მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკოლოგიური საფრთხე შავ ზღვაში და "მკვლელი ტბები" მსოფლიოში - "წყლის სიღრმიდან ამოსულმა გაზმა რამდენიმე წუთში 1700 ადამიანი იმსხვერპლა"
ეკოლოგიური საფრთხე შავ ზღვაში და "მკვლელი ტბები" მსოფლიოში - "წყლის სიღრმიდან ამოსულმა გაზმა რამდენიმე წუთში 1700 ადამიანი იმსხვერპლა"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩვენს სა­იტ­ზე ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სორ ნა­თია კო­პა­ლი­ა­ნის ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნდა. სტა­ტი­ა­ში შავ ზღვა­ზე და მის ეკო­სის­ტე­მა­ზე იყო სა­უ­ბა­რი. რეს­პო­დენ­ტმა შავ ზღვა­ში არ­სე­ბულ გო­გირდწყალ­ბა­დის უზარ­მა­ზარ მა­სებ­ზეც ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც წყლის ზე­და­პი­რი­დან 150-180 მეტ­რის ქვე­მოთ მდე­ბა­რე­ობს.

ამ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის წყა­ლო­ბით, შავი ზღვა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე უნი­კა­ლუ­რი ზღვაა. ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, თუ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში ზღვე­ბი ან ტბე­ბი, რო­მელ­თა სიღ­რმე­შიც გო­გირდწყალ­ბა­დის ან ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სხვა სა­ხი­ფა­თო გა­ზე­ბის "დიდი მა­რა­გია".

აფ­რი­კა­ში, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­სა და რუ­ან­დის სა­ზღვარ­ზე ტბა კივუ მდე­ბა­რე­ობს. ტბა მსოფ­ლი­ოს სპე­ცი­ა­ლის­ტებს არა თვალ­წარმ­ტა­ცი ხე­დე­ბი­თა და მდი­და­რი ეკო­სის­ტე­მით, არა­მედ წყლის სქე­ლი ფე­ნის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით იქ­ცევს. კი­ვუს სიღ­რმე­ში მე­თა­ნი­სა და ნახ­ში­რორ­ჟან­გის ვე­ე­ბერ­თე­ლა მა­რა­გია. მე­თა­ნი და ნახ­ში­რორ­ჟან­გი ადა­მი­ა­ნის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ბუ­ნებ­რივ აი­რებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტთა შე­ფა­სე­ბით, გა­ზე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, 65 და 256 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რია. ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ზე­ბის მო­ცუ­ლო­ბის მკვეთ­რი ზრდა ეკო­ლო­გე­ბის შიშს იწ­ვევს.

ტბებ­ში გა­ზე­ბის დაგ­რო­ვე­ბა ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­დე­გია. მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლი­ო­ში მრავ­ლა­დაა, თუმ­ცა დაგ­რო­ვი­ლი გა­ზის მა­რა­გის სი­დი­დის გამო, კივუ ყვე­ლა­ზე სა­შიშ ტბად მი­იჩ­ნე­ვა. მის სი­ახ­ლო­ვეს მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ნაღ­მზე ზის.

კი­ვუს მახ­ლობ­ლად მოქ­მე­დი ვულ­კა­ნი კი­ტუ­რო მდე­ბა­რე­ობს. მის­მა მო­მა­ტე­ბულ­მა აქ­ტი­ვო­ბამ შე­საძ­ლოა, წყლის სიღ­რმი­დან ზე­და­პირ­ზე გა­ზე­ბის ამოფრქვე­ვის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

მა­ნუ­ნის ტბა კა­მე­რუნ­ში, ჩამ­ქვრა­ლი ვულ­კა­ნის კრა­ტერ­ში მდე­ბა­რე­ობს. მა­ნუ­ნის წყლე­ბი ნახ­ში­რორ­ჟანგს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს. 1984 წლის 15 აგ­ვის­ტოს ტბის სიღ­რმი­დან ზე­და­პირ­ზე ამო­სულ­მა გაზ­მა 37 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რი შემ­თხვე­ვა, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზე­ზიც "მკვლე­ლი ტბა" იყო, 1986 წელს იმა­ვე კა­მე­რუნ­ში მოხ­და.

მა­ნუ­ნი­დან 96 კმ-ის მოშ­რე­ბით კი­დევ ერთი ტბაა, სა­ხე­ლად ნი­ო­სი. 400 წლის წინ ტბა ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­დე­გად შე­იქ­მნა. ნი­ო­სის ქვეშ დღემ­დე გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი მაგ­მაა მოქ­ცე­უ­ლი. მის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი ნახ­ში­რორ­ჟან­გი, ქა­ნე­ბის გავ­ლით, ტბის წყლებს ერე­ვა. შე­დე­გად, 400 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტბა­ში 2 მი­ლი­ონ ტო­ნამ­დე ნახ­ში­რორ­ჟან­გი დაგ­როვ­და. ნი­ო­სის სიღ­რმე­ში გაზს წყლი­სა და გა­რე­მოს ტემ­პე­რა­ტუ­რა აკა­ვებს. ასე იყო 1986 წლის 21 აგ­ვის­ტომ­დე. ამ დღეს ტბის სიღ­რმი­დან გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა გაზ­მა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში 1700 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის­თვის მოხ­და. გამ­თე­ნი­ი­სას სო­ფელ­ში მი­სულ ხალ­ხს სა­ზა­რე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა. ქუ­ჩებ­ში, სახ­ლებ­ში, ყველ­გან გვა­მე­ბი ეყა­რა. ნახ­ში­რორ­ჟან­გმა ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი, რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას - საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბი­სას, თეთ­რე­უ­ლის რე­ცხვი­სას მოკ­ლა.

ნი­ო­სის ტბი­დან ამო­სულ­მა გაზ­მა 27 კმ-ის რა­დი­უს­ში ყვე­ლა ცო­ცხა­ლი არ­სე­ბა და­ხო­ცა, ხალ­ხი და ცხო­ვე­ლე­ბი უჟანგბა­დო­ბით გა­ი­გუ­დნენ.

ტბე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის­თვის მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ გა­ზებს შე­ი­ცა­ვენ, სხვა ქვეყ­ნებ­შიც - რუ­სეთ­ში, აშშ-ში (მა­მონ­ტის მთე­ბის სი­ახ­ლო­ვეს), ია­პო­ნი­ა­სა (ტბა მა­სიუ) და საფ­რან­გეთ­ში (პა­ვე­ნი) არ­სე­ბობს.

სპე­ცი­ა­ლის­ტთა შე­ფა­სე­ბით, წყლის ქვეშ დაგ­რო­ვი­ლი გა­ზე­ბის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი გა­ნა­პი­რო­ბებს. მი­წისძვრა, ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვა, კლდო­ვა­ნი ნა­პი­რე­ბის ჩა­მოშ­ლა, ძლი­ე­რი ქარი, ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის სიმ­ცი­რე - ყვე­ლა ამ მოვ­ლე­ნას ერთი შე­ხედ­ვით უვ­ნე­ბე­ლი ტბა, სა­სიკ­ვდი­ლო ია­რა­ღად შე­უძ­ლია აქ­ცი­ოს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ეკოლოგიური საფრთხე შავ ზღვაში და "მკვლელი ტბები" მსოფლიოში - "წყლის სიღრმიდან ამოსულმა გაზმა რამდენიმე წუთში 1700 ადამიანი იმსხვერპლა"

ეკოლოგიური საფრთხე შავ ზღვაში და "მკვლელი ტბები" მსოფლიოში - "წყლის სიღრმიდან ამოსულმა გაზმა რამდენიმე წუთში 1700 ადამიანი იმსხვერპლა"

რამდენიმე დღის წინ ჩვენს საიტზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ ნათია კოპალიანის ინტერვიუ გამოქვეყნდა. სტატიაში შავ ზღვაზე და მის ეკოსისტემაზე იყო საუბარი. რესპოდენტმა შავ ზღვაში არსებულ გოგირდწყალბადის უზარმაზარ მასებზეც ისაუბრა, რომლებიც წყლის ზედაპირიდან 150-180 მეტრის ქვემოთ მდებარეობს.

ამ თავისებურების წყალობით, შავი ზღვა მსოფლიოში ყველაზე უნიკალური ზღვაა. ambebi.ge შეეცადა გაერკვია, თუ არსებობს მსოფლიოში ზღვები ან ტბები, რომელთა სიღრმეშიც გოგირდწყალბადის ან  ადამიანის ჯანმრთელობისთვის სხვა სახიფათო გაზების "დიდი მარაგია".

აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რუანდის საზღვარზე ტბა კივუ მდებარეობს. ტბა მსოფლიოს სპეციალისტებს არა თვალწარმტაცი ხედებითა და მდიდარი ეკოსისტემით, არამედ წყლის სქელი ფენის ქვეშ მოქცეული ნივთიერებებით იქცევს. კივუს სიღრმეში მეთანისა და ნახშირორჟანგის ვეებერთელა მარაგია. მეთანი და ნახშირორჟანგი ადამიანისთვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ბუნებრივ აირებს განეკუთვნება. სპეციალისტთა შეფასებით, გაზების მოცულობა, შესაბამისად, 65 და 256 მილიონი კუბური მეტრია. ბოლო 30 წლის განმავლობაში გაზების მოცულობის მკვეთრი ზრდა ეკოლოგების შიშს იწვევს.

ტბებში გაზების დაგროვება ვულკანური აქტივობის შედეგია. მსგავსი შემთხვევები მსოფლიოში მრავლადაა, თუმცა დაგროვილი გაზის მარაგის სიდიდის გამო, კივუ ყველაზე საშიშ ტბად მიიჩნევა.  მის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა, ფაქტობრივად, შენელებული მოქმედების ნაღმზე ზის.

კივუს მახლობლად მოქმედი ვულკანი კიტურო მდებარეობს. მისმა მომატებულმა აქტივობამ შესაძლოა, წყლის სიღრმიდან ზედაპირზე გაზების ამოფრქვევის პროვოცირება მოახდინოს.

მანუნის ტბა კამერუნში, ჩამქვრალი ვულკანის კრატერში მდებარეობს. მანუნის წყლები ნახშირორჟანგს დიდი რაოდენობით შეიცავს. 1984 წლის 15 აგვისტოს ტბის სიღრმიდან ზედაპირზე ამოსულმა გაზმა 37 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გაცილებით მასშტაბური შემთხვევა, რომლის მთავარი მიზეზიც "მკვლელი ტბა" იყო, 1986 წელს იმავე კამერუნში მოხდა.

მანუნიდან 96 კმ-ის მოშრებით კიდევ ერთი ტბაა, სახელად ნიოსი. 400 წლის წინ ტბა ვულკანური აქტივობის შედეგად შეიქმნა. ნიოსის ქვეშ დღემდე გავარვარებული მაგმაა მოქცეული. მის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგი, ქანების გავლით, ტბის წყლებს ერევა. შედეგად, 400 წლის განმავლობაში ტბაში 2 მილიონ ტონამდე ნახშირორჟანგი დაგროვდა. ნიოსის სიღრმეში გაზს წყლისა და გარემოს ტემპერატურა აკავებს. ასე იყო 1986 წლის 21 აგვისტომდე. ამ დღეს ტბის სიღრმიდან გამოთავისუფლებულმა გაზმა რამდენიმე წუთში 1700 ადამიანი იმსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა საღამოს 9 საათისთვის მოხდა. გამთენიისას სოფელში მისულ ხალხს საზარელი სურათი დახვდა. ქუჩებში, სახლებში, ყველგან გვამები ეყარა. ნახშირორჟანგმა ისინი ყოველდღიური, რუტინული საქმიანობისას - საჭმლის მომზადებისას, თეთრეულის რეცხვისას მოკლა.

ნიოსის ტბიდან ამოსულმა გაზმა 27 კმ-ის რადიუსში ყველა ცოცხალი არსება დახოცა, ხალხი და ცხოველები უჟანგბადობით გაიგუდნენ.

ტბები, რომლებიც ადამიანისთვის მომაკვდინებელ გაზებს შეიცავენ, სხვა ქვეყნებშიც - რუსეთში, აშშ-ში (მამონტის მთების სიახლოვეს), იაპონიასა (ტბა მასიუ) და საფრანგეთში (პავენი) არსებობს.

სპეციალისტთა შეფასებით, წყლის ქვეშ დაგროვილი გაზების გამოთავისუფლებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, კლდოვანი ნაპირების ჩამოშლა, ძლიერი ქარი, ატმოსფერული ნალექების სიმცირე - ყველა ამ მოვლენას ერთი შეხედვით უვნებელი ტბა, სასიკვდილო იარაღად შეუძლია აქციოს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია