საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცისანა სეფიაშვილი სიყვარულსა და ოჯახზე: "1997 წელს გნახე კლიპში "გიხაროდენ" და ვთქვი, აუცილებლად ჩემი ცოლი გახდებაო"
ცისანა სეფიაშვილი სიყვარულსა და ოჯახზე: "1997 წელს გნახე კლიპში "გიხაროდენ" და ვთქვი, აუცილებლად ჩემი ცოლი გახდებაო"

თა­ვის თავს მომ­ღე­რალს არ უწო­დებს და ამ­ბობს, რომ არა მამა - ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლი, სცე­ნა­ზე არა­სო­დეს დად­გე­ბო­და. ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ბევ­რი ლა­მა­ზი ეპი­ზო­დით არის სავ­სე, თუმ­ცა, რო­გორც "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, არც გუ­ლის­ტკე­ნის გა­რე­შე ყო­ფი­ლა. მისი და მე­ო­რე მე­უღ­ლის - სოსო ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. რო­გორც ამ­ბობს, სწო­რედ სო­სომ გა­და­ა­ტა­ნი­ნა პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­და. დღეს ისი­ნი სამ სა­ერ­თო შვილს ზრდი­ან, ცი­სა­ნას უფ­რო­სი ვაჟი გი­ორ­გი წე­რე­თე­ლი კი უკვე სრულ­წლო­ვა­ნია და მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს.

"ჩემი და სო­სოს ქორ­წი­ნე­ბა ისე სწრა­ფად მოხ­და, ჭო­რე­ბიც კი და­დი­ო­და, რომ პირ­ველ ქმარ­თან ცხოვ­რე­ბის დროს მე უკვე მას­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც ტყუ­ი­ლია. კოკა წე­რე­თელს რომ გავ­შორ­დი, მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი. მამა იმ პე­რი­ოდ­ში მოს­კოვ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და, კულ­ტუ­რის სა­კი­თხე­ბი უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი იყო, მაგ­რამ "უზ­ნეო" შვილს ერთ თვე­ში ისიც ჩა­მომ­ყვა. სახ­ლში რე­მონ­ტის კე­თე­ბა და­ი­წყეს და მა­მამ ლი­კან­ში გა­მამ­წე­სა. სწო­რედ მაში გა­ვი­ცა­ნი სოსო, მისი მამა, რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი და მათი მე­გობ­რე­ბი. სო­სომ თა­ვის თავ­ზე აიღო ჩემი გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა. ცუ­დად ვი­ყა­ვი, ოჯა­ხის დან­გრე­ვას, მარ­ტო­ხე­ლა დე­დო­ბას გან­ვიც­დი­დი, ამი­ტომ ღა­მით და­ძი­ნე­ბა მი­ჭირ­და. ჩემი და სო­სოს ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. როცა ყველს ეძი­ნა, ჩვენ ვე­რან­და­ზე ვის­ხე­დით და რა­ღაც­ნა­ი­რად ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მეხ­მა­რე­ბო­და.

შემ­დეგ აბას­თუ­მან­ში წა­ვე­დი და იქაც მი­რე­კავ­და, დი­ლამ­დე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მთლად მე­გობ­რუ­ლი აღარ იყო. ფი­ნა­ლი კი ბა­კუ­რი­ან­ში მოხ­და. ერთ ღა­მეს და­მი­რე­კა და მი­თხრა, აი­ვან­ზე გადი, მო­მი­ყე­ვი, რო­გო­რი ხედი გაქ­ვსო. მეც გა­ვე­დი და მო­ყო­ლა და­ვი­წყე, მაგ­რამ უცებ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მისი ხმა მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნი­დან კი არა, ახ­ლო­დან მეს­მო­და. ქვე­მოთ ჩა­ვი­ხე­დე და სოსო იქ იყო. ად­გილს მოს­წყდა და ჩემ­კენ გა­მო­იქ­ცა... მთე­ლი ღამე აი­ვან­ზე გა­ვა­თე­ნეთ, ვარ­სკვლა­ვე­ბი ცვი­ო­და, ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზი იყო, ცოტა ქა­ლუ­რი შიში მქონ­და, ნეტა საით წა­იყ­ვანს ამ ქვე­ლა­ფერს, მთა­ვა­რია, რამე არ გა­ა­ფუ­ჭოს-მეთ­ქი. დი­ლით ისე წა­ვი­და, ჩემ­თვის არც კი უკოც­ნია.

- სიყ­ვა­რუ­ლი არ აგიხ­სნათ?

- მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კა და მო­მიყ­ვა: "1997 წელს გნა­ხე კლიპ­ში "გი­ხა­რო­დენ" და ვთქვი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ჩემი ცოლი გახ­დე­ბო­დი. ბი­ჭებ­მა მი­თხრეს, ნუ ფან­ტა­ზი­ო­რობ, გა­თხო­ვი­ლი­აო. ლი­კან­ში რომ და­გი­ნა­ხე, გა­ვი­ფიქ­რე, თა­ვი­სი ფე­ხით მო­ვი­და-მეთ­ქი.

- ოდეს­მე წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ ოთხი შვი­ლის დედა გახ­დე­ბო­დით?

- სო­სოს ბრა­ლია, რომ ამ­დე­ნი შვი­ლი მყავს. მე­სა­მე მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, შვილს აღა­რა­სო­დეს გა­ვა­ჩენ-მეთ­ქი, მაგ­რამ სოსო მე­უბ­ნე­ბო­და, აბა, ვნა­ხო­თო. ქმრის ძა­ლა­დო­ბის გარ­და, ალ­ბათ ღვთის ნება იყო, რომ მე­ო­თხე შვი­ლიც გა­მე­ჩი­ნა.

ქეთი დი­ნოშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

ცისანა სეფიაშვილი სიყვარულსა და ოჯახზე: "1997 წელს გნახე კლიპში "გიხაროდენ" და ვთქვი, აუცილებლად ჩემი ცოლი გახდებაო"

ცისანა სეფიაშვილი სიყვარულსა და ოჯახზე: "1997 წელს გნახე კლიპში "გიხაროდენ" და ვთქვი, აუცილებლად ჩემი ცოლი გახდებაო"

თავის თავს მომღერალს არ უწოდებს და ამბობს, რომ არა მამა - ჯემალ სეფიაშვილი, სცენაზე არასოდეს დადგებოდა. ცისანა სეფიაშვილის პირადი ცხოვრება ბევრი ლამაზი ეპიზოდით არის სავსე, თუმცა, როგორც "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, არც გულისტკენის გარეშე ყოფილა. მისი და მეორე მეუღლის - სოსო ზაქარეიშვილის სიყვარულის ისტორია მეგობრობით დაიწყო. როგორც ამბობს, სწორედ სოსომ გადაატანინა პირველი ოჯახის დანგრევით გამოწვეული სევდა. დღეს ისინი სამ საერთო შვილს ზრდიან, ცისანას უფროსი ვაჟი გიორგი წერეთელი კი უკვე სრულწლოვანია და მოსკოვში ცხოვრობს.

"ჩემი და სოსოს ქორწინება ისე სწრაფად მოხდა, ჭორებიც კი დადიოდა, რომ პირველ ქმართან ცხოვრების დროს მე უკვე მასთან მქონდა ურთიერთობა, რაც ტყუილია. კოკა წერეთელს რომ გავშორდი, მოსკოვიდან თბილისში წამოვედი. მამა იმ პერიოდში მოსკოვში საქართველოს საელჩოში მუშაობდა, კულტურის საკითხები უფროსი მრჩეველი იყო, მაგრამ "უზნეო" შვილს ერთ თვეში ისიც ჩამომყვა. სახლში რემონტის კეთება დაიწყეს და მამამ ლიკანში გამამწესა. სწორედ მაში გავიცანი სოსო, მისი მამა, რეჟისორი ლევან ზაქარეიშვილი და მათი მეგობრები. სოსომ თავის თავზე აიღო ჩემი გამხიარულება. ცუდად ვიყავი, ოჯახის დანგრევას, მარტოხელა დედობას განვიცდიდი, ამიტომ ღამით დაძინება მიჭირდა. ჩემი და სოსოს ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. როცა ყველს ეძინა, ჩვენ ვერანდაზე ვისხედით და რაღაცნაირად ამ რთულ პერიოდში მეხმარებოდა.

შემდეგ აბასთუმანში წავედი და იქაც მირეკავდა, დილამდე მელაპარაკებოდა. ჩვენი ურთიერთობა მთლად მეგობრული აღარ იყო. ფინალი კი ბაკურიანში მოხდა. ერთ ღამეს დამირეკა და მითხრა, აივანზე გადი, მომიყევი, როგორი ხედი გაქვსო. მეც გავედი და მოყოლა დავიწყე, მაგრამ უცებ აღმოვაჩინე, რომ მისი ხმა მხოლოდ ტელეფონიდან კი არა, ახლოდან მესმოდა. ქვემოთ ჩავიხედე და სოსო იქ იყო. ადგილს მოსწყდა და ჩემკენ გამოიქცა... მთელი ღამე აივანზე გავათენეთ, ვარსკვლავები ცვიოდა, ყველაფერი ლამაზი იყო, ცოტა ქალური შიში მქონდა, ნეტა საით წაიყვანს ამ ქველაფერს, მთავარია, რამე არ გააფუჭოს-მეთქი. დილით ისე წავიდა, ჩემთვის არც კი უკოცნია.

- სიყვარული არ აგიხსნათ?

- მეორე დღეს დამირეკა და მომიყვა: "1997 წელს გნახე კლიპში "გიხაროდენ" და ვთქვი, რომ აუცილებლად ჩემი ცოლი გახდებოდი. ბიჭებმა მითხრეს, ნუ ფანტაზიორობ, გათხოვილიაო. ლიკანში რომ დაგინახე, გავიფიქრე, თავისი ფეხით მოვიდა-მეთქი.

- ოდესმე წარმოიდგენდით, რომ ოთხი შვილის დედა გახდებოდით?

- სოსოს ბრალია, რომ ამდენი შვილი მყავს. მესამე მშობიარობის შემდეგ გადავწყვიტე, შვილს აღარასოდეს გავაჩენ-მეთქი, მაგრამ სოსო მეუბნებოდა, აბა, ვნახოთო. ქმრის ძალადობის გარდა, ალბათ ღვთის ნება იყო, რომ მეოთხე შვილიც გამეჩინა.

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია