პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიმამრის მიერ შეკვეთილი სიძის მკვლელობა - დედა-შვილი კვეზერელების საქმეში ბრალდებული გიორგი ყუფარაძის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაული
სიმამრის მიერ შეკვეთილი სიძის მკვლელობა - დედა-შვილი კვეზერელების საქმეში ბრალდებული გიორგი ყუფარაძის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაული

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­სნილ დედა-შვი­ლი კვე­ზე­რე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლია გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძე - არა­ერ­თგზის ნა­სა­მარ­თლე­ვი კრი­მი­ნა­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ქვეყ­ნი­და­ნაა გაქ­ცე­უ­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, 2 წლის წინ და­კარ­გუ­ლი 29 წლის გუ­რამ კვე­ზე­რე­ლის მჟა­ვით დამ­წვა­რი ცხე­და­რი, კო­ჯორ­ში, ერთ-ერთი აგა­რა­კის ეზო­ში ჩაფ­ლუ­ლი იპო­ვეს. 2014 წლის 17 დე­კემ­ბერს გუ­რამ კვე­ზე­რე­ლი მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნეს კო­ჯორ­ში, მოკ­ლეს და ცხე­და­რი გა­და­მა­ლეს, შემ­დეგ გუ­რა­მის დე­დას სახ­ლში მი­ად­გნენ, ნატო კვე­ზე­რელს ყელი გა­მოჭ­რეს, იქი­დან ფული წა­ი­ღეს და გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ვა­სილ გო­შა­ძემ და გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძემ კვე­ზე­რე­ლე­ბი 12 000 დო­ლა­რის გამო მოკ­ლეს.

გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძის "ან­გა­რიშ­ზე" სხვა არა­ნაკ­ლებ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლია, მათ შო­რის 2003 წელს იმ­ჟა­მად ე.წ. დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის დი­რექ­ტო­რის, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, ლა­ერტ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის შვი­ლის, ზუ­რაბ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც 6 წლის თავ­ზე, პო­ლი­ცი­ას იმ­ჟა­მად უკვე პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძემ გა­ახ­სნე­ვი­ნა. სწო­რედ ყუ­ფა­რა­ძის სა­მარ­თლა­დამ­ცა­ვებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­ირ­კვა, რომ ზუ­რაბ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლი სა­სიკ­ვდი­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­წი­რეს და მისი მკვლე­ლო­ბა სი­მამრმა შე­უკ­ვე­თა. საქ­მე­ში სულ 7 პირი ფი­გუ­რი­რებ­და.

ყუ­ფა­რა­ძემ ზუ­რაბ ზუ­ბა­და­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად და შემ­კვე­თად მოკ­ლუ­ლის სი­მამ­რი, რე­ვაზ ჩა­ჩუა და მისი მა­მი­დაშ­ვი­ლი ალ­მა­ა­ტა გრი­გო­ლია და­ა­სა­ხე­ლა. რაც ყვე­ლა­ზე შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო, საქ­მე­ში მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლე თა­მარ ჩა­ჩუ­აც ფი­გუ­რი­რებ­და.

გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძე, თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძე, ვა­სილ გო­შა­ძე და რო­ლანდ დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლებ­ლად მი­ეც­ნენ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნის დროს ყვე­ლა მათ­გა­ნი ცი­ხე­ში იჯდა. დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი; გი­ორ­გი ყუ­ფა­რა­ძე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ძმე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში იყო მხი­ლე­ბუ­ლი და 25 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი; ვა­სილ გო­შა­ძეს ყა­ჩა­ღო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის­თვის 27-წლი­ან პა­ტიმ­რო­ბას იხ­დი­და. და­ნა­შა­უ­ლის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს თე­მურ შა­რა­შე­ნი­ძეც გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ძმე­ბი მოკ­ლეს, ეზო­ში და­მარ­ხეს და ჩა­ა­ბე­ტო­ნეს" - ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი დედა-შვი­ლი კვე­ზე­რე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­ზე შემ­ზა­რავ დე­ტა­ლებს ყვე­ბა

სიმამრის მიერ შეკვეთილი სიძის მკვლელობა - დედა-შვილი კვეზერელების საქმეში ბრალდებული გიორგი ყუფარაძის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაული

სიმამრის მიერ შეკვეთილი სიძის მკვლელობა - დედა-შვილი კვეზერელების საქმეში ბრალდებული გიორგი ყუფარაძის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაული

რამდენიმე დღის წინ გახსნილ დედა-შვილი კვეზერელების განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულია გიორგი ყუფარაძე - არაერთგზის ნასამართლევი კრიმინალი, რომელიც ამჟამად ქვეყნიდანაა გაქცეული. შეგახსენებთ, 2 წლის წინ დაკარგული 29 წლის გურამ კვეზერელის მჟავით დამწვარი ცხედარი, კოჯორში, ერთ-ერთი აგარაკის ეზოში ჩაფლული იპოვეს. 2014 წლის 17 დეკემბერს გურამ კვეზერელი მოტყუებით წაიყვანეს კოჯორში, მოკლეს და ცხედარი გადამალეს, შემდეგ გურამის დედას სახლში მიადგნენ, ნატო კვეზერელს ყელი გამოჭრეს, იქიდან ფული წაიღეს და გაუჩინარდნენ. ოფიციალური ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა ვასილ გოშაძემ და გიორგი ყუფარაძემ კვეზერელები 12 000 დოლარის გამო მოკლეს.

გიორგი ყუფარაძის "ანგარიშზე" სხვა არანაკლებ მძიმე დანაშაულია, მათ შორის 2003 წელს იმჟამად ე.წ. დეზერტირების ბაზრის დირექტორის, ყოფილი დეპუტატის, ლაერტ ზუბადალაშვილის შვილის, ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობა, რომელიც 6 წლის თავზე, პოლიციას იმჟამად უკვე პატიმრობაში მყოფმა გიორგი ყუფარაძემ გაახსნევინა. სწორედ ყუფარაძის სამართლადამცავებთან თანამშრომლობით გაირკვა, რომ ზურაბ ზუბადალაშვილი სასიკვდილოდ ოჯახის წევრებმა გაწირეს და მისი მკვლელობა სიმამრმა შეუკვეთა. საქმეში სულ 7 პირი ფიგურირებდა.

ყუფარაძემ ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის ორგანიზატორად და შემკვეთად მოკლულის სიმამრი, რევაზ ჩაჩუა და მისი მამიდაშვილი ალმაატა გრიგოლია დაასახელა. რაც ყველაზე შოკისმომგვრელი იყო, საქმეში მოკლულის მეუღლე თამარ ჩაჩუაც ფიგურირებდა.

გიორგი ყუფარაძე, თეიმურაზ შარაშენიძე, ვასილ გოშაძე და როლანდ დიღმელაშვილი თავდაპირველად მკვლელობის შემსრულებლებლად მიეცნენ პასუხისგებაში. დანაშაულის გახსნის დროს ყველა მათგანი ციხეში იჯდა. დიღმელაშვილი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული; გიორგი ყუფარაძე აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობაში იყო მხილებული და 25 წელი ჰქონდა მისჯილი; ვასილ გოშაძეს ყაჩაღობისა და მკვლელობისთვის 27-წლიან პატიმრობას იხდიდა. დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს თემურ შარაშენიძეც  განაგრძეთ კითხვა

ასევე წაიკითხეთ: "ძმები მოკლეს, ეზოში დამარხეს და ჩააბეტონეს" - ყოფილი პატიმარი დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულებზე შემზარავ დეტალებს ყვება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ