პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პესტალოცი" - ევროპული სკოლების მასწავლებლებთან პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა
"პესტალოცი" - ევროპული სკოლების მასწავლებლებთან პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა

ქარ­თველ მას­წავ­ლებ­ლებ­სა და გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ერ­თობ­ლი­ვად და­გემ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ. პე­და­გო­გებს ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ტი­პის სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­თან და გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას პროგ­რა­მა "პეს­ტა­ლო­ცი" აძ­ლევს.

"პეს­ტა­ლო­ცის" ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მათ შო­რის არის ევ­რო­პუ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, ევ­რო­პუ­ლი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბი ტრე­ნე­რე­ბის­თვის, სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა, ეროვ­ნუ­ლი სე­მი­ნა­რე­ბი. ევ­რო­პის საბ­ჭოს ევ­რო­პის კულ­ტუ­რის კონ­ცეფ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მოქ­მედ პროგ­რა­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ორ­დი­ნა­ცი­ას მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი უწევს.

უფრო დე­ტა­ლუ­რად, რა არის "პეს­ტა­ლო­ცი", ამ ეტაპ­ზე, რო­მელ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვა არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს კან­დი­და­ტი აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩა­სარ­თა­ვად და რა გზა უნდა გა­ი­ა­როს აპ­ლი­კან­ტმა სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბამ­დე, ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE სა­ქარ­თვე­ლო­ში პროგ­რა­მა "პეს­ტა­ლო­ცის" კო­ორ­დი­ნა­ტორს ნინო მა­ი­სუ­რა­ძეს ესა­უბ­რა.

- რა არის პეს­ტა­ლო­ცი? თუ შე­იძ­ლე­ბა, ვი­სა­უბ­როთ პროგ­რა­მის ამო­ცა­ნებ­სა და სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­ა­ზე

- მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, უკვე მეშ­ვი­დე წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს ევ­რო­საბ­ჭოს პროგ­რა­მას - "პეს­ტა­ლო­ცი", რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტთა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნი­თაა შექ­მნი­ლი და ევ­რო­პის კულ­ტუ­რის კონ­ვენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პროგ­რა­მა გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ყო­ველ­წლი­უ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თვას სთა­ვა­ზობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, ითა­ნამ­შრომ­ლონ და პრო­ფე­სი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ამ­ყა­რონ ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ტი­პის სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­თან და გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან. ყო­ველ­წლი­უ­რი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი ძი­რი­თა­დად სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბის სა­კი­თხებს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სწავ­ლე­ბას და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და სო­ციო-კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის, ის­ტო­რი­ის, ძა­ლა­დო­ბი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ის, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და სხვა მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნი სა­კი­თხებს ეხე­ბა. ეს სწო­რედ ის თე­მე­ბია, რო­მელ­თა სიღ­რმი­სე­უ­ლი გა­აზ­რე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

-რა პე­რი­ო­დი­დან ჩა­ერ­თო სა­ქარ­თვე­ლო პეს­ტა­ლოც­ში, ჩვე­ნი ქვეყ­ნის რამ­დენ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ისარ­გებ­ლა უკვე ამ პროგ­რა­მით?

- ევ­რო­პის საბ­ჭო­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო 2009 წლი­დან ჩა­ერ­თო პროგ­რა­მა "პეს­ტა­ლო­ცის" ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. 2015 წლის ჩათ­ვლით, პროგ­რა­მის ეგი­დით, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო 150-მდე გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­ქარ­თვე­ლო­დან, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს 35-მდე უცხო­ელ გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლისტს.

- რა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა პეს­ტა­ლო­ცის ფარ­გლებ­ში? რო­მე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმარ­თე­ბა პროგ­რა­მის ქოლ­გის ქვეშ?

2012 წლის ჩათ­ვლით პროგ­რა­მა "პეს­ტა­ლო­ცი" სამ სხვა­დას­ხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და: ევ­რო­პუ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, ევ­რო­პუ­ლი სე­მი­ნა­რე­ბი და ევ­რო­პუ­ლი ტრე­ნინ­გმო­დუ­ლე­ბი, თუმ­ცა 2013 წლი­დან პროგ­რა­მა გა­ფარ­თოვ­და. ამ­ჟა­მად ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა ევ­რო­პუ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, ტრე­ნერ­თა ტრე­ნინგ-კურ­სე­ბი, სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა, ეროვ­ნუ­ლი სე­მი­ნა­რე­ბი და ელექტრო­ნუ­ლი ტრე­ნინგ-კურ­სე­ბი.

- ამ ეტაპ­ზე, რო­მელ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვა არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ვის რო­მელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?

- პროგ­რა­მა "პეს­ტა­ლო­ცის" 2016 წლის პროგ­რა­მა ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც სსიპ - მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე www.tpdc.ge, ასე­ვე ევ­რო­საბ­ჭოს პეს­ტა­ლო­ცის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე http://www.coe.int/en/web/pestalozzi. წლის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ში სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა იმარ­თე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ პირს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა წლის და­სა­წყის­ში­ვე შე­არ­ჩი­ოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბა და და­რე­გის­ტრირ­დეს ელექტრო­ნუ­ლად http://programme-pestalozzi.ext.coe.int/ სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რია თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის მი­ხედ­ვით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად არის გან­სა­ზღვრუ­ლი. რო­მე­ლი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ამა თუ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ქვე­ყა­ნა თა­ვად აწე­სებს და უთი­თებს კა­ლენ­დარ­ში.

- რო­მელ აუ­ცი­ლე­ბელ კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს კან­დი­და­ტი აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩა­სარ­თა­ვად?

- პროგ­რა­მა "პეს­ტა­ლო­ცის" ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რებს, დი­რექ­ტო­რებს, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, მას­წავ­ლე­ბელ­თა ტრე­ნე­რებს და სხვა პი­რებს, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ო­ბენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირი უნდა ფლობ­დეს სა­სურ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბის სა­მუ­შაო ენას სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღალ დო­ნე­ზე, კერ­ძოდ, ევ­რო­საბ­ჭოს მიერ დად­გე­ნი­ლი ენის კომ­პე­ტენ­ცი­ის B2 ან უფრო მა­ღალ დო­ნეს.

- რა ეტა­პებს გა­დის კან­დი­და­ტი პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვამ­დე და რო­მე­ლი მხა­რის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სით ხდე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- მსურ­ვე­ლი პირ­ველ რიგ­ში ეც­ნო­ბა "პეს­ტა­ლო­ცის" ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ კა­ლენ­დარს და სა­სურ­ველ აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩა­სარ­თა­ვად რე­გის­ტრირ­დე­ბა ელექტრო­ნუ­ლად. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დი ავ­ტო­მა­ტუ­რად ეგ­ზავ­ნე­ბა გა­ნა­ცხა­დის ვა­ლი­და­ცი­ი­სა და შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თულ პი­რებს: თავ­და­პირ­ვე­ლად მის უშუ­ა­ლო დამ­საქ­მე­ბელს (მაგ., მას­წავ­ლებ­ლის შემ­თხვე­ვა­ში სკო­ლის დი­რექ­ტო­რი), რო­მელ­მაც უნდა გა­ნა­ცხა­დოს თან­ხმო­ბა, შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში პეს­ტა­ლო­ცის კო­ორ­დი­ნა­ტორს. კო­ორ­დი­ნა­ტო­რი გა­ნი­ხი­ლავს გა­ნა­ცხა­დებს, და­უ­კავ­შირ­დე­ბა შერ­ჩე­ულ კან­დი­დატს და გა­ე­სა­უბ­რე­ბა პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს კო­ორ­დი­ნა­ტო­რის მიერ შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბის გა­ნა­ცხა­დე­ბი იგ­ზავ­ნე­ბა სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტორ ქვე­ყა­ნა­ში. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით იღებს ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი მხა­რე, რის შე­სა­ხე­ბაც აც­ნო­ბებს აპ­ლი­კანტს. პროგ­რა­მა "პეს­ტა­ლო­ცის" ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფა­სოა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის და ის ით­ვა­ლის­წი­ნებს მგზავ­რო­ბის, და­ბი­ნა­ვე­ბი­სა და კვე­ბის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვას ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი მხა­რის მიერ. შერ­ჩე­ულ მო­ნა­წი­ლე­თა მგზავ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხარ­ჯებს ანა­ზღა­უ­რებს სსიპ - მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ევ­რო­საბ­ჭოს­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი გრან­ტი­დან.

მო­ნა­წი­ლე, თა­ვად გეგ­მავს გამ­გზავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს (სა­კონ­სუ­ლო მომ­სა­ზუ­რე­ბა, მარ­შრუ­ტის გან­სა­ზღვრა, ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის და­ჯავ­შნა, ად­გი­ლობ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი და ა.შ), ათან­ხმებს ევ­რო­საბ­ჭოს­თან და სა­ქარ­თვე­ლო­ში პეს­ტა­ლო­ცის კო­ორ­დი­ნა­ტორ­თან, რის შემ­დე­გაც მას შე­უძ­ლია თა­ვად გა­ი­ღოს ხარ­ჯე­ბი და დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მი­მარ­თოს სსიპ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის, ან წი­ნას­წარ მო­ი­თხო­ვოს ეკო­ნო­მი­უ­რი ავი­ა­ბი­ლე­თის შე­ძე­ნა.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, პეს­ტა­ლო­ცის რო­მე­ლი­მე აქ­ტი­ვო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ, კან­დი­დატ­მა კვლავ წა­რად­გი­ნოს აპ­ლი­კა­ცია გან­სა­ხილ­ვე­ლად?

- ევ­რო­საბ­ჭოს პროგ­რა­მა "პეს­ტა­ლო­ცის" წე­სე­ბის თა­ნახ­მად კან­დი­და­ტებს, რომ­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს "პეს­ტა­ლო­ცის" აქ­ტი­ვო­ბებ­ში, უფ­ლე­ბა აქვთ სხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად აპ­ლი­კა­ცია გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რად­გი­ნონ 2 წლის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი მა­ღა­ლია და პროგ­რა­მის მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ პირს მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ეს­წროს ევ­რო­პულ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­სა და სე­მი­ნა­რებს, პროგ­რა­მის ად­მი­ნის­ტრა­ცია უპი­რა­ტე­სო­ბას მი­ა­ნი­ჭებს იმ მო­ნა­წი­ლე­ებს, რო­მელ­თაც პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღი­ათ.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი, AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები

"პესტალოცი" - ევროპული სკოლების მასწავლებლებთან პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა

"პესტალოცი" - ევროპული სკოლების მასწავლებლებთან პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა

ქართველ მასწავლებლებსა და განათლების სპეციალისტებს ევროპელ კოლეგებთან საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად დაგემვისა და განხორციელების საშუალება აქვთ. პედაგოგებს ევროპის სხვადასხვა ტიპის სკოლების მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობას პროგრამა "პესტალოცი" აძლევს.

"პესტალოცის" ფარგლებში სხვადასხვა ტიპის აქტივობები ხორციელდება. მათ შორის არის ევროპული სამუშაო შეხვედრები, ევროპული ტრენინგ-მოდულები ტრენერებისთვის, საზაფხულო სკოლა, ეროვნული სემინარები. ევროპის საბჭოს ევროპის კულტურის კონცეფციის ფარგლებში მოქმედ პროგრამას საქართველოში კოორდინაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უწევს.

უფრო დეტალურად, რა არის "პესტალოცი", ამ ეტაპზე, რომელ აქტივობებში ჩართვა არის ხელმისაწვდომი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი აქტივობებში ჩასართავად და რა გზა უნდა გაიაროს აპლიკანტმა საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის მიღებამდე, ამ თემაზე AMBEBI.GE საქართველოში პროგრამა "პესტალოცის" კოორდინატორს ნინო მაისურაძეს ესაუბრა.

- რა არის პესტალოცი? თუ შეიძლება, ვისაუბროთ პროგრამის ამოცანებსა და სამიზნე აუდიტორიაზე

- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში კოორდინაციას უწევს ევროსაბჭოს პროგრამას - "პესტალოცი", რომელიც სპეციალურად განათლების სპეციალისტთა პროფესიული განვითარების მიზნითაა შექმნილი და ევროპის კულტურის კონვენციის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა განათლების სპეციალისტებს ყოველწლიურად მრავალფეროვან და საინტერესო ღონისძიებებში ჩართვას სთავაზობს. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში ბენეფიციარებს საშუალება ეძლევათ, ითანამშრომლონ და პროფესიული ურთიერთობები დაამყარონ ევროპის სხვადასხვა ტიპის სკოლების მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან. ყოველწლიური სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების საკითხებს, ადამიანის უფლებათა სწავლებას და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ინტერკულტურული განათლებისა და სოციო-კულტურული მრავალფეროვნების, ისტორიის, ძალადობისა და დისკრიმინაციის პრევენციის, მედიაწიგნიერებისა და სხვა მნიშვენლოვანი საკითხებს ეხება. ეს სწორედ ის თემებია, რომელთა სიღრმისეული გააზრება 21-ე საუკუნის მასწავლებლისა და მოსწავლისთვის აუცილებელია.

-რა პერიოდიდან ჩაერთო საქართველო პესტალოცში, ჩვენი ქვეყნის რამდენმა წარმომადგენელმა ისარგებლა უკვე ამ პროგრამით?

- ევროპის საბჭოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველო 2009 წლიდან ჩაერთო პროგრამა "პესტალოცის" ღონისძიებებში. 2015 წლის ჩათვლით, პროგრამის ეგიდით, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ ღონისძიებებში ჩართული იყო 150-მდე განათლების სპეციალისტი საქართველოდან, ხოლო საქართველოში ჩატარებულ შეხვედრებში მონაწილეობა მიღებული აქვს 35-მდე უცხოელ განათლების სპეციალისტს.

- რა ტიპის აქტივობები ხორციელდება პესტალოცის ფარგლებში? რომელი ღონისძიებები იმართება პროგრამის ქოლგის ქვეშ?

2012 წლის ჩათვლით პროგრამა "პესტალოცი" სამ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას ახორციელებდა: ევროპული სამუშაო შეხვედრები, ევროპული სემინარები და ევროპული ტრენინგმოდულები, თუმცა 2013 წლიდან პროგრამა გაფართოვდა. ამჟამად ყოველწლიურად იმართება ევროპული სამუშაო შეხვედრები, ტრენერთა ტრენინგ-კურსები, საზაფხულო სკოლა, ეროვნული სემინარები და ელექტრონული ტრენინგ-კურსები.

- ამ ეტაპზე, რომელ აქტივობებში ჩართვა არის ხელმისაწვდომი. ვის რომელ ღონისძიებაში შეუძლია მონაწილეობის მიღება?

- პროგრამა "პესტალოცის" 2016 წლის პროგრამა ხელმისაწვდომია როგორც სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.tpdc.ge, ასევე ევროსაბჭოს პესტალოცის ოფიციალურ ვებგვერდზე http://www.coe.int/en/web/pestalozzi. წლის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. მონაწილეობის მსურველ პირს აქვს შესაძლებლობა წლის დასაწყისშივე შეარჩიოს მისთვის სასურველი აქტივობა და დარეგისტრირდეს ელექტრონულად http://programme-pestalozzi.ext.coe.int/ სამიზნე აუდიტორია თითოეული აქტივობის მიხედვით ინდივიდუალურად არის განსაზღვრული. რომელი სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებს შეუძლიათ ამა თუ იმ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, ღონისძიების ორგანიზატორი ქვეყანა თავად აწესებს და უთითებს კალენდარში.

- რომელ აუცილებელ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი აქტივობებში ჩასართავად?

- პროგრამა "პესტალოცის" ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს, სახელმძღვანელოების ავტორებს, დირექტორებს, განათლების სპეციალისტებს, მასწავლებელთა ტრენერებს და სხვა პირებს, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ საგანმანათლებლო სფეროში. პროგრამაში მონაწილე ყველა პირი უნდა ფლობდეს სასურველი აქტივობის სამუშაო ენას საშუალოზე მაღალ დონეზე, კერძოდ, ევროსაბჭოს მიერ დადგენილი ენის კომპეტენციის B2 ან უფრო მაღალ დონეს.

- რა ეტაპებს გადის კანდიდატი პროგრამაში ჩართვამდე და რომელი მხარის ფინანსური რესურსით ხდება ღონისძიებებში მონაწილეობა?

- მსურველი პირველ რიგში ეცნობა "პესტალოცის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ კალენდარს და სასურველ აქტივობაში ჩასართავად რეგისტრირდება ელექტრონულად. აღნიშნული განაცხადი ავტომატურად ეგზავნება განაცხადის ვალიდაციისა და შერჩევის პროცესებში ჩართულ პირებს: თავდაპირველად მის უშუალო დამსაქმებელს (მაგ., მასწავლებლის შემთხვევაში სკოლის დირექტორი), რომელმაც უნდა განაცხადოს თანხმობა, შემდეგ საქართველოში პესტალოცის კოორდინატორს. კოორდინატორი განიხილავს განაცხადებს, დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატს და გაესაუბრება პროგრამასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, საქართველოს კოორდინატორის მიერ შერჩეული კანდიდატების განაცხადები იგზავნება სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორ ქვეყანაში. საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით იღებს ღონისძიების ორგანიზატორი მხარე, რის შესახებაც აცნობებს აპლიკანტს. პროგრამა "პესტალოცის" ღონისძიებებში მონაწილეობა უფასოა მონაწილეებისთვის და ის ითვალისწინებს მგზავრობის, დაბინავებისა და კვების ხარჯების დაფარვას ორგანიზატორი მხარის მიერ. შერჩეულ მონაწილეთა მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროსაბჭოსთან გაფორმებული ადმინისტრაციული შეთანხმების ფარგლებში მიღებული გრანტიდან.

მონაწილე, თავად გეგმავს გამგზავრებასთან დაკავშირებულ საკითხებს (საკონსულო მომსაზურება, მარშრუტის განსაზღვრა, ავიაბილეთების დაჯავშნა, ადგილობრივი ტრანსპორტი და ა.შ), ათანხმებს ევროსაბჭოსთან და საქართველოში პესტალოცის კოორდინატორთან, რის შემდეგაც მას შეუძლია თავად გაიღოს ხარჯები და დაბრუნებისთანავე მიმართოს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ხარჯების ანაზღაურებისთვის, ან წინასწარ მოითხოვოს ეკონომიური ავიაბილეთის შეძენა.

- შესაძლებელია თუ არა, პესტალოცის რომელიმე აქტივობაში მონაწილეობის შემდეგ, კანდიდატმა კვლავ წარადგინოს აპლიკაცია განსახილველად?

- ევროსაბჭოს პროგრამა "პესტალოცის" წესების თანახმად კანდიდატებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს "პესტალოცის" აქტივობებში, უფლება აქვთ სხვა აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაცია განსახილველად წარადგინონ 2 წლის ვადის ამოწურვის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რიცხვი მაღალია და პროგრამის მიზანია, რაც შეიძლება მეტ პირს მიეცეს საშუალება, დაესწროს ევროპულ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს, პროგრამის ადმინისტრაცია უპირატესობას მიანიჭებს იმ მონაწილეებს, რომელთაც პროგრამაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ნატალია დადიანი, AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი