საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამებაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის
სამებაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრის მო­ად­გი­ლის, არ­ქი­მან­დრიტ ილია ნა­სი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­მე­ბის ტა­ძარ­ში მომ­ხდა­რი ხან­ძრის მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" არ­ქი­მან­დრიტ­მა ილი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ხე­ლოვ­ნუ­რად იყო თუ არა პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი ხან­ძა­რი სა­მე­ბა­ში, მის­თვის უც­ნო­ბია. მი­სი­ვე თქმით, ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, არც გა­მო­ძი­ე­ბის დას­კვნას არ გაც­ნო­ბია.

"სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, ვე­რა­ფერს ვერ გე­ტყვით. ჩემ­თვის არა­ფე­რი არ არის ცნო­ბი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გვე­ცო­დი­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი", - გა­ნა­ცხა­და მამა ილი­ამ. ამას­თან, რო­გორც სა­მე­ბის ტაძ­რის არ­ქი­მან­დრიტ­მა იო­ა­ნე მჭედ­ლიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ხან­ძრის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ის და კი­დევ ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პირი და­კი­თხეს, რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბის დროს მე­ხან­ძრე­ებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ასე­ვე და­ი­კი­თხა იქ მყო­ფი სხვა პი­რე­ბიც.

"გვკი­თხეს, რო­მელ სა­ათ­ზე შე­ნიშ­ნეთ ცე­ცხლი და რო­დის მო­ვი­და სა­ხან­ძრო - ეს იყო და­კი­თხვის მთე­ლი ში­ნა­არ­სი. ექ­სპერ­ტი­ზამ უნდა და­ად­გი­ნოს, რამ გა­მო­იწ­ვია ხან­ძა­რი. ექ­სპერ­ტი­ზას დას­კვნა ჯერ არ და­უდ­ვია", - გა­ნა­ცხა­და არ­ქი­მან­დრიტ­მა იო­ა­ნემ.

ხან­ძა­რი სა­მე­ბის ლავ­რა­ში არ­სე­ბულ სტამ­ბის სა­წყობ­ში 20 მარტს გაჩ­ნდა, რის შე­დე­გა­დაც 1200 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბი და­იწ­ვა, 20 ათა­სი კვ. მეტ­რი კი და­ზი­ან­და. ხან­ძრის მი­ზე­ზად ელექტრო­სა­დე­ნე­ბი და­სა­ხელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სამებაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის

სამებაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილის, არქიმანდრიტ ილია ნასიძის განცხადებით, სამების ტაძარში მომხდარი ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება არ დასრულებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" არქიმანდრიტმა ილიამ განუცხადა, ხელოვნურად იყო თუ არა პროვოცირებული ხანძარი სამებაში, მისთვის უცნობია. მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება არ დასრულებულა და შესაბამისად, არც გამოძიების დასკვნას არ გაცნობია.

"სანამ არ დასრულდება გამოძიება, ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი. გამოძიების დასრულების შემდეგ გვეცოდინება ყველაფერი", - განაცხადა მამა ილიამ. ამასთან, როგორც სამების ტაძრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხანძრის დროს სამართალდამცავებმა ის და კიდევ ერთი სასულიერო პირი დაკითხეს, როგორც თვითმხილველები, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობის დროს მეხანძრეებს ეხმარებოდნენ. ასევე დაიკითხა იქ მყოფი სხვა პირებიც.

"გვკითხეს, რომელ საათზე შენიშნეთ ცეცხლი და როდის მოვიდა სახანძრო - ეს იყო დაკითხვის მთელი შინაარსი. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია ხანძარი. ექსპერტიზას დასკვნა ჯერ არ დაუდვია", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.

ხანძარი სამების ლავრაში არსებულ სტამბის საწყობში 20 მარტს გაჩნდა, რის შედეგადაც 1200 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა, 20 ათასი კვ. მეტრი კი დაზიანდა. ხანძრის მიზეზად ელექტროსადენები დასახელდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია