მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქალი, რომელიც 30 წელზე მეტია მაცხოვრის დატირებას გალობს
ვინ არის ქალი, რომელიც 30 წელზე მეტია მაცხოვრის დატირებას გალობს

სა­გა­ლო­ბელს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ებ­ში წი­თელ პა­რას­კევს იგა­ლო­ბე­ბა, ნა­ი­რა ნა­ჩხა­ტაშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს. ის უკვე 30 წელ­ზე მე­ტია, რაც ტა­ძარ­შია და ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც მა­ცხოვ­რის და­ტი­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით გა­ლობს.

ვი­საც ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, თბი­ლი, კე­თი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის გა­ლო­ბა მო­უს­მე­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - "ვაი, რა კარ­გი სა­ჩი­ნო", რო­მელ­საც ხალ­ხი "ღვთის­მშობ­ლის და­ტი­რე­ბას" ეძა­ხის, არ შე­იძ­ლე­ბა, ამ დიდი მოვ­ლე­ნის მი­მართ გულ­გრი­ლი დარ­ჩეს და მას­თან ერ­თად არ და­ე­ლო­დოს მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მას - დღეს, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის, იმე­დი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის­თვის.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ი­რას ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­ში" 2016 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა:

"ჩემი ძმე­ბი ძა­ლი­ან მუ­სი­კა­ლუ­რე­ბი არი­ან, ნი­ჭი­ე­რე­ბი და, ერთ-ერთ ძმას პირ­ვე­ლად რომ მო­ვას­მე­ნი­ნე "უფა­ლო, იესო ქრის­ტეს" სა­გა­ლო­ბე­ლი, მი­თხრა: რას შვრე­ბი, ნა­ი­რა, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს შენ ტი­რი­ხა­რო?" მას მერე მარ­თლაც მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ვჭირ­დე­ბი - რო­გორც მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს, ასე­ვე ცო­ცხლებს. რაც შე­ე­ხე­ბა "ვაი, რა კარ­გი სა­ჩი­ნოს", უწ­მი­დეს­მა დაგ­ვი­ბა­რა თა­ვის­თან. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩვე­ნი უწ­მი­დე­სი, ისე­თი წმი­და და უძ­ლი­ე­რე­სია!... უწ­მი­დესს ძა­ლი­ან უნ­დო­და, ხალ­ხი ტა­ძარ­ში და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. ყვე­ლა კომ­პო­ზი­ტორს და­ა­ვა­ლა, რომ და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის "ვაი, რა კარ­გი სა­ჩი­ნო­ზე" მუ­სი­კა შე­ექ­მნათ. მერე მე და­მი­ბა­რა: "მინ­და, სოლო შენ შე­ას­რუ­ლო და მო­ის­მი­ნეო". ერთი მო­ვის­მი­ნეთ, მე­ო­რე, მე­სა­მე... ლა­მა­ზი იყო, მაგ­რამ, არ იყო გო­დე­ბა, რა­ღაც არ ეთან­ხმე­ბო­და. ბო­ლოს მკი­თხა: "აბა, რას იტყვი, არ მო­გე­წო­ნაო?", ვუ­თხა­რი, ჰარ­მო­ნი­ე­ბი ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბი აქვთ, არ არის ეს სა­ჭი­რო, ეს ხომ და­ტი­რე­ბაა, თან ქრის­ტე­სი-მეთ­ქი. აბა, რო­გო­რო, - მკი­თხა.

ჩემი მგა­ლო­ბე­ლი გო­გო­ნე­ბი იქვე იდ­გნენ: აბა, ბანი გა­მი­ჩე­რეთ-მეთ­ქი და და­ვი­წყე გა­ლო­ბა ისე, რო­გორც ახლა ის­მენთ. ჰო, ეს არის ესო, - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა, - დღე­ი­დან ამას შენ იგა­ლო­ბე­ბო. მას მერე ბევ­რი წე­ლია, ვგა­ლობ. პირ­ვე­ლად სი­ონ­ში ვი­გა­ლო­ბეთ. ამ გა­ლო­ბის დროს ცო­ცხა­ლი აღ­ქმა ხდე­ბა ჩვენ­თვის ნა­წა­მე­ბი მა­ცხოვ­რის. მი­ჭირს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, მირ­ჩევ­ნია, სხვებ­მა ისა­უბ­რონ ხოლ­მე, მაგ­რამ, თქვენ მო­გიყ­ვე­ბით რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითს: ერთხელ, მახ­სოვს, სტო­მა­ტო­ლოგ­თან ვი­ყა­ვი, ვიმ­კურ­ნა­ლე და ფული არ გა­და­მახ­დე­ვი­ნა: ნა­ი­რა, პირ­ვე­ლად ტა­ძარ­ში რომ შე­ვე­დი, ხატს შევ­ხე­დე და ან­გე­ლო­ზის ხმა გა­ვი­გო­ნე - შენ გა­ლობ­დი და, აბა, რას მე­უბ­ნე­ბიო... ლე­ვან ცუც­ქი­რი­ძე ფრეს­კებს წერ­და სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, მა­შინ ახალ­ბე­და მგა­ლო­ბე­ლი ვი­ყა­ვი. გო­გო­ნე­ბი დღე­ებს ვი­ნა­წი­ლებ­დით. ერთხელ, წირ­ვის მერე მი­თხრეს, ლე­ვან ცუც­ქი­რი­ძე გი­ბა­რებ­სო. მი­ვე­დი და მე­უბ­ნე­ბა: რა­ტომ არ იყა­ვი, ნა­ი­რა, თა­ნაც, სამი დღეო. რა არის, რა­შია საქ­მე-მეთ­ქი. სამი დღეა, ფუნ­ჯი ვერ ავი­ღე ხელ­ში... შენი გა­ლო­ბა რომ მეს­მის, ორ სა­ათ­ში მთე­ლი კვი­რის საქ­მეს ვა­კე­თე­ბო. მა­ხა­რებს, ეს ფრეს­კე­ბი ჩემს გა­ლო­ბას­თან თან­ხვედ­რა­ში რომ შე­იქ­მნა..." - ამ­ბობს "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნა­ი­რა ნა­ჩხა­ტაშ­ვი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ვინ არის ქალი, რომელიც 30 წელზე მეტია მაცხოვრის დატირებას გალობს

ვინ არის ქალი, რომელიც 30 წელზე მეტია მაცხოვრის დატირებას გალობს

საგალობელს, რომელიც საქართველოს ეკლესიებში წითელ პარასკევს იგალობება, ნაირა ნაჩხატაშვილი ასრულებს. ის უკვე 30 წელზე მეტია, რაც ტაძარშია და ერთადერთია, რომელიც მაცხოვრის დატირებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გალობს.

ვისაც ამ არაჩვეულებრივი, თბილი, კეთილი ქალბატონის გალობა მოუსმენია, განსაკუთრებით კი - "ვაი, რა კარგი საჩინო", რომელსაც ხალხი "ღვთისმშობლის დატირებას" ეძახის, არ შეიძლება, ამ დიდი მოვლენის მიმართ გულგრილი დარჩეს და მასთან ერთად არ დაელოდოს მაცხოვრის აღდგომას - დღეს, რომელსაც ყველაზე დიდი ბედნიერების, იმედისა და სიყვარულის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის.

გთავაზობთ ამონარიდს ქალბატონი ნაირას ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "თბილისელებში" 2016 წელს გამოქვეყნდა:

"ჩემი ძმები ძალიან მუსიკალურები არიან, ნიჭიერები და, ერთ-ერთ ძმას პირველად რომ მოვასმენინე "უფალო, იესო ქრისტეს" საგალობელი, მითხრა: რას შვრები, ნაირა, მთელ საქართველოს შენ ტირიხარო?" მას მერე მართლაც მთელ საქართველოს ვჭირდები - როგორც მიცვალებულებს, ასევე ცოცხლებს. რაც შეეხება "ვაი, რა კარგი საჩინოს", უწმიდესმა დაგვიბარა თავისთან. ძალიან მიყვარს ჩვენი უწმიდესი, ისეთი წმიდა და უძლიერესია!... უწმიდესს ძალიან უნდოდა, ხალხი ტაძარში დაებრუნებინა. ყველა კომპოზიტორს დაავალა, რომ დავით გურამიშვილის "ვაი, რა კარგი საჩინოზე" მუსიკა შეექმნათ. მერე მე დამიბარა: "მინდა, სოლო შენ შეასრულო და მოისმინეო". ერთი მოვისმინეთ, მეორე, მესამე... ლამაზი იყო, მაგრამ, არ იყო გოდება, რაღაც არ ეთანხმებოდა. ბოლოს მკითხა: "აბა, რას იტყვი, არ მოგეწონაო?", ვუთხარი, ჰარმონიები ძალიან გართულები აქვთ, არ არის ეს საჭირო, ეს ხომ დატირებაა, თან ქრისტესი-მეთქი. აბა, როგორო, - მკითხა.

ჩემი მგალობელი გოგონები იქვე იდგნენ: აბა, ბანი გამიჩერეთ-მეთქი და დავიწყე გალობა ისე, როგორც ახლა ისმენთ. ჰო, ეს არის ესო, - ბრძანა პატრიარქმა, - დღეიდან ამას შენ იგალობებო. მას მერე ბევრი წელია, ვგალობ. პირველად სიონში ვიგალობეთ. ამ გალობის დროს ცოცხალი აღქმა ხდება ჩვენთვის ნაწამები მაცხოვრის. მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მირჩევნია, სხვებმა ისაუბრონ ხოლმე, მაგრამ, თქვენ მოგიყვებით რამდენიმე მაგალითს: ერთხელ, მახსოვს, სტომატოლოგთან ვიყავი, ვიმკურნალე და ფული არ გადამახდევინა: ნაირა, პირველად ტაძარში რომ შევედი, ხატს შევხედე და ანგელოზის ხმა გავიგონე - შენ გალობდი და, აბა, რას მეუბნებიო... ლევან ცუცქირიძე ფრესკებს წერდა სიონის საკათედრო ტაძარში, მაშინ ახალბედა მგალობელი ვიყავი. გოგონები დღეებს ვინაწილებდით. ერთხელ, წირვის მერე მითხრეს, ლევან ცუცქირიძე გიბარებსო. მივედი და მეუბნება: რატომ არ იყავი, ნაირა, თანაც, სამი დღეო. რა არის, რაშია საქმე-მეთქი. სამი დღეა, ფუნჯი ვერ ავიღე ხელში... შენი გალობა რომ მესმის, ორ საათში მთელი კვირის საქმეს ვაკეთებო. მახარებს, ეს ფრესკები ჩემს გალობასთან თანხვედრაში რომ შეიქმნა..." - ამბობს "თბილისელებთან" ერთ-ერთ ინტერვიუში ნაირა ნაჩხატაშვილი.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

ანა ონიანი, რომელმაც ინფიცირების გამო, გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა, კონსერვატორიაში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა

ნინო სურგულაძის ოჯახური იდილია - ოპერის მომღერალი ტყუპების ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო