მოშე კაი კავალინი უკვე 18 წლისაა და ბავშვობის ოცნების სამსახურში მუშაობს. ტაივანელი დედისა და ბრაზილიელი მამის შვილი სამუშაოდ NASA-მ აიყვანა, თუმცა მანამდე ბიჭს პატარა ასაკის გამო NASA-ში მუშაობაზე უარი უთხრეს. მოშეს არსებობის შესახებ მსოფლიო მედიამ პირველად რამდენიმე წლის წინ შეიტყო, როდესაც მან კოლეჯი 11 წლის ასაკში დაამთავრა და კალიფორნიის უნივერსიტეტში მათემატიკის საბაკალავრო დიპლომის ასაღებად გაეშურა. 15 წლისა უკვე მათემატიკის ბაკალავრი იყო.
კელვინი ვუნდერკინდია, რომელმაც შვიდი წლის ასაკში ტრიგონომეტრია იცოდა. მისი მათემატიკის პროფესორი ამბობს: "ბევრი მიიჩნევს, რომ ის გენიოსია და ეს ბუნებრივად დაყვა, სინამდვილეში, ის ძალიან ბევრს სწავლობდა, იმაზე მეტს, ვიდრე სხვა ნებისმიერი სტუდენტი".
კავალინს კოლეჯში ასტროფიზიკოსობა სურდა. ფიზიკის გაკვეთილების შემდეგ, მას კრიპტოგრაფია შეუყვარდა. საბოლოოდ კავალინმა კომპიუტერული მეცნიერებები აირჩია. ბიჭმა ონლაინ კურსები გაიარა კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. როცა NASA-სთან თავის პროექტს დაასრულებს, კავალინს სურს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ბიზნესის ხარისხი მოიპოვოს.
"ჩემი შემთხვევა განსაკუთრებული არაა - სწორი აღზრდის, მოტივაციისა და შთაგონების ნაკრების შედეგია. სხვა ადამიანებისგან არაფრით განვსხვავდები. უბრალოდ, ვცდილობ იმაზე მეტი გავაკეთო, ვიდრე შესაძლებელია", - ამბობს კავალინი. წლის ბოლოს მას თვითმფრინავის პილოტის ლიცენზიის აღება სურს. ხუმრობით კი იმასაც დასძენს, რომ დოქტორის ხარისხს როდესაც აიღებს, იმედია, შეყვარებულსაც იპოვის.
მომზადებულია nextshark.com-ს მიხედვით.