საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1000-ზე მეტმა თინეიჯერმა თბილისში მსოფლიო ბესტსელერის - "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონას" პრეზენტაციაზე მოიყარა თავი
 1000-ზე მეტმა თინეიჯერმა თბილისში მსოფლიო ბესტსელერის - "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონას" პრეზენტაციაზე მოიყარა თავი

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" -ის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ჯესი ენ­დრი­უ­სის წიგ­ნის - "მე, ერლი და მო­მაკ­ვდა­ვი გო­გო­ნა" პრე­ზენ­ტა­ცი­ას ათას­ზე მეტი თი­ნე­ი­ჯე­რი და­ეს­წრო. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" -ის პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯერ­მა, თი­ნა­თინ ფე­იქ­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"აქ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო, რად­გან "ლი­ბერ­თინსმა" თა­ვის საყ­ვა­რელ მკი­თხველს წიგ­ნი დიდი ფას­დაკ­ლე­ბით შეს­თა­ვა­ზა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე 1000-ზე მეტ­მა თი­ნე­ი­ჯერ­მა მო­ი­ყა­რა თავი. წიგ­ნის ავ­ტო­რი ჯესი ენ­დრი­უ­სი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლია, რო­მელ­მაც ამ წიგ­ნით მსოფ­ლი­ოს თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. წიგ­ნი მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რია, თარ­გმნი­ლია 35 ენა­ზე და გა­ყი­დუ­ლია მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 10 მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი", - აღ­ნიშ­ნა თი­ნა­თინ ფე­იქ­რიშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

იხი­ლეთ ვი­დეო

ერთ-ერთი თი­ნე­ი­ჯე­რის, სა­ლო­მე და­თუ­კიშ­ვი­ლის თქმით, წიგ­ნის ში­ნა­არსს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ეც­ნო და ფას­დაკ­ლე­ბით წიგ­ნის შე­ძე­ნა გა­და­წყვი­ტა. "ფე­ის­ბუქ" გვერ­დზე რომ ვნა­ხე წიგ­ნის ში­ნა­არ­სი, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. გა­მი­ხარ­და, რომ წიგ­ნის ასე­თი ფას­დაკ­ლე­ბით შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა", - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე და­თუ­კიშ­ვილ­მა.

"ლი­ბერ­თინ­სის" აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ერ­თგულ ახალ­გაზ­რდა მკი­თხველს სურ­ვი­ლე­ბის დაფა წა­რუდ­გი­ნეს. ნე­ბის­მი­ერ თი­ნე­ი­ჯერს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით და­ფა­ზე და­ტო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" - ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ლი­ბერ­თინ­სი" და­ფა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი­დან თვე­ში რამ­დე­ნი­მეს აას­რუ­ლებს.

აქ­ცი­ა­ზე ჯესი ენ­დრი­უ­სის "მე, ერლი და მო­მაკ­ვდა­ვი გო­გო­ნა" 12 ლა­რის ნაც­ვლად 3 ლა­რად გა­ი­ყი­და. აქ­ცია, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" გა­ი­მარ­თა.

sponsored by ContentRoom

1000-ზე მეტმა თინეიჯერმა თბილისში მსოფლიო ბესტსელერის - "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონას" პრეზენტაციაზე მოიყარა თავი

 1000-ზე მეტმა თინეიჯერმა თბილისში მსოფლიო ბესტსელერის - "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონას" პრეზენტაციაზე მოიყარა თავი

გამომცემლობა "პალიტრა L" -ის მიერ გამოცემული ჯესი ენდრიუსის წიგნის - "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა" პრეზენტაციას ათასზე მეტი თინეიჯერი დაესწრო. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გამომცემლობა "პალიტრა L" -ის პროექტების მენეჯერმა, თინათინ ფეიქრიშვილმა განუცხადა.

"აქცია განსაკუთრებული იყო, რადგან "ლიბერთინსმა" თავის საყვარელ მკითხველს წიგნი დიდი ფასდაკლებით შესთავაზა. ღონისძიებაზე 1000-ზე მეტმა თინეიჯერმა მოიყარა თავი. წიგნის ავტორი ჯესი ენდრიუსი ძალიან ცნობილი ამერიკელი მწერალია, რომელმაც ამ წიგნით მსოფლიოს თინეიჯერების ყურადღება მიიპყრო. წიგნი მსოფლიო ბესტსელერია, თარგმნილია 35 ენაზე და გაყიდულია მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი", - აღნიშნა თინათინ ფეიქრიშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

იხილეთ ვიდეო

ერთ-ერთი თინეიჯერის, სალომე დათუკიშვილის თქმით, წიგნის შინაარსს სოციალურ ქსელში გაეცნო და ფასდაკლებით წიგნის შეძენა გადაწყვიტა. "ფეისბუქ" გვერდზე რომ ვნახე წიგნის შინაარსი, ძალიან მომეწონა. გამიხარდა, რომ წიგნის ასეთი ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა მომეცა", - აღნიშნა სალომე დათუკიშვილმა.

"ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში, პროექტის ორგანიზატორებმა ერთგულ ახალგაზრდა მკითხველს სურვილების დაფა წარუდგინეს. ნებისმიერ თინეიჯერს საკუთარი სურვილის წერილობითი სახით დაფაზე დატოვების შესაძლებლობა ჰქონდა. გამომცემლობა "პალიტრა L" - ის ინფორმაციით, "ლიბერთინსი" დაფაზე განთავსებული სურვილებიდან თვეში რამდენიმეს აასრულებს.

აქციაზე ჯესი ენდრიუსის "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა" 12 ლარის ნაცვლად 3 ლარად გაიყიდა. აქცია, ტრადიციისამებრ, "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს