მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოელებმა თბილისში უძრავი ქონების შეძენა გაასამმაგეს
უცხოელებმა თბილისში უძრავი ქონების შეძენა გაასამმაგეს

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა თვალ­ში­სა­ცე­მად მა­ტუ­ლობს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ფლო­ბენ, 2-3 წლის წინ უცხო­ე­ლი მყიდ­ვე­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ბა­ზარ­ზე 3%-ს არ აჭარ­ბებ­და, თუმ­ცა დღეს­დღე­ო­ბით მათი რი­ცხვი გა­სამ­მა­გე­ბუ­ლია. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბის მყიდ­ვე­ლებ­საც თუ ჩავ­თვლით, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უფრო მა­ღა­ლია.

ბა­ზარ­ზე ემიგ­რან­ტე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლით შე­ძე­ნი­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის წილი 20%-მდეა, ხოლო 65-70% ად­გი­ლობ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე მო­დის. უცხო­ელ მყიდ­ვე­ლებს შო­რის ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც არი­ან, ყვე­ლა­ზე მე­ტად კი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და რუ­სე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ. დი­დად მათ არც სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ელ­ჩო­ე­ბის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან. ეს ის კა­ტე­გო­რი­აა, რო­მე­ლიც ადრე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბის ქი­რა­ო­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით უპი­რა­ტე­სო­ბას ბი­ნის ყიდ­ვას ანი­ჭებს.

რო­გორც სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებ­ში გან­მარ­ტა­ვენ, ბა­ზარ­ზე ძი­რი­თა­დი მყიდ­ვე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, თუმ­ცა მათი უმე­ტე­სო­ბა ყიდ­ვას გზავ­ნი­ლე­ბით ან იპო­თე­კუ­რი სეს­ხით ახერ­ხებს. ძა­ლი­ან მცი­რეა მათი წილი, ვინც ბი­ნას სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლით ან და­ნა­ზო­გით ყი­დუ­ლობს.

სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი მუდ­მი­ვად პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს (გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში), თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ ბი­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია არ ჭირს. მით უმე­ტეს, ახალ კორ­პუ­სებ­ში, სა­დაც ფარ­თე­ბი ხში­რად მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დეც სრუ­ლად იყი­დე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ტო­ტა­ლუ­რი გა­ჭირ­ვე­ბაა, გა­ყიდ­ვის ასე­თი ტემ­პი, ცოტა არ იყოს, უც­ნა­უ­რია. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ემიგ­რან­ტე­ბის თუ უცხო­ე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხარ­ჯზე მდგო­მა­რე­ო­ბა არც ისე სა­გან­გა­შოა, ვიდ­რე ქვეყ­ნის რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ზე­ნი­ტის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი, რაც ბოლო პე­რი­ოდ­ში აა­შე­ნეს, მთლი­ა­ნად გა­ი­ყი­და. ამ ეტაპ­ზე კომ­პა­ნია ახა­ლი პრო­ექ­ტის და­წყე­ბას გეგ­მავს.

"კორ­პუ­სებს ვა­შე­ნებთ დი­დუ­ბი­სა და ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნებ­ში, ბი­ნე­ბი მთლი­ა­ნად რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია. ამ ეტაპ­ზე გა­სა­ყი­დი ობი­ექ­ტი არ გვაქვს, თუმ­ცა ახა­ლი პრო­ექ­ტის და­წყე­ბას გვგეგ­მავთ. რე­ა­ლი­ზა­ცის მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი არ არის, გან­სა­კუთ­რე­ბულ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს მო­ვა­ხერ­ხეთ, მაგ­რამ კო­მერ­ცი­უ­ლი სექ­ტო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა მდო­მა­რე­ო­ბაა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს სფე­რო გა­ვა­ჩე­რეთ, რად­გან გა­ყიდ­ვა გაგ­ვი­ჭირ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­ლურ მყიდ­ვე­ლებს, ისი­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი და ემიგ­რან­ტე­ბი არი­ან. რო­გორც წესი, უფრო გან­ვა­დე­ბით ახერ­ხე­ბენ ყიდ­ვას. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია, როცა მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფართს ბან­კის გვერ­დის ავ­ლით ყი­დუ­ლობს. მყიდ­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა იპო­თე­კუ­რი სეს­ხით სარ­გებ­ლობს მა­ში­ნაც კი, როცა ბან­კის პი­რო­ბა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია", - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

უცხოელებმა თბილისში უძრავი ქონების შეძენა გაასამმაგეს

უცხოელებმა თბილისში უძრავი ქონების შეძენა გაასამმაგეს

უძრავი ქონების ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების აქტიურობა თვალშისაცემად მატულობს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, არაოფიციალური მონაცემებით, რომელსაც სპეციალისტები ფლობენ, 2-3 წლის წინ უცხოელი მყიდველის რაოდენობა ბაზარზე 3%-ს არ აჭარბებდა, თუმცა დღესდღეობით მათი რიცხვი გასამმაგებულია. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მყიდველებსაც თუ ჩავთვლით, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია.

ბაზარზე ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულით შეძენილი უძრავი ქონების წილი 20%-მდეა, ხოლო 65-70% ადგილობრივ მოქალაქეებზე მოდის. უცხოელ მყიდველებს შორის ევროპის ქვეყნების მოქალაქეებიც არიან, ყველაზე მეტად კი, უკრაინელები და რუსები აქტიურობენ. დიდად მათ არც საქართველოში განთავსებული საელჩოების და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები ჩამორჩებიან. ეს ის კატეგორიაა, რომელიც ადრე საცხოვრებელი ფართების ქირაობით იყო დაინტერესებული, მაგრამ დღესდღეობით უპირატესობას ბინის ყიდვას ანიჭებს.

როგორც სამშენებლო კომპანიებში განმარტავენ, ბაზარზე ძირითადი მყიდველი ადგილობრივი მოქალაქეები არიან, თუმცა მათი უმეტესობა ყიდვას გზავნილებით ან იპოთეკური სესხით ახერხებს. ძალიან მცირეა მათი წილი, ვინც ბინას საკუთარი შემოსავლით ან დანაზოგით ყიდულობს.

სამშენებლო სექტორი მუდმივად პრობლემებზე საუბრობს (განსაკუთრებით ბოლო პერიოდში), თუმცა, ფაქტია, რომ ბინების რეალიზაცია არ ჭირს. მით უმეტეს, ახალ კორპუსებში, სადაც ფართები ხშირად მშენებლობის დასრულებამდეც სრულად იყიდება. ქვეყანაში, სადაც ტოტალური გაჭირვებაა, გაყიდვის ასეთი ტემპი, ცოტა არ იყოს, უცნაურია. როგორც აღმოჩნდა, ემიგრანტების თუ უცხოელი მოქალაქეების ხარჯზე მდგომარეობა არც ისე საგანგაშოა, ვიდრე ქვეყნის რეალური მდგომარეობიდან არის მოსალოდნელი.

სამშენებლო კომპანია "ზენიტის" წარმომადგენელი ამბობს, რომ საცხოვრებელი კორპუსი, რაც ბოლო პერიოდში ააშენეს, მთლიანად გაიყიდა. ამ ეტაპზე კომპანია ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს.

"კორპუსებს ვაშენებთ დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში, ბინები მთლიანად რეალიზებულია. ამ ეტაპზე გასაყიდი ობიექტი არ გვაქვს, თუმცა ახალი პროექტის დაწყებას გვგეგმავთ. რეალიზაცის მარტივი პროცესი არ არის, განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ჯერჯერობით ეს მოვახერხეთ, მაგრამ კომერციული სექტორის მიმართულებით აბსოლუტურად სხვა მდომარეობაა. ფაქტობრივად, ეს სფერო გავაჩერეთ, რადგან გაყიდვა გაგვიჭირდა.

რაც შეეხება რეალურ მყიდველებს, ისინი ადგილობრივი მცხოვრებლები და ემიგრანტები არიან. როგორც წესი, უფრო განვადებით ახერხებენ ყიდვას. ძალიან იშვიათია, როცა მომხმარებელი ფართს ბანკის გვერდის ავლით ყიდულობს. მყიდველთა უმრავლესობა იპოთეკური სესხით სარგებლობს მაშინაც კი, როცა ბანკის პირობა მისთვის მიუღებელია", - აცხადებენ კომპანიაში.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია