საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხიბლა მომავალი მეუღლე ჯანო იზორიამ - ''წლები ისე გავიდა, ერთმანეთს არ შევხვედრივართ''
როგორ მოხიბლა მომავალი მეუღლე ჯანო იზორიამ - ''წლები ისე გავიდა, ერთმანეთს არ შევხვედრივართ''

მსა­ხი­ობ­მა ჯანო იზო­რი­ამ დიდი ხნის ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნა და ახლა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" VI სე­ზო­ნის ერთ-ერთი კონ­კურ­სან­ტია. ის და ნინო გო­შა­ძე (ასე­ვე, ფო­თის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი) 29 მარტს ევა-გაბ­რი­ე­ლას მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. ჯანო გალ­ში და­ი­ბა­და, ახლა კი ფოთ­ში ცხოვ­რობს. თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მსა­ხი­ობს გულ­შე­მატ­კივ­რობს და ყო­ველ ორ­შა­ბათს, ყვე­ლა მსურ­ველს იხ­მობს თე­ატ­რის შე­ნო­ბა­ში პრო­ექ­ტის სა­ყუ­რებ­ლად.

- პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ფო­თი­დან თბი­ლის­ში ჩა­მოხ­ვე­დი...

- დიახ. სულ გზა­ში ვარ. კა­რი­კა­ტუ­რის ხატ­ვა რომ შე­მეძ­ლოს, სა­კუ­თარ თავს იცი, რო­გორ დავ­ხა­ტავ­დი? "შპა­გატ­ში" ჩავ­ჯდე­ბო­დი, ერთი ფე­ხის წვერს ფოთ­ში "ჩავ­დგამ­დი", მე­ო­რეს - თბი­ლის­ში. ზუს­ტად ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ ხოლ­მე, ფარ­გა­ლი­ვით გახ­სნი­ლი. სტუ­დენ­ტო­ბის დროს და შემ­დე­გაც, გა­და­ღე­ბებ­ზე რომ ჩა­მოვ­დი­ო­დი, დიდი სი­ხა­რუ­ლით მო­ვიჩ­ქა­რო­დი, მაგ­რამ თან ვფიქ­რობ­დი, - სად უნდა დავ­რჩე? ვის მი­ვა­კი­თხო? სას­ტუმ­რო­ში ნომ­რის და­ქი­რა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და და ღა­მეს ხან ბი­ძაშ­ვი­ლებ­თან, დე­ი­დაშ­ვი­ლებ­თან, ხან სხვა ნა­თე­სა­ვებ­თან და მე­გობ­რებ­თან ვა­თევ­დი, მაგ­რამ ცოტა მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ეს სულ მა­წუ­ხებ­და.

შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თარ ძმა­საც ვერ და­ვუ­კა­კუ­ნო ღა­მით კარ­ზე, არ გა­ვაღ­ვი­ძო, წა­ვი­დე და სად­მე პარკში, სკამ­ზე და­ვი­ძი­ნო. დღეს გულ­წრფე­ლად მინ­და, ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ვინც ღამე გა­მა­თე­ვი­ნა, ლუკ­მა გა­მი­ყო და დი­ლით სახ­ლის­კენ გზა და­მი­ლო­ცა.

- ძალ­ზე ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ. ისეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ, თით­ქოს არა­სო­დეს იღ­ლე­ბი.

- ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას არა­სო­დეს ვი­შუ­რებ, ში­ნა­გა­ნად და სუ­ლი­ე­რად არ ვიღ­ლე­ბი, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვია, ზოგ­ჯერ გული და კუნ­თი იღ­ლე­ბა. მა­ნამ­დეც და გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც პრო­ექ­ტი და­ი­წყო, ბევრ ად­გი­ლას მი­წევს მის­ვლა. მან­ქა­ნა არ მყავს, ძი­რი­თა­დად ფე­ხით დავ­დი­ვარ. მო­ტო­ციკ­ლი ფოთ­ში მყავს და­ტო­ვე­ბუ­ლი და თბი­ლის­ში მეტ­რო­თი გა­და­ვად­გილ­დე­ბი. უნდა ნა­ხოთ, მეტ­რო­შიც კი გულ­ში ვით­ვლი და ცეკ­ვის ილე­თებს ჯი­ბე­ში ხელ­ჩა­ყო­ფი­ლი, ფა­რუ­ლად ვას­რუ­ლებ. დაღ­ლი­ლო­ბი­სას ორ­ჯერ ჩა­მე­ძი­ნა, მგზავ­რებ­მა გა­მაღ­ვი­ძეს, - ბოლო გა­ჩე­რე­ბა­აო. უჟ­მუ­რი სა­ხით კი არ გა­ვა­ხი­ლე თვა­ლი, პი­რი­ქით, გა­მე­ღი­მა, რომ უსაქ­მუ­რო­ბის­გან კი არა, დაღ­ლი­ლო­ბის­გან ჩა­მე­ძი­ნა და ეს ძალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოა.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ მოხიბლა მომავალი მეუღლე ჯანო იზორიამ - ''წლები ისე გავიდა, ერთმანეთს არ შევხვედრივართ''

როგორ მოხიბლა მომავალი მეუღლე ჯანო იზორიამ - ''წლები ისე გავიდა, ერთმანეთს არ შევხვედრივართ''

მსახიობმა ჯანო იზორიამ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და ახლა "ცეკვავენ ვარსკვლავების" VI სეზონის ერთ-ერთი კონკურსანტია. ის და ნინო გოშაძე (ასევე, ფოთის თეატრის მსახიობი) 29 მარტს ევა-გაბრიელას მშობლები გახდნენ. ჯანო გალში დაიბადა, ახლა კი ფოთში ცხოვრობს. თეატრის ხელმძღვანელობა მსახიობს გულშემატკივრობს და ყოველ ორშაბათს, ყველა მსურველს იხმობს თეატრის შენობაში პროექტის საყურებლად.

- პროექტში მონაწილეობისთვის ფოთიდან თბილისში ჩამოხვედი...

- დიახ. სულ გზაში ვარ. კარიკატურის ხატვა რომ შემეძლოს, საკუთარ თავს იცი, როგორ დავხატავდი? "შპაგატში" ჩავჯდებოდი, ერთი ფეხის წვერს ფოთში "ჩავდგამდი", მეორეს - თბილისში. ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარ ხოლმე, ფარგალივით გახსნილი. სტუდენტობის დროს და შემდეგაც, გადაღებებზე რომ ჩამოვდიოდი, დიდი სიხარულით მოვიჩქაროდი, მაგრამ თან ვფიქრობდი, - სად უნდა დავრჩე? ვის მივაკითხო? სასტუმროში ნომრის დაქირავების საშუალება არ მქონდა და ღამეს ხან ბიძაშვილებთან, დეიდაშვილებთან, ხან სხვა ნათესავებთან და მეგობრებთან ვათევდი, მაგრამ ცოტა მორიდებული ადამიანი ვარ და ეს სულ მაწუხებდა.

შეიძლება, საკუთარ ძმასაც ვერ დავუკაკუნო ღამით კარზე, არ გავაღვიძო, წავიდე და სადმე პარკში, სკამზე დავიძინო. დღეს გულწრფელად მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ღამე გამათევინა, ლუკმა გამიყო და დილით სახლისკენ გზა დამილოცა.

- ძალზე ენერგიული ადამიანი ხარ. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ, თითქოს არასოდეს იღლები.

- ძალასა და ენერგიას არასოდეს ვიშურებ, შინაგანად და სულიერად არ ვიღლები, მაგრამ ბუნებრივია, ზოგჯერ გული და კუნთი იღლება. მანამდეც და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროექტი დაიწყო, ბევრ ადგილას მიწევს მისვლა. მანქანა არ მყავს, ძირითადად ფეხით დავდივარ. მოტოციკლი ფოთში მყავს დატოვებული და თბილისში მეტროთი გადავადგილდები. უნდა ნახოთ, მეტროშიც კი გულში ვითვლი და ცეკვის ილეთებს ჯიბეში ხელჩაყოფილი, ფარულად ვასრულებ. დაღლილობისას ორჯერ ჩამეძინა, მგზავრებმა გამაღვიძეს, - ბოლო გაჩერებააო. უჟმური სახით კი არ გავახილე თვალი, პირიქით, გამეღიმა, რომ უსაქმურობისგან კი არა, დაღლილობისგან ჩამეძინა და ეს ძალზე სასიამოვნოა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება