Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში წმინდა ცეცხლის ჩამოტანის 22-წლიანი ისტორიის საინტერესო ეპიზოდები...
საქართველოში წმინდა ცეცხლის ჩამოტანის 22-წლიანი ისტორიის საინტერესო ეპიზოდები...

წმინ­და ცე­ცხლი სა­ქარ­თვე­ლო­ში წელს ოც­და­მე­სა­მედ ჩა­მო­ვა. კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ჟვა­ნია, ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წმინ­და მი­წი­დან ღვთა­ებ­რი­ვი ცე­ცხლის ჩა­მობ­რძა­ნე­ბის ის­ტო­რია უკავ­შირ­დე­ბა.

- ღვთი­უ­რი ცე­ცხლი პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში 1995 წელს ჩა­მობ­რძან­და, რო­დე­საც მე­უ­ფე და­ნი­ე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით იე­რუ­სა­ლიმ­ში ჯგუ­ფი გა­ემ­გზავ­რა, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც იყ­ვნენ დე­დე­ბი: ანას­ტა­სია გე­ლაშ­ვი­ლი, ეფე­მია მა­ხა­რა­ძე, თე­ო­დო­რა მახ­ვი­ლა­ძე და მათ შო­რის, მეც. მა­შინ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და უწ­მინ­დე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით გახ­ლდით იქ.

მა­ნამ­დეც აღ­მოვ­ჩნდი იე­რუ­სა­ლიმ­ში, რო­დე­საც ჩვენ­მა პატ­რი­არ­ქმა, 1993 წელს იე­რუ­სა­ლი­მის ეკ­ლე­სი­ე­ბის მო­სა­ლო­ცად და თან, იქ ურ­თი­ერ­თო­ბის გან­სა­ახ­ლებ­ლად, გზე­ბის მო­სა­ძი­ებ­ლად გამ­გზავ­ნა, რად­გა­ნაც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ის­რა­ელ­თან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­ლე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ცე­ცხლის ჩა­მობ­რძა­ნე­ბაც არ ხდე­ბო­და, თან, იმ ხა­ნად პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბიც არ იყო და სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით (გა­დაჯ­დო­მა-გად­მოჯ­დო­მით) გვი­წევ­და ცე­ცხლის აქ ჩა­მობ­რძა­ნე­ბა.

- რო­გორც ვიცი, ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით, ცე­ცხლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მობ­რძა­ნე­ბა 1999 წელს მო­ხერ­ხდა.

- კი, 1999 წლი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სი სრულ­დე­ბა და უკვე 15 წე­ლია, რაც წმინ­და ცე­ცხლი ამ რე­ი­სით აღ­დგო­მის ღა­მეს ჩა­მო­აქვთ. მა­ნამ­დე, რე­ა­ლუ­რად კი 1995 წლი­დან, ჩვე­ნამ­დე სხვა­დას­ხვა ხერ­ხით აღ­წევ­და. მახ­სოვს, ერთხელ ბრწყინ­ვა­ლე სამ­შა­ბათ­საც ჩა­მო­ვაბ­რძა­ნეთ...

- ე.ი. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ეს არ ხერ­ხდე­ბო­და.

- ად­რე­ულ წლებ­ში ის­ტო­რი­ას არც აქვს შე­მო­ნა­ხუ­ლი, თუ რო­დის ჩა­მობ­რძან­და 1995 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცე­ცხლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ნაკ­ლე­ბი იყო, ამი­ტომ, გე­მით, ან ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე პი­ლიგ­რი­მებს ცე­ცხლის ჩა­მო­ტა­ნა გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ. ეს სა­კი­თხი მხო­ლოდ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დეგ მოგ­ვარ­და.

- ასე რომ, 2 ათწლე­უ­ლია, ეს საქ­მე პირ­და­პირ თუ ირი­ბად თქვენ გი­კავ­შირ­დე­ბათ. ამას­თან, აღ­დგო­მას და წმინ­და ცე­ცხლის გად­მოს­ვლას ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იეს­რუ­სა­ლიმ­ში ხვდე­ბით.

- კი, ასეა. თან ისიც იყო, რომ იქ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მი­სი­ით 7 წელი გახ­ლდით... ერთხელ, ცე­ცხლი ბრწყინ­ვა­ლე სამ­შა­ბათს რომ ჩა­მობ­რძან­და (რა­ზეც უკვე ვი­სა­უბ­რე), ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ სას­წა­ულს სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ეს­წრო, მე­რაბ გო­ცი­რი­ძე გახ­ლდათ (კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და) და ცე­ცხლი სწო­რედ მას გა­მო­ვა­ტა­ნე.

- სულ პირ­ვე­ლი წელი რომ გა­იხ­სე­ნოთ...

- 1995 წელს 31-ე ქარ­ხნის ბა­ზა­ზე ცე­ცხლის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჭურ­ჭე­ლი დამ­ზად­და, დედა ანას­ტა­სია გე­ლაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან შე­ე­ცა­და იმას, რომ დიდი, ლა­მა­ზი ჭურ­ჭე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ცე­ცხლის გად­მოს­ვლი­სას მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მის ტა­ძარ­ში ჭყლე­ტა­ში მოვ­ყე­ვით და ის სპე­ცი­ა­ლუ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჭურ­ჭე­ლი და­იმ­ტვრა, არა­და, საკ­მა­ოდ მოზ­რდი­ლი და კარ­გი რამ იყო. მერე ად­გილ­ზე ვი­ყი­დეთ ფა­რა­ნი და ცე­ცხლი იმით ჩა­მო­ვაბ­რძა­ნეთ.

- ცნო­ბი­ლია, რომ იქ იმ დროს, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყ­რის თავს. რო­გორ ახერ­ხებთ ხოლ­მე ტა­ძარ­ში შეს­ვლას? სულ ჭყლე­ტა­ში ხვდე­ბით, თუ გი­მარ­თლებთ?

- მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან პი­ლიგ­რი­მე­ბის მა­ტე­ბა 90-იანი წლე­ბის ბო­ლო­დან და­ი­წყო და 1999 წელს პიკს მი­უ­ახ­ლოვ­და, 2000-ში კი - და­ე­ცა, სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი იყო, 2006 წელ­საც ნაკ­ლე­ბი ხალ­ხი ჩა­ვი­და. მერე პი­ლიგ­რი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ისევ მო­ი­მა­ტა.

1995 წელს ზუს­ტად მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვის გა­მო­სას­ვლელ­თან მოვ­ხვდი ისე, რომ იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი დი­ო­დო­რო­სი რომ გა­მო­ვი­და, მახ­სოვს, სა­ო­ცა­რი სი­ხა­რუ­ლი ვიგ­რძე­ნი და ჩემს სან­თლებ­ზე პირ­ვე­ლად მე გა­და­ვუ­კი­დე ცე­ცხლი.

2003 წელს პატ­რი­არქ ირი­ნე­ოსს გავ­ყე­ვი. იმ პე­რი­ოდ­ში ჩვენს სამ­თავ­რო­ბო დაც­ვა­ში იყო თე­მურ ძი­ძი­გუ­რი, რო­მე­ლიც იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქს დაც­ვა­შიც კი ედგა. ის იქ ხალ­ხმრავ­ლო­ბის გამო, მისი პი­რა­დი დამ­ცვე­ლი აღ­მოჩ­ნდა, პატ­რი­არ­ქი რომ არ გა­და­ეჭყლი­ტათ. თე­მუ­რი სწო­რედ ამი­ტომ ჩა­ვიყ­ვა­ნე. თან წინა წელს (2002-ში) ცუდი ფაქ­ტი მოხ­და - იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი (იმ წელს პირ­ვე­ლად იღებ­და ცე­ცხლს, ახა­ლი აღ­საყ­დრე­ბუ­ლი იყო) მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვი­დან ცე­ცხლით რომ გა­მო­ვი­და, ცე­ცხლის სან­თელ­ზე გა­და­კი­დე­ბა მო­ვას­წა­რი და მა­შინ სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბის 33-იანი შეკ­ვრა ხე­ლი­დან გას­ტა­ცა და პატ­რი­არ­ქს მხო­ლოდ მარ­ცხე­ნა ხელ­ში­ღა შერ­ჩა ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბის შეკ­ვრა. რად­გა­ნაც ცე­ცხლი სან­თლებ­ზე უკვე გა­და­კი­დე­ბუ­ლი მქონ­და, მარ­ცხე­ნა მხრი­დან, უკ­ნი­დან მი­ვუ­ახ­ლოვ­დი და ჩემი ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბი პატ­რი­არ­ქს მარ­ჯვე­ნა ხელ­ში ჩა­ვუ­დე და ასე გა­ვიყ­ვა­ნეთ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტაძ­რის სა­კურ­თხევ­ლამ­დე, მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს... ასე­თი ფაქ­ტე­ბიც ხდე­ბა ხოლ­მე.

ამის შემ­დეგ უკვე ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცია ცე­ცხლის გად­მოს­ვლის ცე­რე­მო­ნი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მე­ტად ჩა­ერ­თო: ძვე­ლი ქა­ლა­ქის შე­სას­ვლე­ლე­ბი იკე­ტე­ბა და შეს­ვლა მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვე­ბით ხდე­ბა. საშ­ვებს იე­რუ­სა­ლი­მის სა­პატ­რი­არ­ქოც გას­ცემს, თუმ­ცა უფრო იე­რუ­სა­ლი­მის პო­ლი­ცია.

- თქვენ რა საშ­ვით სარ­გებ­ლობთ?

- პი­რა­დი ნაც­ნო­ბო­ბით ვშო­უ­ლობ საშვს, უმე­ტე­სად კი, ღმერ­თის წყა­ლო­ბით. დიდი ამ­ბა­ვია იქ მოხ­ვედ­რა­ზე, არის, რომ პა­რას­კევს მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ტა­ძარ­ში რჩე­ბი­ან და ამ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ისე ხვდე­ბი­ან... ისე, უნდა გი­თხრათ, რომ იე­რუ­სა­ლი­მის ძველ ქა­ლაქ­ში გა­ვი­ზარ­დე და ყვე­ლა მიც­ნობს. თუმ­ცა 2012 წელს ასე­თი რამ მოხ­და, ჩვე­ნი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც 50 კა­ცის­გან შედ­გე­ბო­და და საშ­ვე­ბიც ჰქონ­დათ, სი­ო­ნის კა­რიბ­ჭეს­თან და­ტო­ვეს. მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში კოპ­ტე­ბის დიდ­მა ნა­კად­მა ბა­რი­ე­რი გა­და­ან­გრია და არე­უ­ლო­ბა შე­იქ­მნა. პო­ლი­ცი­ამ ყვე­ლა გზა ჩა­კე­ტა და ისე­თი დე­ლე­გა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც საშ­ვი ჰქონ­დათ, გა­რეთ დარ­ჩნენ. გული დამ­წყდა, შე­მე­ცოდ­ნენ ჩვე­ნე­ბი, რომ ვერ ახერ­ხებ­დნენ შეს­ვლას და სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად, მათ­თან დავ­რჩი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე თა­ვი­სუფ­ლად შე­ვი­დო­დი. ასე შევ­ხვდით ცე­ცხლის გად­მოს­ვლას ძვე­ლი ქა­ლა­ქის კედ­ლებს მიღ­მა.

- ცე­ცხლის გად­მოს­ვლი­სას რას გრძნობთ ხოლ­მე?

- ეს იმ­დე­ნად დიდი მად­ლი და სი­ხა­რუ­ლია, რომ წა­მი­ე­რად ვრცელ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე, თუნ­დაც კედ­ლის გა­რეთ იდგე. ყვე­ლა­ფერ­ზე უპი­რა­ტე­სია. ისე­ვე, რო­გორც აღ­დგო­მის სი­ხა­რუ­ლი არის ჯვარ­ცმა­ზე უპი­რა­ტე­სი. ის დღე­ე­ბი, როცა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია ვნე­ბის შვი­დე­ულს გა­დის, რაც მა­ლე­ვე ქრის­ტეს აღ­დგო­მის სი­ხა­რუ­ლით იც­ვლე­ბა, ისიც ასე­ვეა. სწო­რედ ამა­შია აღ­დგო­მის დიდი სა­ი­დუმ­ლოც.

გი­ლო­ცავთ ქრის­ტეს ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მას!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოში წმინდა ცეცხლის ჩამოტანის 22-წლიანი ისტორიის საინტერესო ეპიზოდები...

საქართველოში წმინდა ცეცხლის ჩამოტანის 22-წლიანი ისტორიის საინტერესო ეპიზოდები...

წმინდა ცეცხლი საქართველოში წელს ოცდამესამედ ჩამოვა. კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, ის ადამიანია, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში წმინდა მიწიდან ღვთაებრივი ცეცხლის ჩამობრძანების ისტორია უკავშირდება.

- ღვთიური ცეცხლი პირველად საქართველოში 1995 წელს ჩამობრძანდა, როდესაც მეუფე დანიელის ხელმძღვანელობით იერუსალიმში ჯგუფი გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ დედები: ანასტასია გელაშვილი, ეფემია მახარაძე, თეოდორა მახვილაძე და მათ შორის, მეც. მაშინ სტუდენტი ვიყავი და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გახლდით იქ.

მანამდეც აღმოვჩნდი იერუსალიმში, როდესაც ჩვენმა პატრიარქმა, 1993 წელს იერუსალიმის ეკლესიების მოსალოცად და თან, იქ ურთიერთობის განსაახლებლად, გზების მოსაძიებლად გამგზავნა, რადგანაც საბჭოთა პერიოდში ისრაელთან საქართველოს ნაკლები ურთიერთობა ჰქონდა. ცეცხლის ჩამობრძანებაც არ ხდებოდა, თან, იმ ხანად პირდაპირი რეისებიც არ იყო და სხვადასხვა საშუალებებით (გადაჯდომა-გადმოჯდომით) გვიწევდა ცეცხლის აქ ჩამობრძანება.

- როგორც ვიცი, ჩარტერული რეისით, ცეცხლის საქართველოში ჩამობრძანება 1999 წელს მოხერხდა.

- კი, 1999 წლიდან სპეციალური რეისი სრულდება და უკვე 15 წელია, რაც წმინდა ცეცხლი ამ რეისით აღდგომის ღამეს ჩამოაქვთ. მანამდე, რეალურად კი 1995 წლიდან, ჩვენამდე სხვადასხვა ხერხით აღწევდა. მახსოვს, ერთხელ ბრწყინვალე სამშაბათსაც ჩამოვაბრძანეთ...

- ე.ი. საბჭოთა პერიოდში ეს არ ხერხდებოდა.

- ადრეულ წლებში ისტორიას არც აქვს შემონახული, თუ როდის ჩამობრძანდა 1995 წლამდე საქართველოში ცეცხლი. მოგეხსენებათ, მაშინ კომუნიკაციაც ნაკლები იყო, ამიტომ, გემით, ან ფეხით მოსიარულე პილიგრიმებს ცეცხლის ჩამოტანა გაუჭირდებოდათ. ეს საკითხი მხოლოდ კომუნიკაციების განვითარების შემდეგ მოგვარდა.

- ასე რომ, 2 ათწლეულია, ეს საქმე პირდაპირ თუ ირიბად თქვენ გიკავშირდებათ. ამასთან, აღდგომას და წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ხშირ შემთხვევაში იესრუსალიმში ხვდებით.

- კი, ასეა. თან ისიც იყო, რომ იქ სამსახურებრივი მისიით 7 წელი გახლდით... ერთხელ, ცეცხლი ბრწყინვალე სამშაბათს რომ ჩამობრძანდა (რაზეც უკვე ვისაუბრე), ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ სასწაულს საქართველოდან დაესწრო, მერაბ გოცირიძე გახლდათ (კონფერენციაზე იმყოფებოდა) და ცეცხლი სწორედ მას გამოვატანე.

- სულ პირველი წელი რომ გაიხსენოთ...

- 1995 წელს 31-ე ქარხნის ბაზაზე ცეცხლისთვის სპეციალური ჭურჭელი დამზადდა, დედა ანასტასია გელაშვილი ძალიან შეეცადა იმას, რომ დიდი, ლამაზი ჭურჭელი ყოფილიყო, მაგრამ ცეცხლის გადმოსვლისას მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ჭყლეტაში მოვყევით და ის სპეციალურად დამზადებული ჭურჭელი დაიმტვრა, არადა, საკმაოდ მოზრდილი და კარგი რამ იყო. მერე ადგილზე ვიყიდეთ ფარანი და ცეცხლი იმით ჩამოვაბრძანეთ.

- ცნობილია, რომ იქ იმ დროს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ადამიანი იყრის თავს. როგორ ახერხებთ ხოლმე ტაძარში შესვლას? სულ ჭყლეტაში ხვდებით, თუ გიმართლებთ?

- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პილიგრიმების მატება 90-იანი წლების ბოლოდან დაიწყო და 1999 წელს პიკს მიუახლოვდა, 2000-ში კი - დაეცა, საომარი მდგომარეობები იყო, 2006 წელსაც ნაკლები ხალხი ჩავიდა. მერე პილიგრიმების რაოდენობამ ისევ მოიმატა.

1995 წელს ზუსტად მაცხოვრის საფლავის გამოსასვლელთან მოვხვდი ისე, რომ იერუსალიმის პატრიარქი დიოდოროსი რომ გამოვიდა, მახსოვს, საოცარი სიხარული ვიგრძენი და ჩემს სანთლებზე პირველად მე გადავუკიდე ცეცხლი.

2003 წელს პატრიარქ ირინეოსს გავყევი. იმ პერიოდში ჩვენს სამთავრობო დაცვაში იყო თემურ ძიძიგური, რომელიც იერუსალიმის პატრიარქს დაცვაშიც კი ედგა. ის იქ ხალხმრავლობის გამო, მისი პირადი დამცველი აღმოჩნდა, პატრიარქი რომ არ გადაეჭყლიტათ. თემური სწორედ ამიტომ ჩავიყვანე. თან წინა წელს (2002-ში) ცუდი ფაქტი მოხდა - იერუსალიმის პატრიარქი (იმ წელს პირველად იღებდა ცეცხლს, ახალი აღსაყდრებული იყო) მაცხოვრის საფლავიდან ცეცხლით რომ გამოვიდა, ცეცხლის სანთელზე გადაკიდება მოვასწარი და მაშინ სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა ანთებული სანთლების 33-იანი შეკვრა ხელიდან გასტაცა და პატრიარქს მხოლოდ მარცხენა ხელშიღა შერჩა ანთებული სანთლების შეკვრა. რადგანაც ცეცხლი სანთლებზე უკვე გადაკიდებული მქონდა, მარცხენა მხრიდან, უკნიდან მივუახლოვდი და ჩემი ანთებული სანთლები პატრიარქს მარჯვენა ხელში ჩავუდე და ასე გავიყვანეთ მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხევლამდე, მაცხოვრის საფლავის მოპირდაპირე მხარეს... ასეთი ფაქტებიც ხდება ხოლმე.

ამის შემდეგ უკვე ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის ორგანიზებაში მეტად ჩაერთო: ძველი ქალაქის შესასვლელები იკეტება და შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით ხდება. საშვებს იერუსალიმის საპატრიარქოც გასცემს, თუმცა უფრო იერუსალიმის პოლიცია.

- თქვენ რა საშვით სარგებლობთ?

- პირადი ნაცნობობით ვშოულობ საშვს, უმეტესად კი, ღმერთის წყალობით. დიდი ამბავია იქ მოხვედრაზე, არის, რომ პარასკევს მომლოცველები ტაძარში რჩებიან და ამ ცერემონიალზე ისე ხვდებიან... ისე, უნდა გითხრათ, რომ იერუსალიმის ძველ ქალაქში გავიზარდე და ყველა მიცნობს. თუმცა 2012 წელს ასეთი რამ მოხდა, ჩვენი ჯგუფი, რომელიც 50 კაცისგან შედგებოდა და საშვებიც ჰქონდათ, სიონის კარიბჭესთან დატოვეს. მაცხოვრის საფლავის ეკლესიის ეზოში კოპტების დიდმა ნაკადმა ბარიერი გადაანგრია და არეულობა შეიქმნა. პოლიციამ ყველა გზა ჩაკეტა და ისეთი დელეგაციები, რომლებსაც საშვი ჰქონდათ, გარეთ დარჩნენ. გული დამწყდა, შემეცოდნენ ჩვენები, რომ ვერ ახერხებდნენ შესვლას და სოლიდარობის ნიშნად, მათთან დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ მე თავისუფლად შევიდოდი. ასე შევხვდით ცეცხლის გადმოსვლას ძველი ქალაქის კედლებს მიღმა.

- ცეცხლის გადმოსვლისას რას გრძნობთ ხოლმე?

- ეს იმდენად დიდი მადლი და სიხარულია, რომ წამიერად ვრცელდება ადამიანებზე, თუნდაც კედლის გარეთ იდგე. ყველაფერზე უპირატესია. ისევე, როგორც აღდგომის სიხარული არის ჯვარცმაზე უპირატესი. ის დღეები, როცა მართლმადიდებლური ეკლესია ვნების შვიდეულს გადის, რაც მალევე ქრისტეს აღდგომის სიხარულით იცვლება, ისიც ასევეა. სწორედ ამაშია აღდგომის დიდი საიდუმლოც.

გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ