მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით განსხვავდება თანამედროვე ქართული არქიტექტურა ევროპულისგან - სამშენებლო ტენდენციები საქართველოსა და ევროპაში
რით განსხვავდება თანამედროვე ქართული არქიტექტურა ევროპულისგან - სამშენებლო ტენდენციები საქართველოსა და ევროპაში

სამ­ყა­რო გა­მუდ­მე­ბით იზ­რდე­ბა და ვი­თარ­დევ­ბა, წლებ­თან ერ­თად სა­ხეს იც­ვლი­ან ქვეყ­ნე­ბი და და ქა­ლა­ქე­ბი. თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი ახალ-ახა­ლი და უჩ­ვე­უ­ლო ვი­ზუ­ა­ლის შე­ნო­ბებს აპ­რო­ექ­ტე­ბენ, უქ­ვემ­დე­ბა­რე­ბენ რა მათ ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბი­სა და ეკო­ლო­გი­ის ახალ კა­ნო­ნებს. მა­გა­ლი­თად, შე­ნო­ბებ­ზე მონ­ტაჟ­დე­ბა მზის ელე­მენ­ტე­ბი და ენერ­გი­ის სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი. თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქტი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი და ფა­სა­დე­ბი მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა უკვე დრო­მოჭ­მუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი დი­ზა­ი­ნის­გან. მსოფ­ლი­ოს სხვადსხვა ქა­ლაქ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით ფა­სად­ზე გა­შე­ნე­ბულ ცო­ცხალ ბა­ღებს, შუ­შის სახ­ლებს, სფე­რო­სა და სხვა გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბის ფორ­მის შე­ნო­ბებს. პროგ­რე­სი სა­ხე­ზეა და უკვე აღარ­ვის აინ­ტე­რე­სებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბე­ტო­ნის ყუ­თე­ბი, არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო დი­ზა­ი­ნი­სა და ფორ­მე­ბის ძი­ე­ბა­ში არი­ან. ამ­ჯე­რად თქვენს ყუ­რა­დღე­ბას ევ­რო­პის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე შე­ვა­ჩე­რებთ.

თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი საკ­ვან­ძო შე­ნო­ბე­ბი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის უმ­სხვი­ლეს ქვეყ­ნებ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში გვხვდე­ბა. თუმ­ცა წლე­ბის მან­ძილ­ზე მრა­ვალ­მა ქვე­ყა­ნამ შე­ი­ძი­ნა და და­კარ­გა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის არ­ქი­ტექ­ტუ­რის მფლო­ბე­ლის რე­პუ­ტა­ცია. ბოლო სამ ათწლე­ულ­ში ეს შე­ე­ხო შვე­ი­ცა­რი­ას და ეს­პა­ნეთს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისი­ნი ჯერ კი­დევ ქმნი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის არ­ქი­ტექ­ტუ­რას, მაგ­რამ მოდა შეც­ვა­ლეს, უფრო სუს­ტი, მდი­დარ კლი­ენ­ტებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის აგე­ბა და­ი­წყეს.

არ­ქი­ტექ­ტუ­რულ პიკს მი­აღ­წია დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და დღემ­დე უჭი­რავს თა­მა­სა. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში ევ­რო­პე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი მრა­ვა­ლი სტი­ლის გავ­ლე­ნით ქმნიდ­ნენ: არტ ნუვო, დე სტი­ლი, არტ დეკო, მო­დერ­ნიზ­მი, ფუ­ტუ­რიზ­მი, ბრი­ტა­ლიზ­მი, პოსტმო­დერ­ნიზ­მი, დე­კონ­სტრუქ­ტი­ვიზ­მი, მაგ­რამ ახალ ნა­გე­ბო­ბებ­ზე სტი­ლის­ტუ­რი მიდ­გო­მა ახა­ლი ძა­ლე­ბის მიერ და­იმ­სხვრა, ეს პრაქ­ტი­კა შე­ი­წი­რა ინ­ტერ­ნეტ­მა და გლო­ბა­ლიზ­მმა. სტი­ლის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი ამ­ჟა­მად თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, მაგ­რამ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ შე­იც­ვლე­ბა.

ცოტა ხნის წინ არ­ქი­ტექ­ტორ, პე­და­გოგ ალექ­სან­დრე ჩუ­ბი­ნი­ძეს­თან თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე ვი­სა­უბ­რეთ. ამ­ჯე­რად თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ და ევ­რო­პულ არ­ქი­ტე­ტუ­რას შო­რის პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბას შე­ვე­ცა­დეთ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, უცხო­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი არა­ერთ პრო­ექ­ტში იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი, რომ­ლე­ბიც ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ევ­რო­პის, გან­სა­კუთ­რე­ბით, და­სავ­ლეთ ევ­რო­პის არ­ქი­ტექ­ტუ­რას, მის მი­წებ­ზე და­სახ­ლე­ბულ ეთ­ნოს­თა არ­ქი­ტექ­ტუ­რის ენას, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას პრო­ექ­ტი­რე­ბას­თან, მშე­ნებ­ლო­ბის კულ­ტუ­რას, წი­ნა­სამ­შე­ნებ­ლო კვლე­ვებს და ა.შ. მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია გან­სა­ზღვრავს. ის გზა, რაც და­სავ­ლეთ ევ­რო­პულ­მა ერებ­მა გა­ი­ა­რეს, ობი­ექ­ტუ­რი ის­ტო­რი­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, არ გა­უვ­ლია ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად ჩვენს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ებს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი, ქა­ლაქთმშე­ნებ­ლო­ბი­თი და ზო­გა­დად, ყო­ფი­თი ენის სტრუქ­ტუ­რა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და.

პრო­ექ­ტი­რე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა­ში გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რი ამო­ცა­ნაა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტე­რი­ტო­რი­ის არა­ერთ ჭრილ­ში წი­ნა­საპ­რო­ექ­ტო კვლე­ვე­ბი... პრო­ექ­ტი არა­ერთ ექ­სპერ­ტი­ზას გა­დის და არა მხო­ლოდ მდგრა­დო­ბა­ზე", - აცხა­დებს ალექ­სან­დრე ჩუ­ბი­ნი­ძე.

არ­ქი­ტექ­ტო­რის თქმით, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბევრ სა­კი­თხში ვერ შეძ­ლებს ევ­რო­პის­გან მა­გა­ლი­თის აღე­ბას და ეს რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"ისე­ვე რო­გორც ფი­ლო­სო­ფია, ასე­ვეა მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რა, - ის ფუ­ფუ­ნე­ბაა, რად­გან უმ­თავ­რე­სი ყო­ფით-ფუნ­ქცი­უ­რი მო­თხოვ­ნე­ბის გარ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გრძნო­ბით-სიმ­ბო­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და ერის თვით­გა­მო­ხატ­ვის უმ­თავ­რე­სი ბერ­კე­ტი­ცაა. ასე­თი არ­ქი­ტექ­ტუ­რის და ზო­გა­დად ხე­ლოვ­ნე­ბის შექ­მნა მხო­ლოდ მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უძ­ლია. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თუ ამ კონ­ტექ­სტში გან­ვი­ხი­ლავთ, გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზეა, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ, ბევრ სა­კი­თხში, ვერ შევ­ძლებთ ევ­რო­პის­გან მა­გა­ლი­თის აღე­ბას, რად­გა­ნაც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი.

მაგ­რამ, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი სა­კი­თხი, რო­მელ­შიც შეგ­ვიძ­ლია ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვი­ზი­ა­როთ, ეს ის­ტო­რილ გა­რე­მო­ში ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბის, ძეგლ­თა რეს­ტავ­რა­ცი­ი­სა და რე­კონ­სტრუქ­ცია-რე­ა­ნი­მა­ცი­ის სა­კი­თხე­ბია", - ამ­ბობს არ­ქტი­ტექ­ტო­რი.

თბი­ლი­სის მო­მა­ვა­ლი პირ­და­პირ ახალ თა­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არა მხო­ლოდ არ­ქი­ტექ­ტო­რებ­სა და დამ­გეგ­მა­რებ­ლებ­ზე და არა მხო­ლოდ თბი­ლი­სის. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დოქ­ტრი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა, სა­მეც­ნი­ე­რო მო­ნი­ტო­რინ­გის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მის და­ნერგვა. ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბი­თი თუ ქა­ლაქმშე­ნებ­ლო­ბი­თი ამო­ცა­ნე­ბის ერ­თი­ა­ნი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სის­ტე­მის შექ­მნა, მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვით და მო­სახ­ლე­ო­ბის გან­სახ­ლე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლე­ბის სწო­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბა. მხო­ლოდ ასეა შე­საძ­ლე­ბე­ლი იმ გა­რე­მოს კონ­სტრუ­ი­რე­ბა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რაც XXI სა­უ­კუ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის ასე აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: თბი­ლი­სი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის თვა­ლით: საბ­ჭო­თა, თა­ნა­მედ­რო­ვე და მო­მავ­ლის თა­მა­მი იდე­ე­ბი

იხი­ლეთ ასე­ვე: თა­ნა­მედ­რო­ვე თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რა - კონ­ტექ­სტი­დან ამო­ვარ­დნი­ლი შე­ნო­ბე­ბი და კო­მერ­ცი­ას შე­წი­რუ­ლი ქა­ლა­ქის ეს­თე­ტი­კა

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი ზაჰა ჰა­დი­დი 65 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

"სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა­ში დიდი ფული კეთ­დე­ბა" - ვის ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თბი­ლის­ში შექ­მნილ ურ­ბა­ნულ კრი­ზის­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რით განსხვავდება თანამედროვე ქართული არქიტექტურა ევროპულისგან - სამშენებლო ტენდენციები საქართველოსა და ევროპაში

რით განსხვავდება თანამედროვე ქართული არქიტექტურა ევროპულისგან - სამშენებლო ტენდენციები საქართველოსა და ევროპაში

სამყარო გამუდმებით იზრდება და ვითარდევბა, წლებთან ერთად სახეს იცვლიან ქვეყნები და და ქალაქები. თანამედროვე არქიტექტორები ახალ-ახალი და უჩვეულო ვიზუალის შენობებს აპროექტებენ, უქვემდებარებენ რა მათ ყოფითი ცხოვრებისა და ეკოლოგიის ახალ კანონებს. მაგალითად, შენობებზე მონტაჟდება მზის ელემენტები და ენერგიის სხვა ალტერნატიული წყაროები. თანამედროვე არქტიტექტურული ძეგლები და ფასადები მკვეთრად განსხვავდება უკვე დრომოჭმული ტრადიციული დიზაინისგან. მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქში ხშირად შეხვდებით ფასადზე გაშენებულ ცოცხალ ბაღებს, შუშის სახლებს, სფეროსა და სხვა გეომეტრიული ფიგურების ფორმის შენობებს. პროგრესი სახეზეა და უკვე აღარვის აინტერესებს ჩვეულებრივი ბეტონის ყუთები, არქიტექტორები ახალი საინტერესო დიზაინისა და ფორმების ძიებაში არიან. ამჯერად თქვენს ყურადღებას ევროპის არქიტექტურაზე შევაჩერებთ.

თანამედროვე ევროპული საკვანძო შენობები დასავლეთ ევროპის უმსხვილეს ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ესპანეთში გვხვდება. თუმცა წლების მანძილზე მრავალმა ქვეყანამ შეიძინა და დაკარგა უმაღლესი ხარისხის არქიტექტურის მფლობელის რეპუტაცია. ბოლო სამ ათწლეულში ეს შეეხო შვეიცარიას და ესპანეთს. რასაკვირველია, ისინი ჯერ კიდევ ქმნიან მაღალი ხარისხის არქიტექტურას, მაგრამ მოდა შეცვალეს, უფრო სუსტი, მდიდარ კლიენტებზე მორგებული შენობების აგება დაიწყეს.

არქიტექტურულ პიკს მიაღწია დიდმა ბრიტანეთმა და დღემდე უჭირავს თამასა. მეოცე საუკუნეში ევროპელი არქიტექტორები მრავალი სტილის გავლენით ქმნიდნენ: არტ ნუვო, დე სტილი, არტ დეკო, მოდერნიზმი, ფუტურიზმი, ბრიტალიზმი, პოსტმოდერნიზმი, დეკონსტრუქტივიზმი, მაგრამ ახალ ნაგებობებზე სტილისტური მიდგომა ახალი ძალების მიერ დაიმსხვრა, ეს პრაქტიკა შეიწირა ინტერნეტმა და გლობალიზმმა. სტილისტური ჯგუფები ამჟამად თამაშგარე მდგომარეობაში არიან, მაგრამ ეს მდგომარეობა კიდევ შეიცვლება.

ცოტა ხნის წინ არქიტექტორ, პედაგოგ ალექსანდრე ჩუბინიძესთან თბილისის არქიტექტურაზე ვისაუბრეთ. ამჯერად თანამედროვე ქართულ და ევროპულ არქიტეტურას შორის პარალელების გავლებას შევეცადეთ. როგორც ცნობილია, უცხოელი არქიტექტორები არაერთ პროექტში იყვნენ ჩართულნი, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში განხორციელდა.

"ევროპის, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპის არქიტექტურას, მის მიწებზე დასახლებულ ეთნოსთა არქიტექტურის ენას, დამოკიდებულებას პროექტირებასთან, მშენებლობის კულტურას, წინასამშენებლო კვლევებს და ა.შ. მრავალსაუკუნოვანი ისტორია განსაზღვრავს. ის გზა, რაც დასავლეთ ევროპულმა ერებმა გაიარეს, ობიექტური ისტორიული მიზეზების გამო, არ გაუვლია ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად ჩვენს ცივილიზაციებს სრულიად განსხვავებული არქიტექტურული, ქალაქთმშენებლობითი და ზოგადად, ყოფითი ენის სტრუქტურა ჩამოუყალიბდა.

პროექტირება და მშენებლობა თანამედროვე ევროპაში გაცილებით რთული და კომპლექსური ამოცანაა. აუცილებელია ტერიტორიის არაერთ ჭრილში წინასაპროექტო კვლევები... პროექტი არაერთ ექსპერტიზას გადის და არა მხოლოდ მდგრადობაზე", - აცხადებს ალექსანდრე ჩუბინიძე.

არქიტექტორის თქმით, ჩვენი საზოგადოება ბევრ საკითხში ვერ შეძლებს ევროპისგან მაგალითის აღებას და ეს რამდენიმე გარემოებასთან არის დაკავშირებული.

"ისევე როგორც ფილოსოფია, ასევეა მაღალი კატეგორიის არქიტექტურა, - ის ფუფუნებაა, რადგან უმთავრესი ყოფით-ფუნქციური მოთხოვნების გარდა, საზოგადოების გრძნობით-სიმბოლური მოთხოვნილებების და ერის თვითგამოხატვის უმთავრესი ბერკეტიცაა. ასეთი არქიტექტურის და ზოგადად ხელოვნების შექმნა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური სოციალური და ტექნოლოგიური განვითარების მქონე საზოგადოებას შეუძლია. ჩვენი საზოგადოება, თუ ამ კონტექსტში განვიხილავთ, განვითარების გზაზეა, შესაბამისად, ჩვენ, ბევრ საკითხში, ვერ შევძლებთ ევროპისგან მაგალითის აღებას, რადგანაც ჩვენს საზოგადოებას თავისი განვითარების გზა აქვს გასავლელი.

მაგრამ, არქიტექტურული მიმართულებით, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელშიც შეგვიძლია ევროპული გამოცდილება გავიზიაროთ, ეს ისტორილ გარემოში ახალი მშენებლობის, ძეგლთა რესტავრაციისა და რეკონსტრუქცია-რეანიმაციის საკითხებია", - ამბობს არქტიტექტორი.

თბილისის მომავალი პირდაპირ ახალ თაობაზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ არქიტექტორებსა და დამგეგმარებლებზე და არა მხოლოდ თბილისის. აუცილებელია ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დოქტრინის შემუშავება, სამეცნიერო მონიტორინგის ერთიანი სისტემის დანერგვა. ქალაქგეგმარებითი თუ ქალაქმშენებლობითი ამოცანების ერთიანი ვირტუალური სისტემის შექმნა, მხოლოდ სახელმწიფოს მართვით და მოსახლეობის განსახლების, ეკონომიკური მიზიდულობის ძალების სწორი გადანაწილება. მხოლოდ ასეა შესაძლებელი იმ გარემოს კონსტრუირება და ჩამოყალიბება, რაც XXI საუკუნის მოქალაქისთვის ასე აუცილებელია.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: თბილისი არქიტექტორების თვალით: საბჭოთა, თანამედროვე და მომავლის თამამი იდეები

იხილეთ ასევე: თანამედროვე თბილისის არქიტექტურა - კონტექსტიდან ამოვარდნილი შენობები და კომერციას შეწირული ქალაქის ესთეტიკა

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

"სამშენებლო ნებართვების გაცემაში დიდი ფული კეთდება" - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისში შექმნილ ურბანულ კრიზისზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია