პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა ამოვიცნოთ რუსული პროპაგანდა - სისუსტეების დაფარვის მცდელობა თუ მოქნილი საინფორმაციო ომი?
როგორ უნდა ამოვიცნოთ რუსული პროპაგანდა - სისუსტეების დაფარვის მცდელობა თუ მოქნილი საინფორმაციო ომი?

რო­გორ უნდა ამო­ვიც­ნოთ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და, რა­ტომ აქ­ტი­უ­რობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კრემ­ლი და რო­გო­რი უნდა იყოს და­სავ­ლე­თის რა­ექ­ცია - ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ამ თე­მებ­ზე ამე­რი­კელ­მა და ევ­რო­პელ­მა ექ­სპერ­ტებ­მა ისა­უბ­რეს. სტა­ტია თე­მა­ზე "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ­მა რე­დაქ­ცი­ამ მო­ამ­ზა­და.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ქვეყ­ნის სი­სუს­ტე­ე­ბის გა­და­ფარ­ვას სა­ინ­ფორ­მა­ციო ომი­სა და პრო­პა­გან­დის გა­მო­ყე­ნე­ბით ცდი­ლობს, გა­ნა­ცხა­და ამე­რი­კის ყო­ფილ­მა ელჩმა უკ­რა­ი­ნა­სა და უზ­ბე­კეთ­ში ჯონ ჰერბსტმა.

"ბა­ტონ პუ­ტინს პრობ­ლე­მა აქვს - ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა. მას ზე­სა­ხელ­მწი­ფოს ამ­ბი­ცია აქვს, მაგ­რამ მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რე­გი­ო­ნულ ძა­ლას ვერ სცდე­ბა. რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა, თუნ­დაც სან­ქცი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე და ნავ­თობ­ზე ფა­სე­ბის და­ვარ­დნამ­დე, სხვა­დას­ხვა გათ­ვლებ­ზე დაყ­რდნო­ბით მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ მე-7-დან მე-10-ე ად­გი­ლებ­ზე მერ­ყე­ობ­და," გა­ნა­ცხა­და ყო­ფილ­მა დიპ­ლო­მატ­მა.

"პუ­ტი­ნი სა­კუ­თა­რი გლო­ბა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ცდი­ლობს და სწო­რედ ამი­ტომ იყე­ნებს ფსი­ქო­ლო­გი­ურ ოპე­რა­ცი­ებს და პრო­პა­გან­დას. ის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა მე­სიჯს ავ­რცე­ლებს. მის სა­მე­ზობ­ლო­ში ეს მე­სი­ჯი ანტი-ამე­რი­კა­ნიზ­მია და არა პრო-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა. მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ამე­რი­კის ბრა­ლია. მისი თქმით, ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი ამე­რი­კამ მო­ა­წყო. ის ცდი­ლობს მო­ნა­ხოს ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამას და­ი­ჯე­რებს და ამ მე­სი­ჯის პრო­პა­გი­რე­ბას გა­ა­კე­თებს," - ასე ხსნის რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას ჰერბსტი.

სა­კუ­თარ გზავ­ნილს კრემ­ლი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად მთავ­რო­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მსოფ­ლი­ოს ენებ­ზე უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ავ­რცე­ლებს. ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და მწე­რა­ლი პი­ტერ პო­მე­რან­ცე­ვი აცხა­დებს, რომ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ხში­რად გა­სარ­თობ კონ­ტენ­ტთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ მა­სა­ლას რუ­სუ­ლი არ­ხე­ბი და­სავ­ლე­თის­გან ყი­დუ­ლო­ბენ ან და­სავ­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი რუ­სეთ­ში აწარ­მო­ე­ბენ. "რუ­სუ­ლი არ­ხე­ბი მა­ყუ­რე­ბელს ამ მა­სა­ლით იზი­და­ვენ და შემ­დეგ მას პრო­პა­გან­დას და სი­ძულ­ვილს ამა­ტე­ბენ," აცხა­დებს პო­მე­რან­ცე­ვი.

მისი თქმით, კრემ­ლის პრო­პა­გან­დის ერთ-ერთი მი­ზა­ნი და­სავ­ლეთ­ში რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ადა­მი­ა­ნე­ბის დე­ბა­ტებ­ში ჩათ­რე­ვაა. ის ამ­ბობს, რომ ეს ფუჭი სა­ვარ­ჯი­შო იქ­ნე­ბა: "არ ჩა­ერ­თოთ ამ დე­ბა­ტებ­ში, იმი­ტომ რომ ეს სრუ­ლი ილუ­ზი­აა. ისი­ნი მხო­ლოდ რუ­სუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, რა­საც არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან. მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბის გა­ფან­ტვა და ოპო­ნენ­ტის ფო­კუ­სის სხვა თე­მებ­ზე გა­და­ტა­ნაა."

ლიტ­ვის ელ­ჩის მო­ად­გი­ლე ამე­რი­კა­ში მინ­და­უ­გას ჟი­კუ­სი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას ამ­ბობს, რომ და­სავ­ლეთ­მა მოქ­მე­დე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ი­წყოს. "რა­ღაც თუ არ გა­ვა­კე­თეთ, სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­მნე­ბა. რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ხალ­ხს ტყუ­ი­ლებს გა­სარ­თობ მა­სა­ლას­თან ერ­თად აწ­ვდის, მაგ­რამ ამას­თან ისი­ნი რბილ ძა­ლა­საც იყე­ნე­ბენ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით იქ ხდე­ბა, სა­დაც რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს," - ამ­ბობს ლიტ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი.

მან მა­გა­ლი­თად რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხე­ლო­ვან­თა მიერ სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­წყო­ბა მო­იყ­ვა­ნა. მისი თქმით, ისი­ნი "სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში ეროვ­ნულ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე მარ­თა­ვენ კონ­ცერ­ტებს, აწყო­ბენ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებს. მათი მე­თო­დე­ბი ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლია. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა კრემ­ლის სა­გა­რო პო­ლი­ტი­კის და რუ­სუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის და­სა­წი­ნა­უ­რებ­ლად ხდე­ბა."

ექ­სპერ­ტებს, რომ­ლებ­საც "ამე­რი­კის ხმა" ესა­უბ­რა, არ აქვთ ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, მათ­თან სა­უბ­რი­სას ერთი რამ გა­მო­იკ­ვე­თა - და­სავ­ლე­თის მხრი­დან ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მის შე­მუ­შა­ვე­ბის გა­რე­შე რთუ­ლი იქ­ნე­ბა კრემ­ლის მოქ­ნი­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა. ამას­თან, რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის სა­მიზ­ნე ქვეყ­ნებ­ში სა­ხელ­მწი­ფო პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა იყოს კრემ­ლის პრო­პა­გან­დის სა­პირ­წო­ნედ ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა.

წყა­რო: amerikiskhma.com

როგორ უნდა ამოვიცნოთ რუსული პროპაგანდა - სისუსტეების დაფარვის მცდელობა თუ მოქნილი საინფორმაციო ომი?

როგორ უნდა ამოვიცნოთ რუსული პროპაგანდა - სისუსტეების დაფარვის მცდელობა თუ მოქნილი საინფორმაციო ომი?

როგორ უნდა ამოვიცნოთ რუსული პროპაგანდა, რატომ აქტიურობს ამ მიმართულებით კრემლი და როგორი უნდა იყოს დასავლეთის რაექცია - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ამ თემებზე ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა ისაუბრეს. სტატია თემაზე "ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ მოამზადა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქვეყნის სისუსტეების გადაფარვას საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის გამოყენებით ცდილობს, განაცხადა ამერიკის ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტმა.

„ბატონ პუტინს პრობლემა აქვს - ძალიან სერიოზული პრობლემა. მას ზესახელმწიფოს ამბიცია აქვს, მაგრამ მისი შესაძლებლობები რეგიონულ ძალას ვერ სცდება. რუსეთის ეკონომიკა, თუნდაც სანქციების დაწყებამდე და ნავთობზე ფასების დავარდნამდე, სხვადასხვა გათვლებზე დაყრდნობით მსოფლიოში მხოლოდ მე-7-დან მე-10-ე ადგილებზე მერყეობდა,“ განაცხადა ყოფილმა დიპლომატმა.

„პუტინი საკუთარი გლობალური მიზნების მიღწევას შეზღუდული შესაძლებლობებით ცდილობს და სწორედ ამიტომ იყენებს ფსიქოლოგიურ ოპერაციებს და პროპაგანდას. ის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მესიჯს ავრცელებს. მის სამეზობლოში ეს მესიჯი ანტი-ამერიკანიზმია და არა პრო-დემოკრატიულობა. მისთვის ყველაფერი ამერიკის ბრალია. მისი თქმით, ფერადი რევოლუციები ამერიკამ მოაწყო. ის ცდილობს მონახოს ხალხი, რომელიც ამას დაიჯერებს და ამ მესიჯის პროპაგირებას გააკეთებს,” - ასე ხსნის რუსეთის პროპაგანდის დანიშნულებას ჰერბსტი.

საკუთარ გზავნილს კრემლი ყველაზე აქტიურად მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა მედია საშუალებებით მსოფლიოს ენებზე უამრავ ქვეყანაში ავრცელებს. ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი პიტერ პომერანცევი აცხადებს, რომ რუსული პროპაგანდა ხშირად გასართობ კონტენტთანაა დაკავშირებული. ამ მასალას რუსული არხები დასავლეთისგან ყიდულობენ ან დასავლური კომპანიები რუსეთში აწარმოებენ. „რუსული არხები მაყურებელს ამ მასალით იზიდავენ და შემდეგ მას პროპაგანდას და სიძულვილს ამატებენ,“ აცხადებს პომერანცევი.

მისი თქმით, კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მიზანი დასავლეთში რუსეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ადამიანების დებატებში ჩათრევაა. ის ამბობს, რომ ეს ფუჭი სავარჯიშო იქნება: „არ ჩაერთოთ ამ დებატებში, იმიტომ რომ ეს სრული ილუზიაა. ისინი მხოლოდ რუსული ცივილიზაციის ღირებულებებზე საუბრობენ, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს მიმდინარე პროცესებთან. მათი დანიშნულება ხალხის ყურადღების გაფანტვა და ოპონენტის ფოკუსის სხვა თემებზე გადატანაა."

ლიტვის ელჩის მოადგილე ამერიკაში მინდაუგას ჟიკუსი მდგომარეობის შეფასებისას ამბობს, რომ დასავლეთმა მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. „რაღაც თუ არ გავაკეთეთ, საშიში მდგომარეობა შეიქმნება. რუსული პროპაგანდა ხალხს ტყუილებს გასართობ მასალასთან ერთად აწვდის, მაგრამ ამასთან ისინი რბილ ძალასაც იყენებენ. ეს განსაკუთრებით იქ ხდება, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს,“ - ამბობს ლიტველი დიპლომატი.

მან მაგალითად რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ხელოვანთა მიერ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა მოიყვანა. მისი თქმით, ისინი „სამიზნე ქვეყნებში ეროვნულ დღესასწაულებზე მართავენ კონცერტებს, აწყობენ საზეიმო ღონისძიებებს. მათი მეთოდები ძალიან დახვეწილია. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის გამოყენება კრემლის საგარო პოლიტიკის და რუსული ნაციონალიზმის დასაწინაურებლად ხდება.“

ექსპერტებს, რომლებსაც „ამერიკის ხმა“ ესაუბრა, არ აქვთ ფორმულა, რომელიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ წარმატების გარანტი იქნება. თუმცა, მათთან საუბრისას ერთი რამ გამოიკვეთა - დასავლეთის მხრიდან ერთიანი მიდგომის შემუშავების გარეშე რთული იქნება კრემლის მოქნილი საინფორმაციო პოლიტიკის წინააღმდეგ წარმატებული მოქმედება. ამასთან, რუსული საინფორმაციო ომის სამიზნე ქვეყნებში სახელმწიფო პრიორიტეტი უნდა იყოს კრემლის პროპაგანდის საპირწონედ ფაქტებზე დაფუძნებული, დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება.

წყარო: amerikiskhma.com