაკაცი დაჭრეს.

"მუცლის არეში ერთი შემავალი ჭრილობა ჰქონდა, ამჟამად სრულიად ჯანმრთელია და საავადმყოფოდან დღეს გაეწერება", - ამბობენ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

ახალციხის რაიონულმა სამმართველომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, იმ ღამესვე დაიწყო. შემთხვევიდან რამდენიმე საათში პოლიციამ ფაქტის შემსწრე პირები დასაკითხად წაიყვანა.

"მეძინა, პოლიცია დამადგა თავზე, დაბლა ჩამოდიო. ვიფიქრე რაღაცას მკითხავენ და უკან ამოვალ-მეთქი. ცოლის ჩუსტებით გავედი, მაგრამ მანქანაში ჩამსვეს და დაკითხვაზე წამიყვანეს", - ამბობს სოფელ აბათხევში მცხოვრები ეროვნებით სომეხი 40 წლამდე ასაკის პ.მ., რომლის თქმითაც პოლიცია მამაკაცის დაჭრას მის ძმას აბრალებს.

სოფელ აბათხევში, ჯულღასა და წინუბანში მცხოვრები მამაკაცები ამბობენ, რომ სამართალდამცავები ყველა იმ პირისგან, ვინც დაკითხეს, ითხოვდნენ ეღიარებინათ, რომ მამაკაცი სწორედ პ.მ-ს ძმამ, ს.მ-მ დაჭრა.

"მესამე სართულზე ამიყვანეს, ხელმარჯვნივ ოთახში, იქ ხუთამდე პოლიციელი იყო, სამოქალაქო ფორმა ეცვათ. სახეზე ხელი დამარტყეს, ფეხებშიც მირტყამდნენ. თქვი, ვინ დაჭრაო. ვერ ვლაპარაკობდი, წყალი მოვითხოვე, ჭიქით მოიტანეს, მაგრამ თავზე დამასხეს, "პოლზე" რაც დაიქცა, მითხრეს ზედ დაჯექიო, შემეშინდა და დავჯექი", - ამბობს პ.მ.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა