სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქობულეთში ურანის გაყიდვას 3 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ - სუს-მა უკანონო გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
ქობულეთში ურანის გაყიდვას 3 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ - სუს-მა უკანონო გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ქო­ბუ­ლეთ­ში ბირ­თვუ­ლი მა­სა­ლის - რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა ურა­ნის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ხუთი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც მათ ბირ­თვუ­ლი მა­სა­ლა გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით ქო­ბუ­ლეთ­ში ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში მი­ი­ტა­ნეს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ურა­ნის გა­ყიდ­ვას 3 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რად აპი­რებ­დნენ. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ ამო­ღე­ბუ­ლი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა ურა­ნი, სა­ერ­თო წო­ნით 1,665 გრ, შე­ი­ცავს 2 რა­დი­ო­აქ­ტი­ურ იზო­ტოპს: ურან 238-სა და მცი­რე ოდე­ნო­ბით 0, 23 პრო­ცენტ ურან 235-ს, რომ­ლე­ბიც მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან ბირ­თვულ მა­სა­ლა­თა კა­ტე­გო­რი­ას. რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი (გამა) გა­მოს­ხი­ვე­ბის დო­ზის სიმ­ძლავ­რი­სა და თვით წყა­როს რა­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ საგ­ნებ­თან ხან­გრძლი­ვი უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი სა­ში­შია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

იხი­ლეთ ვი­დეო

გა­მო­ძი­ე­ბა ბირ­თვუ­ლი მა­სა­ლი­სად­მი უკა­ნო­ნო მო­პყრო­ბი­სა და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 230-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 5-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს)", - გა­ნა­ცხა­და სუს-ის გან­სა­კუთ­რე­ბულ საქ­მე­თა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა სავ­ლე მო­თი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო.

სუს-ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2016 წლის 27 აპ­რი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ პი­რებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ე­ფარ­დათ პა­ტიმ­რო­ბა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ მოხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბირ­თვუ­ლი მა­სა­ლა - ურა­ნის გა­სა­ღე­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი არი­ან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ქობულეთში ურანის გაყიდვას 3 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ - სუს-მა უკანონო გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა

ქობულეთში ურანის გაყიდვას 3 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ - სუს-მა უკანონო გასაღების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქობულეთში ბირთვული მასალის - რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

"აღნიშნული პირების დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც მათ ბირთვული მასალა გასაღების მიზნით ქობულეთში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიტანეს. დაკავებულები ურანის გაყიდვას 3 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ. ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერება ურანი, საერთო წონით 1,665 გრ, შეიცავს 2 რადიოაქტიურ იზოტოპს: ურან 238-სა და მცირე ოდენობით 0, 23 პროცენტ ურან 235-ს, რომლებიც მიეკუთვნებიან ბირთვულ მასალათა კატეგორიას. რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, აღნიშნულ საგნებთან ხანგრძლივი უშუალო კონტაქტი საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

იხილეთ ვიდეო

გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)", - განაცხადა სუს-ის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

სუს-ის პრესსამსახურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

ასევე წაიკითხეთ: როგორ მოხვდა საქართველოში ბირთვული მასალა - ურანის გასაღებისთვის დაკავებულები პენსიონერები არიან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ