საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაღაცნაირი ხიბლი აქვს ამ საიტს, გინდა რომ იქ შეხვიდე" - რას ფიქრობენ ცნობილი სახეები AMBEBI.GE-ის ლიდერობაზე
"რაღაცნაირი ხიბლი აქვს ამ საიტს, გინდა რომ იქ შეხვიდე" - რას ფიქრობენ ცნობილი სახეები AMBEBI.GE-ის ლიდერობაზე

IRI-ის უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად AMBEBI.GE-ს სტუმ­რო­ბენ. გა­მო­კი­თხვის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც 12 მარ­ტი­დან 2 აპ­რი­ლის პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით, აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა და­ნარ­ჩენ რე­გი­ონ­ში 1500 რეს­პონ­დენ­ტი გა­მო­ი­კი­თხა. რამ­დე­ნად ხში­რად სტუმ­რო­ბენ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი AMBEBI.GE-ს, ამის გა­სარ­კვე­ვად რამ­დე­ნი­მე მათ­განს და­ვუ­კავ­შირ­დით:

ია ფა­რუ­ლა­ვა

- პი­რა­დად მე, პირ­ველ რიგ­ში AMBEBI.GE-ს შე­ვავ­ლებ თვალს, სხვა სა­იტ­ზე არც შევ­დი­ვარ. ძა­ლი­ან ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლია და ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავს. ერ­თა­დერ­თი შე­ნიშ­ვნა მაქვს კულ­ტუ­რის ბლოკ­ზე. ვი­ღაც თუ ტა­ტუს გა­ი­კე­თებს, ეს კულ­ტუ­რის ბლოკ­ში არ უნდა იყოს. და­ნარ­ჩე­ნი, თუნ­დაც ინ­კოგ­ნი­ტო, ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბიც კი მომ­წონს. ყვე­ლა­ნა­ი­რად აწყო­ბი­ლი და კარ­გი სა­ი­ტია. სა­უ­კე­თე­სო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჰყავს. ვუ­ლო­ცავ ამ­ბებს ამ დიდ გა­მარ­ჯვე­ბას, ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს, რაც არ უნდა გა­ა­კე­თონ სხვა სა­ი­ტებ­მა მა­ინც ვერ და­ე­წე­ვი­ან AMBEBI.GE-ს. რა­ღაც­ნა­ი­რი ხიბ­ლი აქვს ამ სა­იტს, გინ­და რომ იქ შეხ­ვი­დე.

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი

- შევ­დი­ვარ AMBEBI.GE-ზე როცა ჩემი ან ჩემი მე­გობ­რე­ბის ინ­ტერ­ვიუ და­ი­დე­ბა. მომ­წონს თქვე­ნი ძებ­ნის სის­ტე­მა, ჩა­წერ სი­ტყვას და ამო­გიგ­დებს რაც გა­ინ­ტე­რე­სებს. ჩემ­თვის პრაქ­ტი­კუ­ლია ტე­ლე­ფო­ნი­თაც შევ­დი­ვარ, შე­სა­ბა­მი­სად კვლე­ვის ასე­თი შე­დე­გე­ბი სა­ერ­თოდ არ არის გა­საკ­ვი­რი. ვი­დე­ო­ე­ბი თუ მა­ინ­ტე­რე­სებს youtube-ზე ან myvideo-ზე შევ­დი­ვარ. ინ­ტერ­ვი­უ­ებს და სხვა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას კი თქვენ­თან ვნა­ხუ­ლობ.

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი

- ხში­რად შევ­დი­ვარ AMBEBI.GE-ზე. რამე სი­ახ­ლე თუ გა­ინ­ტე­რე­სებს აქ უნდა შეხ­ვი­დე. რე­ი­ტინ­გში რომ პირ­ვე­ლია სა­ერ­თოდ არ მიკ­ვირს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ყვე­ლა­ზე ხში­რად თქვენ სტა­ტი­ებს აზი­ა­რე­ბენ. ამას ალ­ბათ ისიც გა­ნა­პი­რო­ბებს რომ სკან­და­ლუ­რი მა­სა­ლე­ბიც გაქვთ. ბუ­ნებ­რი­ვია ეს ზო­მი­ე­რი სიყ­ვით­ლეც გა­სა­გე­ბია. გი­ლო­ცავთ და სულ კარ­გი რა­ღა­ცე­ბი გე­წე­როთ. ვი­სურ­ვებ ბევ­რი კარ­გი მოხ­დეს, რომ კარ­გი წე­როთ ხალ­ხის­თვის.

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე

- ინ­ტე­რე­სი­ა­ნი ხალ­ხი ვართ და ამი­ტო­მაც აღ­მოჩ­ნდა IRI-ს კვლე­ვის შე­დე­გი ასე­თი. თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად შევ­დი­ვარ ინ­ტერ­ნეტ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­ძებ­ნად. თუ რა­ი­მეს წა­ვა­წყდე­ბი შემ­თხვე­ვით, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვკი­თხუ­ლობ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თუ არის გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია მხო­ლოდ მაგ შემ­თხვე­ვა­ში ვკი­თხუ­ლობ.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე

- პირ­ვე­ლად როცა და­ი­წყეს ჩემი პოს­ტე­ბის წა­ღე­ბა, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი შე­მოვ­დი­ო­დი, მერე კი­დევ უფრო გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი რომ მლან­ძღავ­დნენ ვი­ღა­ცე­ე­ბი, რას მოგ­ვა­ბეზ­რა ამ ქალ­მა თა­ვიო. არა­და პოს­ტებს მე ჩემს კე­დელ­ზე ვწერ­დი და გვერ­დი და­ხუ­რუ­ლი მქონ­და. ძი­რი­თა­დად ფე­ის­ბუ­ქი­დან ვი­ღებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ან ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან, ან თქვე­ნი სა­ი­ტი­დან გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. თუ ინ­ფორ­მა­ცია მა­ინ­ტე­რე­სებს უფრო "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ზე" შევ­დი­ვარ ვიცი, ტყუ­ი­ლებს არ წე­რენ. თუ და­წე­რენ რა­ღაც აფეთ­ქდაო და ე.ი. მარ­თლა აფეთ­ქდა. სან­დო­ო­ბა მაქვს მის მი­მართ. "ამ­ბებ­ზე" უფრო გა­სარ­თო­ბი და შე­რე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია დევს.

ასე­ვე ნა­ხეთ| AMBEBI.GE-ს რე­დაქ­ტო­რი: "ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის დილა AMBEBI.GE-თი იწყე­ბა"

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"რაღაცნაირი ხიბლი აქვს ამ საიტს, გინდა რომ იქ შეხვიდე" - რას ფიქრობენ ცნობილი სახეები AMBEBI.GE-ის ლიდერობაზე

"რაღაცნაირი ხიბლი აქვს ამ საიტს, გინდა რომ იქ შეხვიდე" - რას ფიქრობენ ცნობილი სახეები AMBEBI.GE-ის ლიდერობაზე

IRI-ის უახლესი კვლევების თანახმად, ინფორმაციის მისაღებად ქართველი ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად AMBEBI.GE-ს სტუმრობენ. გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც 12 მარტიდან 2 აპრილის პერიოდში მიმდინარეობდა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. რამდენად ხშირად სტუმრობენ ცნობილი ქართველები AMBEBI.GE-ს, ამის გასარკვევად რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით:

ია ფარულავა

- პირადად მე, პირველ რიგში AMBEBI.GE-ს შევავლებ თვალს, სხვა საიტზე არც შევდივარ. ძალიან ინფორმატიულია და ყველაფერს მოიცავს. ერთადერთი შენიშვნა მაქვს კულტურის ბლოკზე. ვიღაც თუ ტატუს გაიკეთებს, ეს კულტურის ბლოკში არ უნდა იყოს. დანარჩენი, თუნდაც ინკოგნიტო, ცუდი კომენტარებიც კი მომწონს. ყველანაირად აწყობილი და კარგი საიტია. საუკეთესო ჟურნალისტები ჰყავს. ვულოცავ ამბებს ამ დიდ გამარჯვებას, ნამდვილად იმსახურებს, რაც არ უნდა გააკეთონ სხვა საიტებმა მაინც ვერ დაეწევიან AMBEBI.GE-ს. რაღაცნაირი ხიბლი აქვს ამ საიტს, გინდა რომ იქ შეხვიდე.

ნოდიკო ტატიშვილი

- შევდივარ AMBEBI.GE-ზე როცა ჩემი ან ჩემი მეგობრების ინტერვიუ დაიდება. მომწონს თქვენი ძებნის სისტემა, ჩაწერ სიტყვას და ამოგიგდებს რაც გაინტერესებს. ჩემთვის პრაქტიკულია ტელეფონითაც შევდივარ, შესაბამისად კვლევის ასეთი შედეგები საერთოდ არ არის გასაკვირი. ვიდეოები თუ მაინტერესებს youtube-ზე ან myvideo-ზე შევდივარ. ინტერვიუებს და სხვა სახის ინფორმაციას კი თქვენთან ვნახულობ.

მარიამ როინიშვილი

- ხშირად შევდივარ AMBEBI.GE-ზე. რამე სიახლე თუ გაინტერესებს აქ უნდა შეხვიდე. რეიტინგში რომ პირველია საერთოდ არ მიკვირს. სოციალურ ქსელშიც ყველაზე ხშირად თქვენ სტატიებს აზიარებენ. ამას ალბათ ისიც განაპირობებს რომ სკანდალური მასალებიც გაქვთ. ბუნებრივია ეს ზომიერი სიყვითლეც გასაგებია. გილოცავთ და სულ კარგი რაღაცები გეწეროთ. ვისურვებ ბევრი კარგი მოხდეს, რომ კარგი წეროთ ხალხისთვის.

სალომე ბაკურაძე

- ინტერესიანი ხალხი ვართ და ამიტომაც აღმოჩნდა IRI-ს კვლევის შედეგი ასეთი. თუმცა იშვიათად შევდივარ ინტერნეტში ინფორმაციის მოსაძებნად. თუ რაიმეს წავაწყდები შემთხვევით, ამ შემთხვევაში ვკითხულობ. სოციალურ ქსელში თუ არის გაზიარებული საინტერესო სტატია მხოლოდ მაგ შემთხვევაში ვკითხულობ.

ნათია ფანჯიკიძე

- პირველად როცა დაიწყეს ჩემი პოსტების წაღება, გაკვირვებული შემოვდიოდი, მერე კიდევ უფრო გაკვირვებული ვიყავი რომ მლანძღავდნენ ვიღაცეები, რას მოგვაბეზრა ამ ქალმა თავიო. არადა პოსტებს მე ჩემს კედელზე ვწერდი და გვერდი დახურული მქონდა. ძირითადად ფეისბუქიდან ვიღებ ინფორმაციას. ეს შეიძლება იყოს ან ტელევიზიიდან, ან თქვენი საიტიდან გაზიარებული. თუ ინფორმაცია მაინტერესებს უფრო "ინტერპრესნიუსზე" შევდივარ ვიცი, ტყუილებს არ წერენ. თუ დაწერენ რაღაც აფეთქდაო და ე.ი. მართლა აფეთქდა. სანდოობა მაქვს მის მიმართ. "ამბებზე" უფრო გასართობი და შერეული ინფორმაცია დევს.

ასევე ნახეთ| AMBEBI.GE-ს რედაქტორი: "ძალიან ბევრი ადამიანის დილა AMBEBI.GE-თი იწყება"

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია