მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო

3

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 12:11-ზე, მთვარე თევზებში გადავა 19:20 მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მცირე ალკოჰოლი არ გაწყენთ. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
პოლიტიკა
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის გაბატონებული სტანდარტები უნდა ვაკრიტიკოთ, სადაც ქალის გასაგნება ხდება" - გური სულთანიშვილი
"ის გაბატონებული სტანდარტები უნდა ვაკრიტიკოთ, სადაც ქალის გასაგნება ხდება" - გური სულთანიშვილი

მსა­ხი­ობ თა­თია სამ­ხა­რა­ძის შემ­დეგ შალ­ვა რა­მიშ­ვილს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ში კი­დევ ერთი ქალი ადა­ნა­შა­უ­ლებს. ფო­ტო­მო­დე­ლი ემი­ლია სი­სა­უ­რი "მუ­ზიქ ბოქ­სთან" სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო შე­თა­ვა­ზე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის თა­ო­ბა­ზე.

"ახლა ძა­ლი­ან დიდი აჟი­ო­ტა­ჟი ატყდა შალ­ვა რა­მიშ­ვილ­ზე. მქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა, უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო სე­რი­ა­ლი და შალ­ვამ მი­თხრა, რომ მას­თან თუ არ და­ვამ­ყა­რებ­დი სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას, ჩემი და მისი ურ­თი­ერ­თო­ბა ვე­ღარ გაგ­რძელ­დე­ბო­და. ძა­ლა­დო­ბა ჩემს მი­მართ ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ შე­მომ­თა­ვა­ზა და მე ამა­ზე ვუ­თხა­რი უარი. მი­თხრა, ჩემ­გან უფა­სო გაკ­ვე­თი­ლი გქონ­დე­სო ის, რომ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ტენ­ზია გაქვს იყო მსა­ხი­ო­ბი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ქალი, აუ­ცი­ლებ­ლად პრო­დუ­სერ­მა უნდა გაგ­სინ­ჯო­სო", - ამ­ბობს ემი­ლია სი­სა­უ­რი.

თე­მას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ფი­ლო­სო­ფო­სი და ბლო­გე­რი გური სულ­თა­ნიშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ცოტა ვრცე­ლი პოს­ტი.

ეს პოს­ტი ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლია ბრალ­დე­ბე­ბით, რო­მე­ლიც შალ­ვა რა­მიშ­ვილს წა­უ­ყე­ნეს ქა­ლებ­მა. ახლა ტასო ბარ­ნო­ვას კიდე ერთი გოგო და­ე­მა­ტა. მე არ გა­ვა­კე­თებ ცენ­ტა­რულ აქ­ცენტს კონ­კრე­ტულ ტი­პებ­ზე და ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებ­ზე, მე მინ­და ლი­ბე­რა­ლურ ფე­მი­ნიზმს შე­ვე­ხო ამით.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი ჩემ­თვის არის ისე­თი­ვე კა­ლიბ­რის ფი­გუ­რა, რო­გო­რი­ცაა 'უფ­ლე­ბამ­დაც­ვე­ლი' მა­ცა­ცო. შალ­ვა არის თაღ­ლი­თი და ჩემ­თვის არა­პა­ტივ­სა­ცე­მი კაცი, ერთი რაც ქონ­და ნიჭი იყო და ისიც რა­დიო 105 ში და­ტო­ვა, ნუ მერე 'აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­რე­შე' გა­უ­ვარ­და. ტასო ბარ­ნო­ვა რა­ვი­ცი ისე­თი­ვე გოგო მგო­ნია რო­გო­რებ­საც და­ცი­ნის. მარა საქ­მე სხვა რა­მე­შია, საქ­მე არის ბაია პა­ტა­რა­ი­ა­ში და ნი­ნია კა­კა­ბა­ძე­ში, რე­აქ­ცი­ო­ნერ ლი­ბე­რალ ფე­მი­ნის­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ზე­და­პი­რუ­ლი ანა­ლი­ზით და მხო­ლოდ შე­დე­გე­ბის კრი­ტი­კით, მი­ზე­ზე­ბი კი ეპა­რე­ბათ.

სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბა ეს ძა­ლა­დო­ბის ერთ-ერთი ფორ­მაა, ძა­ლა­დო­ბაა აგ­რეთ­ვე ქა­ლის სექ­სუ­ა­ლო­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მძლავრ დის­კურსს და ტე­რი­ტო­რი­ას ქმნის ქა­ლის გა­საგ­ნე­ბი­სათ­ვის, ობი­ექ­ტი­ვი­ზა­ცი­ის­თვის. აი რაც შემ­დეგ ხდე­ბა, ესაა სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­როვ­ვე­ბა, და მხო­ლოდ ამის კრი­ტი­კა, ამა­ზე ყვი­რი­ლი იგი­ვეა, რაც კუ­ჭის პრობ­ლე­მე­ბის გამო სა­ხე­ზე გაყ­რი­დეს და მხო­ლოდ სა­ხეს მკურ­ნა­ლობ­დე.

ცოტა შო­რი­დან

ლი­ბე­რა­ლურ­მა წეს­რიგ­მა ქალი წარ­მო­ა­ჩი­ნა, რო­გორც სა­ქო­ნე­ლი, სექ­სის ბა­ზარ­ზე, ისე რომ ეს ძა­ლა­დო­ბად არ მი­ი­ღო.

მა­გა­ლი­თად, თუ და­სავ­ლეთ­ში ქალი აღ­მო­სავ­ლე­ლი ქა­ლის მიერ ჩად­რის ტა­რე­ბას ჩაგ­ვრად აღიქ­ვამს, და თა­ვი­სუფ­ლე­ბად - არ­ჩევ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მუს­ლი­მი ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში ჩად­რი შე­საძ­ლოა პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნი იყოს მა­მის, ქმრის და ის­ლა­მუ­რი კო­ლექ­ტი­ვის და­ძა­ლე­ბის გა­რე­შე. ამა­ზე კარ­გი მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავს ჟი­ჟეკს (ის აღა­რაა ნი­შა­ნი მათი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა მუს­ლი­მურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, არა­მედ მათი იდი­ო­სინ­კრა­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. გან­სხვა­ვე­ბა ისე­თი­ვეა, რო­გორც ჩი­ნელ ფერ­მერს, რო­მე­ლიც ჩი­ნურ საკ­ვებს ჭამს იმი­ტომ, რომ მის სო­ფელ­ში ასე იქ­ცე­ვი­ან უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან და და­სავ­ლუ­რი მე­გა­პო­ლი­სის მო­ქა­ლა­ქე გა­და­წყვეტს, რომ წა­ვი­დეს და ივახ­შმოს ად­გი­ლობ­რივ ჩი­ნურ რეს­ტო­რან­ში.)

აქ ასე­ვე ერ­თვე­ბა გლო­ბა­ლუ­რი სე­კუ­ლა­რუ­ლი კულ­ტუ­რაც, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ რე­ლი­გი­უ­რი ატ­რი­ბუ­ტე­ბი უნდა გა­და­ვიდ­ნენ პი­რად სივ­რცე­ში, შე­სა­ბა­მი­სად ჩად­რი სა­ჯა­რო სივ­რცის ნა­წი­ლია და ამი­ტო­მაც არის ჩაგ­ვრა ამი­ტო­მაც და­სავ­ლე­თი ამას ვერ იგებს, იმი­ტომ რომ ჩად­რი გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბაა, ხოლო თუ და­სავ­ლე­ლი ქალი კოს­მე­ტი­კურ იმპლან­ტებ­სა და პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას მი­მარ­თავს, რათა კონ­კუ­რენ­ტუ­ლი დარ­ჩეს სექ­სის ბა­ზარ­ზე და ამას არ­ჩევ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბით ამარ­თლებს - ეს არაა ძა­ლა­დო­ბა..

არა­და ესაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ირი­ბი ძა­ლა­დო­ბა, სა­დაც სურ­ვი­ლის აღ­ძვრით, პრეს­ტი­ჟის ნიშ­ნე­ბის ფლო­ბით და ა.შ. ხდე­ბა შე­ტყუ­ე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის. ესაა ტე­რი­ტო­რია სა­დაც ქალი, არა რო­გორც პი­როვ­ნე­ბა, არა­მედ რო­გორც სახ­მა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ისეა წარ­მო­ჩე­ნი­ლი. მისი საქ­მეა იყოს სექ­სუ­ა­ლუ­რი, აღ­ძრას სურ­ვი­ლე­ბი და მისი იდენ­ტო­ბა და­დი­ო­დეს მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლო­ბამ­დე. იგი­ვეა სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სიც, ისი­ნი არი­ან გა­საგ­ნე­ბუ­ლე­ბი, აქვთ კოშ­მა­რუ­ლი სი­ბე­რე, რად­გა­ნაც კარ­გა­ვენ მთელ ცხოვ­რე­ბას და ვერ ეგუ­ე­ბი­ან ცხოვ­რე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას - და­ბე­რე­ბას, იკე­თე­ბენ პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებს და ხან­და­ხან ფა­ტა­ლურ შე­დე­გე­ბამ­დეც მი­დი­ან.

ვულ­გა­რუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა ესაა, რო­დე­საც იცი რო­გორ ჩა­იც­ვა, რო­გორ გა­მო­ა­ჩი­ნო კონ­კრე­ტუ­ლი მო­მენ­ტე­ბი და ეს ისე­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნა­წი­ლია, სა­დაც გას­ცემ სიგ­ნა­ლებს, იმ­პულ­სებს და შემ­დეგ შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას უკვე ლე­გა­ლის­ტურ კა­ტე­გო­რი­ას მი­ან­დობ, იცი რომ დის­კურ­სი ხელს გაძ­ლევს და გა­გა­მარ­თლებს და ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბად აღიქ­მე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

სა­კი­თხი უფრო კომ­პლექ­სუ­რია, ჩვენ არამ­ხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბა, არა­მედ ის გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი უნდა ვაკ­რი­ტი­კოთ, სა­დაც ქა­ლის გა­საგ­ნე­ბა ხდე­ბა, თორე მერე ვვარ­დე­ბით ისეთ კო­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა ლა­მა­ზი და ჩერ­ჩე­ტი გო­გო­ე­ბის მხრი­დან წუ­წუ­ნი, რომ მათ სულს არა­ვინ აფა­სებს და ა.შ. რო­გორ უნდა და­ფას­დეს, როცა სცე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ხარ რო­გორც პრო­დუქ­ტი, სამ­ყა­რო­ში ერე­ვი, რო­გორც მხო­ლოდ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მი სექ­სის ბა­ზარ­ზე.

ეს ყვე­ლა­ფე­რი იქით იყოს და აი ზუ­რაბ კა­კა­ბა­ძე, კარ­გი ქარ­თვე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი რას წერს ამა­ზე.

"ერთი შე­ხედ­ვით, ეს, უბ­რა­ლოდ, ტან­საც­მლის მო­დაა, რო­მელ­საც სხვა არა­ფე­რი გან­სა­ზღვრავს და ამოძ­რა­ვებს, თუ არა სა­კუ­თა­რი ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვი - გა­რეგ­ნო­ბის შე­ლა­მა­ზე­ბის მო­ტი­ვი. (...) ვი­თომ­ცდა ეს ქა­ლის გა­რეგ­ნო­ბის შე­ლა­მა­ზე­ბის მო­დაა, ვი­თომ­ცდა ამას სხვა არა­ფე­რი გან­სა­ზღვრავს, თუ არა ეს­თე­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი (...). ტან­საც­მლის და­მოკ­ლე­ბა-და­ვიწ­რო­ე­ბას სრუ­ლი­ად გარ­კვე­უ­ლი სა­ზღვა­რი უდევს, რომ­ლის გა­და­ლახ­ვი­სას მთავ­რდე­ბა გა­რეგ­ნო­ბის შე­ლა­მა­ზე­ბის ეს­თე­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა და თა­ვი­სე­ბუ­რი დე­ე­რო­ტი­ზე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორ­გია იწყე­ბა. "ულტრა­მი­ნი­მო­დის პი­რო­ბებ­ში მა­მა­კა­ცი ყო­ველ­დღე და ყო­ველ სა­ათს, ქუ­ჩა­სა თუ რეს­ტო­რან­ში, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­სა თუ სა­კან­ცე­ლა­რიო ოთახ­ში, ყო­ველ­გვა­რი წი­ნას­წა­რი დის­ტან­ცი­ის გა­რე­შე და თა­ნაც ნაირ-ნაირ ქალ­თან უშუ­ა­ლოდ შე­დის სექ­სუ­ა­ლუ­რი ალერ­სის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ისე, რომ წუ­თით და­ყოვ­ნე­ბას ვერ ას­წრებს, რათა თვა­ლებ­ში მა­ინც ჩა­ხე­დოს რო­მე­ლი­მე მათ­განს, ოდ­ნავ მა­ინც იგ­რძნოს და გა­ნი­ცა­დოს ქალი-პი­როვ­ნე­ბა."

აი ეს გო­გოც, პი­რა­დუ­ლად არა­ვის ვერ­ჩი, რა თქმა უნდა, მე­ტიც არას­დროს მი­ზი­დავ­და ასე­თი სექ­სუ­ა­ლო­ბა ქალ­ში, უბ­რა­ლოდ მისი სა­ხე­ხა­ტიც ისაა, რაც ზე­მოთ დავ­წე­რე. ეს ცო­ტა­თი გავს იმ ამ­ბავს, რო­დე­საც ხარს წი­თელ ფერს აუფ­რი­ა­ლებ, ხარი გა­მო­ი­წე­ვა და შენ ყვი­რი რა­ტომ არაა ხარი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლიო. რა თქმა უნდა, ადა­მი­ა­ნე­ბი ხა­რის­გან და ცხო­ვე­ლი­სა­გან იმით გან­ვსხვავ­დე­ბით, რომ შეგ­ვიძ­ლია მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის გა­და­ვა­დე­ბა, უა­რის თქმა სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ზე და ა.შ. უბ­რა­ლოდ რო­დე­საც ვაკ­რი­ტი­კებთ მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ვე­ბას გა­ვაკ­რი­ტი­კოთ ქა­ლის გა­საგ­ნე­ბაც, ვი­ყოთ მარ­ქსის­ტე­ბი!!! :) :)

ფე­მი­ნიზ­მი ლი­ბე­რა­ლურ პა­რა­დიგ­მა­ში ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა უკი­დუ­რე­სად სუ­რო­გა­ტი რამ, ნა­ძა­ლა­დე­ვი. ფე­მი­ნიზ­მის ად­გი­ლი მხო­ლოდ მარ­ქსიზ­მთან ერ­თა­დაა!".

იხი­ლეთ ასე­ვე: "ვა­დას­ტუ­რებ, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი ახორ­ცი­ე­ლებ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ვიწ­რო­ვე­ბას" - "ტასო ბარ­ნო­ვას" პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რი სკან­დალ­ზე

რას პა­სუ­ხობს შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი თა­თია სამ­ხა­რა­ძის ბრალ­დე­ბას: "ვა­პი­რებ ჩემი რე­პუ­ტა­ცი­ის დაც­ვის­თვის ბრძო­ლას"

ნათია
2

მე არცერთ მხარეს არ ვეხები,. არც წერილის ავტორს, არც მათ მის გვერდით დიდი ხნი წინ გამოქვეყნებულ წერილს, ამ წერილმა უბრალოდ ერთი საინტერესო აზრის პასუხი მაინტერესებს. რა უნდათ ქალებს, რას გვამცნობენ, ან რისი სურვილი უნდათ გაასაჯაროონ როცა ასე გაშიშვლებული გამოდიან საზოგადოების წინაშე. არაფერი დაფარული არ არის, არც მკერდი, არც ბარძაყები, არც ყბასა და ყბას შორის გადასმული პომადა,ან ლამაზი ქვედა საცვალი.ამით რას ასაჯაროებენ. მე ძალიამ მაინტერესებს, ვარ 84წლის და 19 წლის გავთხოვდი, ჩემი მეგობრის დედის ორმოციდან სახლამდე მიმატანინა პატარა თეფშები, ყავაზე დავპატიჟე, მეორე დღს მოვიდა ჩემთან და მთხოვა კინოში გავყოლოდი, კინოს მაგივრად სახლში წამიყვანა და 58 წელი ვცხოვრობდით ერთად, სანამ სული ამოსდიოდა ჩემთვის ხელი არ გაუშვია. არც მოკლე კაბა მეცვა, არც არანაირად შეღებილი არ ვყოფილვარ და ტანზედაც ნორმალური ჩაცმულობა მქონდა. არ ვიცი ვინ დაგიფიცოთ, არცერთხელ შენი დედა ვატირეო არ წამოცდენია, უაღრესად კარგად აღზრდილი იყო და არცერთხელ ერთის გარდა შვილებისთვის არ გაურტამს. ამიხსენი რატომ თხოვდებით რამდენჯერმე და რა არის ამაში სანაქებო, ამის გამო თუ იცვამთ მოკლე კაბებს და ზევით-ქვევით იხდით ყველაფერს არ მგონია ვინმე დაგეთანხმოთ,რომ ეს მართებულია, არა და..... ისე ღმერთმა ხელი მოგიმართოთ....

 

და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დიდი მღელვარება სამხრეთ კორეაში - სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს

"ის გაბატონებული სტანდარტები უნდა ვაკრიტიკოთ, სადაც ქალის გასაგნება ხდება" - გური სულთანიშვილი

"ის გაბატონებული სტანდარტები უნდა ვაკრიტიკოთ, სადაც ქალის გასაგნება ხდება" - გური სულთანიშვილი

მსახიობ თათია სამხარაძის შემდეგ შალვა რამიშვილს სექსუალური ხასიათის შევიწროვებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. ფოტომოდელი ემილია სისაური "მუზიქ ბოქსთან" საუბრისას აცხადებს, რომ

შალვა რამიშვილისგან მიიღო შეთავაზება სექსუალური ურთიერთობის თაობაზე.

"ახლა ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა შალვა რამიშვილზე. მქონდა ასეთი  შემთხვევა, უნდა გამოსულიყო სერიალი და შალვამ მითხრა, რომ მასთან თუ არ დავამყარებდი სექსუალურ ურთიერთობას, ჩემი და მისი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებოდა. ძალადობა ჩემს მიმართ ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ შემომთავაზა და მე ამაზე ვუთხარი უარი. მითხრა, ჩემგან უფასო გაკვეთილი გქონდესო ის, რომ როდესაც საქართველოში პრეტენზია გაქვს იყო მსახიობი, სექსუალური ქალი, აუცილებლად პროდუსერმა უნდა გაგსინჯოსო", - ამბობს ემილია სისაური.

თემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფილოსოფოსი და ბლოგერი გური სულთანიშვილი ეხმაურება:

"ცოტა ვრცელი პოსტი.

ეს პოსტი ინსპირირებულია ბრალდებებით, რომელიც შალვა რამიშვილს წაუყენეს ქალებმა. ახლა ტასო ბარნოვას კიდე ერთი გოგო დაემატა. მე არ გავაკეთებ ცენტარულ აქცენტს კონკრეტულ ტიპებზე და ტექნიკურ საკითხებზე, მე მინდა ლიბერალურ ფემინიზმს შევეხო ამით.

შალვა რამიშვილი ჩემთვის არის ისეთივე კალიბრის ფიგურა, როგორიცაა 'უფლებამდაცველი' მაცაცო. შალვა არის თაღლითი და ჩემთვის არაპატივსაცემი კაცი, ერთი რაც ქონდა ნიჭი იყო და ისიც რადიო 105 ში დატოვა, ნუ მერე 'აკრედიტაციის გარეშე' გაუვარდა. ტასო ბარნოვა რავიცი ისეთივე გოგო მგონია როგორებსაც დაცინის. მარა საქმე სხვა რამეშია, საქმე არის ბაია პატარაიაში და ნინია კაკაბაძეში, რეაქციონერ ლიბერალ ფემინისტებში, რომლებიც გამოირჩევიან ზედაპირული ანალიზით და მხოლოდ შედეგების კრიტიკით, მიზეზები კი ეპარებათ.

სექსუალური შევიწროვება ეს ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, ძალადობაა აგრეთვე ქალის სექსუალობის კომერციალიზაცია, რომელიც მძლავრ დისკურსს და ტერიტორიას ქმნის ქალის გასაგნებისათვის, ობიექტივიზაციისთვის. აი რაც შემდეგ ხდება, ესაა სექსუალური შევიწროვვება, და მხოლოდ ამის კრიტიკა, ამაზე ყვირილი იგივეა, რაც კუჭის პრობლემების გამო სახეზე გაყრიდეს და მხოლოდ სახეს მკურნალობდე.

ცოტა შორიდან

ლიბერალურმა წესრიგმა ქალი წარმოაჩინა, როგორც საქონელი, სექსის ბაზარზე, ისე რომ ეს ძალადობად არ მიიღო.

მაგალითად, თუ დასავლეთში ქალი აღმოსავლელი ქალის მიერ ჩადრის ტარებას ჩაგვრად აღიქვამს, და თავისუფლებად - არჩევნის თავისუფლებას, მუსლიმი ქალის შემთხვევაში ჩადრი შესაძლოა პირადი არჩევანი იყოს მამის, ქმრის და ისლამური კოლექტივის დაძალების გარეშე. ამაზე კარგი მაგალითი მოჰყავს ჟიჟეკს (ის აღარაა ნიშანი მათი კუთვნილებისა მუსლიმურ საზოგადოებაში, არამედ მათი იდიოსინკრატული ინდივიდუალობის გამოხატულება. განსხვავება ისეთივეა, როგორც ჩინელ ფერმერს, რომელიც ჩინურ საკვებს ჭამს იმიტომ, რომ მის სოფელში ასე იქცევიან უხსოვარი დროიდან და დასავლური მეგაპოლისის მოქალაქე გადაწყვეტს, რომ წავიდეს და ივახშმოს ადგილობრივ ჩინურ რესტორანში.)

აქ ასევე ერთვება გლობალური სეკულარული კულტურაც, რომელიც ამბობს, რომ რელიგიური ატრიბუტები უნდა გადავიდნენ პირად სივრცეში, შესაბამისად ჩადრი საჯარო სივრცის ნაწილია და ამიტომაც არის ჩაგვრა ამიტომაც დასავლეთი ამას ვერ იგებს, იმიტომ რომ ჩადრი გაბატონებული მოცემულობაა, ხოლო თუ დასავლელი ქალი კოსმეტიკურ იმპლანტებსა და პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს, რათა კონკურენტული დარჩეს სექსის ბაზარზე და ამას არჩევნის თავისუფლებით ამართლებს - ეს არაა ძალადობა..

არადა ესაა ჩვეულებრივი ირიბი ძალადობა, სადაც სურვილის აღძვრით, პრესტიჟის ნიშნების ფლობით და ა.შ. ხდება შეტყუება ადამიანების. ესაა ტერიტორია სადაც ქალი, არა როგორც პიროვნება, არამედ როგორც სახმარი ღირებულება ისეა წარმოჩენილი. მისი საქმეა იყოს სექსუალური, აღძრას სურვილები და მისი იდენტობა დადიოდეს მხოლოდ სექსუალობამდე. იგივეა სამოდელო ბიზნესიც, ისინი არიან გასაგნებულები, აქვთ კოშმარული სიბერე, რადგანაც კარგავენ მთელ ცხოვრებას და ვერ ეგუებიან ცხოვრების კანონზომიერებას - დაბერებას, იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს და ხანდახან ფატალურ შედეგებამდეც მიდიან.

ვულგარული სექსუალურობა ესაა, როდესაც იცი როგორ ჩაიცვა, როგორ გამოაჩინო კონკრეტული მომენტები და ეს ისეთი კომუნიკაციის ნაწილია, სადაც გასცემ სიგნალებს, იმპულსებს და შემდეგ შესაბამის რეაგირებას უკვე ლეგალისტურ კატეგორიას მიანდობ, იცი რომ დისკურსი ხელს გაძლევს და გაგამართლებს და ქალზე ძალადობად აღიქმება ეს ყველაფერი.

საკითხი უფრო კომპლექსურია, ჩვენ არამხოლოდ სექსუალური შევიწროვება, არამედ ის გაბატონებული სტანდარტები უნდა ვაკრიტიკოთ, სადაც ქალის გასაგნება ხდება, თორე მერე ვვარდებით ისეთ კომიკურ სიტუაციებში, როგორიცაა ლამაზი და ჩერჩეტი გოგოების მხრიდან წუწუნი, რომ მათ სულს არავინ აფასებს და ა.შ. როგორ უნდა დაფასდეს, როცა სცენაზე წარმოდგენილი ხარ როგორც პროდუქტი, სამყაროში ერევი, როგორც მხოლოდ კონკურენტუნარიანი ორგანიზმი სექსის ბაზარზე.

ეს ყველაფერი იქით იყოს და აი ზურაბ კაკაბაძე, კარგი ქართველი ფილოსოფოსი რას წერს ამაზე.

"ერთი შეხედვით, ეს, უბრალოდ, ტანსაცმლის მოდაა, რომელსაც სხვა არაფერი განსაზღვრავს და ამოძრავებს, თუ არა საკუთარი შინაგანი მოტივი - გარეგნობის შელამაზების მოტივი. (...) ვითომცდა ეს ქალის გარეგნობის შელამაზების მოდაა, ვითომცდა ამას სხვა არაფერი განსაზღვრავს, თუ არა ესთეტიკური მოტივი (...). ტანსაცმლის დამოკლება-დავიწროებას სრულიად გარკვეული საზღვარი უდევს, რომლის გადალახვისას მთავრდება გარეგნობის შელამაზების ესთეტიკური ღონისძიება და თავისებური დეეროტიზებული სექსუალური ორგია იწყება. `ულტრამინიმოდის პირობებში მამაკაცი ყოველდღე და ყოველ საათს, ქუჩასა თუ რესტორანში, საკონცერტო დარბაზსა თუ საკანცელარიო ოთახში, ყოველგვარი წინასწარი დისტანციის გარეშე და თანაც ნაირ-ნაირ ქალთან უშუალოდ შედის სექსუალური ალერსის ურთიერთობაში ისე, რომ წუთით დაყოვნებას ვერ ასწრებს, რათა თვალებში მაინც ჩახედოს რომელიმე მათგანს, ოდნავ მაინც იგრძნოს და განიცადოს ქალი-პიროვნება."

აი ეს გოგოც, პირადულად არავის ვერჩი, რა თქმა უნდა, მეტიც არასდროს მიზიდავდა ასეთი სექსუალობა ქალში, უბრალოდ მისი სახეხატიც ისაა, რაც ზემოთ დავწერე. ეს ცოტათი გავს იმ ამბავს, როდესაც ხარს წითელ ფერს აუფრიალებ, ხარი გამოიწევა და შენ ყვირი რატომ არაა ხარი დემოკრატიულიო. რა თქმა უნდა, ადამიანები ხარისგან და ცხოველისაგან იმით განვსხვავდებით, რომ შეგვიძლია მოთხოვნილებების გადავადება, უარის თქმა საკუთარ სურვილებზე და ა.შ. უბრალოდ როდესაც ვაკრიტიკებთ მხოლოდ სექსუალურ შევიწროვებას გავაკრიტიკოთ ქალის გასაგნებაც, ვიყოთ მარქსისტები!!! :) :)

ფემინიზმი ლიბერალურ პარადიგმაში ვერ განხორციელდება, ეს იქნება უკიდურესად სუროგატი რამ, ნაძალადევი. ფემინიზმის ადგილი მხოლოდ მარქსიზმთან ერთადაა!".

იხილეთ ასევე: "ვადასტურებ, შალვა რამიშვილი ახორციელებდა სექსუალური ხასიათის შევიწროვებას" - "ტასო ბარნოვას" პირველი საჯარო კომენტარი სკანდალზე

რას პასუხობს შალვა რამიშვილი თათია სამხარაძის ბრალდებას: "ვაპირებ ჩემი რეპუტაციის დაცვისთვის ბრძოლას"