კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი 700-ლარიანი სესხი უკვე 8.500 ლარია" - წვრილი მოვაჭრეები ახალი საფინანსო ორგანიზაციების ტყვეობაში
"ჩემი 700-ლარიანი სესხი უკვე 8.500 ლარია" - წვრილი მოვაჭრეები ახალი საფინანსო ორგანიზაციების ტყვეობაში

კერ­ძო იპო­თე­კა­რე­ბის, მე­ვახ­შე­ე­ბი­სა და ბოლო დროს მომ­რავ­ლე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ­კრე­დი­ტე­ბის შემ­დეგ, ბაზ­არზე ახა­ლი სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რო­მელ­თა ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნე ბა­ზარ­სა და ბაზ­რო­ბებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი წვრი­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბი არი­ან. შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვაჭ­რო­ბის გამო რთულ ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მო­ვაჭ­რე­ებს ახალ­გა­მო­ჩე­კი­ლი საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე "მორ­გე­ბულ" პი­რო­ბებს სთა­ვა­ზო­ბენ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ვა­ლის დაფ­არვა "მცი­რე პორ­ცი­ე­ბით" ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა. თუმ­ცა საპ­რო­ცენ­ტო ტვირ­თი იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ ვა­ლის ორ­მო­დან თა­ვის დაღ­წე­ვას ცოტა თუ ახერ­ხებს.

ბა­ზარ­ზე უკვე ბევ­რი ასე­თი კომ­პა­ნი­აა. ტე­ლე­ფო­ნით მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა და სეს­ხის პი­რო­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია და აუ­ცი­ლებ­ლად ად­გილ­ზე მის­ვლას ითხო­ვენ. მათი ოფი­სე­ბი, ძი­რი­თა­დად, ბაზ­რებ­სა და ბაზ­რო­ბებ­თან მდე­ბა­რე­ობს. მეტ­წი­ლად თა­ვად აქ­ტი­უ­რო­ბენ, სა­ღა­მოს 4 სა­ა­თის შემ­დეგ, როცა ბაზ­რებ­სა და ბაზ­რო­ბებ­ზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­კა­დი მცირ­დე­ბა, ამ კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბით ხელ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით დახ­ლებს შო­რის. მარ­თა­ლია, სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ პი­რო­ბე­ბი ყვე­ლას თით­ქმის ერთი და იგი­ვე აქვს. სესხს გას­ცე­მენ მაქ­სი­მუმ 3 თვით, თვე­ში 12% და წლი­ურ 260 პრო­ცენ­ტად, თუმ­ცა ეს მათი გა­ცხა­დე­ბუ­ლი პრო­ცენ­ტია და, რა თქმა უნდა, წლი­უ­რი ეფექ­ტუ­რი პრო­ცენ­ტი­ უფრო მა­ღა­ლია.

სეს­ხებს გას­ცე­მენ უმე­ტე­სად მო­ვაჭ­რე­ებ­ზე, ვინც ბა­ზარ­ში დგას ან გარე მო­ვაჭ­რეა. სეს­ხის გა­ცე­მი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია გყავ­დეს თავ­დე­ბი. მსეს­ხე­ბე­ლი თან­ხას იხ­დის ყო­ველ­დღე, შა­ბათ-კვი­რის ჩათ­ვლით. ჯა­რი­მე­ბი ყო­ველ გა­და­ცი­ლე­ბულ დღე­ზე გა­და­სახ­დე­ლი თან­ხის 1%-ია.

ამ კომ­პა­ნი­ებს არა აქვთ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სტა­ტუ­სი და რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არი­ან, რო­გორც შპს-ები. სეს­ხებს გას­ცე­მენ ნო­ტა­რი­უ­სის მეშ­ვე­ო­ბით. ნო­ტა­რი­უ­სის ხარჯსაც კლი­ენ­ტი იხ­დის.

თუ მსეს­ხე­ბე­ლი თან­ხას ვერ აბ­რუ­ნებს, მარ­ტი­ვი აღ­სრუ­ლე­ბის პრინ­ცი­პი­თა და ყო­ველ­გვა­რი სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე (რად­გან მას ვალი ნო­ტა­რი­უ­ლად აქვს აღი­ა­რე­ბუ­ლი და ქო­ნე­ბაც ჩა­დე­ბუ­ლი), გა­რან­ტი­ის სა­ნაც­ვლოდ მსეს­ხე­ბელ­სა და თავ­დებს არ­თმე­ვენ რო­გორც პრო­დუქ­ცი­ას, რომ­ლი­თაც ვაჭ­რობს,­ ისე ბი­ნას თუ სხვა ქო­ნე­ბას, რაც გა­რან­ტი­ად აქვთ ჩა­დე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი პო­ტენ­ცი­უ­რი მსეს­ხებ­ლის­გან შე­მო­სავ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ არა­ნა­ირ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას არ ითხო­ვენ და სესხს მხო­ლოდ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბი­სა და ბაზ­რი­სა თუ ბაზ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან გა­ცე­მუ­ლი სა­ი­ჯა­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გას­ცე­მენ.

მო­ვაჭ­რე­ე­ბი პრობ­ლე­მა­ზე სა­უ­ბარს ერიდ­ები­ან იმის ში­შით, რომ ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს და გამ­სეს­ხე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ზე­წო­ლა გაძ­ლი­ერ­დეს, მით უფრო, როცა ეჭ­ვო­ბენ, რომ გამ­სეს­ხე­ბე­ლი შპს-ების უკან, შე­საძ­ლოა, ბაზ­რე­ბი­სა და ბაზ­რო­ბე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ან მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი იდ­გნენ. ჩვენ რამ­დე­ნი­მე­ მათ­გა­ნი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის დაც­ვის პი­რო­ბით ჩავ­წე­რეთ.

გაგ­რძე­ლე­ბა

"ჩემი 700-ლარიანი სესხი უკვე 8.500 ლარია" - წვრილი მოვაჭრეები ახალი საფინანსო ორგანიზაციების ტყვეობაში

"ჩემი 700-ლარიანი სესხი უკვე 8.500 ლარია" - წვრილი მოვაჭრეები ახალი საფინანსო ორგანიზაციების ტყვეობაში

კერძო იპოთეკარების, მევახშეებისა და ბოლო დროს მომრავლებული ონლაინკრედიტების შემდეგ, ბაზ­არზე ახალი საფინანსო ორგანიზაციები გამოჩნდნენ, რომელთა ძირითადი სამიზნე ბაზარსა და ბაზრობებზე დასაქმებული წვრილი მოვაჭრეები არიან. შემცირებული ვაჭრობის გამო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ მოვაჭრეებს ახალგამოჩეკილი საკრედიტო ორგანიზაციები მათ საქმიანობაზე "მორგებულ" პირობებს სთავაზობენ, რომლის თანახმადაც, ვალის დაფ­არვა "მცირე პორციებით" ყოველდღიურად ხდება. თუმცა საპროცენტო ტვირთი იმდენად მაღალია, რომ ვალის ორმოდან თავის დაღწევას ცოტა თუ ახერხებს.

ბაზარზე უკვე ბევრი ასეთი კომპანიაა. ტელეფონით მათთან დაკავშირება და სესხის პირობებზე საუბარი, ფაქტობრივად, შეუძლებელია და აუცილებლად ადგილზე მისვლას ითხოვენ. მათი ოფისები, ძირითადად, ბაზრებსა და ბაზრობებთან მდებარეობს. მეტწილად თავად აქტიურობენ, საღამოს 4 საათის შემდეგ, როცა ბაზრებსა და ბაზრობებზე მომხმარებელთა ნაკადი მცირდება, ამ კომპანიების წარმომადგენლებს საინფორმაციო ბუკლეტებით ხელში ხშირად შეხვდებით დახლებს შორის. მართალია, სახელწოდებები განსხვავებულია, მაგრამ პირობები ყველას თითქმის ერთი და იგივე აქვს. სესხს გასცემენ მაქსიმუმ 3 თვით, თვეში 12% და წლიურ 260 პროცენტად, თუმცა ეს მათი გაცხადებული პროცენტია და, რა თქმა უნდა, წლიური ეფექტური პროცენტი­ უფრო მაღალია.

სესხებს გასცემენ უმეტესად მოვაჭრეებზე, ვინც ბაზარში დგას ან გარე მოვაჭრეა. სესხის გაცემისას აუცილებელია გყავდეს თავდები. მსესხებელი თანხას იხდის ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. ჯარიმები ყოველ გადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ია.

ამ კომპანიებს არა აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსი და რეგისტრირებული არიან, როგორც შპს-ები. სესხებს გასცემენ ნოტარიუსის მეშვეობით. ნოტარიუსის ხარჯსაც კლიენტი იხდის.

თუ მსესხებელი თანხას ვერ აბრუნებს, მარტივი აღსრულების პრინციპითა და ყოველგვარი სასამართლოს გარეშე (რადგან მას ვალი ნოტარიულად აქვს აღიარებული და ქონებაც ჩადებული), გარანტიის სანაცვლოდ მსესხებელსა და თავდებს ართმევენ როგორც პროდუქციას, რომლითაც ვაჭრობს,­ ისე ბინას თუ სხვა ქონებას, რაც გარანტიად აქვთ ჩადებული. აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაციები პოტენციური მსესხებლისგან შემოსავლის დამადასტურებელ არანაირ დოკუმენტაციას არ ითხოვენ და სესხს მხოლოდ პირადობის მოწმობისა და ბაზრისა თუ ბაზრობის ადმინისტრაციასთან გაცემული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გასცემენ.

მოვაჭრეები პრობლემაზე საუბარს ერიდ­ებიან იმის შიშით, რომ ვითარება შეიძლება გართულდეს და გამსესხებელი ორგანიზაციების ზეწოლა გაძლიერდეს, მით უფრო, როცა ეჭვობენ, რომ გამსესხებელი შპს-ების უკან, შესაძლოა, ბაზრებისა და ბაზრობების ადმინისტრაცია ან მათთან დაახლოებული პირები იდგნენ. ჩვენ რამდენიმე­ მათგანი კონფიდენციალობის დაცვის პირობით ჩავწერეთ.

გაგრძელება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ