აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და, რა თქმა უნდა, თავისი "მხეციც" იახლა. The Beast-ად წოდებული, შეჯავშნული და მნიშვნელოვნად გადაკეთებული Cadillac DTS, როგორც Secret Service-ის ბიჭები ირწმუნებიან, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია.
ობამას "მხეცი" სიგრძეში თითქმის 7 მეტრია. ავტომობილის უსაფრთხოების დეტალების შესახებ ოფიციალურად ცნობილი არაფერია და თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, იდეალურად შეჯავშნულია როგორც საწვავის ავზი, ისე ფანჯრებიც. ავტომობილი დაცულია ნაღმების, ხელყუმბარების, ცრემლსადენი გაზის შეტევისგან. აქვს ღამით ხილვადობის რეჟიმი, სატელიტური ტელეფონი და როგორც ირკვევა, ავტომობილში ყოველთვის არის სისხლით სავსე კონსერვები - ცხადია, იმ ჯგუფის, რომელიც პრეზიდენტს აქვს განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები