მომღერალი მერაბ სეფაშვილი დიდი ხანია ფართო საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა. როგორც მან "სარკესთან" ინტერვიუში აღნიშნა, ფაქტობრივად, უსამსახუროდაა დარჩენილი და მისი ძირითადი შემოსავლის წყარო უცხოეთში ჩატარებული კონცერტებია: "ჩვენი საქმით რთულია არსებობა. მომღერლის პროფესია დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე. ქვეყანაში კი დიდი უძრაობის ხანაა, ყოველი დღე არის უარესი და უარესი. მე - კარგი, მეტ-ნაკლებად ვმუშაობ საზღვარგარეთ, მაგრამ ახალგაზრდება რა უნდა ქნან? ჩემ ირგვლივ ყველა უმუშევარია. ჩვენი ქვეყნისთვის შოუბიზნესი პრიორიტეტული და საჭირო არ არის.
- ახლა სტაბილურად სად მღერით?
- აღარსად. ერთ-ერთ კლუბში ვმღეროდი, მაგრამ ვეღარ მუშაობს და მეც აღარ ვმღერი. გაიარეთ გარეთ, ნახეთ, რა სიტუაციაა, ყველგან წერია: "ლიკვიდაცია", "იყიდება", "გირავდება"...
- პოლიტიკაში წასვლას ხომ არ აპირებთ?
- ბევრჯერ შემომთავაზეს, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი ვთქვი. ეს არ არის ჩემი საქმე და არც არასდროს მაინტერესებდა.
- ამ მთავრობისგანაც მიიღეთ შემთავაზება?
- არა, ამ მთავრობაში მომღერლები არ სჭირდებათ. შემოთავაზება რომც მიმეღო, არც მათ დავთანხმდებოდი, რადგან, ვიმეორებ, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის.
ლანა კიკნაძე
ჟურნალი "სარკე"
წაიკითხეთ: ზურა ყიფშიძის ოჯახი ფინანსურ კრიზისშია: "ზოგს შერცხვებოდა და არ იტყოდა..."