მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიქტატორთა ცოლები - ქმრის მსხვერპლნი თუ სისხლიანი ქალბატონები?!
 დიქტატორთა ცოლები - ქმრის მსხვერპლნი თუ სისხლიანი ქალბატონები?!

მსოფ­ლიო ავ­ტო­რი­ტა­რი მმარ­თვე­ლე­ბის ცო­ლებს ყო­ველ­თვის უამ­რა­ვი რა­მის გა­და­ტა­ნა უწევ­დათ და უწევთ, თუმ­ცა მათ­გან ზოგი ცდი­ლობ­და სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა რა­ი­მე სა­სარ­გებ­ლო საქ­მის კე­თე­ბის­თვის და ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, სხვა­ნი კი ან სრუ­ლი­ად უუფ­ლე­ბო­ნი იყ­ვნენ, ანაც მხო­ლოდ დიქ­ტა­ტორ მე­უღ­ლე­ებს უჭერ­დნენ მხარს.

რა­კელ მუ­სო­ლი­ნი - ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნის მე­უღ­ლე

რა­კე­ლი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო დუ­ჩეს მე­უღ­ლე. ფა­შის­ტუ­რი რე­ჟი­მის დროს, ის იყო მა­გა­ლი­თი ქა­ლი­სა, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ფა­შის­ტი მე­უღ­ლის ცოლი - სა­მა­გა­ლი­თო დედა და დი­ა­სახ­ლი­სი. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ეს მე­უღ­ლეს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. 1945 წლის 28 აპ­რილს მუ­სო­ლი­ნი იტა­ლი­ელ­მა პარ­ტი­ზა­ნებ­მა საყ­ვა­რელ­თან, კლა­რა პე­ტა­ჩის­თან ერ­თად შე­ი­პყრეს და გა­ა­სა­მარ­თლეს. რა­კე­ლი კი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იტა­ლი­ი­დან გა­იქ­ცა. 1945 წელს ის შვე­ი­ცა­რი­ა­ში იტა­ლი­ელ­მა პარ­ტი­ზა­ნებ­მა შე­ი­პყრეს. რა­კე­ლი ამე­რი­კე­ლებს გა­დას­ცეს და რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს კი­დეც.

ნა­დეჟ­და ალი­ლუ­ე­ვა - იო­სებ სტა­ლი­ნის მე­ო­რე მე­უღ­ლე

ნა­დეჟ­და ალი­ლუ­ე­ვას ცხოვ­რე­ბას ბედ­ნი­ერს ვე­რა­ვინ უწო­დებს, ის სტა­ლი­ნის მე­ო­რე ცოლი გახ­ლდათ და გა­უძ­ლო 14 წლი­ან ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას სტა­ლინ­თან, თუმ­ცა 1932 წლის 9 ნო­ემ­ბერს თავი მო­იკ­ლა - საბ­ჭო­თა კავ­ში­რის "პირ­ველ­მა ლე­დიმ" ტყვია გულ­ში და­ი­ხა­ლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ოდ­ში ის მუ­დამ სა­უბ­რობ­და სტა­ლინ­თან და­შო­რე­ბა­ზე და იმა­ზე, რომ ასე ცხოვ­რე­ბა მე­ტად აღარ შე­ეძ­ლო. სტა­ლი­ნის პირ­ვე­ლი ცოლი გახ­ლდათ ეკა­ტე­რი­ნე სვა­ნი­ძე.

ევა ბრა­უ­ნი - ადოლფ ჰიტ­ლე­რის მე­უღ­ლე

ევამ და ჰიტ­ლერ­მა ერ­თმა­ნე­თი ფო­ტო­ა­ტე­ლი­ე­ში გა­იც­ნეს. მა­შინ ევა 17 წლის იყო, ჰიტ­ლე­რი კი - 40-ის. ევა მა­შინ­ვე მო­ე­წო­ნა ჰიტ­ლერს, თუმ­ცა ის უკვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო გელი რა­უ­ბა­ლი­ზე. ადოლ­ფი დღი­სით ევას­თან ერ­თად იყო, სა­ღა­მოს კი თა­ვის ცოლ­თან ბრუნ­დე­ბო­და, რაც ევას ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და.

1932 წლის და­სა­წყის­ში, გელი რა­უ­ბა­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ევა დიქ­ტა­ტო­რის საყ­ვა­რე­ლი გახ­და, ხოლო ოფი­ცი­ა­ლუ­რად მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ 1945 წლის 29 აპ­რილს და­ამ­ტკცეს, ხოლო მე­ო­რე დღეს წყვილ­მა თავი თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

ევას დიდი როლი არ ჰქო­ნია პო­ლი­ტი­კა­ში, რად­გან ჰიტ­ლე­რი ცდი­ლობ­და მის­თვის აე­რი­დე­ბი­ნა დიდი პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი. ასე რომ, 30-იან წლებ­ში ევას ცხოვ­რე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლად მი­დი­ო­და. ის გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ფე­რა­დი ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბით

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რას ჭამ­დნენ ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი დიქ­ტა­ტო­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დიქტატორთა ცოლები - ქმრის მსხვერპლნი თუ სისხლიანი ქალბატონები?!

 დიქტატორთა ცოლები - ქმრის მსხვერპლნი თუ სისხლიანი ქალბატონები?!

მსოფლიო ავტორიტარი მმართველების ცოლებს ყოველთვის უამრავი რამის გადატანა უწევდათ და უწევთ, თუმცა მათგან ზოგი ცდილობდა საკუთარი საქმიანობა რაიმე სასარგებლო საქმის კეთებისთვის და ქველმოქმედებისთვის გამოეყენებინა, სხვანი კი ან სრულიად უუფლებონი იყვნენ, ანაც მხოლოდ დიქტატორ მეუღლეებს უჭერდნენ მხარს.

რაკელ მუსოლინი - ბენიტო მუსოლინის მეუღლე

რაკელი 30 წლის განმავლობაში იყო დუჩეს მეუღლე. ფაშისტური რეჟიმის დროს, ის იყო მაგალითი ქალისა, თუ როგორი უნდა იყოს ფაშისტი მეუღლის ცოლი - სამაგალითო დედა და დიასახლისი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მეუღლეს არ აკმაყოფილებდა. 1945 წლის 28 აპრილს მუსოლინი იტალიელმა პარტიზანებმა საყვარელთან, კლარა პეტაჩისთან ერთად შეიპყრეს და გაასამართლეს. რაკელი კი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იტალიიდან გაიქცა. 1945 წელს ის შვეიცარიაში იტალიელმა პარტიზანებმა შეიპყრეს. რაკელი ამერიკელებს გადასცეს და რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს კიდეც.

ნადეჟდა ალილუევა - იოსებ სტალინის მეორე მეუღლე

ნადეჟდა ალილუევას ცხოვრებას ბედნიერს ვერავინ უწოდებს, ის სტალინის მეორე ცოლი გახლდათ და გაუძლო 14 წლიან ოჯახურ ცხოვრებას სტალინთან, თუმცა 1932 წლის 9 ნოემბერს თავი მოიკლა - საბჭოთა კავშირის "პირველმა ლედიმ" ტყვია გულში დაიხალა. როგორც ამბობენ, სიცოცხლის ბოლო პერიოდში ის მუდამ საუბრობდა სტალინთან დაშორებაზე და იმაზე, რომ ასე ცხოვრება მეტად აღარ შეეძლო. სტალინის პირველი ცოლი გახლდათ ეკატერინე სვანიძე.

ევა ბრაუნი - ადოლფ ჰიტლერის მეუღლე

ევამ და ჰიტლერმა ერთმანეთი ფოტოატელიეში გაიცნეს. მაშინ ევა 17 წლის იყო, ჰიტლერი კი - 40-ის. ევა მაშინვე მოეწონა ჰიტლერს, თუმცა ის უკვე დაქორწინებული იყო გელი რაუბალიზე. ადოლფი დღისით ევასთან ერთად იყო, საღამოს კი თავის ცოლთან ბრუნდებოდა, რაც ევას ძალიან აწუხებდა.

1932 წლის დასაწყისში, გელი რაუბალის სიკვდილის შემდეგ, ევა დიქტატორის საყვარელი გახდა, ხოლო ოფიციალურად მათი ურთიერთობა მხოლოდ 1945 წლის 29 აპრილს დაამტკცეს, ხოლო მეორე დღეს წყვილმა თავი თვითმკვლელობით დაასრულა.

ევას დიდი როლი არ ჰქონია პოლიტიკაში, რადგან ჰიტლერი ცდილობდა მისთვის აერიდებინა დიდი პოლიტიკის საკითხები და პრობლემები. ასე რომ, 30-იან წლებში ევას ცხოვრება კომფორტულად მიდიოდა. ის გატაცებული იყო ფერადი ფოტოხელოვნებით

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ასევე დაგაინტერესებთ: რას ჭამდნენ ყველაზე სასტიკი დიქტატორები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს