პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩემი ნაკვეთი შენსას სჯობია, ანუ რა გაცვალეს ერთმანეთში ბოტანიკურმა ბაღმა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ?!
 ჩემი ნაკვეთი შენსას სჯობია, ანუ რა გაცვალეს ერთმანეთში ბოტანიკურმა ბაღმა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ?!

"დიდ­მა პო­ლი­ტი­კამ" ფლო­რა­სა და ფა­უ­ნამ­დეც მი­აღ­წია - ყვა­ვი­ლე­ბი­სა და ხე­ე­ბის თემა უფრო და უფრო აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ში­და­პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. პირ­ველ სე­რი­ას ერ­ქვა "მცუ­რა­ვი ხე", მე­ო­რე სე­რი­ას კი "ბო­ტა­ნი­კუ­რი გაც­ვლა-გა­მოც­ვლა"...

ხუმ­რო­ბა იქით იყოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა კარ­გად ვერ გა­ი­გო, რა გაც­ვა­ლეს ერ­თმა­ნეთ­ში ბო­ტა­ნი­კურ­მა ბაღ­მა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა კომ­პა­ნია "ფინ­სერ­ვის XXI"-მა და რა­ტომ აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ ამას "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი"(აქ­ცი­ებს ნიკა მე­ლია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და). მე­რია შე­ე­ცა­და გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას, თუმ­ცა, უკვე ტრა­დი­ცი­უ­ლად, ეს გა­მო­უ­ვი­დაბუნ­დოვ­ნად.

4/4-ზე ანუ ჩემი ნაკ­ვე­თი შენ­სას სჯო­ბია

ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო იმით, რომ თე­ბერ­ვალ­ში ბო­ტა­ნი­კურ­მა ბაღ­მა (მე­რი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვის შემ­დეგ) "ფინ­სერ­ვისს" და­უთ­მო 4 ჰექ­ტა­რი ფარ­თო­ბი და სა­ნაც­ვლოდ, ასე­ვე 4 ჰექ­ტა­რი მი­ი­ღო, რო­მელ­საც ეს კომ­პა­ნია 2007 წლი­დან ფლობ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ამ ამ­ბი­დან ორი თვის შემ­დეგ პრო­ტეს­ტის კას­კა­დი მო­ა­წყვეს -არი­ქა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია, მა­ლუ­ლად მი­ით­ვი­საო. მე­რი­ის გან­მარ­ტე­ბით, "ფინ­სერ­ვი­სის­თვის" გა­და­ცე­მუ­ლი ტე­რი­ტო­რია არ იყო მოქ­ცე­უ­ლი იმ ფარ­თობ­ში, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე მი­ე­ნი­ჭა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი. ასე­ვე, სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხია ის, თუ ვინ რა მო­ი­გო ამ გაც­ვლა-გა­მოც­ვლით. მა­გა­ლი­თად, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის დი­რექ­ტო­რი თა­მაზ დარ­ჩი­ძე ამ­ტკი­ცებს, რომ ბაღ­მა მო­ი­გო.

თა­მაზ დარ­ჩი­ძე, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის დი­რექ­ტო­რი: "თბი­ლი­სის მე­რი­ამ მოგ­ვმარ­თა თხოვ­ნით, ტე­რი­ტო­რი­ის მო­ნაც­ვლე­ო­ბის სა­კი­თხი გან­გვე­ხი­ლა, ანუ ვაკე ტე­რი­ტო­რია ჩვენს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გად­მო­სუ­ლი­ყო, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი გა­ნა­პი­რა კლდო­ვა­ნი ბორ­ცვი კი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის­თვის გა­დაგ­ვე­ცა. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა იყო - ტე­რი­ტო­რი­ის მო­ნაც­ვლე­ო­ბას მხო­ლოდ იმ პი­რო­ბით დავ­თან­ხმდე­ბო­დით, თუ ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი უც­ვლე­ლი დარ­ჩე­ბო­და. ეს პი­რო­ბა შეს­რულ­და. რაც მთა­ვა­რია, ბა­ღის კო­ლექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გაც­ვლა გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო -გად­მო­ცე­მულ ტე­რი­ტო­რი­ას საკ­მა­ოდ დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია, ის ნა­წი­ლი კი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას გა­და­ე­ცა, აუთ­ვი­სე­ბე­ლი იყო და არც რა­ი­მე პერ­სპექ­ტი­ვა ჰქონ­და. პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ჩვენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რა­ტომ­ღაც არ სა­უბ­რო­ბენ, რო­დის და­კარ­გა ბო­ტა­ნი­კურ­მა ბაღ­მა თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში საც­დე­ლი სად­გუ­რე­ბი. მა­გა­ლი­თად, 2009 წელს ყვა­ვი­ლო­ვან მცე­ნა­რე­თა სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვე­თი თვალ­სა და ხელს შუა გაქ­რა. მსგავ­სი პრობ­ლე­მა იყო ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­შიც, როცა ბაღს მწვა­ნე კონ­ცხზე 500კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი ჩა­მო­არ­თვეს და მისი დაბ­რუ­ნე­ბა მხო­ლოდ 2014 წელს მო­ხერ­ხდა"  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ჩემი ნაკვეთი შენსას სჯობია, ანუ რა გაცვალეს ერთმანეთში ბოტანიკურმა ბაღმა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ?!

 ჩემი ნაკვეთი შენსას სჯობია, ანუ რა გაცვალეს ერთმანეთში ბოტანიკურმა ბაღმა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ?!

"დიდმა პოლიტიკამ" ფლორასა და ფაუნამდეც მიაღწია - ყვავილებისა და ხეების თემა უფრო და უფრო აქტიურად მონაწილეობს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში. პირველ სერიას ერქვა "მცურავი ხე", მეორე სერიას კი "ბოტანიკური გაცვლა-გამოცვლა"...

ხუმრობა იქით იყოს და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა კარგად ვერ გაიგო, რა გაცვალეს ერთმანეთში ბოტანიკურმა ბაღმა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანია "ფინსერვის XXI"-მა და რატომ აპროტესტებდნენ ამას "ნაციონალები"(აქციებს ნიკა მელია ხელმძღვანელობდა). მერია შეეცადა განმარტებების გაკეთებას, თუმცა, უკვე ტრადიციულად, ეს გამოუვიდა ბუნდოვნად.

4/4-ზე ანუ ჩემი ნაკვეთი შენსას სჯობია

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თებერვალში ბოტანიკურმა ბაღმა (მერიის ოფიციალური მიმართვის შემდეგ) "ფინსერვისს" დაუთმო 4 ჰექტარი ფართობი და სანაცვლოდ, ასევე 4 ჰექტარი მიიღო, რომელსაც ეს კომპანია 2007 წლიდან ფლობდა. "ნაციონალებმა" ამ ამბიდან ორი თვის შემდეგ პროტესტის კასკადი მოაწყვეს -არიქა, ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მალულად მიითვისაო. მერიის განმარტებით, "ფინსერვისისთვის" გადაცემული ტერიტორია არ იყო მოქცეული იმ ფართობში, რომელსაც თავის დროზე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ასევე, საინტერესო საკითხია ის, თუ ვინ რა მოიგო ამ გაცვლა-გამოცვლით. მაგალითად, ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე ამტკიცებს, რომ ბაღმა მოიგო.

თამაზ დარჩიძე, ბოტანიკური ბაღის დირექტორი: "თბილისის მერიამ მოგვმართა თხოვნით, ტერიტორიის მონაცვლეობის საკითხი განგვეხილა, ანუ ვაკე ტერიტორია ჩვენს დაქვემდებარებაში გადმოსულიყო, ბოტანიკური ბაღის ბალანსზე არსებული ერთ-ერთი განაპირა კლდოვანი ბორცვი კი კერძო კომპანიისთვის გადაგვეცა. ჩვენი მოთხოვნა იყო - ტერიტორიის მონაცვლეობას მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდებოდით, თუ ბოტანიკური ბაღის საერთო ფართობი უცვლელი დარჩებოდა. ეს პირობა შესრულდა. რაც მთავარია, ბაღის კოლექციის განვითარებისთვის გაცვლა გამართლებული იყო -გადმოცემულ ტერიტორიას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, ის ნაწილი კი, რომელიც კომპანიას გადაეცა, აუთვისებელი იყო და არც რაიმე პერსპექტივა ჰქონდა. პარადოქსია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რატომღაც არ საუბრობენ, როდის დაკარგა ბოტანიკურმა ბაღმა თბილისის შემოგარენში საცდელი სადგურები. მაგალითად, 2009 წელს ყვავილოვან მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთი თვალსა და ხელს შუა გაქრა. მსგავსი პრობლემა იყო ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც, როცა ბაღს მწვანე კონცხზე 500კვ.მ მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს და მისი დაბრუნება მხოლოდ 2014 წელს მოხერხდა"  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია