საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ბესთსელერი, 1000-ზე მეტი თინეიჯერი და სურვილების დაფა "ბიბლუსი გალერეაში"
ახალი ბესთსელერი, 1000-ზე მეტი თინეიჯერი და სურვილების დაფა "ბიბლუსი გალერეაში"

"უამ­რა­ვი წიგ­ნი წა­მი­კი­თხავს და­ა­ვა­დე­ბულ­თა შე­სა­ხებ, თუმ­ცა "მე, ერლი და მო­მაკ­ვდა­ვი გო­გო­ნა" სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. თუ აქ ეძებთ სიყ­ვა­რუ­ლის ბა­ნა­ლურ ის­ტო­რი­ას - ბიჭი გო­გო­ნას მომ­ვლე­ლი და მცვე­ლი, მა­შინ ეს ის არ არის! წიგნ­ში მძი­მე ამ­ბა­ვი იუ­მო­რი­თაა მო­თხრო­ბი­ლი და რაც მთა­ვა­რია, ოჯა­ხი­სა და ნამ­დვი­ლი მე­გობ­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ უმ­თავ­რე­სია. გირ­ჩევთ, წა­ი­კი­თხოთ "მე, ერლი და მო­მაკ­ვდა­ვი გო­გო­ნა", და­მერ­წმუ­ნეთ, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბით" - ასე აფა­სებს ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ჯესი ენ­დრი­უ­სის ნა­წარ­მო­ებს ერთ-ერთი მკი­თხვე­ლი.

კი­დევ ერთი თი­ნე­ი­ჯე­რი წიგნს ასე ახა­სი­ა­თებს: "უპირ­ვე­ლე­სი ინ­ტრი­გა წიგ­ნის სა­თა­უ­რია - "მე, ერლი და მო­მაკ­ვდა­ვი გო­გო­ნა", სა­ინ­ტე­რე­სოა, არა?! გგო­ნი­ათ, აქ მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი სევ­დი­ა­ნი და გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლია? აბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­მაკ­ვდა­ვი გო­გო­ნა ვახ­სე­ნოთ და თან გა­ვი­ცი­ნოთ ან გა­ვი­ღი­მოთ? თუმ­ცა ეს წიგ­ნი სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როს გვიყ­ვე­ბა. აქ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის თავ­გა­და­სავ­ლე­ბია, მათი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მე­გობ­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლია...წარ­მო­უდ­გენ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო ნა­წარ­მო­ე­ბია არა მარ­ტო თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის, არა­მედ ყვე­ლა ასა­კის მკი­თხვე­ლის­თვის"

ჯესი ენ­დრი­უ­სის წიგნ­მა, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"- მა თი­ნე­ი­ჯერ მკი­თხველს შეს­თა­ვა­ზა, პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა მკი­თხვე­ლი მი­ი­ზი­და. ღო­ნის­ძი­ე­ბას, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ამ" უმას­პინ­ძლა.

"დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო, რად­გან "ლი­ბერ­თინსმა" თა­ვის საყ­ვა­რელ მკი­თხველს წიგ­ნი დიდი ფას­დაკ­ლე­ბით შეს­თა­ვა­ზა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე 1000-ზე მეტ­მა თი­ნე­ი­ჯერ­მა მო­ი­ყა­რა თავი. წიგ­ნის ავ­ტო­რი ჯესი ენ­დრი­უ­სი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლია, რო­მელ­მაც ამ წიგ­ნით მსოფ­ლი­ოს თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. წიგ­ნი მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რია, თარ­გმნი­ლია 35 ენა­ზე და გა­ყი­დუ­ლია მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 10 მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი", - აღ­ნიშ­ნა ღო­ნის­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯერ­მა თი­ნა­თინ ფე­იქ­რიშ­ვილ­მა AMBEBI.GE- სთან სა­უბ­რი­სას.

"ლი­ბერ­თინ­სის" აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ერ­თგულ ახალ­გაზ­რდა მკი­თხველს სურ­ვი­ლე­ბის დაფა წა­რუდ­გი­ნეს. ნე­ბის­მი­ერ თი­ნე­ი­ჯერს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით და­ფა­ზე და­ტო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ლი­ბერ­თინ­სი" და­ფა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი­დან თვე­ში რამ­დე­ნი­მე მათ­განს აას­რუ­ლებს.

"ბიბ­ლუ­სი გა­ლა­რე­ა­ში" მი­სუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი აქ­ტი­უ­რად ავ­სებ­დნენ სურ­ვი­ლე­ბის და­ფას და მო­უთ­მენ­ლად ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ ახ­ლად­შე­ძე­ნილ ბესტსე­ლერს. ახალ­გაზ­რდა მკი­თხვე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, წიგ­ნის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წი­ნას­წარ გაც­ნო­ბილ­მა მოკ­ლე ში­ნა­არსმა გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც ერთ-ერ­თმა მო­ზარ­დმა თორ­ნი­კე წი­ლა­ურ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ის ნა­წარ­მო­ე­ბით მისი სი­უ­ჟე­ტის გამო და­ინ­ტე­რეს­და: "პირ­ველ რიგ­ში და­მა­ინ­ტე­რე­სა მის­მა სი­უ­ჟეტ­მა იმი­ტომ, რომ ამ ჟან­რის წიგ­ნე­ბი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან კარ­გია ხოლ­მე. ყვე­ლა­ზე კარ­გი ის არის, რომ წიგ­ნი ძა­ლი­ან იაფი ღირ­და. მისი ყდა კი შე­სა­ნიშ­ნა­ვია", - ასე შე­ა­ფა­სა წიგ­ნი თორ­ნი­კე წიკ­ლა­ურ­მა.

"ლი­ბერ­თინ­სის" ერთ-ერ­თმა წევ­რმა, ხა­ტია მარ­ტი­აშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან წიგ­ნის მთა­ვარ სათ­ქმელ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ნა­წარ­მო­ე­ბი მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბას აძ­ლევს: "ეს წიგ­ნი გვას­წავ­ლის მე­გობ­რო­ბას, სიყ­ვა­რულს, რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მარ­ტი­ვად მი­ღე­ბას და რო­დე­საც წიგნს ხუ­რავთ, გრჩე­ბათ გან­ცდა, რომ ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა თი­ნე­ი­ჯერ­მა უნდა წა­ი­კი­თხოს", - ამ­ბობს ხა­ტია მარ­ტი­აშ­ვი­ლი.

წიგ­ნის ქარ­თუ­ლი ვერ­სი­ის ავ­ტო­რი, ნა­თია ჩუ­ბი­ნი­ძე ფიქ­რობს, რომ ნა­წარ­მო­ე­ბი, აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მა­ტი­კი­დან და თა­ვი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სტი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

რა მოხ­დე­ბა მას შემ­დეგ, რო­დე­საც წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბის: გრე­გის, ერ­ლი­სა და მო­მაკ­ვდა­ვი გო­გო­ნას გზე­ბი გა­და­იკ­ვე­თე­ბა და რო­დე­საც ისი­ნი უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში ერ­თად მოხ­ვდე­ბი­ან, ამას თი­ნე­ი­ჯე­რი მკი­თხვე­ლი უკვე ჯესი ენ­დრი­უ­სის ნა­წარ­მო­ე­ბი­დან შე­ი­ტყობს.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ახალი ბესთსელერი, 1000-ზე მეტი თინეიჯერი და სურვილების დაფა "ბიბლუსი გალერეაში"

ახალი ბესთსელერი, 1000-ზე მეტი თინეიჯერი და სურვილების დაფა "ბიბლუსი გალერეაში"

"უამრავი წიგნი წამიკითხავს დაავადებულთა შესახებ, თუმცა "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა" სრულიად განსხვავებულია. თუ აქ ეძებთ სიყვარულის ბანალურ ისტორიას - ბიჭი გოგონას მომვლელი და მცველი, მაშინ ეს ის არ არის! წიგნში მძიმე ამბავი იუმორითაა მოთხრობილი და რაც მთავარია, ოჯახისა და ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა აქ უმთავრესია. გირჩევთ, წაიკითხოთ "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა", დამერწმუნეთ, ძალიან კმაყოფილი დარჩებით" - ასე აფასებს ამერიკელი მწერლის, ჯესი ენდრიუსის ნაწარმოებს ერთ-ერთი მკითხველი.

კიდევ ერთი თინეიჯერი წიგნს ასე ახასიათებს: "უპირველესი ინტრიგა წიგნის სათაურია - "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა", საინტერესოა, არა?! გგონიათ, აქ მოთხრობილი ამბავი სევდიანი და გულისამაჩუყებელია? აბა, როგორ შეიძლება მომაკვდავი გოგონა ვახსენოთ და თან გავიცინოთ ან გავიღიმოთ? თუმცა ეს წიგნი სრულიად საპირისპიროს გვიყვება. აქ თინეიჯერების თავგადასავლებია, მათი ურთიერთობები, მეგობრობა და სიყვარულია...წარმოუდგენლად საინტერესო და სახალისო ნაწარმოებია არა მარტო თინეიჯერებისთვის, არამედ ყველა ასაკის მკითხველისთვის"

ჯესი ენდრიუსის წიგნმა, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"- მა თინეიჯერ მკითხველს შესთავაზა, პრეზენტაციაზე უამრავი ახალგაზრდა მკითხველი მიიზიდა. ღონისძიებას, ტრადიციისამებრ, "ბიბლუსი გალერეამ" უმასპინძლა.

"დღევანდელი აქცია განსაკუთრებული იყო, რადგან "ლიბერთინსმა" თავის საყვარელ მკითხველს წიგნი დიდი ფასდაკლებით შესთავაზა. ღონისძიებაზე 1000-ზე მეტმა თინეიჯერმა მოიყარა თავი. წიგნის ავტორი ჯესი ენდრიუსი ძალიან ცნობილი ამერიკელი მწერალია, რომელმაც ამ წიგნით მსოფლიოს თინეიჯერების ყურადღება მიიპყრო. წიგნი მსოფლიო ბესტსელერია, თარგმნილია 35 ენაზე და გაყიდულია მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი", - აღნიშნა ღონისძიების დასრულების შემდეგ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტების მენეჯერმა თინათინ ფეიქრიშვილმა AMBEBI.GE- სთან საუბრისას.

"ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში, პროექტის ორგანიზატორებმა ერთგულ ახალგაზრდა მკითხველს სურვილების დაფა წარუდგინეს. ნებისმიერ თინეიჯერს საკუთარი სურვილის წერილობითი სახით დაფაზე დატოვების შესაძლებლობა ჰქონდა. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინფორმაციით, "ლიბერთინსი" დაფაზე განთავსებული სურვილებიდან თვეში რამდენიმე მათგანს აასრულებს.

"ბიბლუსი გალარეაში" მისული თინეიჯერები აქტიურად ავსებდნენ სურვილების დაფას და მოუთმენლად ათვალიერებდნენ ახლადშეძენილ ბესტსელერს. ახალგაზრდა მკითხველების შეფასებით, წიგნის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი სოციალურ ქსელში წინასწარ გაცნობილმა მოკლე შინაარსმა გამოიწვია.

როგორც ერთ-ერთმა მოზარდმა თორნიკე წილაურმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, ის ნაწარმოებით მისი სიუჟეტის გამო დაინტერესდა: "პირველ რიგში დამაინტერესა მისმა სიუჟეტმა იმიტომ, რომ ამ ჟანრის წიგნები ყოველთვის ძალიან კარგია ხოლმე. ყველაზე კარგი ის არის, რომ წიგნი ძალიან იაფი ღირდა. მისი ყდა კი შესანიშნავია", - ასე შეაფასა წიგნი თორნიკე წიკლაურმა.

"ლიბერთინსის" ერთ-ერთმა წევრმა, ხატია მარტიაშვილმა AMBEBI.GE-სთან წიგნის მთავარ სათქმელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაწარმოები მკითხველს საინტერესო გამოცდილებას აძლევს: "ეს წიგნი გვასწავლის მეგობრობას, სიყვარულს, რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მარტივად მიღებას და როდესაც წიგნს ხურავთ, გრჩებათ განცდა, რომ ეს არის წიგნი, რომელიც ყველა თინეიჯერმა უნდა წაიკითხოს", - ამბობს ხატია მარტიაშვილი.

წიგნის ქართული ვერსიის ავტორი, ნათია ჩუბინიძე ფიქრობს, რომ ნაწარმოები, აქტუალური თემატიკიდან და თავისი ლიტერატურული სტილიდან გამომდინარე, ქართველი თინეიჯერებისთვის ძალიან საინტერესო იქნება.

რა მოხდება მას შემდეგ, როდესაც წიგნის პერსონაჟების: გრეგის, ერლისა და მომაკვდავი გოგონას გზები გადაიკვეთება და როდესაც ისინი უჩვეულო გარემოში ერთად მოხვდებიან, ამას თინეიჯერი მკითხველი უკვე ჯესი ენდრიუსის ნაწარმოებიდან შეიტყობს.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს