პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
THE PRODIGY, კრის ბრაუნი, ლორენ ჰილი და სხვა ვარსკვლავები 2016 წლის ჯაზ-ფესტივალზე საქართველოში
THE PRODIGY, კრის ბრაუნი, ლორენ ჰილი და სხვა ვარსკვლავები 2016 წლის ჯაზ-ფესტივალზე საქართველოში

2016 წლის ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS, JAMIE CULLUM, MACY GREY, THE PRODIGY, Ms. Lauryn Hill, MILES ELECTRIC BAND, NIK WEST და Chris Brown ჩა­მოვ­ლენ.

პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და მუ­სი­კო­სე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს შავი ზღვის რი­გით X ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ეწ­ვე­ვი­ან, ჯაზ-ფეს­ტი­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი. პრეს­კონ­ფე­რენ­ცია "თი­ბი­სი" გა­ლე­რე­ა­ში გა­ი­მარ­თა და მას "თი­ბი­სი ბან­კის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნიკა ქურ­დი­ა­ნი და "ის­თერნ პრო­მო­უ­შენ­სის" დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­რე­სე­ლი­ძე უძღვე­ბოდ­ნენ.

პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 15-24 ივ­ლისს, ბა­თუმ­ში, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი, შავი ზღვის რი­გით X ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­შიც ტრა­დი­ცი­უ­ლად, მსოფ­ლი­ოს ცნო­ბი­ლი უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. კონ­ცერ­ტე­ბი 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ სა­ღა­მოს, ბა­თუ­მის ჩოგ­ბურ­თის კლუბ­ში და ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე ჩა­ტარ­დე­ბა. თი­ბი­სი ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, ნიკა ქურ­დი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბის სტუმ­რო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია:

"ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა "Check in Georgia"-ს ფორ­მატ­ში და ძა­ლი­ან დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა, როცა გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ამ­დენ გე­ნი­ა­ლურ მუ­სი­კოსს მო­ვუს­მი­ნოთ, მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენ მო­სახ­ლე­ო­ბას, ჩვენ სტუმ­რებს, იმი­ტომ რომ არა მარ­ტო ქარ­თვე­ლე­ბი, არა­მედ მთე­ლი რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­დის ხალ­ხი და ძა­ლი­ან არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვი­საც", - აღ­ნიშ­ნა ნიკა ქურ­დი­ან­მა.

რო­გორც "ის­თერნ პრო­მო­უ­შენ­სის" დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­რე­სე­ლი­ძე ამ­ბე­ბი.გე-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, ფეს­ტი­ვალს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯეტ­ში: "გვი­ხა­რია, რომ ფეს­ტი­ვა­ლი ასე­თი მას­შტა­ბუ­რი გახ­და და პრაქ­ტი­კუ­ლად, ფეს­ტი­ვა­ლი ძა­ლი­ან დიდი დო­ზით ეხ­მა­რე­ბა ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯეტ­საც, შე­მო­სავ­ლე­ბის მხრივ. მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს იყო ბა­თუმ­ში ფეს­ტი­ვა­ლე­ბის და­წყე­ბის, რომ იქ­ნებ ნელ-ნელა, ეტა­პი­ობ­რი­ვად, ფეს­ტი­ვა­ლი ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­ხდა­რი­ყო, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი სარ­გებ­ლო­ბის გარ­და წმინ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გე­ბეკ­ლიც მო­ე­ტა­ნა ქვეყ­ნის­თვის. ამას მი­ვაღ­წი­ეთ", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კე­რე­სე­ლი­ძემ.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, კლუბ­ში "Take Five" შედ­გე­ბა MACY GRAY DJ SET; გა­ი­მარ­თე­ბა NIK WEST -ის, DJ LOGIC & Friends - ის და ასე­ვე, ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის კონ­ცერ­ტე­ბი.

"ბა­თუ­მე­ლებ­სა და ბა­თუ­მის სტუმ­რებს, ფა­სი­ა­ნი კონ­ცერ­ტე­ბის გარ­და, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ უფა­სოდ და­ეს­წრონ "BRASS BAND"-ების კონ­ცერ­ტებს, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის გარ­და ბა­თუ­მის კო­ლო­ნა­დებ­თან კონ­ცერ­ტებს გა­მარ­თა­ვენ ჯაზ-ბენ­დე­ბი", - აცხა­დე­ბენ პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

ფეს­ტი­ვა­ლის წარმდგე­ნია "თი­ბი­სი ბან­კის" პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბა "თი­ბი­სი სტა­ტუ­სი", ხოლო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და აჭა­რის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო. ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია კომ­პა­ნია "ის­თერნ პრო­მო­უ­შენს" (Eastern Promotions). ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა 11 მა­ი­სი­დან ონ­ლა­ინ ვებ-გვერ­დზე tkt.ge - და­ი­წყე­ბა.

(R)

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

THE PRODIGY, კრის ბრაუნი, ლორენ ჰილი და სხვა ვარსკვლავები 2016 წლის ჯაზ-ფესტივალზე საქართველოში

THE PRODIGY, კრის ბრაუნი, ლორენ ჰილი და სხვა ვარსკვლავები 2016 წლის ჯაზ-ფესტივალზე საქართველოში

2016 წლის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS, JAMIE CULLUM, MACY GREY, THE PRODIGY, Ms. Lauryn Hill, MILES ELECTRIC BAND, NIK WEST და Chris Brown ჩამოვლენ.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და მუსიკოსების ვინაობა, რომლებიც საქართველოს შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ეწვევიან, ჯაზ-ფესტივალთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. პრესკონფერენცია "თიბისი" გალერეაში გაიმართა და მას "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და "ისთერნ პრომოუშენსის" დირექტორი გიორგი კერესელიძე უძღვებოდნენ.

პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, 15-24 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკა ქურდიანის განცხადებით, საქართველოსთვის აღნიშნული მუსიკოსების სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია:

"ეს ყველაფერი კეთდება "Check in Georgia"-ს ფორმატში და ძალიან დიდი ფუფუნებაა, როცა გვაქვს საშუალება ამდენ გენიალურ მუსიკოსს მოვუსმინოთ, მივცეთ საშუალება ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ სტუმრებს, იმიტომ რომ არა მარტო ქართველები, არამედ მთელი რეგიონიდან ჩამოდის ხალხი და ძალიან არის დაინტერესებული. ეს არის მნიშვნელოვანი არა კულტურული თვალსაზრისით, არამედ საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციისთვისაც", - აღნიშნა ნიკა ქურდიანმა.

როგორც "ისთერნ პრომოუშენსის" დირექტორი გიორგი კერესელიძე ამბები.გე-სთან საუბრისას აღნიშნავს, ფესტივალს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივ ბიუჯეტში: "გვიხარია, რომ ფესტივალი ასეთი მასშტაბური გახდა და პრაქტიკულად, ფესტივალი ძალიან დიდი დოზით ეხმარება ადგილობრივ ბიუჯეტსაც, შემოსავლების მხრივ. მიზანიც სწორედ ეს იყო ბათუმში ფესტივალების დაწყების, რომ იქნებ ნელ-ნელა, ეტაპიობრივად, ფესტივალი ისეთი პოპულარული გამხდარიყო, რომ მუსიკალური სარგებლობის გარდა წმინდა ეკონომიკური სარგებეკლიც მოეტანა ქვეყნისთვის. ამას მივაღწიეთ", - აღნიშნა გიორგი კერესელიძემ.

ორგანიზატორიების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, კლუბში "Take Five" შედგება MACY GRAY DJ SET; გაიმართება NIK WEST -ის, DJ LOGIC & Friends - ის და ასევე, ქართველი მუსიკოსების კონცერტები.

"ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ "BRASS BAND"-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში უცხოელი შემსრულებლების გარდა ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს გამართავენ ჯაზ-ბენდები", - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

ფესტივალის წარმდგენია "თიბისი ბანკის" პერსონალური საბანკო მომსახურება "თიბისი სტატუსი", ხოლო მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და აჭარის კულტურის სამინისტრო. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია "ისთერნ პრომოუშენს" (Eastern Promotions). ბილეთების გაყიდვა 11 მაისიდან ონლაინ ვებ-გვერდზე tkt.ge - დაიწყება.

(R)

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი