პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვირიკაშვილის დაბრუნება ილინოისში 18 წლის შემდეგ - "აქ გავხდი ამერიკული ფეხბურთის მოყვარული... მოხიბლული ვიყავი ჯაზ-ფესტივალებით"
კვირიკაშვილის დაბრუნება ილინოისში 18 წლის შემდეგ - "აქ გავხდი ამერიკული ფეხბურთის მოყვარული... მოხიბლული ვიყავი ჯაზ-ფესტივალებით"

აშშ-ში ვი­ზი­ტად მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ილი­ნო­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტს ეწ­ვია. ეს მისი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 18 წლის შემ­დეგ - გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა 1998 წელს ფი­ნან­სე­ბის სფე­რო­ში ილი­ნი­ო­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღო.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუმ­რად მყო­ფი პრე­მი­ე­რი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­სა და სტუ­დენ­ტებს შეხ­ვდა და მათ სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მთავ­რო­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მა - რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რი­გი გა­აც­ნო; ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­ულ მდე­ბა­რე­ო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­ლი აბ­რე­შუ­მის გზის კონ­ტექ­სტში და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პი­სა და აზი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა.

პრე­მი­ერ­მა გა­იხ­სე­ნა 1990-იანი წლე­ბი, რო­დე­საც ამე­რი­კის წამ­ყვან ინ­სტი­ტუ­ტებ­ში სწავ­ლა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო: "მე მო­მე­ცა დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა სა­მა­გის­ტრო კურ­სზე ილი­ნო­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მას­კის პროგ­რა­მის სტი­პენ­დი­ან­ტის სტა­ტუ­სით. ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა. მახ­სოვს, რო­დე­საც თა­ნა­კურ­სე­ლებს და­ვუ­ახ­ლოვ­დი, მო­მინ­და, გა­მეც­ნო მათ­თვის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა. გა­ვი­გე, რომ სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის დასი ამე­რი­კა­ში მარ­თავ­და ტურს და ჩემი 16 თა­ნა­კურ­სე­ლი დავ­პა­ტი­ჟე კონ­ცერ­ტზე. მინ­დო­და მე­გობ­რე­ბის­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩემი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ დროს ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ეს ჩემ­თვის. მე­გობ­რე­ბის და­პა­ტი­ჟე­ბა სა­შუ­რი საქ­მეა, მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­ზე და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­ფარ­ვა შემ­დეგ დიდ­ხანს მი­წევ­და," - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

"აქ ჩა­მოს­ვლის სა­კი­თხი საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­და­სა­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის. 1997 წელს მე ვმუ­შა­ობ­დი ერთ-ერთ ბან­კში, უკვე მყავ­და სამი შვი­ლი და ერთი წლით ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბა მი­წევ­და. ამე­რი­კა­ში ჩა­მო­სუ­ლი და­სა­წყის­ში ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ ამ ქვე­ყა­ნას არა მხო­ლოდ ვსტუმ­რობ­დი, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ახა­ლი წევ­რიც ვხდე­ბო­დი და მნიშ­ვნე­ლო­ვან ახალ კონ­ტაქ­ტებს ვამ­ყა­რებ­დი. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. აქ ყოფ­ნის დროს გავ­ხდი ამე­რი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი. მო­ხიბ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც პარკში იმარ­თე­ბო­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ურ­ბა­ნა-შამ­პე­ი­ნის მკვიდრთა მე­გობ­რუ­ლი გან­წყო­ბა," - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა და გა­ნა­ცხა­და, რომ უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან იმ ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რის ელ­ჩე­ბი, სა­ი­და­ნაც ისი­ნი ბრუნ­დე­ბი­ან.

ბოლო შე­კი­თხვა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს მის­მა ყო­ფილ­მა პე­და­გოგ­მა, პრო­ფე­სორ­მა მორ­გან ლინ­გმა და­უს­ვა: "რო­დის მი­ი­ღებს ილი­ნო­ი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი თქვე­ნი ერთ-ერთი შვი­ლის­გან აპ­ლი­კა­ცი­ას, სწავ­ლის მო­თხოვ­ნით?". პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ილი­ნო­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მისი უმ­ცრო­სი შვი­ლი ის­წავ­ლის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

კვირიკაშვილის დაბრუნება ილინოისში 18 წლის შემდეგ - "აქ გავხდი ამერიკული ფეხბურთის მოყვარული... მოხიბლული ვიყავი ჯაზ-ფესტივალებით"

კვირიკაშვილის დაბრუნება ილინოისში 18 წლის შემდეგ - "აქ გავხდი ამერიკული ფეხბურთის მოყვარული... მოხიბლული ვიყავი ჯაზ-ფესტივალებით"

აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ილინოისის უნივერსიტეტს ეწვია. ეს მისი პირველი ვიზიტია უნივერსიტეტში 18 წლის შემდეგ - გიორგი კვირიკაშვილმა 1998 წელს ფინანსების სფეროში ილინიოსის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

უნივერსიტეტში სტუმრად მყოფი პრემიერი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ საქართველოს შესაძლებლობები და მთავრობის სამომავლო გეგმა - რეფორმების დღის წესრიგი გააცნო; ისაუბრა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე, განსაკუთრებით ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ქვეყანაა.

პრემიერმა გაიხსენა 1990-იანი წლები, როდესაც ამერიკის წამყვან ინსტიტუტებში სწავლა თითქმის შეუძლებელი იყო: "მე მომეცა დიდი შესაძლებლობა, გამეგრძელებინა სწავლა სამაგისტრო კურსზე ილინოისის უნივერსიტეტში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მასკის პროგრამის სტიპენდიანტის სტატუსით. ამ გამოცდილებამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მახსოვს, როდესაც თანაკურსელებს დავუახლოვდი, მომინდა, გამეცნო მათთვის ქართული კულტურა. გავიგე, რომ სუხიშვილების დასი ამერიკაში მართავდა ტურს და ჩემი 16 თანაკურსელი დავპატიჟე კონცერტზე. მინდოდა მეგობრებისთვის მეჩვენებინა ჩემი ქვეყნის კულტურა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ფინანსურად ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის. მეგობრების დაპატიჟება საშური საქმეა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საკრედიტო ბარათზე დავალიანების დაფარვა შემდეგ დიდხანს მიწევდა," - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"აქ ჩამოსვლის საკითხი საკმაოდ რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის. 1997 წელს მე ვმუშაობდი ერთ-ერთ ბანკში, უკვე მყავდა სამი შვილი და ერთი წლით ოჯახის დატოვება მიწევდა. ამერიკაში ჩამოსული დასაწყისში ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამ ქვეყანას არა მხოლოდ ვსტუმრობდი, არამედ საზოგადოების ახალი წევრიც ვხდებოდი და მნიშვნელოვან ახალ კონტაქტებს ვამყარებდი. ეს გამოცდილება განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აქ ყოფნის დროს გავხდი ამერიკული ფეხბურთის დიდი მოყვარული. მოხიბლული ვიყავი ჯაზ-ფესტივალებით, რომლებიც პარკში იმართებოდა. რასაკვირველია, ძალიან კარგად მახსოვს ურბანა-შამპეინის მკვიდრთა მეგობრული განწყობა," - აღნიშნა პრემიერმა და განაცხადა, რომ უცხოეთში განათლებამიღებული ქართველები არიან იმ ქვეყნების კულტურის ელჩები, საიდანაც ისინი ბრუნდებიან.

ბოლო შეკითხვა გიორგი კვირიკაშვილს მისმა ყოფილმა პედაგოგმა, პროფესორმა მორგან ლინგმა დაუსვა: "როდის მიიღებს ილინოისის უნივერსიტეტი თქვენი ერთ-ერთი შვილისგან აპლიკაციას, სწავლის მოთხოვნით?". პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ილინოისის უნივერსიტეტში მისი უმცროსი შვილი ისწავლის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."