ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდა. ფეხთბანვის წესის შესრულება ტაძარში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებული სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ დაიწყო.
ტაძარში, ტრადიციულად, სასულიერო პირებისთვის 12 სკამი დაიდგა, პატრიარქი კი საკუთარ ტახტზე დაბრძანდა, რის შემდეგაც არქიდიაკონის სიტყვებზე - "მოძღვარი გიხმობს", საკურთხევლიდან 12 მღვდელმსახური გამოვიდა და მათთვის განკუთვნილი სკამები დაიკავა. ამის შემდეგ თითოეულ მათგანთან უწმინდესი მივიდა და ფეხი დაბანა.
ფეხთბანვის წესის შესრულებამდე ტაძარში წმინდა სახარებიდან ადგილი წაიკითეს, სადაც უფლის მიერ მისი მოწაფეებისთვის ფეხის დაბანვის შესახებ არის საუბარი.