პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წრეებზე დაყავთ ცნობილ ქართველებს შვილები და ვინ რამდენს იხდის კერძო რეპეტიტორებთან მომზადებაში
რა წრეებზე დაყავთ ცნობილ ქართველებს შვილები და ვინ რამდენს იხდის კერძო რეპეტიტორებთან მომზადებაში

ძვი­რა­დღი­რე­ბულ­მა სკო­ლებ­მა ბავ­შვე­ბის ცოდ­ნის დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად კერ­ძო პე­და­გოგ­თან მომ­ზა­დე­ბა ვერ ჩა­ა­ნაც­ვლა. ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, სკო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­კუ­თა­რი შვი­ლი კერ­ძო პე­და­გო­გებ­თან, სპორ­ტსა და სხვა­დას­ხვა წრე­ებ­ზე დაჰ­ყავს. მათ შო­რის არი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც.

ეკა კა­ხი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, ქეთო თო­ფუ­რი­ძე ახლა მე-11 კლას­შია. ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქეთო თო­ფუ­რი­ძემ ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა აირ­ჩია და ახლა გა­მოც­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ქეთო თო­ფუ­რი­ძე

- წელს ოთხ სა­განს ვა­ბა­რებ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის­თვის. სკო­ლის გარ­და დავ­დი­ვარ პი­ლა­ტეს­ზე, მა­თე­მა­ტი­კა­ზე და ინ­გლი­სურ­ზე. ახლა და­ვი­წყებ ქი­მი­ა­ში და ფი­ზი­კა­ში მომ­ზა­დე­ბას. მა­თე­მა­ტი­კა ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს, მე­სა­მე კლა­სი­დან ვემ­ზა­დე­ბი და ეკაც ყო­ველ­თვის ხელს მი­წყობს. რო­გორც ყვე­ლა დედა, ეკაც მკაც­რად მე­უბ­ნე­ბა, იმე­ცა­დი­ნეო.

- რა თან­ხა გიჯ­დე­ბათ მომ­ზა­დე­ბა?

- მე ძლი­ერ პე­და­გო­გებ­თან ვემ­ზა­დე­ბი, ჩემი მე­გობ­რე­ბი 5 და 6 მას­წავ­ლე­ბელ­ში რა­საც იხ­დი­ან, იმ თან­ხას ორ პე­და­გოგ­თან ვიხ­დი. მირ­ჩევ­ნია ძვი­რი გა­და­ვი­ხა­დო და კარგ პე­და­გოგ­თან მო­ვემ­ზა­დო. მხო­ლოდ ინ­გლი­სურ­ში და მა­თე­მა­ტი­კა­ში 600 ლა­რამ­დე ვიხ­დი.

ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ლიზა ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლი 12 წლი­საა, სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობს, თუმ­ცა დე­დას სხვა­დას­ხვა წრე­ებ­ზეც დაჰ­ყავს, რაც ლი­ზას სურ­ვი­ლია.

ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი (ლი­ზას დედა)

- ლიზა ახლა 12 წლის არის. პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ემ­ზა­დე­ბა ინ­გლი­სურ ენა­ში, ასე­ვე და­დის ცურ­ვა­ზე, მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში და ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში სპე­ცი­ა­ლურ ვარ­ჯი­შებ­ზე. ეს თვი­თონ მო­ინ­დო­მა სა­კუ­თა­რი ფი­გუ­რის­თვის. ჩემ­ზე რომ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, უფრო მე­ტად და­ვა­კა­ვებ­დი. რაც უფრო მე­ტად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ნაკ­ლე­ბად იფიქ­რე­ბენ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე. ახლა გა­დავ­თვა­ლე პირ­ვე­ლად, რა მიჯ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. იაფი არ არის, ამ ეტაპ­ზე 300-400 ლარი ჯდე­ბა მისი მომ­ზა­დე­ბა სხვა­დას­ხვა წრე­ებ­ზე.

ანას­ტა­სია ხა­ჩი­ძე ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბავ­შვია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ფაქ­ტი­უ­რად ყვე­ლას თვალ­წინ გა­ი­ზარ­და. პა­ტა­რა გო­გო­ნა ახლა სკო­ლა­ში და­დის, თუმ­ცა სკო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­უ­რად არის და­კა­ვე­ბუ­ლი მუ­სი­კით, ცეკ­ვით და სხვა­დას­ხვა წრე­ე­ბით.

ზურა ხა­ჩი­ძე (ანას­ტა­სი­ას მამა)

- ანას­ტა­სია და­დის სოლ­ფე­ჯი­ო­ზე, ასე­ვე ეუფ­ლე­ბა სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბას, ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სას­წავ­ლე­ბელ­ში. პე­და­გოგ­მა დოდო დი­ა­სა­მი­ძემ პირ­ვე­ლად როცა მო­უს­მი­ნა, თა­ვად აიყ­ვა­ნა ანას­ტა­სია სას­წავ­ლებ­ლად. ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ასე­ვე ძა­ლი­ან ძლი­ე­რია მა­თე­მა­ტი­კა­ში და ხა­თუ­ნას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კო­მა­რო­ვის სკო­ლა­შიც მი­ვიყ­ვა­ნეთ. ასე­ვე ორი თვეა თეა დარ­ჩი­ას­თან და­დის ცეკ­ვა­ზე. ბავ­შვთან შე­თან­ხმე­ბით უნდა გა­კეთ­დეს ეს. და­ძა­ლე­ბით ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თე­ბი­ნებ. სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც უნდა დარ­ჩეს დრო. დიდ თან­ხებ­თა­ნაც არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მისი მომ­ზა­დე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 1000 ლა­რამ­დე ჯდე­ბა მისი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ელე­ნე ჯერ მხო­ლოდ 5 წლის არის, მაგ­რამ მისი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მხო­ლოდ სა­ბავ­შვო ბა­ღით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი (ელე­ნეს დედა)

- ჩემი შვი­ლი ახლა 5 წლის არის, ის ბა­ლე­ტით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და მაკა მა­ხა­რა­ძის სა­ბა­ლე­ტო სტუ­დი­ა­ში და­დის. უნდა ვა­ღი­ა­რო, მეც მინ­დო­და ბა­ლეტ­ზე ევლო ელე­ნეს და გა­მე­ხარ­და, როცა თა­ვა­დაც გა­მო­ხა­ტა ამის სურ­ვი­ლი. იმე­დი მაქვს კარ­გი გოგო იქ­ნე­ბა. თუ არ ექ­ნე­ბა კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი, არ გა­ვაგ­რძე­ლე­ბი­ნებ. ბა­ლე­ტის გარ­და, ჩვენ­თან და­დის სტუ­დი­ა­ში და ეუფ­ლე­ბა მუ­სი­კას. და­წყე­ბით კლა­სებ­ში ზედ­მე­ტად დატ­ვირ­თუ­ლი არ უნდა იყოს ბავ­შვი. თუმ­ცა ბა­ლეტ­ზე და სიმ­ღე­რა­ზე ივ­ლის. ბავ­შვის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორ მი­უდ­გე­ბა მას პე­და­გო­გი. ელე­ნეს გა­უ­მარ­თლა, ერთი პე­და­გო­გი არის დე­და­ჩე­მი, თამ­რი­კო და მე­ო­რე ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს ელე­ნეს.

ლელა წურ­წუ­მი­ას და კახი მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­კო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლეა, ის საგ­ნებ­ში კერ­ძო პე­და­გოგ­თან არ ემ­ზა­დე­ბა.

კახი მა­მუ­ლაშ­ვი­ლი (მა­რი­კოს მამა)

- მა­რი­კო სკო­ლის გარ­და იო­გა­ზე და­დის. თან ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბის გამო და­უ­ნიშ­ნეს იოგა. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა­დას­ხვა საგ­ნებ­ში მომ­ზა­დე­ბას, ლელა მომ­ხრეა დატ­ვირ­თუ­ლი იყოს ბავ­შვი, მე - ნა­წი­ლობ­რივ. კარ­გად სწავ­ლობს სკო­ლა­ში და სხვა­დას­ხვა საგ­ნებ­ში არ ემ­ზა­დე­ბა. თა­ვად გა­და­წყვი­ტა სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, მოკ­ლედ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ბე­ბოს გო­გოა მა­რი­კო.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა, თუმ­ცა ახერ­ხებს ბავ­შვებ­ზე დრო თა­ნაბ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლოს.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი

- მომ­ხრე ვარ და დატ­ვირ­თუ­ლიც მყავს ჩემი შვი­ლე­ბი. შე­საძ­ლოა სკო­ლას ჰქონ­დეს მსგავ­სი წრე­ე­ბი, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია სხვა­დას­ხვა გა­რე­მოს­თან ჰქონ­დეს ბავ­შვს ურ­თი­ერ­თო­ბა. უფრო მეტ მე­გო­ბარს შე­ი­ძენს და უკე­თე­სია. გოგო მხო­ლოდ უცხო ენებ­ზე დამ­ყავს, ბიჭი ფეხ­ბურთზე და უცხო ენებ­ზე. ენებ­ზე იმი­ტომ ვემ­ზა­დე­ბით, რომ უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და კარ­გად ის­წავ­ლონ.

- რა თან­ხა გიჯ­დე­ბათ მათი მომ­ზა­დე­ბა?

- ყო­ველ­თვის ვე­რი­დე­ბი ამა­ზე სა­უ­ბარს. იმი­ტომ რომ ხალ­ხს უჭირს. გან­სა­კუთ­რე­ბულ სკო­ლა­ში და ძვი­რა­დღი­რე­ბულ პე­და­გო­გებ­თან არ დამ­ყავს. პა­ტა­რა ასაკ­ში ბავ­შვის მომ­ზა­დე­ბა­ში ძვი­რის გა­დახ­და სწო­რად არ მი­მაჩ­ნია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რა წრეებზე დაყავთ ცნობილ ქართველებს შვილები და ვინ რამდენს იხდის კერძო რეპეტიტორებთან მომზადებაში

რა წრეებზე დაყავთ ცნობილ ქართველებს შვილები და ვინ რამდენს იხდის კერძო რეპეტიტორებთან მომზადებაში

ძვირადღირებულმა სკოლებმა ბავშვების ცოდნის დონის ასამაღლებლად კერძო პედაგოგთან მომზადება ვერ ჩაანაცვლა. ვისაც საშუალება აქვს, სკოლის პარალელურად საკუთარი შვილი კერძო პედაგოგებთან, სპორტსა და სხვადასხვა წრეებზე დაჰყავს. მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც.

ეკა კახიანის ქალიშვილი, ქეთო თოფურიძე ახლა მე-11 კლასშია. ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, ქეთო თოფურიძემ ბიზნესის სფეროში მოღვაწეობა აირჩია და ახლა გამოცდებისთვის ემზადება.

ქეთო თოფურიძე

- წელს ოთხ საგანს ვაბარებ საატესტატო გამოცდებისთვის. სკოლის გარდა დავდივარ პილატესზე, მათემატიკაზე და ინგლისურზე. ახლა დავიწყებ ქიმიაში და ფიზიკაში მომზადებას. მათემატიკა ბავშვობიდან მიყვარს, მესამე კლასიდან ვემზადები და ეკაც ყოველთვის ხელს მიწყობს. როგორც ყველა დედა, ეკაც მკაცრად მეუბნება, იმეცადინეო.

- რა თანხა გიჯდებათ მომზადება?

- მე ძლიერ პედაგოგებთან ვემზადები, ჩემი მეგობრები 5 და 6 მასწავლებელში რასაც იხდიან, იმ თანხას ორ პედაგოგთან ვიხდი. მირჩევნია ძვირი გადავიხადო და კარგ პედაგოგთან მოვემზადო. მხოლოდ ინგლისურში და მათემატიკაში 600 ლარამდე ვიხდი.

ვერიკო ტურაშვილის ქალიშვილი ლიზა ბერუჩაშვილი 12 წლისაა, სკოლაში კარგად სწავლობს, თუმცა დედას სხვადასხვა წრეებზეც დაჰყავს, რაც ლიზას სურვილია.

ვერიკო ტურაშვილი (ლიზას დედა)

- ლიზა ახლა 12 წლის არის. პირველი კლასიდან ემზადება ინგლისურ ენაში, ასევე დადის ცურვაზე, მუსიკალურ სკოლაში და ერთ-ერთ კლინიკაში სპეციალურ ვარჯიშებზე. ეს თვითონ მოინდომა საკუთარი ფიგურისთვის. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უფრო მეტად დავაკავებდი. რაც უფრო მეტად დაკავებულები იქნებიან, ნაკლებად იფიქრებენ სისულელეებზე. ახლა გადავთვალე პირველად, რა მიჯდება ეს ყველაფერი. იაფი არ არის, ამ ეტაპზე 300-400 ლარი ჯდება მისი მომზადება სხვადასხვა წრეებზე.

ანასტასია ხაჩიძე ყველაზე პოპულარული ბავშვია საქართველოში. ფაქტიურად ყველას თვალწინ გაიზარდა. პატარა გოგონა ახლა სკოლაში დადის, თუმცა სკოლის პარალელურად აქტიურად არის დაკავებული მუსიკით, ცეკვით და სხვადასხვა წრეებით.

ზურა ხაჩიძე (ანასტასიას მამა)

- ანასტასია დადის სოლფეჯიოზე, ასევე ეუფლება საოპერო ხელოვნებას, ევგენი მიქელაძის სასწავლებელში. პედაგოგმა დოდო დიასამიძემ პირველად როცა მოუსმინა, თავად აიყვანა ანასტასია სასწავლებლად. ჩემი ქალიშვილი ასევე ძალიან ძლიერია მათემატიკაში და ხათუნას გადაწყვეტილებით კომაროვის სკოლაშიც მივიყვანეთ. ასევე ორი თვეა თეა დარჩიასთან დადის ცეკვაზე. ბავშვთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს ეს. დაძალებით ვერაფერს გააკეთებინებ. საკუთარი თავისთვისაც უნდა დარჩეს დრო. დიდ თანხებთანაც არ არის დაკავშირებული მისი მომზადება, დაახლოებით 1000 ლარამდე ჯდება მისი აქტივობები.

მარიამ როინიშვილის ქალიშვილი, ელენე ჯერ მხოლოდ 5 წლის არის, მაგრამ მისი აქტივობები მხოლოდ საბავშვო ბაღით არ შემოიფარგლება.

მარიამ როინიშვილი (ელენეს დედა)

- ჩემი შვილი ახლა 5 წლის არის, ის ბალეტით არის დაკავებული და მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში დადის. უნდა ვაღიარო, მეც მინდოდა ბალეტზე ევლო ელენეს და გამეხარდა, როცა თავადაც გამოხატა ამის სურვილი. იმედი მაქვს კარგი გოგო იქნება. თუ არ ექნება კარგი მონაცემები, არ გავაგრძელებინებ. ბალეტის გარდა, ჩვენთან დადის სტუდიაში და ეუფლება მუსიკას. დაწყებით კლასებში ზედმეტად დატვირთული არ უნდა იყოს ბავშვი. თუმცა ბალეტზე და სიმღერაზე ივლის. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია როგორ მიუდგება მას პედაგოგი. ელენეს გაუმართლა, ერთი პედაგოგი არის დედაჩემი, თამრიკო და მეორე ქალბატონი მანანა, რომელიც ძალიან უყვარს ელენეს.

ლელა წურწუმიას და კახი მამულაშვილის ქალიშვილი მარიკო წარმატებული მოსწავლეა, ის საგნებში კერძო პედაგოგთან არ ემზადება.

კახი მამულაშვილი (მარიკოს მამა)

- მარიკო სკოლის გარდა იოგაზე დადის. თან ხერხემლის პრობლემების გამო დაუნიშნეს იოგა. რაც შეეხება სხვადასხვა საგნებში მომზადებას, ლელა მომხრეა დატვირთული იყოს ბავშვი, მე - ნაწილობრივ. კარგად სწავლობს სკოლაში და სხვადასხვა საგნებში არ ემზადება. თავად გადაწყვიტა სასკოლო ოლიმპიადებზე მონაწილეობის მიღება, მოკლედ დამოუკიდებელი, ბებოს გოგოა მარიკო.

სალომე გოგიაშვილი მრავალშვილიანი დედაა, თუმცა ახერხებს ბავშვებზე დრო თანაბრად გადაანაწილოს.

სალომე გოგიაშვილი

- მომხრე ვარ და დატვირთულიც მყავს ჩემი შვილები. შესაძლოა სკოლას ჰქონდეს მსგავსი წრეები, მაგრამ მირჩევნია სხვადასხვა გარემოსთან ჰქონდეს ბავშვს ურთიერთობა. უფრო მეტ მეგობარს შეიძენს და უკეთესია. გოგო მხოლოდ უცხო ენებზე დამყავს, ბიჭი ფეხბურთზე და უცხო ენებზე. ენებზე იმიტომ ვემზადებით, რომ უფრო საფუძვლიანად და კარგად ისწავლონ.

- რა თანხა გიჯდებათ მათი მომზადება?

- ყოველთვის ვერიდები ამაზე საუბარს. იმიტომ რომ ხალხს უჭირს. განსაკუთრებულ სკოლაში და ძვირადღირებულ პედაგოგებთან არ დამყავს. პატარა ასაკში ბავშვის მომზადებაში ძვირის გადახდა სწორად არ მიმაჩნია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია