სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააღდგომო საჩუქრები 9 წლის ოსტატისგან: "მინდა ისეთი სამსახური მქონდეს, დედა ნაკლებად შევაწუხო"
სააღდგომო საჩუქრები 9 წლის ოსტატისგან: "მინდა ისეთი სამსახური მქონდეს, დედა ნაკლებად შევაწუხო"

მას თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა, პა­ტა­რა, ოქ­როს­ხე­ლე­ბა ოს­ტა­ტი ვუ­წო­დოთ, რად­გა­ნაც უკვე ორი კვი­რაა, სა­აღ­დგო­მო სა­ჩუქ­რებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით ქმნის. სა­ჩუ­ქა­რი ასე­თია: ჩი­ტის ბუ­დე­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ფე­რად-ფე­რა­დი კვერ­ცხე­ბი. სა­აღ­დგო­მო სა­ჩუქ­რე­ბის დამ­ზა­დე­ბის იდეა 9 წლის სან­დრო ქან­თა­რი­ას ასე გა­უჩ­ნდა: "დე­დამ ადრე ტე­ლე­ფო­ნი მი­ყი­და, რო­მე­ლიც ხე­ლი­დან გა­მი­ვარ­და და ეკ­რა­ნი გა­უ­ფუჭ­და. შემ­დეგ დე­დას ვე­ღარ ვთხო­ვე, კი­დევ ეყი­და და ვი­ფიქ­რე, მოდი, ამ სა­ჩუქ­რებს გა­ვა­კე­თებ და ამ გა­ყი­დუ­ლი ბუ­დე­ე­ბით სა­ჭი­რო თან­ხას შე­ვაგ­რო­ვებ-მეთ­ქი", - ამ­ბობს სან­დრო.

- ე.ი. ახა­ლი ტე­ლე­ფო­ნის შე­ძე­ნა შენი შრო­მით გა­და­წყვი­ტე? ნა­მუ­შევ­რე­ბი ისე­თი ლა­მა­ზი გა­მო­გი­ვი­და, რომ დიდ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

- კი და ეს ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ასე თუ მო­ე­წო­ნე­ბო­დათ, არ მე­გო­ნა, კარ­გია, რომ ეს შე­დე­გი მი­ვი­ღე. სა­აღ­დგო­მოდ ლა­მა­ზი სა­ჩუქ­რე­ბი ყვე­ლას სჭირ­დე­ბა და ჩემ­თან ამის შე­სა­ძე­ნად ამი­ტომ მო­დი­ან.

- მოგ­ვი­ყე­ვი, რო­გორ აკე­თებ?

- ვი­ღებ მთელ კვერ­ცხს, ქვე­და ნა­წილ­ში ნემ­სით ნახ­ვრეტს ვუ­კე­თებ, ზე­მოთ კი, უფრო პა­ტა­რა­ზე ვხვრეტ, სა­ი­და­ნაც სულს ვუ­ბე­რავ და შიგ­თავ­სი გა­რეთ გა­მო­დის. კვერ­ცხის ნა­ჭუჭ­ში შემ­დეგ იმ ნახ­ვრე­ტი­დან წყალს ვუშ­ვებ, რომ კარ­გად გა­მო­ი­რე­ცხოს ცი­ლი­სა და გუ­ლის­გან. ცოტა რომ გა­მოშ­რე­ბა, იმა­ვე ნახ­ვრე­ტი­დან, ნა­ჭუჭ­ში აცე­ტონ­საც ვას­ხამ და ვან­ჯღ­რევ, რომ მთლი­ა­ნად გა­მო­იწ­მინ­დოს და კვერ­ცხის სუ­ნიც არ ჰქონ­დეს. მერე შიგ­ნით დამ­დნარ ცვილს ვას­ხამ იმის­თვის, რომ გა­ი­სან­თლოს (თან, ნა­ჭუ­ჭს ამაგ­რებს). როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­მოშ­რე­ბა, კვერ­ცხს სხვა­დას­ხვა ფე­რა­დი აკ­ვა­რე­ლით ვღე­ბავ.

- ფე­რებს რო­გორ არ­ჩევ?

- თუ წი­ნას­წარ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მაქვს, კვერ­ცხი რა ფერი უნდა იყოს, იმ ფე­რებს ვი­ყე­ნებ, თუ არა­და, იმ სა­ღე­ბავს ვუს­ვამ, რო­მე­ლიც მომ­წონს. კვერ­ცხის მო­ხატ­ვის დროს მახ­სენ­დე­ბა იე­სოს ფილ­მი. იმა­ზე ვფიქ­რობ და ფე­რებ­ში გად­მო­მაქვს (მა­გა­ლი­თად, წი­თე­ლი - სის­ხლია, შავი - ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი, ყვი­თე­ლი - სი­ნათ­ლე, მწვა­ნე - ახა­ლი სი­ცო­ცხლე და ა.შ.). ზოგ­ჯერ წე­ბო­საც ვხმა­რობ, ხან ზე­მო­დან დე­კო­რა­ტი­უ­ლი ყვა­ვი­ლის ფურ­ცლებს ვა­წე­ბებ. ვცდი­ლობ, ნა­ხა­ტე­ბი არ გა­ვი­მე­ო­რო, შე­იძ­ლე­ბა ბრჭყვი­ა­ლე­ბიც მო­ვა­ყა­რო. მთა­ვა­რია, რომ ფე­რე­ბის შერ­ჩე­ვა არ მი­ჭირს.

- რო­მე­ლი ფე­რე­ბი მოგ­წონს?

- მწვა­ნე, წი­თე­ლი, ყვი­თე­ლი და ამ ფე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­მიძ­ლია, კვერ­ცხი ავაჭ­რე­ლო ან დავ­წინწკლო. სა­ღე­ბავს რომ წა­ვუს­ვამ, მერე გა­საშ­რო­ბად ვდებ და ბუ­დე­ე­ბის გა­კე­თე­ბას ვი­წყებ. მსხვილ თოკს ვშლი, ეს რთუ­ლია ცოტა: ძაფი ად­ვი­ლად არ მომ­ყვე­ბა და ხელს მტკენს, შემ­დეგ იმ ძაფს ქი­ლა­ზე ვახ­ვევ. ვი­ღებ მუ­ყა­ოს ნა­ჭერს და მრგვა­ლად დახ­ვე­ულ ძაფს მას­ზე სტეპ­ლე­რით ვა­მაგ­რებ, თვი­თონ ძაფს კი ლენ­ტით. სა­ბო­ლო­ოდ, ბუ­დეს შიგ­ნით რა­ღა­ცე­ბი უნდა ჩა­ვუ­წყოთ, მა­გა­ლი­თად, ბუმ­ბუ­ლი, მწვა­ნე ძა­ფე­ბი, ჯე­ჯი­ლი, ისე რომ ჩი­ტის ბუ­დეს ჰგავ­დეს. ბო­ლოს კი გა­ფე­რა­დე­ბულ კვერ­ცხს ამ ბუ­დე­ში ვა­თავ­სებ.

- სა­აღ­დგო­მო ბუ­დე­ე­ბის გარ­და, აქ სა­აღ­დგო­მო ხე­საც ვხე­დავ, რო­მელ­ზეც და­მაგ­რე­ბუ­ლია ფე­რა­დი კვერ­ცხე­ბი...

- კი და ამის გარ­და დე­დი­კომ სა­რე­ცხის ხის სა­მაგ­რე­ბიც მი­ყი­და, რი­თაც პა­ტა­რა მწვა­ნე ეზო­ე­ბიც გა­ვა­კე­თე და კვერ­ცხებს იმა­შიც ვა­წყობ, მა­ნამ­დე კი ძირ­ში მწვა­ნე ძა­ფებს, რო­გორც ჯე­ჯილს, ისე ვუ­ფენ. ასე­ვე ვამ­ზა­დებ ისეთ ბუ­დე­ებს, რო­მე­ლიც კე­დელ­ზე იკი­დე­ბა.

- შე­აგ­რო­ვე უკვე ტე­ლე­ფო­ნის შე­სა­ძე­ნი ფული?

- იმ­დე­ნი ჯერ არ გა­მი­ყი­დია, რომ იმ თან­ხით ტე­ლე­ფო­ნი მო­მი­ვი­დეს. ერთ ქალს ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი მო­ე­წო­ნა და 15 ცალი შე­მიკ­ვე­თა, უკვე და­ვუმ­ზა­დე, ერ­თმა 6 ცალი იყი­და, ამე­რი­კა­ში უნდა გა­აგ­ზავ­ნოს ახ­ლობ­ლებ­თან, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია, - ჩემი ნა­ხე­ლა­ვი უცხო­ეთ­ში წა­ვი­და, სა­ზღვრებს გას­ცდა. ისე, ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი სულ პირ­ვე­ლი ბუდე ჩემს მო­ძღვარს, მამა ლე­ვანს ვა­ჩუ­ქე და ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, ამას ხა­ტე­ბის კუ­თხე­ში დავ­დე­ბო, მი­თხრა.

ყვე­ლა მგულ­შე­მატ­კივ­რობს, დე­დას ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი რომ მო­დი­ან, უნ­დათ, რომ რა­ღა­ცით და­მეხ­მა­რონ, ზოგს რა მა­სა­ლის ნარ­ჩე­ნი მო­აქვს, ზოგს - რა, იქ­ნებ გა­მო­გად­გე­სო. მა­გა­ლი­თად, ჟურ­ნა­ლის­ტმა თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვილ­მა კონ­ტუ­რე­ბის მო­ხატ­ვა მას­წავ­ლა. კი­დევ რჩე­ვე­ბი მომ­ცა "პა­ლიტ­რა ელ"-ს დი­ზა­ი­ნერ­მა - კოტე იანტბე­ლი­ძემ, დე­დას ურ­ჩია, ბუ­დე­ე­ბის და­სა­წე­ბებ­ლად, სი­ლი­კო­ნის პის­ტო­ლე­ტის წებო გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ასე, ისე­თი ბუ­დე­ე­ბი შევ­ქმე­ნი, რო­მე­ლიც არას­დროს და­იშ­ლე­ბა. ჰო, კი­დევ ბუ­დეს სი­ლა­მა­ზის­თვის ხე­ლოვ­ნუ­რი ყვა­ვი­ლე­ბი­თაც ვა­ფორ­მებ.

- სა­ერ­თოდ თუ ხა­ტავ?

- ვხა­ტავ, მაგ­რამ უფრო ხელ­ნა­კეთ ნივ­თებ­ზე მუ­შა­ო­ბა მიყ­ვარს და კი­დევ პლას­ტე­ლი­ნით ვძერ­წავ.

- კი­დევ რას გვე­ტყვი შენ­ზე?

- ვსწავ­ლობ 161-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, მე­სა­მეკ­ლა­სე­ლი ვარ. კლას­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი, მა­თე­მა­ტი­კა, ხე­ლოვ­ნე­ბა, სპორ­ტი, ბუ­ნე­ბა. მიყ­ვარს ასე­ვე კი­თხვა. მინ­და, რომ სტო­მა­ტო­ლო­გი გა­მო­ვი­დე, ეს პრო­ფე­სია ჩემ­მა ბი­ძი­ამ შე­მაყ­ვა­რა, რად­გა­ნაც სტო­მა­ტო­ლო­გია.

- დე­დი­კოს თუ ეხ­მა­რე­ბი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში?

- რო­დე­საც დედა მუ­შა­ობს, მე სახ­ლში მარ­ტო ვარ ხოლ­მე. სკო­ლი­დან რომ მოვ­დი­ვარ ჯერ ვმე­ცა­დი­ნე­ობ, თავს მო­ვუვ­ლი და მერე შე­მიძ­ლია, ტე­ლე­ვი­ზო­რიც ჩავ­რთო. კვი­რა­ში სამი დღე კა­რა­ტე­ზე დავ­დი­ვარ.

- მოგ­წონს კა­რა­ტე?

- კი, თავ­დაც­ვას მას­წავ­ლის, თან, ჯან­მრთე­ლი, მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი. ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სენ­სეი მე­უბ­ნე­ბა, რომ არას­დროს ვი­ჩხუ­ბო, - ეცა­დე პრობ­ლე­მა სი­ტყვით მო­აგ­ვა­როო. მხო­ლოდ მა­შინ, თუ ვინ­მე გა­მო­გე­კი­და და და­გარ­ტყამს, თავი მა­შინ და­ი­ცა­ვიო. კა­რა­ტე­ში, ჩემ ასაკ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი ვარ, ორი დღის წინ ლურ­ჯი ქა­მა­რიც ავი­ღე. პირ­ვე­ლად რომ გა­ვე­დი შე­ჯიბ­რე­ბა­ზე, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ ნერ­ვი­უ­ლო­ბა დავძლიე და გა­ვი­მარ­ჯვე. შემ­დეგ ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც გა­ვე­დი, მა­ში­ნაც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რად­გან ძლი­ე­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შემ­ხვდა, ჩემ­ზე მა­ღა­ლი ქა­მა­რი ჰქონ­და. ვი­ჩხუ­ბე, ვი­ჩხუ­ბე, გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ მო­ვი­გე.

- მაგ­რამ, რო­გორც გა­ტყობ, ეს ახა­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც წა­მო­ი­წყე, მოგ­წონს.

- კი­დევ თუ სხვა იდეა მექ­ნე­ბა, ამ საქ­მეს გა­ვაგ­რძე­ლებ. ახლა ცოტა და­ვი­ღა­ლე. რთუ­ლი ყო­ფი­ლა. დედა ბევ­რს მეხ­მა­რე­ბა, რად­გან ღა­მით სახ­ლში რომ მო­დის, ხან დი­ლამ­დე ზის და თო­კებს ამუ­შა­ვებს, კვერ­ცხს ასუფ­თა­ვებს და მზად მახ­ვედ­რებს. სკო­ლა­ში წას­ვლამ­დე სამი კვერ­ცხის მო­ხატ­ვას ვას­წრებ. როცა შეკ­ვე­თას მაძ­ლე­ვენ, უარს ვერ ვე­უბ­ნე­ბი, მაგ­რამ ახლა ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან მინ­და წას­ვლა და ხუთ­შა­ბა­თი­დან ვე­ღარ ვი­მუ­შა­ვებ. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მეს დე­დას და­ვუ­ტო­ვებ, რომ თუ ვინ­მეს მო­უნ­დე­ბა, მზად მქონ­დეს.

- რაზე ოც­ნე­ბობ?

- ვოც­ნე­ბობ, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ლი და სა­კუ­თა­რი ოთა­ხი მქონ­დეს... ეზო­ში ჩემი ძაღ­ლი მე­ყო­ლე­ბა, ლორ­დი. ახლა ბი­ძი­ას­თან გვყავს და კვი­რა­ო­ბით მივ­დი­ვარ სა­ნა­ხა­ვად. მინ­და, ისე­თი სამ­სა­ხუ­რი მქონ­დეს, რომ დედა ნაკ­ლე­ბად შე­ვა­წუ­ხო.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

სააღდგომო საჩუქრები 9 წლის ოსტატისგან: "მინდა ისეთი სამსახური მქონდეს, დედა ნაკლებად შევაწუხო"

სააღდგომო საჩუქრები 9 წლის ოსტატისგან: "მინდა ისეთი სამსახური მქონდეს, დედა ნაკლებად შევაწუხო"

მას თამამად შეიძლება, პატარა, ოქროსხელება ოსტატი ვუწოდოთ, რადგანაც უკვე ორი კვირაა, სააღდგომო საჩუქრებს საკუთარი ხელით ქმნის. საჩუქარი ასეთია: ჩიტის ბუდეში მოთავსებული ფერად-ფერადი კვერცხები. სააღდგომო საჩუქრების დამზადების იდეა 9 წლის სანდრო ქანთარიას ასე გაუჩნდა: "დედამ ადრე ტელეფონი მიყიდა, რომელიც ხელიდან გამივარდა და ეკრანი გაუფუჭდა. შემდეგ დედას ვეღარ ვთხოვე, კიდევ ეყიდა და ვიფიქრე, მოდი, ამ საჩუქრებს გავაკეთებ და ამ გაყიდული ბუდეებით საჭირო თანხას შევაგროვებ-მეთქი", - ამბობს სანდრო.

- ე.ი. ახალი ტელეფონის შეძენა შენი შრომით გადაწყვიტე? ნამუშევრები ისეთი ლამაზი გამოგივიდა, რომ დიდ მოწონებას იმსახურებს.

- კი და ეს ძალიან მიხარია. ასე თუ მოეწონებოდათ, არ მეგონა, კარგია, რომ ეს შედეგი მივიღე. სააღდგომოდ ლამაზი საჩუქრები ყველას სჭირდება და ჩემთან ამის შესაძენად ამიტომ მოდიან.

- მოგვიყევი, როგორ აკეთებ?

- ვიღებ მთელ კვერცხს, ქვედა ნაწილში ნემსით ნახვრეტს ვუკეთებ, ზემოთ კი, უფრო პატარაზე ვხვრეტ, საიდანაც სულს ვუბერავ და შიგთავსი გარეთ გამოდის. კვერცხის ნაჭუჭში შემდეგ იმ ნახვრეტიდან წყალს ვუშვებ, რომ კარგად გამოირეცხოს ცილისა და გულისგან. ცოტა რომ გამოშრება, იმავე ნახვრეტიდან, ნაჭუჭში აცეტონსაც ვასხამ და ვანჯღრევ, რომ მთლიანად გამოიწმინდოს და კვერცხის სუნიც არ ჰქონდეს. მერე შიგნით დამდნარ ცვილს ვასხამ იმისთვის, რომ გაისანთლოს (თან, ნაჭუჭს ამაგრებს). როცა ყველაფერი გამოშრება, კვერცხს სხვადასხვა ფერადი აკვარელით ვღებავ.

- ფერებს როგორ არჩევ?

- თუ წინასწარ წარმოდგენილი მაქვს, კვერცხი რა ფერი უნდა იყოს, იმ ფერებს ვიყენებ, თუ არადა, იმ საღებავს ვუსვამ, რომელიც მომწონს. კვერცხის მოხატვის დროს მახსენდება იესოს ფილმი. იმაზე ვფიქრობ და ფერებში გადმომაქვს (მაგალითად, წითელი - სისხლია, შავი - ბოროტი ადამიანები, ყვითელი - სინათლე, მწვანე - ახალი სიცოცხლე და ა.შ.). ზოგჯერ წებოსაც ვხმარობ, ხან ზემოდან დეკორატიული ყვავილის ფურცლებს ვაწებებ. ვცდილობ, ნახატები არ გავიმეორო, შეიძლება ბრჭყვიალებიც მოვაყარო. მთავარია, რომ ფერების შერჩევა არ მიჭირს.

- რომელი ფერები მოგწონს?

- მწვანე, წითელი, ყვითელი და ამ ფერების დახმარებით შემიძლია, კვერცხი ავაჭრელო ან დავწინწკლო. საღებავს რომ წავუსვამ, მერე გასაშრობად ვდებ და ბუდეების გაკეთებას ვიწყებ. მსხვილ თოკს ვშლი, ეს რთულია ცოტა: ძაფი ადვილად არ მომყვება და ხელს მტკენს, შემდეგ იმ ძაფს ქილაზე ვახვევ. ვიღებ მუყაოს ნაჭერს და მრგვალად დახვეულ ძაფს მასზე სტეპლერით ვამაგრებ, თვითონ ძაფს კი ლენტით. საბოლოოდ, ბუდეს შიგნით რაღაცები უნდა ჩავუწყოთ, მაგალითად, ბუმბული, მწვანე ძაფები, ჯეჯილი, ისე რომ ჩიტის ბუდეს ჰგავდეს. ბოლოს კი გაფერადებულ კვერცხს ამ ბუდეში ვათავსებ.

- სააღდგომო ბუდეების გარდა, აქ სააღდგომო ხესაც ვხედავ, რომელზეც დამაგრებულია ფერადი კვერცხები...

- კი და ამის გარდა დედიკომ სარეცხის ხის სამაგრებიც მიყიდა, რითაც პატარა მწვანე ეზოებიც გავაკეთე და კვერცხებს იმაშიც ვაწყობ, მანამდე კი ძირში მწვანე ძაფებს, როგორც ჯეჯილს, ისე ვუფენ. ასევე ვამზადებ ისეთ ბუდეებს, რომელიც კედელზე იკიდება.

- შეაგროვე უკვე ტელეფონის შესაძენი ფული?

- იმდენი ჯერ არ გამიყიდია, რომ იმ თანხით ტელეფონი მომივიდეს. ერთ ქალს ჩემი ნამუშევრები მოეწონა და 15 ცალი შემიკვეთა, უკვე დავუმზადე, ერთმა 6 ცალი იყიდა, ამერიკაში უნდა გააგზავნოს ახლობლებთან, რაც ძალიან მიხარია, - ჩემი ნახელავი უცხოეთში წავიდა, საზღვრებს გასცდა. ისე, ჩემი გაკეთებული სულ პირველი ბუდე ჩემს მოძღვარს, მამა ლევანს ვაჩუქე და ძალიან მოეწონა, ამას ხატების კუთხეში დავდებო, მითხრა.

ყველა მგულშემატკივრობს, დედას ახლობლები, მეგობრები რომ მოდიან, უნდათ, რომ რაღაცით დამეხმარონ, ზოგს რა მასალის ნარჩენი მოაქვს, ზოგს - რა, იქნებ გამოგადგესო. მაგალითად, ჟურნალისტმა თორნიკე ყაჯრიშვილმა კონტურების მოხატვა მასწავლა. კიდევ რჩევები მომცა "პალიტრა ელ"-ს დიზაინერმა - კოტე იანტბელიძემ, დედას ურჩია, ბუდეების დასაწებებლად, სილიკონის პისტოლეტის წებო გამომეყენებინა. ასე, ისეთი ბუდეები შევქმენი, რომელიც არასდროს დაიშლება. ჰო, კიდევ ბუდეს სილამაზისთვის ხელოვნური ყვავილებითაც ვაფორმებ.

- საერთოდ თუ ხატავ?

- ვხატავ, მაგრამ უფრო ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა მიყვარს და კიდევ პლასტელინით ვძერწავ.

- კიდევ რას გვეტყვი შენზე?

- ვსწავლობ 161-ე საჯარო სკოლაში, მესამეკლასელი ვარ. კლასში ბევრი მეგობარი მყავს, მიყვარს ქართული, ინგლისური, მათემატიკა, ხელოვნება, სპორტი, ბუნება. მიყვარს ასევე კითხვა. მინდა, რომ სტომატოლოგი გამოვიდე, ეს პროფესია ჩემმა ბიძიამ შემაყვარა, რადგანაც სტომატოლოგია.

- დედიკოს თუ ეხმარები საოჯახო საქმეებში?

- როდესაც დედა მუშაობს, მე სახლში მარტო ვარ ხოლმე. სკოლიდან რომ მოვდივარ ჯერ ვმეცადინეობ, თავს მოვუვლი და მერე შემიძლია, ტელევიზორიც ჩავრთო. კვირაში სამი დღე კარატეზე დავდივარ.

- მოგწონს კარატე?

- კი, თავდაცვას მასწავლის, თან, ჯანმრთელი, მოხერხებული ვიქნები. ჩემი მასწავლებელი, სენსეი მეუბნება, რომ არასდროს ვიჩხუბო, - ეცადე პრობლემა სიტყვით მოაგვაროო. მხოლოდ მაშინ, თუ ვინმე გამოგეკიდა და დაგარტყამს, თავი მაშინ დაიცავიო. კარატეში, ჩემ ასაკში საქართველოს ჩემპიონი ვარ, ორი დღის წინ ლურჯი ქამარიც ავიღე. პირველად რომ გავედი შეჯიბრებაზე, ვნერვიულობდი, მაგრამ ნერვიულობა დავძლიე და გავიმარჯვე. შემდეგ ჩემპიონატზეც გავედი, მაშინაც ვნერვიულობდი, რადგან ძლიერი მოწინააღმდეგე შემხვდა, ჩემზე მაღალი ქამარი ჰქონდა. ვიჩხუბე, ვიჩხუბე, გამიჭირდა, მაგრამ მოვიგე.

- მაგრამ, როგორც გატყობ, ეს ახალი საქმე, რომელიც წამოიწყე, მოგწონს.

- კიდევ თუ სხვა იდეა მექნება, ამ საქმეს გავაგრძელებ. ახლა ცოტა დავიღალე. რთული ყოფილა. დედა ბევრს მეხმარება, რადგან ღამით სახლში რომ მოდის, ხან დილამდე ზის და თოკებს ამუშავებს, კვერცხს ასუფთავებს და მზად მახვედრებს. სკოლაში წასვლამდე სამი კვერცხის მოხატვას ვასწრებ. როცა შეკვეთას მაძლევენ, უარს ვერ ვეუბნები, მაგრამ ახლა ბებიასთან და ბაბუასთან მინდა წასვლა და ხუთშაბათიდან ვეღარ ვიმუშავებ. თუმცა, რამდენიმეს დედას დავუტოვებ, რომ თუ ვინმეს მოუნდება, მზად მქონდეს.

- რაზე ოცნებობ?

- ვოცნებობ, რომ საკუთარი სახლი და საკუთარი ოთახი მქონდეს... ეზოში ჩემი ძაღლი მეყოლება, ლორდი. ახლა ბიძიასთან გვყავს და კვირაობით მივდივარ სანახავად. მინდა, ისეთი სამსახური მქონდეს, რომ დედა ნაკლებად შევაწუხო.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია