სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაგარჩენს" - "ნაციონალების" ბრალდებები და მერიის პასუხი ბოტანიკური ბაღის ნაწილის გასხვისებაზე
 "ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაგარჩენს" - "ნაციონალების" ბრალდებები და მერიის პასუხი ბოტანიკური ბაღის ნაწილის გასხვისებაზე

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის დი­რექ­ტორს თა­მაზ დარ­ჩი­ძეს "ხე­ლის ბიჭი" უწო­და. ასე მე­ლი­ამ დარ­ჩი­ძეს ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­თან მი­მარ­თა, სა­დაც ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ ერთ წარ­მო­მად­გე­ნელ, ირაკ­ლი აბე­სა­ძეს­თან ერ­თად მი­ვი­და და დარ­ჩი­ძის­გან იმ წე­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხით და­ინ­ტე­რეს­და, რომ­ლი­თაც ბა­ღის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 4 ჰექ­ტა­რი მიწა გას­ხვის­და.

"4 ჰექ­ტა­რი მიწა, რაც იყო ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ბა­ლანსზე, გა­და­ე­ცით თუ არა კონ­კრე­ტულ კომ­პა­ნი­ას? რა გგო­ნი­ათ, ცი­დან ჩა­მოფ­რე­ნი­ლე­ბი ვართ და დო­კუ­მენ­ტე­ბის კი­თხვა არ ვი­ცით?... ახალ­გაზ­რდა ერთი წუ­თით მო­მის­მი­ნე. შენ უნდა იცო­დე ერთი რა­ღაც - ვერ გა­და­გარ­ჩენს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, გა­მო­რი­ცხუ­ლია. ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი გა­და­ე­ცი, სა­ნამ აჭა­რი­დან გად­მო­გიყ­ვან­და თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის დი­რექ­ტო­რად? ჩა­გის­ვა ჯი­ბე­ში? ხე­ლის ბიჭი ხომ ხარ? - არ არ­სე­ბობს, ვერ გა­და­გარ­ჩენს", - მი­მარ­თა მე­ლი­ამ თა­მაზ დარ­ჩი­ძეს.

თა­ვის მხრივ, თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის დი­რექ­ტორ­მა "ტყუ­ი­ლი" უწო­და ბა­ღის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და გან­მარ­ტა, რომ ად­გი­ლი აქვს იგი­ვე კამ­პა­ნი­ას, რა­საც ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის შემ­თხვე­ვა­ში ჰქონ­და.

"ბო­ტა­ნი­კურ­მა ბაღ­მა მი­ი­ღო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, გაც­ვლი­და თუ არა ფარ­თის უც­ვლე­ლად ტე­რი­ტო­რი­ას სხვა, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ჩვენ ვიმ­ჯე­ლეთ 2 თვე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად და მი­ვიჩ­ნი­ეთ, რომ ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა შე­მო­სუ­ლი­ყო ჩვენს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, იყო გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი და სა­სარ­გებ­ლო ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის­თვის, ვიდ­რე ის რაც გვქონ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ გავცვა­ლეთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის დი­რექ­ტორ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაღს 4 ჰექ­ტა­რი "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა წა­არ­თვა".

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის პო­ზი­ცი­ას, ვიცე-მერ­მა ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძემ ნიკა მე­ლი­ა­სა და ირაკ­ლი აბე­სა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არას­წო­რი უწო­და. რო­გორც ლექ­ვი­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მოხ­და ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის სა­ზღვრე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა და 4 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რი­ის ჩა­ნაც­ვლე­ბა.

"ბო­ტა­ნი­კურ­მა ბაღ­მა ამ ჩა­მოჭ­რი­ლი 4 ჰექ­ტა­რის ნაც­ვლად ბევ­რად უფრო უკე­თე­სი ტე­რო­ტი­რია მი­ი­ღო, რო­მე­ლიც მისი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის­თვის ბევ­რად უკე­თე­სი. ეს ტე­რი­ტო­რია გზის მიმ­დე­ბა­რეა, რო­მე­ლიც კრწა­ნი­სი-შინ­დი­სის გზის მხრი­დან ბო­ტა­ნი­კურ ბაღს ესა­ზღვრე­ბა. მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი რე­ზი­დენ­ცი­ას­თან არ აქვს. ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ტე­რი­ტო­რია რჩე­ბა ძველ მო­ცუ­ლო­ბა­ში. უბ­რა­ლოდ სა­ზღვრე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა და 4 ჰექ­ტა­რის ჩა­ნაც­ვლე­ბა მოხ­და ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ით, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რომ ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის­თვის უფრო მომ­გე­ბი­ა­ნია მცე­ნა­რე­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით და ასე­ვე იმ ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ბო­ტა­ნი­კურ ბაღს შე­იძ­ლე­ბა გა­აჩ­ნდეს", - გა­ნა­ცხა­და ლექ­ვი­ნა­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ: "შენ ხარ ძა­ლი­ან დიდ შარ­ში, ამა­ზე აგებ პა­სუხს" - და­პი­რის­პი­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­სა" და ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის დი­რექ­ტორს შო­რის

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაგარჩენს" - "ნაციონალების" ბრალდებები და მერიის პასუხი ბოტანიკური ბაღის ნაწილის გასხვისებაზე

 "ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაგარჩენს" - "ნაციონალების" ბრალდებები და მერიის პასუხი ბოტანიკური ბაღის ნაწილის გასხვისებაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბოტანიკური ბაღის დირექტორს თამაზ დარჩიძეს "ხელის ბიჭი" უწოდა. ასე მელიამ დარჩიძეს ბოტანიკურ ბაღთან მიმართა, სადაც ის "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთ წარმომადგენელ, ირაკლი აბესაძესთან ერთად მივიდა და დარჩიძისგან იმ წერილთან დაკავშირებული საკითხით დაინტერესდა, რომლითაც ბაღის საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწა გასხვისდა.

"4 ჰექტარი მიწა, რაც იყო ბოტანიკური ბაღის ბალანსზე, გადაეცით თუ არა კონკრეტულ კომპანიას? რა გგონიათ, ციდან ჩამოფრენილები ვართ და დოკუმენტების კითხვა არ ვიცით?... ახალგაზრდა ერთი წუთით მომისმინე. შენ უნდა იცოდე ერთი რაღაც - ვერ გადაგარჩენს ბიძინა ივანიშვილი, გამორიცხულია. ბათუმის ბოტანიკური ბაღი გადაეცი, სანამ აჭარიდან გადმოგიყვანდა თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორად? ჩაგისვა ჯიბეში? ხელის ბიჭი ხომ ხარ? - არ არსებობს, ვერ გადაგარჩენს", - მიმართა მელიამ თამაზ დარჩიძეს.

თავის მხრივ, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა "ტყუილი" უწოდა ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და განმარტა, რომ ადგილი აქვს იგივე კამპანიას, რასაც ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში ჰქონდა.

"ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შემოთავაზება, გაცვლიდა თუ არა ფართის უცვლელად ტერიტორიას სხვა, ალტერნატიულ ტერიტორიაზე. ჩვენ ვიმჯელეთ 2 თვე სპეციალისტებთან ერთად და მივიჩნიეთ, რომ ტერიტორია, რომელიც შესაძლოა შემოსულიყო ჩვენს შემადგენლობაში, იყო გაცილებით უკეთესი და სასარგებლო ბოტანიკური ბაღისთვის, ვიდრე ის რაც გვქონდა. ბუნებრივია, ჩვენ გავცვალეთ ტერიტორიები", - განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბაღს 4 ჰექტარი "ბიძინა ივანიშვილმა წაართვა".

რაც შეეხება თბილისის მერიის პოზიციას, ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ ნიკა მელიასა და ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორი უწოდა. როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, მოხდა ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარი ტერიტორიის ჩანაცვლება.

"ბოტანიკურმა ბაღმა ამ ჩამოჭრილი 4 ჰექტარის ნაცვლად ბევრად უფრო უკეთესი ტეროტირია მიიღო, რომელიც მისი ინტერესებიდან გამომდინარე, არის ბოტანიკური ბაღისთვის ბევრად უკეთესი. ეს ტერიტორია გზის მიმდებარეა, რომელიც კრწანისი-შინდისის გზის მხრიდან ბოტანიკურ ბაღს ესაზღვრება. მას არანაირი კავშირი რეზიდენციასთან არ აქვს. ბოტანიკური ბაღის ტერიტორია რჩება ძველ მოცულობაში. უბრალოდ საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარის ჩანაცვლება მოხდა ახალი ტერიტორიით, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბოტანიკური ბაღისთვის უფრო მომგებიანია მცენარეების თვალსაზრისით და ასევე იმ ტურისტული მიზნებისთვის, რომელიც ბოტანიკურ ბაღს შეიძლება გააჩნდეს", - განაცხადა ლექვინაძემ.

წაიკითხეთ: "შენ ხარ ძალიან დიდ შარში, ამაზე აგებ პასუხს" - დაპირისპირება "ნაციონალებსა" და ბოტანიკური ბაღის დირექტორს შორის

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."